კრების მეორე სამუშაო დღე დიასპორის საკითხებს მიეძღვნა
22.06.2016
მართლმადიდებელთა კრების მეორე სამუშაო დღე დიასპორის საკითხების განხილვას დაეთმო.
კრებაზე აღინიშნა: პრობლემათა ძირითადი მიზეზია ის, რომ მე-20 საუკუნეში სხვადასხვა ტერიტორიებზე მართლმადიდებელთა მასობრივი მიგრაცია ხდებოდა.
მიგრირებულთა შორის იყვნენ ეპისკოპოსები და სხვადასხვა იურისდიქციის საეკლესიო პირები, შედეგად კი იქმნებოდა ასეთი სიტუაცია: ერთსა და იმავე ადგილას თანაარსებობა უწევდათ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსებს.
ანტიოქიის საპატრიარქოს აქვს კონფლიქტი საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც არჩეული იქნენ ეპისკოპოსები, რომლებიც მსოფლიო პატრაიქრს ექვემდებარებიან.
დიასპორის პრობლემები შორიდან იღებს სათავეს და გადაწყვეტილებათა მიღება რთული იქნება რუსეთისა და ანტიოქიის პატრაირქების არყოფნის გამო.
ასამბლეამ მოითხოვა შამბეზის 2009 წლის შეხვედრის ოქმი, რათა გადაწყვეტილებათა უფრო ღრმა შესწავლა მოხდეს.
2009 წლის წინასაკრებო შეხვედრაზე გადაწყდა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში საკონსულტაციო ორგანოთა შექმნა, ამ ორგანოში უნდა შესულიყვნენ ამ ტერიტორიებზე მოქმედი ყველა საეპისკოპოსოს წარმომადგენლები. ამ ორგანოს უნდა უზრუნველეყო ტერიტორიაზე არსებული დიასპორების ეპისკოპოსთა ნორმალური ფუნქციონირება.
კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: "ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჯერ მართლმადიდებლები ვართ და მერე ვართ კვიპროსელები, ბერძნები და სხვანი!"
სერბებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან ეკლესიათა სრული სპექტრი არ არის წარმოდგენილი, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.
და ბოლოს, ალბანეთის არქიეპისკოპოსმა ანასტასიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა: "ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს გადაწყვეტილებების მიღებისას".
წყარო: რომფეა.გრ