სერბეთის ეკლესია კრების დატოვებას არ აპირებს
22.06.2016
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს მსოფლიო პატრიარქის მეთაურობით კრეტაზე მიმდინარე დიდი კრების დატოვებას
- განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
ჩვენ კმაყოფილნი ვართ კრების მიმდინარეობით, ასე რომ არანაირი მიზეზი არ გავქვს, დავტოვოთ კრება - ამბობს დელეგაციაში მყოფი ერთ-ერთი ეპისკოპოსი.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ეკლესია კრების წინ ჩატარებული სინოდის მიერ მიღებულ მიმართვაში აცხადებდა: "იმ შემთხვევაში, თუ კრებაში მონაწილე ეკლესიები, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურობით შეუვალნი იქნებიან იმ პოზიციში, თითქოს, კრებაზე არ მყოფი ეკლესიები, არასერიოზული მიზეზების გამო უცხადებენ ბოიკოტს კრების მუშაობას და უარს იტყვიან, გაითვალისწინონ ყველა ის საკითხი, პრობლემა თუ უთანხმოება, სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლობა, სამწუხაროდ, იძულებული იქნება დატოვოს ეს კრება"
წყარო: რომფეა.გრ