20 ივნისს კრების საღამოს სესიაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოხდა
21.06.2016
20 ივნისს კრეტის აკადემიაში მართლმადიდებელთა კრების საღამოს სესია გაიმართა, სადაც მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოხდა.
სესიის დროს, როდესაც განიხილებოდა საბრძნეთის ეკლესიის მიერ შეტანილი ცვლილებების საკითხი, ლეპანტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი დაუპირისპირდა პერგამონის მიტროპოლიტ იაონე ზიზიულასს.
"შენ შეცვალე საეკლესიო ღვთისმეტყველება" - მიმართა ლეპანტოს მიტროპოლიტმა პერგამონის მიტროპოლიტს, რაზეც ზიზიულასმა მას მშვიდად უპასუხა.
გამშველებლის როლში მსოფლიო პატრიარქი გამოვიდა, რომელმაც ორივე ეპისკოპოსს მაღალი შეფასება მისცა მათი საღვთისმეტყველო ცოდნისათვის.
პერისტერის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი საბერძნეთის ეკლესიის მიერ ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა.
საბოლოოდ, საბერძნეთის ეკლესიის მიერ დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" შეტანილი ცვლილებები დიდი კრების სხდომამ უარყო და არ დაამტკიცა.
საკითხზე მსჯელობა დაასრულა ალექსანდრიის პაპმა და პატრაირქმა, თეოდორე II-მ, რომელმაც დაადასტურა თავისი ტიტულის - მსოფლიოს მოსამართლის, სისწორე, როცა აღნიშნა, რომ დიდი კრების მონაწილენი სტუდენტები არ არიან, რომ მათ ღვთისმეტყველება ვასწავლოთ, მაგრამ აუცილებელია მწვავე სოციალური საკითხების გადაწყვეტა შევძლოთ.
ალექსანდრიის პატრიარქის გამოსვლამ ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
წყარო: romfea.gr