მამა ბასილის მანქანა ნაპოვნია, მაგრამ წყლიდან ამოღება ჯერ ვერ ხერხდება
20.05.2016
როგორც გატყობინებდით, 17 მაისს, ღამის საათებში მოხდა უბედური შემთხვევა - მღვდელმონაზონი ბასილ კორტავა მანქანით მტკვარში გადავარდა.
ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები ამ შემთხვევის შესახებ. "კარიბჭემ" მოიპოვა ბოლო მონაცემები: მამა ბასილის მანქანა ნაპოვნია, მაგრამ წყლიდან ამოღება ჯერ ვერ ხერხდება წყლის დიდი ნაკადისა და სწრაფი დინების გამო. მაგნიტი მოდებულია მანქანაზე. შესაბამისი სამსახურები ახლა ცდილობენ წყლის დონის დაწევას და თუ ამინდმა ხელი არ შეუშალა, შესაძლებელი გახდება მანქანის ამოღება. ქუჩის კამერის კადრებიდან ჩანს, რომ მამა ბასილი გადაჭარბებული სიჩაქარით არ მოძრაობდა. მანქანამ უცბად შეიცვალა მიმართულება და მტკვრისკენ წავიდა. ასევე დადგინდა, რომ მამა ბასილი მარტო მგზავრობდა, მანქანაში სხვები არ ყოფილან.
მამა ბასილი დაახლოებით 37 წლის იყო. მას ახასიათებენ, როგორც კარგ პიროვნებას, გამორჩეული სულიერი თვისებების მქონე მღვდელმსახურს. 5 წელია მსახურობს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. აღნიშნავენ, რომ მას გული აწუხებდა.