10 აპრილს ქანდაში მდებარე ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში ქართულ-არამეულ ენებზე ერთობლივი წირვა აღესრულება
08.04.2016
კვირას, 10 აპრილს, მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში მდებარე ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში ქართულ-არამეულ ენებზე ერთობლივი წირვა აღესრულება.
მონასტრის წინამძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს (ბით-ხარიბის) თქმით, ღმერთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ჩამობრძანდებიან ასურელი მართლმადიდებელი მღვდელმსახურები-უკრაინიდან, რუსეთიდან, ერაყიდან და მონასტერში წირვას აღავლენენ. სტუმრები იქნებიან უკრაინის მარლთმადიდებელი ეკლესიიდან, არქიმანდრიტი გაბრიელი და დეკანოზი ვლადიმირი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი დანიელი, ანტიოქიის (ქალაქ ბაღდათიდან) მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მღვდელმონაზონი იონა. დიდი სიყვარულით გეპატიჟებით ყველას, ძალიან გაგვიხარდება თქვენი ნახვა. გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან ამ დიდ დღესასწაულზე და ერთად ვადიდოთ ღმერთი! ღმერთმა გახაროთ ორთავ სოფელსა შინა,მშიდობით, ჩემო ქრისტესმიერო ძმანო და დანო.
ცამეტი ასურელი მამის მამათა მონასტერი, უნიკალურია თავისი მსახურებით, რადგან მსახურება აღევლინება არამეულ, ანუ ქრისტეს ენაზე და მთელს მსოფლიოში ერთადერთი მონასტერია, სადაც მარლთმადიდებლური წესით ანუ იოანე ოქროპირის მსახურება აღევლინება! მონასტერის საძმოს წევრები არიან ბერი პიროსი, სამონაზვნე, მორჩილი შიო და სამონაზვნე მორჩილი სტეფანე. მონასტერი სულ რაღაც 25 კილომეტრით არის დაშორებული თბილისიდან! წირვა-ლოცვა ტარდება ყოველ შაბათ-კვირას, შაბათს საღამოს 17:00 საათზე, კვირის წირვა კი დილის 10:00 საათზე.
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.