წმინდა სინოდის სხდომაზე რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს
22.12.2015
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მღვდელმთავრებმა საპატრიარქო უკვე დატოვეს.
წმინდა სინოდის სხდომის საკითხებზე კომენტარი "კარიბჭე" მანგლელ მიტროპოლიტ ანანიას გაესაუბრა:
”წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შერაცხნენ კვართის მიმრქმელი წმინდა სიდონიას დედა. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა სიდონია სვეტიცხოველში განისვენებს უფლის კვართთან ერთად.
ასევე წმინდანად შეირაცხა მღვდელი პეტრე ხმელაძე.
ილია მართლის ხსენება ორჯერ განწესდა: ერთხელ 2 აგვისტოს და მეორედ მისი გარდაცვალების დღეს - 12 სექტემბერს.”
წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს განათლებასთნ დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში.
ეპარქიებში მეუფეების გადანაცვლებასთან დაკავშირებით, ცვლილებები არ იქნება.
სავარაუდოდ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი მოგვიანებით გახდება ცნობილი.