საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბარი პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტს ანტონს (კანდელაკი) ვთხოვე:
-მთელი ჩემი სამრევლოს, ეპარქიის სახელით უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ ფრანგ საზოგადოებას ამ უდიდეს ტარგედიას, ნამდვილად მოხდა ძალიან მძიმე ტრაგედია, ამას საფრანგეთმა შეარქვა მეორე 11 სექტემბერი, რაც მოხდა ამერიკაში. პარიზში უამრავი ადამიანი დაიღუპა, ამ წუთის მონაცემებისთვის 130 ადამიანია დაღუპული. 90 მძიმედ არის დაშავებული და კლინიკურად მძიმეა მათი მდგომარეობა. 250 ადამიანი დაჭრილია და გადის სტაციონალურ მკურნალობას. ყველა აქ მცხოვრები ადამიანისთვის, როგორც ფრანგისთვის ასევე ჩვენთვისაც ამ ყველაფერმა გარკვეული შიშის გრძნობა დაბადა. საფრანგეთი მსგავს რამეს არ იყო მიჩვეული. ეს ამბავი მართლაც შემზარავი იყო მთელი საფრანგეთისთვის. ასეთ შემთხვევაში გულგრილი ვერ
დავრჩებოდით. იმ საღამოს სადაც ეს ტერქატი მოხდა გამოფენიდან მოვდიოდით. ერთი საათის წამოსული ვიყავი იმ ადგილიდან და როგორც კი სახლში მოვედი უკვე დაიწყო ეს უბედურება. მაშინვე შევქმენით სოციალური ქსელით სპეციალური ჯგუფი, ყველას ვთხოვე შემხმიანებოდა და მქონოდა კომუნიკაცია. ტერორისტების შეტევის ადგილი 7 წერტილი იყო, მათ შორის სტადიონი, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, ერთ-ერთ 11 უბანში ერთი ქართველი ცხოვრობდა. დაახლოებით 600 მეტრში იყო ის კაფე, სადაც მოხდა პირველი დარტყმა. საელჩოს მონაცემებით და ასევე ჩვენი მონაცემებით ჩვენდა საბედნიეროდ არცერთი ქართველი არ დაშავებულა. ქალაქი უბრუნდება ნელ-ნელა თავის რიტმს და ძალიან ბევრი ადამიანი დადის სამსახურში. დგანან მყარად, შიში არსებობს, მაგრამ როგორც ფრანგები იძახიან მას არ შევუშინდებითო.
ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ქვეყანაში იყოს სიმშვდე. ნელ-ნელა საზოგადოება უკვე ხვდება რა არის მშვიდობის ფასი. მშვიდობა იწყება ჯერ საკუთარ სულში, გულში და მერე მთელს საზოგადოებაში. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, როგორც საფრანგეთს ასევე მთელს საქართველოს და თითოეულ თქვენს მკითხველს.