სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული - ეს არის ყველაზე საჭირო და პრაქტიკული წიგნებისგან შემდგარი სერია, რომელშიც ყოველდღიურად საჭირო ინფორმაციას და ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით. სერიის 5 ტომი უკვე გამოსულია:
1. სიბრძნის ენციკლოპედია
2. დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია
3. ყველაფერი ყველაფერზე
4. ქართული ხალხური ზღაპრები
5. ცხოველების ენციკლოპედია
21 სექტემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის სერიის მეექვსე ტომი - მეურნის ენციკლოპედია. შემდეგი წიგნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
7. საოჯახო წიგნი
8.ქართლის ცხოვრების ქრონიკები
9.ვეფხისტყაოსანი
მორიგი წიგნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეთა კრებული. წიგნში შეტანილი იქნება მისი პატრიარქობის ყველა წლის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები. ეს კრებული კარგი საჩუქარი იქნება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.
"პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის სოფო საყევარაშვილის განმარტებით,-სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის ხუთი წიგნი უკვე გამოსულია. 21 სექტემბერს, მკითხველი მეექვსე ტომს იხილავს,- მეურვის ენციკლოპედია. ცნობილია კიდევ სამი წიგნის დასახელება ხოლო მეათე წიგნს, გამოკითხვების მიხედვით ხალხი ირჩევს. ჟურნალებსა და გაზეთებში ბლანკებია ჩადებული, ასევე საიტებზე მიმდინარეობს გამოკითხვები. ფეისბუქის გვერდზეც მიმდინარეობს აქტიური გამოკითხვა.
მკითხველისთვის რამდენიმე ყველაზე სასურველი წიგნი გამოიკვეთა. მკითხველის უმრავლესობა სამაგიდო წიგნად ისურვებდა ასტროლოგიას, პატრიარქის ეპისტოლეებს, კარაბადინს, მითოლოგიას და უცხო სიტყვათა ლექსიკონს. გამოთხვა გრძელდება.
"კარიბჭის" მკითხველო! თუ გვინდა, რომ პატრიაქრის ეპისტოლეები გავიდეს პირველ ადგილზე ანუ მეთე წიგნად დასახელდეს, არ დაიზარდოთ და მიეცით ხმა. ყველაფერი მკითხველზეა დამოკიდებული, რომელიც არჩევანს გააკეთებს და სამაგიდო წიგნად პატრიარქის ეპისტოლეებს ვიგულებთ.
ახლა გვინდა, გთხოვოთ, გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროთ.
გამოიკითხებიან შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები, ბლანკების საშუალებითაც ადვილად მოგვაწვდენენ ხმას და თქვენ, Facebook მომხმარებელს კი ადვილად შეგიძლიათ, ისეთი ბიბლიოთეკა მიიღოთ, როგორიც გინდათ. მოცემული 5 ვარიანტიდან აარჩიეთ სასურველი და მოიწონეთ ან გააზიარეთ.
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: