1 ივნისს, სვეტიცხოველში ახალგამორჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მღვდელმთავრად აკურთხეს.
"დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, მეუფე ვახტანგ, ეპისკოპოსო ნიკორწმინდელო, წმინდა ნიკოლოზი ამიერიდან განსაკუთრებული მფარველია შენი. ითხოვე და მოგეცემა და დღეს მე გაძლევ შენ კვერთხს, როგორც ნიშანს ეპისკოპოსის კურთხევისა და მადლისა, დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, ამინ!",- სვეტიცხოვლის ტაძარში ამ სიტყვებით დალოცა უწმინდესმა ახალნაკურთხი ნიკორწმინდელი მღვდელმთავარი ვახტანგი (ლიპარტელიანი).
ახალგამორჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურობდა. დღეიდან კი ნიკორწმინდის მადლიან ეპარქიას უწინამძღვრებს.
ვულოცავთ მეუფე ვახტანგს მღვდელმთავრად კურთხევას. აქსიოს!
ავტორის ფოტოები