ილია მეორე - დავით აღმაშენებელს არაფერი რომ არ გაეკეთებინა, "გალობანი სინანულისანი" უკვდავყოფდა მის სახელს
08.02.2015
ჩვენ შევთხოვთ მეფე დავით აღმაშენებელს, რომ მისი ლოცვით უფალმა საქართველო გაამთლიანოს, უფალმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნოს
, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, დღეს მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ილია მეორის განცხადებით, მეფე დავითს მახვილი მესიისას უწოდებენ.
"დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როცა უფლის განგებით მას დაადგეს გვირგვინი მეფობისა და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. დავით აღმაშენებელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. დავით აღმაშენებელს არაფერი რომ არ გაეკეთებინა, "გალობანი სინანულისანი" უკვდავყოფდა მის სახელს. "გალობანი სინანულისანი" არაფრით ჩამორჩება ანდრია კრიტელის კანონს. ამიტომ ჩვენ შევთხოვთ მეფე დავით აღმაშენებელს, რომ მისი ლოცვით უფალმა გაამთლიანოს საქართველო, უფალმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, უფალმა დაამშვიდოს მსოფლიო", - ბრძანა პატრიარქმა.