საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია "დავითიანნი" ტრადიციას კვლავ აგრძელებს და ქრისტეს შობას ათასობით ანთებული სანთლით ეგებება.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე სამების ლავრაში ახალგაზრდები შეიკრიბებიან და სანთლებით გამოსახავენ ბოლნურ ჯვარს. ასე ანთებული სანთლებით და შობის საგალობლებით შეეგებებიან შობის დღესასწაულს. "დავითიანნი" გვამცნობს, რომ მზადება დაიწყება 6 იანვარს, დღის 11:00 საათიდან. სანთლები საღამოს 18:00 საათზე აინთება სამებაში, დიდი ცენტრალური კიბის ქვემოთ (შესასვლელი ახალგაზრდული ცენტრიდან და შემდგომ მარცხნივ).
"ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს, რაც მოგეხსენებათ, "დიდება შენდა, ღმერთოს" ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია.