ჟურნალი "ისტორიანი" თავის ერთგულ მკითხველს მალე ახალ პროექტს შესთავაზებს
ჟურნალი "ისტორიანი" თავის ერთგულ მკითხველს მალე ახალ პროექტს შესთავაზებს
ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები"  ჟურნალთან ერთად საუკეთესო შენაძენი იქნება მკითხველისათვის.

როგორც ბატონი ვახტანგის შვილმა, ცნობილმა ჟურნალისტმა დავით ჭელიძემ საუბრისას აღნიშნა,  ამ ზღვა მასალიდან ავტორმა შეარჩია ყველაზე მთავარი და დამახასიათებელი, რათა წარმოაჩინოს ჩვენი ხალხის თავდადებული, პატიოსანი შრომისა და ასეთივე თავდადებული, პატიოსანი ბრძოლის სურათები, აჩვენოს ქართველი კაცის ხასიათი, მისი შემოქმედებითი ნიჭი, მისი მაღალი კულტურა... ავტორს ზომიერად აქვს მომარჯვებული ბელეტრისტული ხერხი, და ცალკეული ეპიზოდები ჩვენი ხალხის ცხოვრებისა წიგნში ნოველებივით არის ჩასმული. საერთოდ, ისე ლაღად და მიმზიდველად არის მოთხრობილი ისტორიული ამბები, რომ წიგნი გატაცებით იკითხება.

ავტორი  წინასიტყვაობაში აღნიშნავს: "წიგნის შესავალ ნაწილშივე ვცადე, ხაზი გამესვა ჩვენი შორეული წინაპრების გონივრული და სწორი მისწრაფებისათვის – მუდამ მტკიცე, მეგობრული კავშირი ჰქონოდათ თავიანთ კეთილ და მამაც მეზობლებთან – კავკასიის ხალხებთან. ამგვარადვეა ახსნილი ლეონტი მროველის მიერ მოთხრობილი ლეგენდა ქართველთა წარმომავლობის შესახებ. ჩვენი ხალხის ეს სწორი და ბრძნული თვალსაზრისი მკაფიო ზოლად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას და მეც ვცდილობ, ამ დიდი მეგობრობის ფონზე მოვუთხრო მკითხველს ჩვენი ხალხის ცხოვრების ამბავი".
ახლა მეორე საკითხი. იგი წიგნის სახელწოდებას შეეხება.

"წიგნის სათაურში ნახსენები ქართლის ცხოვრების ქრონიკები" იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დიდი და უკვდავი "ქართლის ცხოვრება" მქონდეს გამოყენებული. "ქართლის ცხოვრება" ერთ-ერთი წყაროა, რითაც ამ წიგნის წერის დროს ვსარგებლობდი. "ქართლის ცხოვრების" გარდა ვსარგებლობდი და ვსარგებლობ მრავალი სხვა ისტორიული წყაროთი – ძველი ქართული მწერლობის ძეგლებით, მეზობელი ხალხების ისტორიული შრომებით, ჩვენი უმდიდრესი ფოლკლორით, ეთნოგრაფიული გამოკვლევებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით, წინა თაობების, დიდი ქართველი ისტორიკოსების ფუნდამენტური შრომებით, თანამედროვე მეცნიერთა გამოკვლევებითა და წიგნებით... ასე რომ, წიგნის სათაურში ნახსენები ქ ა რ თ ლ ი ს  ც ხ ო ვ რ ე ბ ა,  ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიის ქრონიკების მნიშვნელობით იგულისხმება...

ჩვენ მდიდარი ისტორიული მეცნიერება გვაქვს, მაგრამ პოპულარული, ე. ი. საკითხავი წიგნები ისტორიაში თითქმის არ გაგვაჩნია. ეს დიდი ხარვეზია. და გასაკვირიც კია, რომ დღემდე ასეთი ავტორიტეტული ისტორიული მეცნიერების პარალელურად, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ივსება, მეორე ჟანრი – დიდი ისტორიის მხატვრულ-პოპულარულად მოთხრობის ჟანრი – თითქმის არა გვქონია. გასული საუკუნეების ჩვენი დიდი მოღვაწეები გრძნობდნენ ამ ჟანრის დიდ საჭიროებას და სწორედ ამით აიხსნება თუნდაც იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარში" შეტანილი გოგებაშვილისვე და ზოგი სხვა ავტორის ისტორიული მასალის პოპულარული გადმოცემა. სამწუხაროდ, მას შემდეგ სერიოზული და მნიშვნელოვანი ცდა ამ კარგი საქმის გაგრძელებისა არ ყოფილა. მით უფრო ეს შეეხება ჩვენი ისტორიის გაბმულ გადმოცემას პოპულარულ-მხატვრული ენით.

როცა ამ წიგნის წერა დავიწყე, მიზნად დავისახე ჩვენი მეცნიერების მდიდარი მონაპოვრის გამოყენებით  მ ხ ა ტ ვ რ უ ლ ა დ   მ ო მ ე თ ხ რ ო  ქართველი ხალხის ისტორიის მთავარი ეპიზოდები, გამეცოცხლებინა ჩვენი ხალხის თავდადებული, პატიოსანი შრომისა და ასეთივე თავდადებული, პატიოსანი ბრძოლების სურათები. წიგნის მიზანი ძალიან მარტივი და გასაგებია: მასობრივ მკითხველს მოუთხროს ის, რაც ჩვენს დიდ საისტორიო მეცნიერებასა და მის მონათესავე დარგებს მოუპოვებია. ესე იგი, ტლანქად რომ ვთქვათ, ეს წიგნი ერთგვარი შუამავალია დიდ მეცნიერებასა და მასობრივ მკითხველს შორის.

აქვე უნდა შევნიშნოთ: ეს არ ზღუდავს წიგნის ავტორს, ჩვენი ხალხის ისტორიის ცალკეული ეპიზოდებისა და საკითხების შესახებ თავისი საკუთარი ვარაუდი გამოთქვას. მკითხველი ხშირად შეხვდება წიგნში ასეთ ვარაუდებსა და მოსაზრებებს.

ისიც უნდა აღინიშნოს: ეს "მთხრობელობა" ძნელი და საპასუხისმგებლო ამოცანაა. ზღვა მასალიდან უნდა შევარჩიო ყველაზე მთავარი, დამახასიათებელი, და ისე გადავაბა ერთმანეთს, ისე ავკინძო, რომ არც ისტორიულ სინამდვილეს ვუღალატო, არც თავიდანვე აღებულ ჩემს თვალსაზრისს; ამასთან, არც თხრობის ძაფი გაწყდეს და ბელეტრისტული ხერხიც ისე ზომიერად გამოვიყენო, რომ თხრობა საინტერესო იყოს და თან წიგნს ისტორიული ქრონიკის კოლორიტი არ დაეკარგოს. საქმეს ისიც ართულებს, რომ, როგორც უკვე ითქვა, მთელი, გაბმული ისტორიის ასე მხატვრულად მოთხრობის ტრადიცია ჩვენ არა გვაქვს. საჭიროება კი დიდი ხანია არის ასეთი წიგნისა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორიული მეცნიერება მდიდარია, ყველა ვერ მოახერხებს მეცნიერული შრომები წაიკითხოს. განსაკუთრებით ძნელია ეს მოსწავლე ახალგაზრდობისათვის.

ჩვენი ხალხის ისტორიის ამ გაბმული თხრობიდან მე შევეცადე განსაკუთრებული მოვლენები არა მარტო მომეთხრო, არამედ ხატოვნად გამეცოცხლებინა კიდეც. ასეთებია, მაგალითად, ეპიზოდები ფარნავაზის, ვახტანგ გორგასალის, ფარსმანის, გუბაზის პერიოდებიდან, ქრისტიანობის გავრცელების ცალკეული ეპიზოდები... შევეცადე არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე ასევე აღმედგინა ჩვენი წინაპრების ცხოვრების სავარაუდებელი ეპიზოდები... ე. ი. ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და რაც ერთგვარად შუქსა ჰფენს ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებს".








ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat