იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მამათა მონასტერი რუსების მიერ გავლებული ე.წ. საზღვრის პირას შენდება.
„ მინდა, მივმართო ჩვენ ბერ-მონაზვნობას - სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მე ასევე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს - ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმაროს რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი",- ამ სიტყვებით მიმართა უწმინდესმა ამასწინათ ხევსურეთში სტუმრობისას შეკრებილ საზოგადოებას.
ასე, რომ ასეთ რეგიონებში მონასტრების მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ სულიერი კი არა, სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს - დღეს ესაა ჩვენი თავდაცვის ერთერთი საშუალება და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ ეს.
მეუფე იობის ლოცვ-კურთხევით და დვანისა და ტახტისძირის მამათა მონასტრების წინამძღვრის, სქემიღუმენი ნიფონტის (ქევხიშვილი) ხელმძღვანელობით სოფელ დვანში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უსახსსრობის გამო დღემდე არ დასრულებულა. მამათა მონასტერი რუსების მიერ გავლებული პირობითი საზღვრისპირა ადგილას შენდება, ეს კი მნიშვნელოვანია ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი უხილავი მართლმადიდებლური ხიდის აღსადგენად, მამების მიერ აღვლენილი ლოცვა, კიდევ უფრო დაათბობს ურთიერთობებს.
მონასტრის მშენელობის აღდგენასთან დაკავშირებით 23 ივნისს, 12 საათზე სოფელ დვანში, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, სტუდენტები, კულტურის წარმომადგენლები... მონასტრის, ღვთის სახლის მშენებლობაში სიმბოლურად თითო აგურს დადებენ. სტუდენტები კარვებს გაშლიან, კოცონს დაანთებენ. ცნობილი მომღერლები კი კონცერტს გამართავენ.
მოდით ერთად გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო და გვერდით დავუდგეთ ამ კეთილშობილურ აქციას, დავეხმაროთ დვანში, სტრატეგიულ ადგილას აშენდეს მამათა მონასტერი და ღვთის სიყვარულით გავათბოთ თითოეული ადამიანის გული.
ეს ხომ ჩემი და შენი საქართველოა!
გთხოვთ, შეეწიოთ დვანში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობას.
შეგიძლიათ დარეკოთ მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან შემდეგ ნომერზე 09 01 700 553
გთავაზობთ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრებს:
GE98BG0000000793758000
GE07BG0000000617660600
იხილეთ მეტად ემოციური ვიდეო
გვახსოვდეს საქართველო!