ღირსისა ათანასე ათონელისა (1000), დედით კოლხისა, და ექვსთა მოწაფეთა მისთა; მოწამეთა ანასი და კვირილასი, რომელსა ეწოდების კიპრილაც (304);
ღირსისა ლამპადი ირინოპოლელისა, სასწაულმოქმედისა (X);
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, სასწაულმოქმედისა (1422);
ღირსმოწამენი: დედოფალი ელისაბედი და მონაზონი ბარბარე (+1918);
ღირსმოწამე კვიპრიანე ახალი, კონსტანტინოპოლელი (+1679); ხსენება ღირსისა აღაპიტესი (ტაუბე), აღმსარებლისა, მონაზვნისა (+1936); ხსენება მღვდელმოწამისა ვასილისა და სამოცდაათი მოწამისა, მახვილით განგმირულთა, სკიფოპოლს აღსრულებულთა; ხსენება წმინდისა სტეფანესი, რეგიელი მიტროპოლიტისა (რეჯო დი კალაბრია);
დღის ლოცვა
ღირსი ათანასე ათონელის
ტროპარი: ხორციელი ცხორებაი შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი განაქარვენ, ათანასე; ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე.