ღირსისა ექვთიმე მთაწმიდელისა, მთარგმნელისა (1028);
ღირსთა მოწამეთა, ათონის მთაზე ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII);
მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკესი, დილეგის მცველისა (დაახლ. 177);
პავსიკაკოსი, სინადელი ეპისკოპოსისა (606);
წმიდათა: სერგი (გიორგი) აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX);
მოწამე ალექსანდრე რომაელი (+284-305);
ღირსი ევფროსინე ივერიელი (XVIII);ღირსი ნიკიფორე, ეფასიოსის მონასტრის ხუცესი; წმინდა გამალიელ მართალი, სჯულისმოძღვარი (I); მღვდელმოწამენი: ვასილი სოკოლოვი, ალექსანდრე ზაოზერსკი და ქრისტეფორე ნადეჟნინი, ხუცესები. ღირსმოწამენი: მაკარი (ტელეგინი), მღვდელ-მონაზონი, მოწამე სერგი (ტიხომიროვი) (+1922), 103 ჩერკასელი მოწამე (XX);
ღირსი მაკარი გლუშიცკელი (+1462-1480);
წმინდა ღირსმოწამე მაკარის - კანევის არქიმანდრიტის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1688); წმინდა მართალი გლიკერია ქალწული, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1522); წმინდა აბან აბიგდონელი (V);
წმინდა სევასტი მასსტრიხტელი, ტონგრის ეპისკოპოსი (+384).
დღის ლოცვა
ღირსი ექვთიმე ათონელის კონდაკი:
ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებლად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა შენთა, ყოვლადნეტარო მამაო ექვთიმე.