მამაი კათალიკოსისა (744);
ღირსთა: მიქაელ და არსენ ქართველთა, ულუმბოელთა (IX);
მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი (დაახლ. 286);
ღირსისა პეტრე სასწაულმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა (X);
ღირსისა თეოდოსისა, კიევპეჩორელი იღუმენისა (1074); ღირსთა იულიანია (+1393) და ევპრაქსია მოსკოველთა (+1394), მოსკოველი წმინდანის, ალექსის დებისა; მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა, პრესვიტერისა (ბანევოლენსკი, +1941);
წმინდა თეოფანე, პერიფეორიელი ეპისკოპოსი (XIV);
წმინდა მოწამე ქსენია საკვირველმოქმედი (+318);
წმინდა იკუმენ საკვირველმოქმედი, ტრიკელი ეპისკოპოსი (დაახლ. +945); ხსენება ოცდაშვიდი უცნობი მოწამისა, ცეცხლში აღსრულებულთა;
ღირსი ლუკა ახალის, სტირიდოსელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+953);
მოწამე აჰმედ კალიგრაფი (+1682);
მოწამე პავლე ვილენელი (XVII).
დღის ლოცვა
მოწამეთა: ტიმოთეს და მავრას კონდაკი:
მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლის მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლადდიდო ტიმოთე და დიდებულო მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.