ძველი სტილი
12 მარტი
შაბათი
ახალი სტილი
25 მარტი
დიდმარხვის მეოთხე კვირის შაბათი. ხმა 7.
მარხვა მარხვა
მიცვალებულთა ხსენება. კეთილმსახურისა მეფისა მოწამისა დემეტრე თავდადებულისა (1289); გრიგოლ დიალოღოსისა, რომის პაპისა (604); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა, სიღრიანელისა (818); მართლისა ფინეზისა (დაახლ. 1500 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსისა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველისა (1021); საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად) წმინდა სტეფანე დრაგუტინი (+1316); ღირსი ნიკოდიმოს მამოლელი (+990); წმინდა ეპისკოპოსი პავლე ლეონელი, ბრეტანში; ლიდას (ლუდიას) ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი; წმინდა აღმსარებელი მღვდელი ალექსანდრე დერჟავინი (1933), მღვდელმოწამენი - მღვდლები: იოანე პლეხანოვი, კონსტატინე სოკოლოვი, ღირსმოწამე ვლადიმერი (ვოლკოვი) არქიმანდრიტი (1938), მღვდელმოწამე სერგი სკვორცოვი, მღვდელი (1943); (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია); წმინდა ათნი მოწამენი, ცეცხლით მოწყვეტილნი. (ბიზანტიური სვინაქსარი).


დღის ლოცვა
ღირსი აღმსარებელის თეოფანე სიღრიანელის კონდაკი:
მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულთმოქმედება და წი-ნაისწარმეტყუელებაი ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.
მიცვალებულთა ხსენება

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
დღის საკითხავი სახარება
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა. მიცვალებულთა ხსენება.

ლიტ.: ებრ. 6: 9-12 (დას. 313). მკ. 7: 31-37 (დას. 31).
მიცვ.: 1 კორ. 15: 47-57 (დას. 163). ინ. 5: 24-30 (დას. 16).

ებრ. 6,9-12

9. თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.
10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.


მკ. 7,31-37
31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.
32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;
34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!
35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.
36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.


1 კორ.15,47-57
47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.
48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
54. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "დაინთქა სიკვდილი ძლევით;
55. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?"
56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.
57. მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.


ინ. 5,24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri