ძველი სტილი
24 თებერვალი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
9 მარტი
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
დღის ლოცვა
იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა
ტროპარი:
ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაი შენი ჩუენ ზედა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
დღის საკითხავები
დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრეტელის დიდი კანონი.
პირველშეწირულის ლიტურგია.

VI ჟამ. _ ეს. 2: 3-11. მწუხ. _ შესქ. I: 24 _ 2: 3. იგავ. 2: 1-22.




ეს. 2: 3-11.

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. 5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! 6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან. 7. ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს. 8. ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. 9. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ. 10. კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! 11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!


შესქ. I: 24 _ 2: 3

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა – მეექვსე დღე.

1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. 2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. 3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.

იგავ. 2: 1-22

1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? 2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. 3. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. 4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. 5. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: 6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე. 7. გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; 8. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – სამკვიდრებლად. 9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. 10. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! 11. ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. 12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri