წმინდა ეთელბერტი, ინგლისის მეფე (+616) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ეთელბერტი, ინგლისის მეფე (+616) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
ეთელბერტი გახლდათ ბრიტანეთში ერთ-ერთი ანგლოსაქსური სამეფოს, კენტის მეფე VI საუკუნეში. მან თავის ცოლს, ფრანკთა მეფის ასულს, ბერტას, უფლება მისცა, თაყვანი ეცა ჭეშმარიტი ღმერთისთვის ქრისტიანულ ტაძარში. რომის მაშინდელმა პაპმა, გრიგოლმა ამ ხელსაყრელი გარემოების გამოყენება გადაწყვიტა და საქადაგებლად ინგლისში გაგზავნა ორმოცი ბენედიქტელი მონაზონი, რომელთაც წინამძღვრობდა მონაზონი ავგუსტინე. პაპმა მას გაატანა წერილი ფრანკთა მეფეებთან, რომელთაც სთხოვდა, დახმარებოდნენ რომიდან ინგლისში მიმავალთ და გაეყოლებინათ თარჯიმნები. საფრანგეთში ჩასულმა მქადაგებლებმა ჯერ დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან სირთულეებისა და საფრთხის შეეშინდათ, მაგრამ პაპის შეგონებებით გულმოცემულებმა გზა განაგრძეს.

597 წელს რომაელი მქადაგებლები ინგლისს მიადგნენ. კენტის მეფემ მათ ნება დართო, ეცხოვრათ ნაპირთან ახლოს, კუნძულზე, და მოსათათბირებლად დღე დაუნიშნა; ოღონდ თავის სასახლეში მათი მიღება ვერ გაბედა, რადგან ცრურწმენის გამო მათი "ჯადოქრობისა" შეეშინდა და თავად გაემართა კუნძულზე, სადაც შეხვედრა ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო. მქადაგებლები საზეიმოდ შეეგებნენ. მსვლელობას წინ ვერცხლის დიდი ჯვარი და მაცხოვრის ხატი მიუძღოდა. შეხვედრის შემდეგ მათ გაქრისტიანებისკენ მოუწოდეს მეფეს და სანაცვლოდ ზეციური სასუფეველი და მარადიული ცხოვრება აღუთქვეს.

ეთელბერტმა მოუსმინა მათ და უპასუხა: "თქვენი სიტყვები და აღთქმანი კარგია, მაგრამ ჩემთვის სრულიად ახალია. მე ვერ შევძლებ, დაუყოვნებლივ მივატოვო ტრადიციები და რწმენა, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქვეშევრდომებისთვისაც ძვირფასია. მაგრამ მჯერა, თქვენ აქ კეთილი განზრახვით ხართ მოსულები და მსურს, თავი კარგად იგრძნოთ. მე ყოველივე აუცილებლით მოგამარაგებთ, უფლებას მოგცემთ, მონათლოთ ყველა, ვინც თქვენს რწმენას შეიწყნარებს".

მქადაგებლები დასახლდნენ ქალაქ კენტერბერში და მალე ღირსეული ცხოვრებით საერთო პატივისცემა დაიმსახურეს. გადმოცემის თანახმად, ისინი აღასრულებდნენ სასწაულებს და ლოცვით კურნავდნენ სნეულებს. ხალხი მოდიოდა მათი ქადაგებების მოსასმენად. ერთ დღეს ავგუსტინემ ათი ათასამდე ადამიანი მონათლა ძველ, ნახევრად დანგრეულ ქრისტიანულ ტაძარში. მალე ნათელ-იღო მეფე ეთელბერტმაც. მან საჯაროდ გამოაცხადა თავი ქრისტიანად, თანაც დასძინა, რომ ქვეშევრდომები ვალდებულნი არ არიან, მიჰბაძონ მას - ყველას თავისუფლად შეუძლია აღიაროს ახალი ან ძველი სარწმუნოება. მეფემ მქადაგებლებს უბოძა მიწები. ავგუსტინემ პაპს შეატყობინა მიღწეული წარმარტებების შესახებ და თანაშემწეთა გამოგზავნა სთხოვა. "სამკალი ბევრია, მომკელი ცოტა", - სწერდა იგი.

გრიგოლი ძალიან გაახარა საქმის წარმატებამ, ავგუსტინეს გაუგზავნა ომოფორი, როგორც არქიეპისკოპოსის ხარისხის ნიშანი, საეკლესიო ჭურჭელი, საღვთისმსახურო წიგნები და რამდენიმე თანაშემწე. თან აახლა საპასუხო წერილი, სადაც ავგუსტინეს აფრთხილებდა - წარმატებით არ ეამაყა, მხოლოდ ღმერთისთვის აღევლინა ქება-დიდება; გამოეჩინა ქრისტიანული მიმტევებლობა ახალმოქცეულებისადმი და უდიდესი სიფრთხილით მოჰკიდებოდა ქვეყნის ძველ ტრადიციებს; აუკრძალა, რომის სახელით დაერღვია ის ადგილობრივი წეს-ჩვეულებანი, რომელთა შენარჩუნება შეიძლებოდა რწმენისთვის ზიანის მიუყენებლად.

ამის შემდეგ, მეფე ეთელბერტმა ბრძანა აღემართათ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი და უზრუნველეყოთ იგი მრავალფეროვანი შემოწირულობებითა და საჩუქრებით. ამ ტაძარში დაკრძალეს კიდეც მონარქი, როდესაც გარდაიცვალა 616 წლის 24 თებერვალს.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.06.2023
1066 წ. 24 მაისს, წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ათონის წმინდა მთის ბერებმა გახსნეს გიორგი მაშენებლის მარმარილოს ლუსკუმა,
02.06.2023
ღირსი ნიკიტა მესვეტე ქალაქ პერესლავლის მკვიდრი იყო და ეკავა სახაზინო შემოწირულობათა და გადასახადების ამკრეფის თანამდებობა.
02.06.2023
ძველი წელთაღრიცხვის 24 მაისს. (6 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სვიმეონ მესვეტეს იხსენიებს.
02.06.2023
ღირს დამიანე - დემეტრეყოფილს წმინდა ეკლესია იხსენიებს 23 მაისს (5 ივნისს). დემეტრე, დავით აღმაშენებლის რჩეული ვაჟი იყო.
02.06.2023
დემეტრე მეფის "მრავალთაგან" ოთხი იამბიკოღაა ჩვენამდე მოღწეული. თუმცა ეს იამბიკოები იმდენად დიდებულია, რომ ქართველი ხალხის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
02.06.2023
ქართლის (მცხეთის, იბერიის) ეკლესიას, 324- 325 წლებიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით, მამამთავრობდა იოანე,
26.05.2023
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ციმბირელ წმინდანებს შორის მოიხსენიებს არქიმანდრიტ არეთას
26.05.2023
ღირსი ესაია XI-XII საუკუნის მიჯნაზე მოსაგრეობდა. იყო ძალზე შრომისმოყვარე, დაუღალავი, მყუდროების მოყვარული.
26.05.2023
წმინდა ესაია წარმოშობით კიევიდან იყო. ჯერ კიდევ ყმაწვილი დაემოწაფა წმინდა თეოდოსი მღვიმელს.
26.05.2023
ღირსი პახომი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. დაიბადა ვლადიმირში, მღვდლის ოჯახში. 7 წლისა მასწავლებელს მიაბარეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper