პირველშეწირულის ლიტურგია
პირველშეწირულის ლიტურგია
საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება, ასევე ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესრულებული ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი მოებმის. პირველშეწირულის წირვისათვის საჭიროა ძღვენი წინა კვირას მომზადდეს, ე.ი. კვირას, წირვაზე, ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება კიდევ ორი, რომლებიც (ჩვეულებრივ, იმავე კვირის) ლიტურგიაზე არ გამოიყენება, არამედ ინახება წმინდა ტრაპეზზე - სანაწილეში.

პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვნის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) "პირველად შეწირულ" ტარიგს. ამიტომ ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება.

დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, თუ დღესასწაული არ დაემთხვა) საეკლესიო განწესება (ტიპიკონი) კრძალავს სრული ლიტურგიის ჩატარებას (იგულისხმება წმინდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები), მისი სადღესასწაულო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან ამ წირვაზე ამაღლებული სადღესასწაულო ლოცვები და საკითხავები იგალობება. ეკლესიამ ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ძველთაგანვე განაწესა და მთლიანად მიუსადაგა მარხვის პირობებსა და განწყობილებას.

საინტერესოა, რომ ძველ ქრისტიანთა ღვთისმსახურება დაკავშირებული იყო საერთო სახალხო შეწირულობასთან. განსაკუთრებულ შეწირულობად ითვლებოდა პური და ვაზის ღვინო, რომელსაც ეკლესია წესისამებრ ღვთისმსახურებაში იყენებდა, დარჩენილი ნაწილი კი ურიგდებოდა ობლებს, ქვრივებსა და გაჭირვებულებს.

ლოცვის შემდეგ იშლებოდა საერთო ტრაპეზი, სადაც მრევლი იკრიბებოდა. ამ შეკრებებს "აღაპები" ანუ სიყვარულის ტრაპეზი ეწოდებოდა.

ეს ტრადიცია თვით მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, მასზე ლაპარაკია მოციქულთა კანონებში. პირველი ქრისტიანები დიდ მარხვაში თითქმის ყოველდღე ეზიარებოდნენ. წმინდა კვიპრიანე შენიშნავდა: "ჩვენთვის ქრისტე არსობის პურია, ხოლო ვიმყოფებით რა ქრისტეში, ყოველდღიურად ვიღებთ წმინდა ზიარებას და ამით მარადის ვითხოვთ, მოგვენიჭოს ეს ცხოვრების პური".

პირველშეწირულის ლიტურგიის განწესება მოციქულთა ეპოქას განეკუთვნება; ცნობილია პეტრე და იაკობ მოციქულთა პირველშეწირულის ლიტურგიები. საბოლოო სახით იგი ჩამოაყალიბა წმინდა ბასილი დიდმა. ამას მიუთითებს წმინდა სოფრონ იერუსალიმელი თავის შრომაში "ლიტურგიათა შესახებ", ასევე ათანასე დიდი და სხვა საეკლესიო მამები.

აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია მე-12 საუკუნემდე მაინც წმინდა ბასილი დიდის განწესების საფუძველზე აღესრულებოდა. ამას მოწმობს მე-12 საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი: "ჟამის წირვაი მარხვათა განახლებაი თქმული წმიდისა ბასილისი". მოგვიანებით ჩვენთანაც და მთელ აღმოსავლეთის ეკლესიებშიც საღვთისმსახურო პრაქტიკაში გრიგოლ დიოლოღოსის (მე-6 ს.) სახელით ცნობილი პირველშეწირულის წეს-განგება დამკვიდრდა (წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა ბასილი დიდის პირველშეწირულის ლიტურგიის ოდნავ გადამუშავებული რედაქცია შეიტანა დასავლეთის ეკლესიაში, რის გამოც ამ ლიტურგიას მისი სახელი ეწოდა).

პირველშეწირულის წირვა განსაკუთრებული ღვთისმსახურებაა როგორც თავისი განწესებით, ასევე სულიერი განწყობილებით და აღესრულება დიდმარხვაში იმის გამო, რომ დიდი მარხვა ჭეშმარიტი სინანულის სახეა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat