ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია

ახლა ესეც თანმიმდევრულად განვიხილოთ. ის, რომ ამ საიდუმლოს საშუალებით ყოველი მორწმუნე განიწმინდება, ნათქვამიდანაც ჩანს; მაგრამ ყოველთვის ასეა თუ არა - ამის გამოკვლევა ღირს.

რადგან ეს მღვდელმსახურება ძღვნის შეწირვაა, ხოლო ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის არ მიიღება, არამედ ზოგჯერ, შემწირველის ბოროტებიდან გამომდინარე, საძულველი და უარყოფილია, როგორც ამის შესახებ ძველთა და მადლში მცხოვრებთაგან მრავალი მტკიცებულება გვაქვს, გამოვიკვლიოთ, ზოგჯერ ხომ არ ხდება, რომ ეს ძღვენი ფუჭად იმღვდელმოქმედება, რადგან, საიდუმლოს აღთქმისამებრ, როგორც ღმერთისგან მიუღებელი ძღვენი, არ იკურთხება, ვინაიდან ყოველთვის კეთილი ადამიანების მიერ არ შეიწირება, არამედ ზოგჯერ - ბოროტების მიერ.

ხოლო ის, რომ ამ ძღვნისგან ღმერთი პირს იბრუნებს, როდესაც შემწირველი არაწმინდაა - იქიდან ჩანს, რომ ასე იქცევა ეკლესია. ვის შესახებაც მან მომაკვდინებელი ცოდვები იცის, არ აძლევს ძღვნის შეწირვის უფლებას, და თუკი ისინი გაკადნიერდებიან, მათ ძღვენთან ერთად განაშორებენ. მაგრამ რადგან ეკლესია ყველას ასე კარგად არ იცნობს, არამედ ბევრი მისთვის უცნობია და მათ ძღვენს იღებს ღვთაებრივ ტრაპეზზე, მაშინ რა უნდა ვიფიქროთ ასეთი ძღვნის შესახებ? ნუთუ ღმერთი არ მიიღებს მათ და ისინი არ განიწმინდებიან? მაგრამ ამას რომ დავეთანხმოთ, მაშინ უცნობი რჩება, ძღვენი როდისაა წმინდა, რადგან შემწირველთა თვისებები ჩვენთვის უმეტესწილად საეჭვოა ან სრულიად უცნობი. ასეთ შემთხვევაში მორწმუნეები ეჭვობენ და საიდუმლოს ურწმუნოდ, აუცილებლობით მიეახლებიან და მათგან ვერავითარ სარგებელს ვერ იღებენ.

ამაზე რა უნდა ითქვას?

ის, რომ ორგვარი ძღვნის შეწირვა არსებობს: ერთი - მათგან, ვინც თავისგან სწირავს მღვდელმსახურს ხელში, მეორე - ეკლესიისგან ღმერთს.

პირველი შეწირვა, როდესაც შემწირველი ბიწიერია, ამაოა და შემწირველს სარგებელს არ აძლევს, რადგანაც ის ბიწიერია: შეწირული ძღვენი თავისთავად კი არ არის საძაგელი ღმერთისთვის, რადგან ღმერთის ყოველი ქმნილება კეთილია (1 ტიმ. 4:4).

ხოლო მეორე შეწირვას, კეთილ ადამიანთაგან ღვთისა და წმინდანთა სადიდებლად, სამყაროს ხსნისა და საერთოდ ყოველი სამართლიანი სათხოვარისთვის ქმნილს, ვერაფერი გადაეღობება, რომ ღვთისსათნო იყოს. ვერავითარი სიბილწე ვერ გადავა ძღვენზე იმ ადამიანის ხელიდან, რომელიც თავიდან მოიტანა იგი, არამედ ისინი სისუფთავეს ინარჩუნებენ და სუფთა ადამიანთაგან ამაღლებულნი იკურთხებიან და დამსწრეებსაც აკურთხებენ. ვერაფერში, რასაც არ აქვს გონი და სული, ვერ იქნება რაიმე სახის ცოდვის უწმინდურება; ცოდვა თავისუფლების სნეულებაა და მხოლოდ გონიერი არსებებისთვისაა დამახასიათებელი ცოდვით შებილწვა.

თუკი ბიწიერ ადამიანთა მიერ შეწირული ძღვენი ყოველთვის წმინდაა, მაშინ რატომ არ იღებს ეკლესიის კანონი მას? იმისთვის, რომ შემწირველნი გონს მოეგონ, რათა იცოდნენ, ღვთის რამხელა რისხვა დაატყდებათ თავს, თუკი უფალი პირს იბრუნებს და თავის ქმნილებებს, რომლებიც ბრალეულნი არაფერში არიან, შეიძულებს, რათა ამის მცოდნენი შეშინდნენ და გამოასწორონ თავიანთი ცხოვრება. თავად ძღვენი არც ერთ ნაკლოვანებაში განსჯას არ ექვემდებარება და ამიტომ არაფერი ეწინააღმდეგება მათ მიღებას და კურთხევას, როდესაც მეორე შეწირვა კეთილი ადამიანების მიერ აღესრულება.

მაგრამ ვინმე იტყვის, ყველა შემწირველი მღვდელი ხომ კეთილი ადამიანი არ არის, არამედ ზოგიერთნი შეპყრობილი არიან უკიდურესი ბილწი ავადმყოფობით, ეს კი კვლავ პირვანდელ გაუგებრობაში გვაყენებს. როდესაც ორივე შეწირვა ღმერთისთვის საძულველია (ეს კი ხდება), მაშინ საიდან გამოუჩნდება შესაძლებლობა ძღვენს, ღმერთისთვის მიღებული და სასურველი, წმინდა და განმწმენდელი იყოს? არსაიდან. პირიქით, მაშინ ისინი ნამდვილად არასასურველია. მათ შესახებ ყველა შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რადგან ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი იმ ადამიანის თვისებებში, რომელიც სწირავს და მღვდელმოქმედებს. ,,ვინმე-უკუე-იცის კაცმან კაცისაი, - ამბობს წმინდა წერილი, - გარნა სულმანვე ღმრთისამან" (1 კორ. 2:11). ამრიგად, საიდუმლოთა შესახებ ურწმუნოება და ეჭვი მრავლადაა, ამიტომ წმინდა ძღვნის ზიარება მორწმუნეებს ვერ მოუტანს სარგებელს, რადგანაც ისინი ურწმუნოდ ეზიარებიან.

ამგვარად, სავარაუდოდ, იტყვის და გაოცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძღვნის შეწირვა თავად ღვთისმსახურის ძალაუფლებაშია. მაგრამ ეს უსამართლობაა; პირიქით, ის, რითაც ხდება მისი შეწირვა, განმწმენდელი მადლია, ამიტომ ისინი მაშინ შეიწირებიან, როდესაც განიწმინდებიან. ხოლო ის, ვინც მღვდელმოქმედებს, ამ მადლის მსახურია, ვინაიდან ის თავისგან არაფერს ამატებს, თავისი მსჯავრისა და განსჯის მიხედვით არაფერს აკეთებს და ამბობს, არამედ მხოლოდ იმას, რაც მიიღო, იქნება ეს საქმე, სიტყვა თუ მოქმედება, ღმერთს იმგვარად მიუძღვნის, როგორც ნამცნებია. ამრიგად, ვინაიდან ძღვენი ყოველთვის იმგვარად იქნება შეწირული, როგორც ღმერთისთვის არის სასურველი, მისთვის ბუნებრივია, სასიამოვნოა და მისგან ყოველთვის მიღებული იქნება.

რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შემწირველი თავისთავად ბიწიერია? მისი ბიწიერება ხომ ძღვენს არც არაფერს შემატებს და არც არაფერს დააკლებს, ისევე როგორც წამალს არ უშლის ხელს, გადამრჩენელი იყოს ის ფაქტი, რომ იგი უბირმა და საექიმო ხელოვნებაში უსწავლელმა ადამიანმა დაამზადა, თუ იმგვარად შეადგინა, როგორც ექიმმა უბრძანა, იმ კომპონენტებისგან, რომლებიც ექიმმა მისცა. წამალი, მისი დამამზადებლის უცოდინარობის გამო, უმოქმედო არ ხდება, არამედ მისი შედგენის მაუწყებლის ოსტატობის კვალად იქნება მარგებელი, ვინაიდან შემზავებლის უცოდინარობისგან არაფერი მიიღო.

ასევეა აქაც - ყველაფერს მადლი აღასრულებს, ხოლო მღვდელმსახური მხოლოდ მსახურია, რომელსაც თავად ეს მსახურებაც თავისგან არ აქვს, არამედ მადლისგან. მღვდლობა - მხოლოდ მღვდელმსახურებისთვის საჭირო მოსამსახურე ძალაა. ამრიგად, ნათქვამიდან ჩანს, რომ ეს ძღვენი ყოველთვის ყველა მორწმუნეს განწმენდს, რადგანაც ღმერთისგან ყოველთვის შეიწირება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
17.02.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
44. ქრისტეს შუამდგომლობის შესახებ
ის შუამავალია, რომლის მეოხებითაც ყოველი სიკეთე ღმერთისაგან მოგვეცა, ანუ, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ყოველთვის გვეძლევა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat