საეკლესიო ღვთისმსახურება
საეკლესიო ღვთისმსახურება
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან). ლაპარაკია სავედრებელ ან სამადლობელ ლოცვებზე საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვათათვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმაც აღასრულოს და ბევრმაც, მაგრამ ეს მაინც კერძო მსახურება იქნება. საზოგადო ღვთისმსახურება ეწოდება ლიტურგიას, რაც ,,ერის საქმეს", ,,საზოგადო საქმეს" ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ. ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.

საზოგადო ღვთისმსახურებანია: 1) მწუხრი; 2) სერობა; 3) შუაღამის ლოცვა; 4) ცისკარი; 5) I ჟამნი; 6) III ჟამნი; 7) VI ჟამნი; 8) IX ჟამნი; 9) წირვა.

განმარტება ლიტურგიისა
საღმრთო ლიტურგია რამდენიმე სახელითაა ცნობილი.

პირველი სახელწოდება - "ლიტურგია", ბერძნულია და ნიშნავს საერთო მსახურებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წმინდა ზიარების საიდუმლოში ღვთისადმი შეიწირება მსხვერპლი მთელი მორწმუნე ერისათვის, როგორც ცოცხალთა, ისე მკვდართა ცოდვებისათვის.

ბერძნები წმიდა საიდუმლოს ზიარებას ევქარისტიას უწოდებდნენ. ამიტომ ლიტურგია ხშირად იწოდება ევქარისტიად.

მოციქულთა დროს ლიტურგიას კიდევ უწოდებდნენ პურის განტეხვას. (საქმე, მოც.3.46)

წირვაზე მორწმუნენი იხსენიებენ იესუ ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას, მაცხოვრის შობიდან მის ამაღლებამდე.

ლიტურგიის წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად, შემდეგ მორწმუნენი ემზადებიან საიდუმლოსთვის, ბოლოს სრულდება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ამიტომ ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად:

1. კვეთა;

2. კათაკმეველთა ლიტურგია;

3. მართალთა ლიტურგია.

კვეთა
ლიტურგიის პირველ ნაწილს, რომლის დროსაც მზადდება მასალა წმიდა საიდუმლოს შესასრულებლად, ეწოდება კვეთა.

ძველად, წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო წმინდა ზიარებისთვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას "პროსკომიდიას", რაც ნიშნავს მოტანას.

წმინდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია პური და ღვინო. პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე.

გარეგნულად პური, ანუ სეფისკვერი უნდა იყოს:

1. მრგვალი;

2. ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი, ღვთაებრივისა და ადამიანურისა;

3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი;

4. ჯვარზე უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა: "იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ ყველას სძლია.

ღვინო უნდა იყოს ყურძნისა, წითელი ფერის. ყურძნისა იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით, წითელი კი სისხლის ფერია.

წირვის დაწყების წინ მღვდელი იკეთებს ოლარს, დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ე. წ. "შემთხვევის ლოცვებს", შემდეგ შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით, იბანს ხელებს, რაც მის სულიერ სიწმიდესა და მზადყოფნას გამოხატავს წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად (ძველად ღვთისმსახურნი ხელებს იბანდნენ წმინდა შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც მღვდელმთავარი ხელს იბანს "ქერუბიმთას" გალობის დროს, დიდი გამოსვლის წინ).

ხელთბანვა განასახიერებს სიწმიდესა და უბიწოებას ღვთისმსახურებაში და სასულიერო პირს შეახსენებს, რომ იგი მსახურებას სულიერად და ხორციელად განწმენდილი უნდა შეუდგეს.

საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სამკვეთლო. სამკვეთლო ტაძრის შუა ნაწილიდან გამოყოფილია კარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.

წირვის დაწყებამდე და მის პირველ ნაწილში მღვდელმთავარი ან მღვდელი კვეთას აღასრულებს. კვეთას უწოდებენ სეფისკვერიდან საგანგებო ლახვრით ნაწილების ამოკვეთას.

სეფისკვერი სუფთა საფუარიანი ცომისაგან გამომცხვარი ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი წარწერით: "იესო ქრისტე ძლევაი". სიმრგვალე სიმბოლოა ქრისტეში მარადიულობისა, რაც ნიშნავს რომ კაცობრიობა შექმნილია მარადიული ცხოვრებისათვის.

წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება ხუთი დიდი ზომის სეფისკვერი, რომელთაგანაც თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. 4 მათგანზე გამოსახულია ჯვარი, ერთზე კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ჯვრისგამოსახულებიან სეფისკვერებს შორის არჩევენ საუკეთესოს და იგი ტარიგად იწირება. ტარიგი განასახიერებს ჯვარცმულ მაცხოვარს. საგანგებო ლახვრით ტარიგიდან გული ამოიკვეთება და ფეშხუმზე იდება. ფეშხუმად იწოდება ლანგრის ფორმის საეკლესიო ჭურჭელი, რომელზეც სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილები ლაგდება.


კვეთა საგანგებო ლახვრით სრულდება. სეფისკვერებიდან ამოკვეთილ ნაწილებს ფეშხუმზე აწყობენ. ბარძიმში კი ზედაშეს (საბარძიმე ღვინოს) და წყალს ასხამენ. კვეთის დასასრულს, ბარძიმ-ფეშხუმს ცალ-ცალკე და შემდეგ ორივეს ერთად, დაფარნებს აფარებენ. დაფარნები ორგვარია - მცირე და დიდი. მცირე დაფარნებს ბარძიმ-ფეშხუმზე აფარებენ, დიდ დაფარნას კი ორივეზე ერთად, მცირე დაფარნებს ზემოთ.

ხელთბანის შემდეგ, მღვდელი მიუახლოვდება სამკვეთლოს და კვეთისთვის გამზადებული ხუთი სეფისკვერიდან ამოარჩევს საუკეთესოს, რომლიდანაც გარკვეული წესით ამზადებს ტარიგს, შესაწირავ ძღვენს. ასამაღლებლის შემდეგ, აღნიშნულ სეფისკვერზე, ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს და წარმოთქვამს სიტყვებს: "მოსახსენებლად უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა". ამის შემდეგ იგი ლახვრით სეფისკვერს ჩააჭრის გვერდებს და ამბობს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგუარა...' და "ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა"... "სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო", "ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას", "რამეთუ აღებულ არს ქვეყანით ცხოვრება მისი" (ისაია 52.7–8). შემდეგ ტარიგს ქვევიდან ჯვრის სახედ ჩაჭრის ამ სიტყვებით: "დაიკვლის ტარიგი ღვთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისა ცხოვნებად", დაასვენებს ფეშხუმზე, მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს: "ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა ჰსწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი" (იოანე 19.34-35). ამ სიტყვებზე ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს და აკურთხებს შეერთებას.

მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს მოზრდილ ნაწილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე და მოათავსებს ფეშხუმზე, ტარიგის მარჯვენა მხარეს.

მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს, ცხრა დასის სახელზე, რომელშიც შედიან: იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლონი, ღვთისმშობლის მშობლები და ყოველნი წმინდანნი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, ვისი წირვაც უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ცხრა ნაწილი თავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს.

მეოთხე სეფისკვერიდან მღვდელი ამოიღებს ორ ნაწილს: ერთს პატრიარქისა და მისი დასის სახელზე, ხოლო მეორეს ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის სახელზე და ათავსებს ტარიგის ქვემოთ.

მეხუთე სეფისკვერიდან ამოიღებს ერთ ნაწილს მიცვალებულთათვის. ამით მთავრდება კვეთა და მოიხსენიებიან როგორც ცოცხალნი, ასევე მიცვალებულნი. ამოიღება ნაწილები შემოწირული სეფისკვერებიდანაც და მოთავსდება ტარიგის ქვედა მხარეს.

მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, მოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას - ორივეს.

ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ასევე მათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა.

ვარსკვლავი - ორი, ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტაა, რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობანი:

ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი - იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდა მოგვებს: მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა - ის ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს ცხედარი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. სამკვეთლო მოასწავებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი, რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სულიწმიდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ მღვდლის მიერ ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.

უფალმა დიდი სიყვარულით, თავის მსგავსად და ხატად შექმნა პირველი ადამიანები: ადამი და ევა. მას შემდეგ, რაც მათ შესცოდეს, უფალმა მოუხმო ადამს და დაუწყო საუბარი. განა უფალმა არ იცოდა, რა შეემთხვათ მათ, არამედ კარგად უწყოდა და მათგან ელოდებოდა დანაშაულის გულწრფელ აღიარებას. ასეთი სინანული პირველ ადამიანებს არ აღმოაჩნდათ და ერთმანეთს დაუწყეს დანაშაულის გადაბრალება და უფრო მეტიც, ადამმა ყვედრება დაუწყო უფალს: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე".

უფრო გვიან კი განკაცებულმა მაცხოვარმა ცოდვათა მიტევების ასეთი ფორმულირება მოგვცა: "ამისთუის გეტყუი თქუენ: ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაი ძისა კაცისათუის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათუის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე, 12,31-32). მაგრამ მიეტევება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გულწრფელი სინანული გააჩნია. როდესაც იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა, ეს რომ ესმათ მათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ და მოინანიეს რა ცოდვები, უფალმაც მიუტევა.

უდავოა, ცოდვათა მიტევების უპირველესი წინაპირობა სინანულია, მაგრამ საუფლო ლოცვაში პირდაპირ არის მითითებული, რა დოზითა და ხარისხითაც მივუტევებთ სხვას ცოდვებს, იმავე საზომით მიგვეტევება ჩვენი ცოდვები.

ამიტომ მთელი ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედს წარმოადგენს მიტევების უნარი - რამდენად ვფლობთ ამ უნარს და რა შემთხვევაში ვპატიობთ სხვებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
17.02.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
44. ქრისტეს შუამდგომლობის შესახებ
ის შუამავალია, რომლის მეოხებითაც ყოველი სიკეთე ღმერთისაგან მოგვეცა, ანუ, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ყოველთვის გვეძლევა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat