ქართული მონასტრების ტიპიკონი
ქართული მონასტრების ტიპიკონი
ქართველთა სამონასტრო მოღვაწეობა ათონზე X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიწყო. ცნობებს იმის შესახებ, თუ რა წესები იყო ამ მონასტერში ეფთვიმეს დროს, გვაწვდის გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილი "ცხოვრებაი იოვანესი და ეფთვიმესი", რომელიც არსებითად წარმოადგენს ამ მონასტრის ისტორიას მისი დაარსებიდან XI საუკუნის ნახევრამდე. მონასტერში შემოღებული წესების შესახებ მოვიყვან ერთ ადგილს: "აპოთიკი და ბოსტანი და წისქვილნი კელრისა საურავნი იყვნეს. და ამათგანსა, რაიცა ვინ ეხმარებინ, კელარი ეურვინ იკონომოსსა თანა და მამასახლისსა. ხოლო საჯორე და სამჭედლოი და ხურონი და კალაფატნი და მანდარინნი და ვენახნი და მენავენი-ესე იკონომოსისა გასაგებელნი იყვნეს.

ოდეს მამი შინა არნ, რაიცა ვის ეხმარებინ, თვით მამასა მოახსენის, იკონომოსსა არავინ სთხოვნ, და თუ ვინმე სთხოის, მამასა თანა მიავლინის. უკუეთუ კულა შინა არ არნ, მერმე გააგებნ იკონომოსი.

იკონომოსისა განწესებული შვიდი კრასოვული იყო და ოდეს ტრაპეზსა დაჯდის მწუხრსა, ოთხი კრასოვული მოართუან" და სხვა.

ტიპიკონის წესებს მოგვაგონებს "განაჩენი", რომელიც მამა სვიმეონს მიუცია შიომღვიმისათვის.Mმას სხვანაირად "წინამძღვრის რიგი" ეწოდება. თედო ჟორდანიას სიტყვით, ეს სვიმეონი ბედიელ-ალავერდელია, რომელსაც დავით დიდისაგან ჩაბარებული ჰქონდა შიომღვიმის ლავრის გამგეობა (როგორც ეს თვით დავით დიდის შიომღვიმისათვის დაწერილ ანდერძშია მოხსენიებული).

ჩვენამდე მოაღწია ერთ-ერთი მონასტრის "ტვიპიკონის" ნაწყვეტმა. ეს მონასტერი დედაღვთისას სახელზე იყო დაარსებული თამარ მეფის დროს, რადგანაც ნაწყვეტში თამარის დღეგრძელობაა გამოთხოვილი და თანაც ივანე მხარგრძელი მანდატურთუხუცესად არის მოხსენებული. მონასტრის დაარსებას 1191-1212 წლებს შორის ვარაუდობენ.

ერთადერთი ტიპიკონი, რომელსაც ძველი საქართველოს ფარგლებში არსებული მრავალი მონასტრის ტიპიკონებისგან ჩვენამდე ასე თუ ისე რიგიანად მოუღწევია, ეს არის ვაჰანის ქვაბთა ტიპიკონი, რომელიც გრაგნილზეა ნაწერი და მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ჩვენში XIII საუკუნის სამონასტრო წესების შესახებ.

ერთადერთი სრულად მოღწეული წესდებაა პეტრიწონის ორენოვანი (ქართულად და ბერძნულად) მონასტრის ტიპიკონი.

ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი
მას შემდეგ, რაც 1083 წელს ტაოელმა ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის-ძემ, რომელსაც დიდი პატივი ჰქონდა ბოძებული და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა ეპყრა ბიზანტიის იმპერიაში, დააარსა ქართველთა მონასტერი პეტრიწონში, სადაც ააგო სამი ეკლესია: ერთი დიდი (ღვთისმშობლის სახელზე) და ორი მომცრო (იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის სახელზე) და "სამარხო" (საძვალე).

გრიგოლ ბაკურიანის-ძე პატივით (ტიტულით) სევასტოსი იყო და თანამდებობით დიდი დიმესტიკოსი (ბერძნული გამოთქმით: დომესტიკოსი), ანუ მთავარსარდალი, ამირსპასალარი საკეისროს დასავლეთ ნაწილში, რეზიდენცია ჰქონდა ადრიანოპოლში, მაგრამ ბევრ ადგილ-მამულს ფლობდა სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, ქალაქ ფილიპოპოლშიც (დღევანდელი პლოვდივი), ხოლო ქართველთა მონასტერი დააფუძნა ფილიპოპოლის ახლოს, როდოპის მთებში, სტანიმაკიდან (დღევანდელი ასენოვგრადიდან) ათიოდე კილომეტრში. დღეს ეს მონასტერი ბაჩკოვოს მონასტრის სახელით არის ცნობილი (ბაჩკოვო სოფელია მონასტრის ახლოს), ხოლო დავით დიდის ისტორიკოსს იგი ბორღალეთის მონასტრად აქვს მოხსენიებული. "აღავსო ზღუაი და ხმელი ქველის საქმემან მისმან, რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეუფოთა, არამედ საბერძნეთისანიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა და პალესტინისანი აღავსნა კეთილითა უფროსღა" (ქართლის ცხოვრება ტ. I).

გრიგოლ ბაკურიანის-ძის ნაგებობათაგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა, რომელიც ფერდობზეა აშენებული და ქვემო მხრიდან ორსართულიანია, ზემოდან კი ერთსართულიანი. ქვემო სართულში აკლდამებია. ეს არის საძვალე. ზემო სართული კი ეკლესიაა, რომელიც თითქოს ის ტაძარი უნდა იყოს, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე იყო აგებული. ორი სხვა ეკლესია და სენაკები მთლიანად გაკეთებულია XVII საუკუნეში.

ხსენებულ საძვალეში გადაასვენა გრიგოლმა თავისი ძმა აბაზი, რომელიც მონასტრის აგებამდე გარდაიცვალა. გრიგოლიც იქ დამარხეს (1086წ.). ძმების ფრესკა შემონახულია ამ საძვალის ერთ კედელზე.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ისე მოაწყო თავისი დაარსებული მონასტერი, რომ კაცი უკეთესს ვერ ინატრებდა: ააგო ერთი სასნეულო (საავადმყოფო) და სამი სასტუმრო სხვადასხვა ადგილას, შესწირა სოფლები გლეხებითურთ, ციხე-ქალაქები, საძოვრები, ზვრები, სათევზაო ტბა, წისქვილი და ბევრი სხვა რამ და ეკონომიკურად სავსებით უზრუნველყო.

შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი
"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა ("ტიპიკონი საეკლესიოისა წესისაი კეთილ-განგებულისა წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა საბაის ლავრისაი"), რომელიც შიომღვიმის მონასტრისთვის გადაუწერიათ 1247-69 წლებში და იქვე ინახებოდა 1917 წლამდე (ერთხანს ხელნაწერი მონასტრიდან გაუტაციათ დამრბევთ. ვინმე გიორგი სამადურისშვილს იგი გამოუსყიდია და კვლავ მონასტრისთვის შეუწირავს). დაცვის მიზნით ამ წელს იგი მონასტრიდან წამოიღო და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმს გადასცა წმინდა ექვთიმე ღვთის კაცმა (თაყაიშვილმა). მალე ხელნაწერი საისტორიო საზოგადოების მიერ შეკრებილ მთელ კოლექციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა, 1958 წლიდან კი, დღევანდლამდე, ამ მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შექმნილ ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

შიომღვიმის ტიპიკონი, სხვა ხელნაწერებთან ერთად, მოწმობს იმ დიდ მწიგნობრულ საქმიანობას, რაც ღირსი მამის შიო მღვიმელის მიერ დაარსებულ "მღვიმის მონასტერში" წარმოებდა საუკუნეების განმავლობაში.Aმას ხელს უწყობდა ის დიდი მატერიალური მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მონასტრის საძმოს მიმართ საქართველოს მეფე-დიდებულები იჩენდნენ.

XI-XIV საუკუნეებში შიომღვიმე სამეფო მონასტრად ითვლებოდა და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. ყველაზე დიდი პატივი კი მას მეფე დავით აღმაშენებელმა მიაგო. ქართველ გვირგვინოსანთა შორის უდიდებულესმა მდიდრული შესაწირავებით (ადგილ-მამული, ძვირფასი საეკლესიო ჭურჭელი, ფულადი შესაწირავი, პირუტყვი და სხვა) გააძლიერა შიომღვიმის სავანე, ააგო ღვთისმშობლის დიდი ეკლესია, წესი და რიგი განუჩინა საძმოს, გაათავისუფლა ყოველგვარი საეკლესიო და სახელმწიფო გადასახადისგან.

შიომღვიმის სავანისათვის განსაკუთრებული ზრუნვა დავით მეფისა იმ ერთგულების ჯეროვანი საზღაური იყო, რაც მონასტრის მოწესეებს მის მიმართ გამოუჩენიათ. ამის შესახებ მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის ხელრთვით დამშვენებული დოკუმენტი - ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, რომელსაც მკვლევარნი 1123-1124 წლებით ათარიღებენ.

ანდერძიდან ვიგებთ, რომ შიომღვიმის მონასტრისათვის თავის შეფარება უცდია მეფის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, მისგან დევნილ დიდგვაროვან ფეოდალს, ძაგანს, რომლის ძმა, მოდისტო, იმხანად (1105წ.) მღვდელთმოძღვრობიდან გადაუყენებიათ ზესთამჩენობისა (ესე იგი ამპარტავნების) და მომხვეჭელობის გამო. მონასტრის მოღვაწეებს არათუ არ შეუფარებიათ მეფის მოწინააღმდეგე, არამედ შეუპყრიათ კიდეც და დავით მეფისათვის გადაუციათ.

მეფემ მადლობა შესწირა ღმერთს და თაყვანი სცა ღმერთშემოსილი მამის, შიოს საფლავს. შემდეგ დიდი პატივით მოიკითხა მონასტრის მაშინდელი წინამძღვარი ("მთავარმამა მემღვიმე") მიქაელი და სხვა იქური მოღვაწენი - "სულითა ღმრთისაითა განათლებული მამანი". მოუწოდა არსენი ბერს და დაავალა, მის მიერ გამოყოფილი სახსრებით მონასტრის შუაგულში აეშენებინა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. მონასტერი თავის საპატრონოდ გამოაცხადა.

შიომღვიმისადმი დაწერილ ანდერძშივეა მოხსენიებული დავით მეფის მიერ ამ მონასტრისათვის საღვთისმსახურო წესის განჩინების შესახებ: "მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან მოძღუარმან ჩემმან იოვანე, რაითამცა წესსა ზედა სვიმეონწმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელი თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შუენიერად, უცთომელი გზაი და წესიერი ცხოვრებაი და ანგელოზებრი მოქალაქობაი". არსენი ბერსა და იოვანე მოძღვარს მეფისათვის შეუთავაზებიათ, შიომღვიმის მონასტრის საღვთისმსახურო სახელმძღვანელოდ დაეწესებინა სვიმეონწმიდის მონასტრის განწესება, რომლის თარგმანიც მათ უკვე გამზადებული ჰქონდათ. სვიმეონწმიდური წესი პალესტინური ტიპიკონის ის რედაქციაა (წმინდა საბა განწმენდილის ლავრის წეს-განგებისა), რომელიც სვიმეონწმიდის მონასტერში ჩამოყალიბებულა (ანტიოქიაში, შავ მთაზე). არსენ ბერისა და იოანე მოძღვრის ასეთი არჩევანი უნდა აიხსნებოდეს იმით, რომ ღირსი მამა შიო საქართველოში ჩამოსვლამდე სწორედ შავი მთის უდაბნოში მოღვაწეობდა.

შიომღვიმის მონასტერში შავი მთის საღმრთისმსახურო ტრადიციის დანერგვის მოსურნე არსენ ბერი, ტრადიციული შეხედულებით - XI-XII საუკუნეების გამოჩენილი სწავლული არსენ იყალთოელია. მისი სახელი, მართლაც, უკავშირდება როგორც შავი მთის სამონასტრო ცენტრებს, ისე შიომღვიმის მონასტერს. ამ ტრადიციული შეხედულების შეცვლა სცადა კორნელი კეკელიძემ, რომელმაც არსენ იყალთოელი და არსენ ბერი - ორ სხვადასხვა პირად მიიჩნია.Eეს აზრი, გამომთქმელის ავტორიტეტის გამო, კარგა ხანს იყო გაბატონებული მეცნიერებაში, მაგრამ შემდგომი გამოკვლევებით დამაჯერებლად დამტკიცდა, რომ არსენ ბერი და არსენ იყალთოელი ნამდვილად ერთი და იგივე პიროვნებაა და ტიპიკონი მას უნდა მიეწეროს, ვინმე "იოვანე მოძღვართან" ერთად.

დედანი ამ ტიპიკონისა (XII საუკუნის დასაწყისი) ჩვენამდე მოღწეული არ არის, მისგან მომდინარე ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღევანდლამდე შემორჩა, ზემოაღნიშნული "შიომღვიმის ტიპიკონია" (XII საუკუნის შუა ხანები).

გარდა შიომღვიმის უდაბნოსი, სვიმეონწმიდური ტიპიკონი საღვთისმსახურო საჭიროებით სხვა ეკლესია-მონასტრებისთვისაც გადაუწერიათ და იგი მთელ საქართველოში გავრცელებულა. ამავე ტიპიკონით სარგებლობდნენ, როგორც ჩანს, საზღვარგარეთის ქართველ სამოღვაწეო ცენტრებშიც, სადაც დღემდეა შემორჩენილი მისი ხელნაწერები: ერთი - სინას მთაზე, ორი - იერუსალიმში.

იმ დროს, როდესაც საბაწმიდური წარმოშობის ტიპიკონი სვიმეონწმიდის მონასტრისა ქართულად ითარგმნა და პრაქტიკაში დაინერგა, ქართულ ღვთისმსახურებაში გიორგი მთაწმინდელის "დიდი სვინაქსარი" იყო გაბატონებული (XI საუკუნიდან). ესაა კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ანუ აია სოფიის ტიპიკონი, ათონის მთის საღმრთისმსახურო პრაქტიკის გათვალისწინებით.

საბაწმიდურმა ტიპიკონმა ერთგვარი მეტოქეობა გაუწია "დიდ სვინაქსარს", მაგრამ ღვთისმსახურებიდან მისი სრული გამოდევნა ვერ შეძლო (როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელის დიდი ავტორიტეტის გამო). ეს ორი ტიპიკონი პარალელურად იხმარებოდა XVIII საუკუნემდე და შესაძლოა, XIX საუკუნეშიც, რაზეც მეტყველებს როგორც ერთი მათგანის, ისე მეორის გვიანდელ ხელნაწერთა სიმრავლე.

სრული სახით ტიპიკონის 18 ხელნაწერია დღეისათვის ცნობილი: შიომღვიმის მონასტრის ხელნაწერი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, მამია გურიელის გულანი, გელათური გულანი (ზაქარია ქვარიანისეული), ხოტევის გულანი, ოტია დადიანისეული, მთაწმიდური, გურიანთის გულანი, დოდორქის მონასტრისა, ქეთევან-ქრისტინესეული (გიორგი VIII-ის ასულისა), მინიატურული, ბედიის გულანი (გერმანე ჩხეტიძისეული), პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერი, გელათის მონასტრისა, სინური. ამათ გარდა შემორჩენილია მრავალრიცხოვანი ფრაგმენტი.

Yყველა ეს ხელნაწერი, როგორც ირკვევა, ძირითადად ერთნაირი შედგენილობისა და ხასიათისაა, მაგრამ ერთმანეთისგან მაინც განსხვავდებიან მკვეთრად გამოხატული რედაქციული თავისებურებებით, რომლებიც საკმაოდ ხშირად იჩენს თავს.

ქართულ ღვთისმსახურებაში საბაწმიდური ტიპიკონის ავტორიტეტულობას მოწმობს ის ფაქტი, რომ მას დიდი გავლენა მოუხდენია მომდევნო პერიოდის საღვთისმსახურო კრებულთა ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელის "დიდთა კურთხევათა" ბაზაზე შედგენილ კრებულებში ანონიმ რედაქტორთ დამოუკიდებელ თავებად (წეს-განგებად) შეუტანიათ ცალკეული ამონარიდი საბაწმიდური ტიპიკონის ტექსტიდან. ეს თავებია: "კურთხევაი პურთაი ღამისთევად ყოველთა დღესასწაულთა" და "წესი და განგებაი, რომელი აღესრულების ამაღლებასა ჯუარისასა", ამავე ტიპიკონის საკმაოდ ვრცელი მონაკვეთებია ციტირებული "კურთხევანის" სხვა თავების - განცხადების წყლის კურთხევისა და ფერხთა ბანის წეს-განგებათა ზოგიერთ ვარიანტშიც.

საბაწმიდური ტიპიკონის ქართული ვერსიის მეცნიერული შესწავლა დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში. მაგალითად, შიომღვიმური ხელნაწერის დაწვრილებით აღწერას მიეძღვნა საგანგებო თავი დეკანოზ კორნელი კეკელიძის სამაგისტრო დისერტაციაში, რომელიც 1908 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა. იმჟამად ხელნაწერი კვლავ შიომღვიმის მონასტერში ინახებოდა. მკვლევარმა მასში არსებული ანდერძ-მინაწერების საფუძველზე დაასკვნა, რომ იგი გადაუწერიათ 1247-69 წლებს შორის, 1172 წლის დედნიდან. აღწერილობაში ავტორს მოჰყავს ვრცელი ამონარიდები ტიპიკონის ზოგიერთი თავიდან და გამოთქვამს არაერთ საყურადღებო მოსაზრებას. საბაწმიდური ტიპიკონის ნუსხების შედარებით შესწავლას კორნელი კეკელიძის ნაშრომში მხოლოდ რამდენიმე მცირე შენიშვნა დაერთო. ყველა ხელნაწერზე იმჟამად მას არც მიუწვდებოდა ხელი.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ხელნაწერებმა მუზეუმში მოიყარა თავი, ძველი დროის ლიტერატურული ძეგლების შესწავლისათვის უკეთესი პირობები შეიქნა, მაგრამ საბაწმიდური ტიპიკონის შესწავლა დღემდე ხელნაწერთა აღწერილობას არ გასცილებია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat