თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?
თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?
საეკლესიო ღვთისმსახურება ღვთისა და წმინდანთა სადიდებელი ჰიმნებისა და საგალობლებისაგან შედგება. მათ შესწევთ ძალა, გაათბონ, შეძრან და მიიზიდონ კაცთა გულები , მაგრამ როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობდა, "ლოცვის მშვენიერება სხვისი სიტყვებით არ ისწავლება"; მისი მასწავლებელი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება და მისცის ლოცვა მლოცველსა".

მედავითნეს, რომელიც ღვთისმსახურებაზე ლოცვებს კითხულობს, სასურველია, უწინარესად თვითონ ჰქონდეს გაცნობიერებული ლოცვის სიტყვების მნიშვნელობა. მას განსაკუთრებით მართებს გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. მედავითნის სულიერი განწყობა ხშირად მრევლზეც აისახება ხოლმე. წმინდა ილია მართალი მრევლში სარწმუნოების განმტკიცებისა და ლოცვითი განწყობის ამაღლებისთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საღვთო წერილისა და, ზოგადად, საეკლესიო საკითხავების სწორად, გამოკვეთილად წაკითხვის კულტურას. მას რამდენიმე საგულისხმო აზრი აქვს გამოთქმული ამასთან დაკავშირებით:

"ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წასაკითხისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღიძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის... ეს ამისთანა ადგილი ეკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ საღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ აღმაფრენით.

ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზემოქმედება აქვს კარგად წაკითხულს საღვთო წერილს ეკკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთისმოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის. კარგად ესმოდათ და ძვირადაც აფასებდნენ კარგად მკითხველს მღვდელსმთავარს თუ დიაკვანსა...

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართულად კარგი მკითხველი საღვთო წერილისა იშვიათია და ძნელად მოიპოვება ჩვენს სამღვდელოებაში. დღეს აღარავის არ მიაჩნია სასიქადულოდ კარგად კითხვა ეკკლესიაში და ეს არცოდნა კითხვისა მით უფრო უნდა ემძიმებოდეს სამღვდელოებას, მით უფრო შესაწუხებელი უნდა იყოს, რომ თუ სულ არა, ბევრში მაინც ამაზეა დამოკიდებული მეტნაკლებობა სარწმუნოებრივის გრძნობისა, რომელსაც ეკკლესია დღეყოველ უნდა აღვიძებდეს და აძლიერებდეს. ამისათვის სამღვდელოებას ხელთა აქვს ის დიდებული, მშვენიერი სიტყვიერება ქართულის საღვთო წერილისა, ქართულის ლოცვებისა, რომლის ძალა, რომლის ზემოქმედება გულს თავის ბუდეში სასოებით შესძრავს ხოლმე, როცა კარგად წაკითხულია, კარგად გამოთქმულია".

უმთავრესად რა მოეთხოვება მედავითნეს და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საეკლესიო კანონის მკაფიოდ კითხვას, ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანი გიორგი კუპატაძე.

- როგორი დამოკიდებულება მართებს მედავითნეს კანონის წაკითხვის მიმართ?

- მედავითნე, ანუ წიგნის მკითხველი საზოგადო ღვთისმსახურებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ძველი საეკლესიო წეს-განგებით, წიგნის მკითხველის საგანგებოდ გამორჩევა ხდებოდა და მასზე აღესრულებოდა მცირე ხელდასხმა (ქიროტესია). შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მედავითნის პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება საღვთო კანონის კითხვისადმი. უპირველესად, მას თავად უნდა ესმოდეს წასაკითხი კანონის შინაარსი და მნიშვნელობა. რა ტკბილხმოვანიც არ უნდა იყოს მოსასმენად მის მიერ გადმოცემული ტექსტი, თუ თითოეული სიტყვა პირველ რიგში მის გულსა და სულს არ მსჭვალავს, მსმენელზე ვერანაირ მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. ერთი ბერი ამბობდა: "თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?" გამოდის, ასეთი ლოცვა ფუჭი და უნაყოფოა. რაღა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება გონების გაუბნევლობა. ეს მხოლოდ წმინდანებს ძალუძთ. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ღმერთმა რომ მოჰკითხოს ადამიანს ლოცვის დროს გონების გაბნევა, ვერავინ ცხონდებაო".

- რამდენად მნიშვნელოვანია ტიპიკონის ზეპირად ცოდნა?

- მედავითნისთვის ტიპიკონის ზედმიწევნით ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთეს შემთხვევაში, იგი იმ დონეზე მაინც უნდა იცნობდეს ტიპიკონს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლოს ორიენტირება, რათა არ შეფერხდეს მსახურება და არ დაბრკოლდეს მრევლი.

- რამდენად გამოკვეთილად და რა სიჩქარით უნდა კითხულობდეს მედავითნე?

- ლიტურგიკულ კანონში არსებობს სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის საკითხავები. უმრავლესობა საკმაოდ ვრცელი ტექსტია და საჭიროა მათი გარკვევით, დალაგებულად, მაგრამ შედარებით სხარტად წაკითხვა, რათა დამღლელი არ იყოს მრევლისთვის მოსასმენად. მაგალითად, ასეთი ტექსტებია ფსალმუნი, ჟამნი, პარაკლიტონისა თუ სადღესასწაულოს დასდებელნი. სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველოები უფრო ნელი ტემპით და მაღალი ტონალობით უნდა იკითხებოდეს, რადგან შინაარსობრივად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და მათი განსხვავებული ფორმით კითხვა მსმენელის ყურადღების მეტ მობილიზებას გამოიწვევს. მრევლმა უნდა შეძლოს ლოცვის ტექსტის გააზრება. ამ დროს მედავითნის მიერ წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ და ნათლად უნდა აღიქმებოდეს. წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკლესიური ცხოვრების ქვაკუთხედია, ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა გაიგოს, რას კითხულობს მედავითნე. იმისათვის, რომ ადამიანი აქტიურად ჩაერთოს ღვთისმსახურების მსვლელობაში და გონება ნაკლებად გაეფანტოს, საჭიროა გულისყური მიადევნოს ლოცვის სიტყვებს.

- ლოცვისას გონების გაფანტვის შემთხვევაში რა ვიღონოთ, რას გვირჩევენ წმინდა მამები?

- წმინდა იოანე სინელი ოქროს წესს გვთავაზობს: "გაგებნევა გონება? - ეცადე, ისევ შემოკრიბო ლოცვის სიტყვებში, ისევ გაგებნევა? - ისევ შემოკრიბე... იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს... გონების წარუტყვევნელობა ანუ გონებაგანუბნევლობა მხოლოდ ანგელოზებისთვის არის დამახასიათებელი".

- საღვთო კანონის კითხვა ალბათ ცხოვრების წესზეც აისახება...

- როგორც ვიცით, საღვთო კანონი მთელი წმინდა წერილის - როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების - ლიტურგიკულ ფორმას წარმოადგენს. მაგალითად, ძველი აღთქმის კანონიკური წიგნებიდან ყოველ სადღესასწაულო მსახურებაზე იკითხება საწინასწარმეტყველოები, იგავნი, დავითნი და ა.შ., ახალი აღთქმიდან სახარება, სამოციქულო, აღდგომისა და სხვადასხვა სადღესასწაულო საკითხავები. გულწრფელი და გულისხმიერი მედავითნის მიერ წმინდაწერილისეული სიბრძნის ყოველდღიური კითხვა და გახსენება მასზე უდავოდ წარუშლელ კვალს უნდა ტოვებდეს. თუკი ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეთხოვება წმინდა წერილის სწავლების შესაბამისად ცხოვრება, მით უმეტეს, სამაგალითო უნდა იყოს მედავითნე, რადგან იგი არა მარტო კარგად იცნობს წმინდაწერილისეულ სწავლებას, არამედ მღვდელმსახურებთან ერთად მონაწილეობს საღვთო ლიტურგიის, როგორც უდიდესი საიდუმლოს, აღსრულებაში.

- მედავითნეობა პატივია და გარკვეული პასუხისმგებლობაც... იგი სასულიერო პირი არ არის, მაგრამ მისმა საქციელმაც შეიძლება დააბრკოლოს ეკლესიაში მყოფი. როგორი ცხოვრების წესით მართებს მედავითნეს ცხოვრება?

- მედავითნე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა საზოგადო ღვთისმსახურებაში, ამიტომ, სასულიერო პირების მსგავსად, მისი ცხოვრების წესიც მრევლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იგი წარმოგვიდგება, როგორც სამაგალითო პიროვნება, თუმცა ეს პატივი მას, უპირველესად, უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას აკისრებს ღვთისა და მრევლის წინაშე. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საეკლესიო სამართალი, როგორც მოციქულთა, ასევე სხვა საეკლესიო კრების კანონები მედავითნეს ანუ კლერიკოსს გაცილებით მკაცრ სასჯელებს განუკუთვნებს სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში, ვიდრე ჩვეულებრივ საერო პირებს. საეკლესიო სამართლის კანონებში, საეკლესიო კრებების დადგენილებებში მითითებულია, რა ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს მედავითნემ. მან არ უნდა დააბრკოლოს მრევლი ისეთი მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენით, როგორიცაა ლოთობა, მრუშობა, მრისხანება, თუნდაც თამბაქოს მოწევა და ა. შ. როცა ადამიანი თავს იდებს საეკლესიო მსახურების წარმართვას, ასეთ ცოდვებში არ უნდა ჩავარდეს. რა დაღლილი ან გაღიზიანებულიც არ უნდა იყო, სიყვარულისა და გულისხმიერების გამოჩენა მაინც გმართებს, ვინაიდან სიყვარული და გულისხმიერებაა თავიდათავი ქრისტიანობისა.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოყვასისგან არის ჩვენი აღშენებაც და დაცემაც. თუ ჩვენი საქციელითა და სიტყვით შევიძენთ მოყვასს, მაშინ მოვიპოვებთ ცხონებას, ხოლო თუ დავაბრკოლებთ მოყვასს, ცხონებასაც დავკარგავთ.

- რა წესების დაცვა მართებს სტიქაროსანს?

- სტიქაროსნების ინსტიტუტი გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა ეკლესიაში. სტიქაროსნები საკურთხევლის მსახურებად იწოდებიან. მათ ევალებათ მღვდლისა და დიაკვნის დახმარება მღვდელმსახურების დროს. რაღა თქმა უნდა, მედავითნის მსგავსად, უდიდესია მათი პასუხისმგებლობა. ისინი, ფაქტობრივად, ძველ დროში არსებული იპოდიაკვნების ფუნქციას აღასრულებენ და საეკლესიო დასში კლერიკოსის სტატუსი განეკუთვნებათ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღვთისა და მრევლის წინაშე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა მათგან სამაგალითო ქრისტიანობას, საერო ცხოვრებაში განსაკუთრებულ თავშეკავებულობასა და ცოდვისაგან შემოზღუდულობას მოითხოვს.

ზოგადად კლერიკოსთა დასის წარმომადგენლებზე შეიძლება ითქვას, რომ მათი მსახურება ახალ აღთქმაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ როგორი გულით და მონდომებით იქნება აღნიშნული მსხვერპლი შეწირული ღვთის წინაშე, რადგან დავით მეფსალმუნის სწავლებით, "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს..."

მედავითნეობამ და სტიქაროსნობამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ქრისტიანობამ სულ სხვა სიმაღლე და ხარისხი შეიძინა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე ადამიანს არ შეუძლია ღვთისმსახურებაში ჩართვა და ღმერთთან საუბარი. შეიძლება მრევლის რიგითი წევრი ბევრად უფრო წინ წავიდეს თავისი სიმდაბლითა და სიყვარულით და მისი ლოცვა უფრო შეიწიროს უფალმა. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა ღმერთმა შეიწიროს, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღვთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისთვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენის მიმტევებელი გულით".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat