სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი ტიპიკონი
სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი ტიპიკონი
წმინდა ექვთიმეს ტიპიკონი. როცა წმინდა გიორგი მთაწმინდელი ივერონის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, მაშინვე აღადგინა წმინდა იოანესა და ექვთიმესეული კანონები. ეს კანონები თვითონვე აღწერა "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრებაში". როგორც წმინდა გიორგი წერს: ცისკრის ლოცვაზე მისვლას წმინდა ექვთიმეს ვერავინ დაასწრებდა. როცა რაიმე საქმე ჰქონდა იკონომოსთან თუ სხვა მსახურთან, ხელს მოჰკიდებდა მათ, სტოაში გაიყვანდა და იქ გაესაუბრებოდა. ძმები მამა ექვთიმეს ბაძავნენ, ლოცვაზე კედელს არავინ მიეყრნობოდა, განკრძალულად და ხელმოჭდობით ისხდნენ. ახალგაზრდები ეკლესიის შუაში იდგნენ. ორრიგად და სამრიგად შუაში სკამები იდგა. როცა წესი მოითხოვდა, დასხდებოდნენ და შეისვენებდნენ.

გამოყოფილი ჰყავდა ორი ძმა, დამხედვარნი, რომლებიც მოივლიდნენ ძმათა სენაკებს და ვინც ცისკრის ლოცვაზე არ იყო, მოიყვანდნენ. ვისაც მძიმე სამუშაო ჰქონდა დღისით და დასვენება სჭირდებოდა, მას ამ შრომას ლოცვად ჩაუთვლიდა, ვისაც მსუბუქი საქმე ჰქონდა, ანდა დღისით მოცალეობით იყვნენ, ხუცესნი, დიაკონნი თუ მგალობელნი, თუ ახალგაზრდები იყვნენ, ასჯერ მუხლს მოადრეკინებდა, ხოლო მოხუცებსა და უძლურებს იმ დღეს ღვინისა და საჭმლის გარეშე დატოვებდნენ.

კარებში იდგა ეპიტირისტი, რომელიც ლოცვის დროს ტაძრიდან გამომავალ ძმებს მიზეზს ჰკითხავდა. თუ დიდად საჭირო საქმე არ ჰქონდა, გარეთ გასვლას ვერავინ იკადრებდა, თუ ვინმე გავიდოდა, ეპიტირიტს ეტყოდა და უკან მალევე დაბრუნდებოდა. ხოლო თუ ვინმე დააყოვნებდა უკან დაბრუნებას, გააფრთხილებდნენ და თუ ამას კვლავ გაიმეორებდა, ამ დღეს ხმელ პურზე გადაატარებდნენ ან ასჯერ მუხლს მოადრეკინებდნენ.

მშრომელი და დაღლილი ძმები წავიდოდნენ და მოისვენებდნენ ზარის მეორედ დარეკვამდე. როცა ძმები იჩხუბებდნენ, წინამძღვარი მოიხმობდა და ვიდრე არ შერიგდებოდნენ, პურსა და წყალზე დატოვებდა, თუ ტაძარში წინამძღვარი არ იყო, იკონომოსი განაკანონებდა.

როცა ეკლესიაში შევიდოდნენ, პირველად მამა ექვთიმე და შემდეგ ძმები ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლს მოიდრეკდნენ და მერე შევიდოდნენ ტაძარში. როცა ძმები მამას წინ ჩაუვლიდნენ, სადაც უნდა ყოფილიყო, ჯერ მდაბლად თაყვანისცემდნენ და მერე წავიდოდნენ. თვითონ წმინდა ექვთიმე არა მარტო საპატიო კაცებს, არამედ ახალმოსულებსაც კი ქვემოდრეკით თაყვანს სცემდა და მოიკითხავდა.

თავისი სულისთვის მზრუნველ ბერებს არაფერს ეტყოდა, ხოლო უდებებს ტუქსავდა. სერობის ლოცვის მერე ძმებს სენაკებში სასაუბროდ შეკრების უფლება არ ჰქონდათ.

თუ ეშმაკის მანქანებით ძმები ერთმანეთს წაეჩხუბებოდნენ, წვერთა გლეჯა ატყდებოდა და ხელით შეეხებოდნენ ერთმანეთს, წმინდა ექვთიმე ჯერ ეტყოდა: "შვილებო, ჩხუბის ნება რომ მოგცეთ, ერთმანეთსაც წარწყმედთ და მერე მონასტერში უწესობა გავრცელდება. ახლა რომ არ დაგსაჯოთ, მერე საუკუნოდ დაისჯებით. ეს მცირე სასჯელი მადლობით მიიღეთ და მწამს, საუკუნო სასჯელისგანაც განერებით". მერე კი გამოიკვლევდა, თუ ორივეს ბრალი იყო, ორივეს დასჯიდა, თუ ერთისა - ერთს.

წმინდა ექვთიმეს ჩვევად ჰქონდა: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მზის ჩასვლის მერეღა ეხმია პური და წყალი. დანარჩენ დღეებში ტრაპეზზე მიდიოდა. ღვინოს ჟამისწირვისა და სხვა რაიმე დიდი მიზეზის გარეშე არ სვამდა. ხოლო ტრაპეზობისას გემოს გასინჯავდა - შეძმარებული ან წყალწყალა ხომ არ არისო. ასევე საჭმლის გემოსაც შეიტყობდა. თუ უმი, უმარილო ანდა მლაშე იქნებოდა, მეტრაპეზეს ცალკე დატუქსავდა: "ღვთის შიშით მოამზადე, ძმაო, იფიქრე, რომ კაცებს კი არა, ღვთის ანგელოზებს ესაუბრები". ტრაპეზობისას საუბარს ვერავინ ბედავდა, თუ რამ საქმე გამოჩნებოდა, ძმას მოიხმობდა და ჩურჩულით დაავალებდა. თუ ვინმეს ღვინო მოეკიდებოდა, მას გარეთ გაიყვანდნენ, ვიდრე გონს არ მოეგებოდა.

უკეთუ ვინმე რამეს ეტყოდა ეკლესიაზე ან ძმაზე, თავისი ნათქვამის სისწორეში უნდა ყოფილიყო დარწმუნებული, თუ ტყუილს ეტყოდა, მკაცრად განაკანონებდა. თვეში ორ-სამჯერ ძმებს სულიერი სწავლებით დამოძღვრავდა და ღვაწლისკენ მოუწოდებდა.

ძმები, ნემსით დაწყებული, სამოსით დამთავრებული, ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ: მის უნებართვოდ ვერავინ იკადრებდა რაიმეს ყიდვას ან გაყიდვას. კანონის დამრღვევს მკაცრად დასჯიდა და ნაყიდ საბეჭურს თუ კუნკულს გალავანს შიგნით დააწვევინებდა.

ერთხელ მდიდარი ერისკაცი მონაზვნად აღიკვეცა, მონასტერს ბევრი ფული შესწირა, მხოლოდ ერთი რამ სურდა - შესამოსელი, რომელიც ეკლესიისთვის შეეწირა, მის გარდა არავის ჩაეცვა. მამა ექვთიმემ ის ძმა იხმო და უთხრა: - შვილო, გინდა ის მადლი, რომელიც სოფლისა და სიმდიდრის დატოვებით მიიღე, მაგ კვართის გამო წარწყმიდოო. "ნუ იყოფინ, მამაო", - უთხრა ბერმა. მაშინ ის კვართი მოატანინა და დააწვევინა.

მონასტერში, ზეთის გარდა, არავინ არაფერს ყიდულობდა, იმასაც მხოლოდ მწერალნი. მათ გარდა კანდელის ანთებას სენაკში ვერავინ გაბედავდა, კელიაში მხოლოდ ერთი ჯვარი ან ერთი ხატი ესვენათ ლოცვისთვის.

რამდენი მდიდარი ადამიანი უკან გაუბრუნებია და მონაზვნად არ აღუკვეცია: თქვენ ეკლესიას ფულს მისცემთ და მერე განსვენებით ყოფნას მოისურვებთო. ღარიბი და თავმდაბალი ადამიანის მიღება ერჩივნა.

ბაღ-ბოსტანი, სათიბ-სახნავი, წისქვილი თუ სხვანი ყველა საიმედო ხელს იყო ჩაბარებული და ამიტომაც არ უდებდა ივერთა სავანე ტოლს არავის, ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი წმინდა გიორგი მთაწმინდელისთვის მამათა კანონების აღდგენა.

განდეგილი. ტიპიკონი და მისი შესრულება განდეგილსაც სჭირდება. ალასკის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წელი განმარტოებით ცხოვრობდა წმინდა გერმანე. ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე სამოსი ეცვა, გაცრეცილი და დაკემსილი, ალაგ-ალაგ ხორციც უჩანდა. მჯდომარეს ეძინა, ტანთ არაფერი ეფარა. ზოგჯერ მამა გერმანეს სტუმრად ყოფნისას სულიერ საუბარში შუაღამე წამოადგებოდა თავს, იქ არ რჩებოდა და თავის კელიას უბრუნდებოდა. თუ იძულებული იყო, სხვაგან გაეთია ღამე, დილით მასპინძლებს ლოგინი ხელუხლებელი ხვდებოდათ. მას ღვაწლით, მარხვითა და მღვიძარებით დაღლილი სხეული თხუთმეტფუთიან ჯაჭვსაც იტვირთავდა. ძმებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი და აღასრულებდა ღვთისმსახურებას მონაზვნური ტიპიკონით. "მამაო, ტყეში მარტო როგორ ცხოვრობთ, არ გწყინდებათ?" - ეკითხებოდნენ. იგი პასუხობდა: "იქ მარტო არ ვარ, ჩემთან ღმერთია, როგორც ყველგან! იქ წმინდა ანგელოზები არიან. მათთან როგორ მოიწყენ? ვისთან უფრო სასიამოვნოა საუბარი, ანგელოზებთან თუ ადამიანებთან? რა თქმა უნდა, ანგელოზებთან!" როცა მამა გერმანე გარდაიცვალა (1929წ.), ნათლის სვეტად ავიდა ზეცად.

ყურძნის გარდა, სხვა ხილეულს არ ეკარებოდა. წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) მთავარანგელოზის კელიაში გადასახლდა. 1. მისი სავანე დაჰყურებდა ჭალას, სადაც ორთქლმავალი დაჰქროდა. თავდაპირველად თურმე თავს იქცევდა მისი ყურებით, ამის გამო კანონად დაუდვია და 20 წელი იქიდან ქვემოთ არ ჩაუხედავს. 2. პატივისცემის ნიშნად ხშირად თურმე ხაჭაპურებს მიართმევდნენ. მან აიკრძალა მისი ჭამა და ოცდახუთი წელი არ უგემია. 3. ყურძნის გარდა, სხვა ხილეულს არ ეკარებოდა, ნესვი და კიტრი ოცდახუთი წელი არ უგემია. 4. ფეხიფეხზე გადადებით ჯდომა უყვარდა - მოისპო ეს ჩვეულებაც. 5. ხშირად იხედებოდა სარკეში და კელიაში სარკე ოცდახუთი წელი არ გაუჩერებია. 6. კანონად ჰქონდა, მცირე საქმესაც კი ლოცვის გარეშე არ დაიწყებდა. 7. ჰქონდა ხის ჯვარი, რომლითაც დღე-ღამ მხარზე ტვირთული იდგა ლოცვად. 8. მთავარანგელოზში დაბინავებიდან თავი ანება დღისით ძილს. 9. ავადმყოფობისას - ღმერთს აღუთქვა ძაძის ანაფორის ჩაცმა, რაც არასოდეს გაუხდია. 10. ამ სავანეში მთელი სიცოცხლე ოთხ კედელში გაატარა და არავის უნახავს ხის ჩრდილში ანდა კელიის გარეთ მჯდომარე და მოსაუბრე.

ჰოი, საცთურო!
მონაზვნურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პირობაა ტიპიკონის დაცვა. ახალგაზრდა საბა, შემდგომში "განწმენდილად" წოდებული, ერთხელ ვენახს თოხნიდა. ძალზე დასცხა, აღმოსავლეთის მზემ შიმშილი და წყურვილი მოაგონა. იქვე თვალი ჰკიდა ვაშლის ხეს, ნაყოფი მოწყვიტა და ჭამას აპირებდა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჯერ არ იყო დამდგარი ხილის ხმევის საეკლესიო ტიპიკონით დადგენილი ჟამი: "ჰოი, საცთურო! სამოთხის ვაშლიც ასეთივე მშვენიერი და კარგი იყო. მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა მისი ჭამით დაარღვიეს ღვთის დადგენილი კანონი. მეც ამის გაკეთება მინდა? ამ ხილის ჭამა საეკლესიო კანონით აკრძალულია. სიცოცხლეში აღარ გავეკარები ვაშლს, რადგან კინაღამ მაცდუნა და საეკლესიო კანონთა დამარღვეველი გამხადა!" მართლაც, მას ვაშლის გემო მეტად აღარ უხილავს.

აყროლებული თევზი. ერთხელ წმინდა ანას სკიტში ძმებმა ახალდაჭერილი თევზი მიიტანეს. დასვენების საათი მოახლოვდა. მათ მამა იოსებ ისიქასტს უთხრეს:

- მამაო, თევზი მოვიტანეთ, უნდა გავასუფთაოთ, თორემ აყროლდება.

მამა იოსები არ შეკამათებია, მხოლოდ უპასუხა:

- სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი ტიპიკონი. თავი ანებეთ, როგორც არის და სასწრაფოდ დასაძინებლად წადით.

მეორე დღეს კი სულიერ შვილებს უთხრა:

- მე საგანგებოდ მოვიქეცი ასე, რათა თევზი აყროლებულიყო და ეს მთელი სიცოცხლე დაგამახსოვრდებათო.

სოფელს გაურბოდა. მამა არსენ კაპადუკიელს კელია სოფელში ჰქონდა, მაგრამ სოფელს ხშირად გაურბოდა. წესად ედო, კვირაში ორ დღეს - ოთხშაბათსა და პარასკევს განმარტოება ლოცვისთვის. როცა ავადმყოფს მოიყვანდნენ და კელიის კარზე უკაკუნებდნენ, ხმას არ სცემდა, ოღონდ სნეულისთვის ლოცულობდა და ისიც მაშინვე იკურნებოდა.

ნუ წუხხართ, ოფლით და ცრემლით ყველაფერი ჩამოირეცხება. "შვილო კონსტანტინე, აქ დღეში ერთხელ ვჭამთ, ისიც უზეთოს, შაბათ-კვირის და დღესასწაულის გარდა. ღამის უმეტესი ნაწილი ვლოცულობთ. ცოტა გვძინავს, დღისით კი ვშრომობთ არსობის პურისთვის", - უთხრეს ახალგაზრა მორჩილს. "კურთხეულ იყოს ასეთი ცხოვრება, მამაო, სწორედ აქეთკენ ვისწრაფვი", - უპასუხა მან. შემდგომში, როცა მორჩილი უკვე დიდი მამა კალენიკე ისიქასტი შეიქნა, მაშინაც არ დაურღვევია მოძღვრის მიცემული კანონი და იმავეს ასწავლიდა სულიერ შვილებს. საჭმელში იმდენ ზეთს იყენებდნენ, არც ეტყობოდა. მისი კელიის გვერდით ვაზი იდგა, მაგრამ არც საკუთარ თავს და არც სულიერ შვილებს მისი ჭამის ნებას არ აძლევდა. ერთხელ, ღამისთევის წინ, მამებმა ჰკითხეს: "ღამისთევის წინ შეიძლება ყავით თავი გავიმხნევოთო?" სჯობს დასაძინებლად წავიდეთ, თუ თავის გამხნევება გვინდაო, - იყო მისი პასუხი.

იგი ასევე გულმოდგინედ იცავდა დაუბანლობის კანონს. ერთხელ, საღამოს, წერისას ჩაეძინა. ლამპა საშინლად ხრჩოლავდა და ყველაფერი გაჭვარტლა. როცა კარი გააღეს, სულიერმა შვილებმა ვერ იცნეს. წყლის მოსატანად გაიქცნენ, რათა მოძღვარს სახე ჩამოებანა. მან ხელით გაიწმინდა სახე და თქვა, - ნუ წუხხართ, ოფლით და ცრემლით ყველაფერი ჩამოირეცხებაო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat