ტიპიკონი
ტიპიკონი
ევქარისტია იყო, არის და მარად იქნება მაჯისცემა ქრისტიანული ცხოვრებისა
სხვადასხვა სახის ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული, დაკანონებული რიტუალების, საგალობლებისა და საკითხავების სისტემას საეკლესიო წესი, განგება, განწესება, განჩინება, აკოლუთია ეწოდება. არსებობს წესები საზოგადო ღვთისმსახურებისა (ლიტურგია, მწუხრი, ცისკარი, ჟამნობა და სხვ.) და კერძო ღვთისმსახურებისა (ესაა მორწმუნეთა შეკვეთით შესასრულებელი ღვთისმსახურება: ქრისტიანული ნათლობა, ჯვრისწერა, მიცვალებულისთვის წესის აგება და სხვ.). საზოგადო ღვთისმსახურების წესები თავმოყრილია სხვადასხვა სახის განჩინებაში, სვინაქსარსა და ტიპიკონში, შესაბამისი საგალობლები და საკითხავები კი - ლიტურგიკულ კრებულებში (იადგარები, თვენი, სადღესასწაულო, ოქტოიხოსი, მარხვანი, ზატიკი და სხვ.).

ტიპიკონი ნიშნავს საეკლესიო წესდებათა წიგნს, რომელიც შეიცავს ყველა მღვდელმსახურისათვის სახელმძღვანელო მითითებებს საწელიწდო კალენდრის დღეებში, შვიდეულის დღეებში და ყოველდღიური ღვთისმსახურების ჩატარების წესისა და თანმიმდევრობის შესახებ. ქრისტიანული ღვთისმსახურების ისტორიაში ამა თუ იმ ტიპიკონის არსებობა მაჩვენებელია იმისა, თუ რომელი ეკლესიის ან მონასტრის პრაქტიკას უერთდებოდა ესა თუ ის საეკლესიო თემი. არსებობდა სამრევლო და სამონასტრო წესი ღვთისმსახურების შესრულებისა. სამრევლო ტიპიკონებიდან ცნობილია იერუსალიმის, ანუ ქრისტეს საფლავის ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის, ანუ აია-სოფიის დიდი ეკლესიის ტიპიკონები. სამონასტრო ტიპიკონებიდან ცნობილია: პალესტინაში საბაწმინდის ლავრისა, კონსტანტინოპოლის სტოდიელთა მონასტრისა და ათონის მთაზე - მთაწმინდის ათანასეს ლავრისა. საქართველოს ეკლესია მე-10 საუკუნემდე უმთავრესად პალესტინის ლიტურგიკულ პრაქტიკასთან იყო დაკავშირებული და ამიტომ ღვთისმსახურებაში ჰქონდა იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიის ტიპიკონი "განჩინება იერუსალიმისა". მე-10 საუკუნიდან ათონის მთაზე ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა მიერ თარგმნილმა აია სოფიის, ანუ კონსტანტინოპოლის "დიდი ეკლესიის" ტიპიკონმა (ჯერ წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ მე-10 საუკუნეში შემოკლებული სახით, ხოლო შემდეგ წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ მე-12 საუკუნეში სრული სახით) თანდათანობით განდევნა იერუსალიმის განჩინება და ქართული ეკლესიის პრაქტიკაში დამკვიდრდა "სვინაქსარის" სახელით (წმინდა ექვთიმეს თარგმანს "მცირე სვინაქსარი" ეწოდება, ხოლო წმინდა გიორგი მთაწმინდელისას - "დიდი სვინაქსარი"). კონსტანტინოპოლის ტიპიკონი განაგებდა საღვთისმსახურო პრაქტიკას მე-14 საუკუნემდე, ხოლო მომდევნო საუკუნეებში მისი ხმარება თანდათანობით შემცირდა და გაქრა.

ქართული სამონასტრო ღვთისმსახურების პრაქტიკაში, ისტორიული ცნობების საფუძველზე, უკვე მე-9 საუკუნეში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მცდელობით, ტაო-კლარჯეთის მონასტრებში ღვთისმსახურება წმინდა საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონის ქართული თარგმანის საფუძველზე სრულდებოდა, ხოლო მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში შიომღვიმის მონასტერს წმინდა დავით აღმაშენებელმა განუწესა სვიმეონ მესვეტის მონასტრის (შავ მთაზე) ტიპიკონი, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა საბას ლავრის ტიპიკონის საფუძველზე შედგენილ წესდებას. ეს ტიპიკონი საქართველოში ხმარებაში იყო მე-18 საუკუნემდე, სანამ ანტონ პირველმა არ შეასწორა იგი სლავური ტიპიკონის მიხედვით.

თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში ხმარებული ტიპიკონი შინაარსობრივად სამ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი შეიცავს ზოგად მითითებებს: ა) მღვდელმსახურებათა თანმიმდევრობაზე საზოგადო ღვთისმსახურების გარკვეულ დღეებში; ბ) როგორ უნდა იყვნენ განლაგებულნი მლოცველები ღვთისმსახურების დროს; გ) მონაზონთა ცხოვრების წესს. მეორე ნაწილი შეიცავს მითითებებს წლის თითოეული დღის მღვდელმსახურებასა და მათ თანმიმდევრობაზე ღვთისმსახურების დროს. მესამე ნაწილი წარმოადგენს ტიპიკონის პირველი და მეორე ნაწილების დამატებას და შეიცავს: ა) ისეთ ზოგად მითითებებს საწელიწდო კალენდრისა და შვიდეულის დღეების მოკლე საგალობლებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ტიპიკონის პირველ და მეორე ნაწილებში; ბ) ისეთ საგალობლებს, რომლებზე მითითებანიც ამ ნაწილშია წარმოდგენილი: კონდაკებს, სტიქარონებს, იპაკოებს და ა. შ.

მართლმადიდებელ ეკლესიაში უმთავრესი ღვთისმსახურებაა ლიტურგია. ლიტურგია, იგივე ჟამისწირვა თვით უფლის მიერაა დადგენილი საიდუმლო სერობაზე, კაცთა მიმართ მისი სიყვარულისა და ღვაწლის მადლობით მოსახსენებლად, ამიტომ ჟამისწირვას ევქარისტიასაც (ბერძნულად "მადლობა") უწოდებენ. ჟამისწირვის შესრულების უფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს ან მღვდელს.

რა დანიშნულება აქვს ლიტურგიას, რა ნაწილებისაგან შედგება იგი და რა დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს; როგორ იცვლიდა ლიტურგია სახეს ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და რა განაპირობებდა ამ ცვლილებას... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ზურაბ მჭედლიშვილი:

- თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რას ნიშნავს ევქარიტია, რა მნიშვნელობა აქვს ანდა უნდა ჰქონდეს მას ქრისტიანის შეგნებაში?

- ძე ღვთისას განკაცება - საიდუმლო, რომელიც დასაბამიდან დაფარული და ანგელოზთათვის მიუწვდომელია, ქრისტიანთა ლიტურგიკულ ცხოვრებაში ევქარისტიული ღვთისმსახურების დროს ყოველდღიურად განახლდება. ევქარისტია იყო, არის და მარად იქნება მაჯისცემა ქრისტიანული ცხოვრებისა. ძველი ქრისტიანების შეგნებაში ევქარისტია იყო საფუძველი და ამავდროულად, გვირგვინი საღვთისმსახურო ცხოვრებისა. ეკლესიისგან განშორებისა და ყოფის გამიწიერების შედეგად, ყოველივე ის, რაც ევქარისტიის როგორც ღვთივსათნო ცხოვრების გარშემო კონცენტრირდებოდა, ყველა საეკლესიო საიდუმლო, ლოცვა და განწესება მართლმადიდებელი ეკლესიისა ქრისტიანთა შეგნებაში თანდათანობით, ეტაპობრივად გადაიქცა პირად მოთხოვნილებად, კონკრეტული ადამიანისა თუ ოჯახის კერძო საქმედ, რომელსაც თითქოს არაფერი აქვს საერთო მრევლის საყოველთაო ცნობიერებასთან. ამისგან განსხვავებით, მოციქულთა დროს და მის შემდგომაც, რელიგიური ცნობიერების ზრდისა და აყვავების პერიოდში საქმე სხვაგვარად იყო. ყოველივე ის, რაც სრულდებოდა ქრისტიანთა ცხოვრებაში, ლიტურგიის პროცესში ხდებოდა, დაკავშირებული იყო მასთან.

წმინდა მამათა და ეკლესიის მემატიანეთა ნაშრომებში უამრავ მტკიცებულებას ვხვდებით ევქარისტიის, როგორც უმთავრესი საეკლესიო მსახურების შესახებ. ფსევდოდიონისე მას უწოდებს "საიდუმლოთა საიდუმლოს" და თვლის, რომ "ყველა იერარქიული მსახურება არასრულია, რადგანაც ჩვენს სრულ თანაზიარყოფას უფალთან ვერ ახდენს". ამას წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამგვარად განმარტავს: "არასრული ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფალთან სრული თანაზიარყოფა ვერ მოხდება ზიარების საიდუმლოს გარეშე".

წმინდა გრიგოლ პალამა თავის ნაშრომში "მართლმადიდებლური აღმსარებლობა" წერს: "ჩვენ გვიყვარს ყველა წერილობითი თუ ზეპირი ეკლესიური გადმოცემა, უპირველესად კი - წმიდათაწმიდა ღვთისმსახურება - ზიარება, რომლის დროსაც სხვა მღვდელმსახურებაც სრულდება". სვიმონ სილუანელი გვასწავლის, რომ "ყველა იერარქიული მსახურების დასასრული და ღვთიურ საიდუმლოთა გვირგვინი წმინდა ზიარებაა".

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თავად ეკლესიის ბუნებაა ევქარისტიული. ეკლესია სხეულია ქრისტესი. ასევეა ევქარისტიაც. ამიტომაც ევქარისტიის გარეშე ეკლესიურობა წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ევქარისტია - თვინიერ ეკლესიისა.

არსობრივად ზიარების საიდუმლო არის სისხლი და ხორცი ქრისტესი. იგი ეკლესიისთვის არსებითად ჭეშმარიტი საკვები და სასმელია. ევქარისტიის დროს ზეციური საიდუმლო - მაცხოვრის სისხლი და ხორცი კი არ გარდაიქმნება ფიზიკურ სხეულად, არამედ პირიქით, იგი ფიზიკურ სხეულს გარდაქმნის, განწმენდს და მიაახლებს ზეციურ სხეულთან, რადგან ზეციური, ღვთაებრივი ჯაბნის მიწიერს, ქმნილს. რკინა ცეცხლთან შეხებისას თავადაც ცეცხლოვანი ხდება, ლღვება, მაგრამ არ უშვებს, რომ ცეცხლი გადაიქცეს რკინად. გამდნარ რკინას აღვიქვამთ არა როგორც მყარ სხეულს, არამედ როგორც ცეცხლოვან მასას, რადგან ბუნება რკინისა ცეცხლის მიერაა დანთქმული. ამის მსგავსადვე, შესაძლებელი რომ იყოს ქრისტეს ეკლესიის ხილვა, ვერაფერს დავინახავდით მაცხოვრის სხეულის გარდა, რადგან ეკლესია შერწყმულია მასთან, თანაზიარია მის სხეულთან. წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: "თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი (I კორ. 12,27)" - უნდა გავიგოთ არა სიმბოლურად, გადატანითი მნიშვნელობით, არამედ სავსებით კონკრეტულად, ცოცხლად. ეს ნიშნავს, რომ მორწმუნე სწორედ ამ სისხლისა და ხორცის საშუალებით ცხოვრობს ქრისტეში, მოცულია მისი სხეულით.

- რას ნიშნავს, ევქარისტიული გავხადოთ ჩვენი მსოფლმხედველობა?

- უნდა ვცხოვრობდეთ ევქარისტიული განწყობილებით. ეკლესია ლიტურგიის დროს მადლობს უფალს ჩვენზე მოწეული და ჯერ კიდევ მოუვლინებელი ყველა წყალობისათვის. მღვდელმსახური სწირავს მსხვერპლს ყველა ადამიანური ცოდვისა და უმეცრებისთვის. წმინდა ამბროსი მილანელი ეკლესიის იერარქთა შესახებ ამბობს: ,,მათ უფალთან მიაქვთ მთელი კაცობრიობის სევდა, ტყვეთა ვაება, უპოვართა გასაჭირი, მოგზაურთა წუხილი, სნეულთა ჭმუნვა, მოხუცთა უძლურება, ჩვილთა ქვითინი, ქალწულთა აღთქმა, ქვრივთა ლოცვა და ობოლთა გულჩვილობა"...

სასულიერო პირმა და მასთან ერთად მლოცველთა კრებულმა, თითოეულმა მორწმუნემ ევქარისტიაში უნდა მოუყაროს თავი საკუთარ სულიერ ცხოვრებას. ყველა ჭმუნვა და სიხარული ბარძიმთან მიიტანება. სწორედ აქ უნდა მოხდეს მათი გაზავება. ამიტომაც ლიტურგია შეუძლებელია შემოიფარგლოს ოდენ საჯანმრთელო და მიცვალებულთა მოსახსენებლების მიწოდებით. ევქარისტიული მსოფლმხედველობა არა მხოლოდ ტაძრად დგომა, ღვთისმსახურებაზე დასწრება და საეკლესიო გალობის მოსმენაა, არამედ ყოველი ლიტურგიისას გამეორებული გოლგოთის გზის ცოცხალი განცდა და ზიარება.

- ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში არის მხოლოდ ერთი ევქარისტია. თუმცაღა ეს არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ მრავალი ადგილობრივი ეკლესიის შემთხვევაში, სადაც განსხვავებული ეროვნების, ტრადიციისა თუ ისტორიული მემკვიდრეობის ხალხი შედის, არის უამრავი სხვადასხვა ტიპის ევქარისტიული ლოცვა...

- ერთობა ეკლესიისა და ერთობა ევქარისტიისა სულაც არ ითხოვს საღვთისმეტყველო რიტუალის იდენტურობას. ადგილობრივი თავისებურებანი არა მარტო შესაწყნარებელი, არამედ აუცილებელიც კია ეკლესიის საყოველთაო ბუნების დასამტკიცებლად.

საღვთისმეტყველო მეცნიერებამ ამ მრავალფეროვნების კლასიფიკაცია მოახდინა და დაწვრილებით შეისწავლა მათი წარმომავლობა, განვითარება და ისტორია.

- როგორი იყო მოციქულთა და შემდგომი პერიოდის ევქარისტია?

- ცნობათა სიმწირე საშუალებას არ გვაძლევს, აღვადგინოთ მოციქულთა ევქარისტიული შეკრებების წესი. ამ მიმართულებით დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოვახდინოთ სუბიექტური სტილიზება ჩვენთვის სასურველი მიმართულებით იმ საკითხებისა, რომელთა შესახებ მახარებლები ბოლომდე არ ლაპარაკობენ. ამ დროს გასათვალისწინებელია შემდეგი: სულიწმინდის გადმოსვლისთანავე პირველ ქრისტიანულ კრებულს, მოციქულებრივ ყოფასა და წესს მიენიჭა განსაკუთრებული სარწმუნოებრივი მოშურნეობა. შეუძლებელია, ამ დროს ლაპარაკი ყოფილიყო რაიმე სახის ლოცვის ჩაწერაზე. თავად მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობაზე წარმოთქმული სამადლობელი ლოცვები არ გასცდენია ძველი აღთქმის სჯულს. ამ ებრაულმა ტრადიციამ განსაზღვრა ქრისტიანული ღვთისმსახურების მიმართულება. მასთან ერთად ჩვეულებაში შემოდის ,,პურის სახლებში ტეხის" ტრადიცია, მაგრამ ეს რიტუალი გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე მაცხოვრის მიერ აღსრულებული მწუხრი. მსახურება სრულდებოდა შაბათს, რომელსაც ბოლოს, მაცხოვრის მიბაძვით, ევქარისტიული წესი ემატებოდა.

ცხადია, რომ მოციქულთა მიერ აღსრულებული ევქარისტიის პროტოტიპი იყო საიდუმლო სერობა, რომელიც, თავის მხრივ, იუდეურ მწუხრს ეფუძნებოდა. აქ იყო როგორც სასმისის კურთხევა, ასევე პურის ტეხა: ,,სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაი სისხლთა ქრისტესთაი არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა?" (I კორ. 10,16).

ადრეული ქრისტიანული პერიოდის ევქარისტული ღვთისმსახურება სხვადასხვა სახელით იწოდებოდა, მაგალითად: Coena Dominica [საუფლო მწუხრი], Mensa Domini [საუფლო ტრაპეზი], Oblatio [მიტანა], Fractio [ტეხა], ლიტურგია [საერთო მსახურება] Anaphora [მოხსენება, თხოვნა], Agapk [სიყვარული], Synaxis [შეკრება]. ყველაზე მეტად გავრცელებული სახელწოდებაა ევქარისტია. ძველ აღთმაში ამ ტერმინით გადმოიცემა მადლიერება (ივდ. 8,25; 2 მაკ. 12,31). ახალ აღთქმაში ეს სიტყვა ნახმარია კურთხევის აღსანიშნავად (მათ. 14,19; მარკ. 6,41; ლუკ. 24,30; იოან.6,11).

ამის პარალელურად აღმოსავლეთში იყენებდნენ ტერმინს Anaphora (თხოვნა).

ამ პერიოდის წყაროებია: მოციქულთა განწესებანი, წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსის, წმინდა ირინეოს ლიონელისა და წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაშრომები.

როგორც მოციქულთა პერიოდის ევქარისტია, ასევე შემდგომი საუკუნის ანაფორა წარმოადგენს იუდეური მწუხრის წესის მიმდინარეობას. "საიდუმლო სერობა" II საუკუნეში გვერდითი მოვლენების გავლენით გართულდა, თუმცაღა იუდეური ტრაპეზის ლოცვას არ გასცდენია. ამ ეპოქის უძველესი ძეგლების ("დიდაქე") მიხედვით, მსახურებაში სიახლე არ არის.

ყველაზე მეტ ინფორმაციას თავისი დროის ევქარისტიულ შეკრებებზე გვაწვდის წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი. ლიტურგიას იგი აღწერს თავის აპოლოგიაში (64-66 თ.) და "ტრიფონთან საუბარში"(41 თ.). წმინდა მამა დაწვრილებით გადმოგვცემს ე.წ. თაუფლიტურგიც-ს (ნათლობითი ლიტურგია) და ამასთანავე, ევქარისტიულ შეკრებას "მზის დღეს", ანუ ყოველ კვირა დღეს. მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმინდა მოწამეს "მზის დღე" მიაჩნია არა ებრაული შაბათის გაგრძელებად, არამედ მის ჩანაცვლებად. ეს არის დღე, "როცა უფალმა ღმერთმა გაფანტა წყვდიადი და შექმნა ნათელი; ამავე დღეს მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა და მოწაფეებთან განცხადება".

"მზის დღეს" ქრისტიანები იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ ადგილებს მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ნაწერებიდან, ანუ ნაწყვეტებს როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან. წმინდა წერილის კითხვის დასრულების შემდეგ მღვდელმსახური მორწმუნეთა კრებულს შეაგონებდა, რათა მათ ამოკითხული სათნოებებისთვის მიებაძათ. გამოდის, რომ ეს ნაწილი წარმოადგენდა ქადაგებას. მას მოსდევდა ერთობლივი ლოცვა, რომლის დასასრულს შემოჰქონდათ პური და ღვინო. მღვდელმსახური მას მადლიერებით იღებდა, მისთვის მინიჭებული ძალაუფლების თანახმად აღავლენდა საგანგებო ლოცვას, რომელზეც მრევლი პასუხობდა: "ამინ" (ებრ. მართლიად, ნამდვილად). შეწირული პური და ღვინო მორწმუნეთა შორის ნაწილდებოდა, ხოლო ვინც ლიტურგიას ვერ ესწრებოდა, მათთვის წმინდა ნაწილები დიაკვნებს შინ მიჰქონდათ.

აქვე წმინდა მამა ვრცლად საუბრობს ევქარისტიის შესახებ: "ამ საკვებს ჩვენ ვუწოდებთ ევქარისტიას. მისი მიღება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც დარწმუნებულია ჩვენი სწავლების ჭეშმარიტებაში, განწმედილია წმინდა ნათლისღებით და ცხოვრობს იმგვარად, როგორც მაცხოვარმა გვიქადაგა. ევქარისტიას ჩვენ აღვიქვამთ არა ჩვეულებრივ პურად და ღვინოდ, არამედ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად მასთან მუდმივი ერთობისათვის, როგორც ეს თავად მაცხოვარმა და შემდგომ მოციქულებმა გადმოგვცეს".

KARIBCHEლიტურგიის დასრულების შემდეგ შეძლებულნი და მათთან ერთად ყველა მსურველი თავისი ნებით გასცემდა მოწყალებას. შემოწირულობას მღვდელმსახური უყოფდა ობლებს, ქვრივებს, პატიმრებს, უპოვრებს, ყველას, ვინც კი დახმარებას საჭიროებდა.

ასე რომ, ლიტურგიის წმინდა იუსტინიანე ფილოსოფოსისეულ აღწერაში გამოკვეთილია ღვთისმსახურების ამგვარი სქემა: წმინდა წერილის კითხვა; ქადაგება; საერთო ლოცვა; ზიარება.

- როგორც ცნობილია, ისტორიულად, მე-2 საუკუნიდან, ლიტურგიის წესში შედიოდა კითხვა ძველი აღთქმის საღვთო წერილიდან, ფსალმუნთა გალობა, ახალი, ქრისტიანული საგალობლების შესრულება, სწავლა-მოძღვრება და ლოცვა. მისი საყოველთაო წესები კი საბოლოოდ მე-4 საუკუნეში შემუშავდა. ლიტურგიის წესების რომელი რედაქციები იყო გავრცელებული სხვადასხვა დროს და საქართველოში რას იყენებდნენ?

- სხვადასხვა დროს გავრცელებული იყო ლიტურგიის წესების სხვადასხვა რედაქცია: მოციქულთა - იაკობის, მარკოზის, პეტრესი; ეკლესიის მამათა - ბასილი დიდისა (329-379) და იოანე ოქროპირისა (347-407). მე-10 საუკუნემდე საქართველოში იყენებდნენ იაკობის, პეტრეს, აგრეთვე ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. შემდეგ ფართოდ გავრცელდა უკანასკნელი ორი რედაქცია, რომლებიც მე-11 საუკუნეში ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ პირველმა (1744-55, 1764-88 წწ.) კონდაკის ქართული ვერსია შეასწორა სლავურის მიხედვით.

- დღესდღეობით ლიტურგიკულ პრაქტიკაში სამი ჟამისწირვა სრულდება: ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირისა და პირველშეწირულისა. როდის სრულდება თითოეული მათგანი და რა განსხვავებაა მათ შორის?

- ბასილი დიდის ჟამისწირვა (შედგენილია მე-4 საუკუნეში) სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში მღვდელმსახურნი ღვინოსა და პურს ამზადებენ ზიარების საიდუმლოსათვის. ჟამისწირვის ამ ნაწილს პროსკომიდია ეწოდება. მეორე ნაწილი ჟამისწირვისა შეიცავს ლოცვებს, საკითხავებს და საგალობლებს, რომლითაც მორწმუნეები ემზადებიან ზიარებისათვის, მასზე კათაკმევლებსაც შეუძლიათ დასწრება: ჟამისწირვის ეს ნაწილი იწოდება "კათაკუმეველთა ლიტურგიად". მესამე ნაწილია ევქარისტია - საღვთო მსხვერპლის შეწირვა და წმინდა საიდუმლოს ზიარება. ჟამისწირვის ამ ნაწილს ესწრებიან მხოლოდ ნათელღებული ქრისტიანები, რის გამოც მას "მორწმუნეთა ლიტურგიას" ვუწოდებთ.

ბასილი დიდის ჟამისწირვა წელიწადში 10-ჯერ სრულდება (დიდი მარხვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კვირას; ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღეს ან მათ წინადღით; დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს; 1-ელ იანვარს - ბასილი დიდის ხსენების დღეს). წმინდა იოანე ოქროპირმა მე-6 საუკუნეში შემოიღო ჟამისწირვის განგება. მისი შედგენისას იგი დაეყრდნო ბასილი დიდის ჟამისწირვას, რედაქციულად დაამუშავა მისი ზოგიერთი ნაწილი, უმეტესწილად კი უცვლელად გადმოიტანა. გარდა იმ დღეებისა, როდესაც სრულდება ბასილი დიდისა და პირველშეწირულის ლიტურგიები, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის სრულდება იოანე ოქროპირის ჟამისწირვა. რაც შეეხება პირველშეწირულის ლიტურგიას, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს ("პირველ შეწირული" - ადრე შეწირული), განსხვავდება სრული ლიტურგიებისაგან (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა), იმით, რომ მასზე არ ხდება ძღვნის კურთხევა, მაშასადამე, არც პროსკომიდია და არც ევქარისტია, არამედ - მხოლოდ განახლება სიწმიდისა და ზიარება ადრე უკვე ნაკურთხი ძღვნით. პირველშეწირულის ლიტურგია სრულდება დიდი მარხვის დღეებში (ლაოდიკიის კრების კანონი 49,51; ტრულისა 52), კერძოდ, ოთხშაბათობით და პარასკეობით; აგრეთვე ორშაბათობით, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, თუ ამ დღეებს დაემთხვა რომელიმე დიდი წმინდანის ხსენება ან ეკლესიის დღესასწაული; დაბოლოს, პირველშეწირულის ლიტურგია სრულდება ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს.

ძღვენი, რომელიც ზიარებად მიეცემა მორწმუნეებს პირველშეწირულის ლიტურგიაზე, იკურთხება წინასწარ - იოანე ოქროპირის (ყველიერის აღების კვირიაკეს, ბზობის კვირიაკეს, ხარებას, თუ იგი რომელიმე სადაგ დღეს დაემთხვა) ან ბასილი დიდის (დიდი მარხვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირიაკე) წირვაზე. ამისათვის ამ წირვებზე პროსკომიდიის დროს უფრო მეტი სეფისკვერი იხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი წირვების დროს. თითოეულ დამატებით ტარიგს თითო დამატებითი სეფისკვერი სჭირდება. პირველშეწირულის ლიტურგიას წინ უძღვის ჟამნობა (მესამე, მეექვსე, მეცხრე ჟამნები და სადილის ჟამნი) და მწუხრი.

პირველშეწირულის ლიტურგიის წესი მწუხრის ლოცვისა და სრული ლიტურგიის ელემენტების შერწყმითა და გადამუშავებითაა ჩამოყალიბებული გრიგოლ დიალოღოსის მიერ (მე-5 ს.). ცნობილია პირველშეწირულის სხვა ლიტურგიებიც - იაკობ მოციქულისა, ბასილი კესარიელისა და სხვ.

- მამაო, ცნობილია, რომ ლიტურგიის პირველსახე დღევანდელისაგან განსხვავდებოდა. დროსთან ერთად მსახურებაში ბევრი რამ შეიცვალა. რა არის ლიტურგიაში არსებითი და უცვლელი, რაც დროის დინებას არ ემორჩილება?

- ის, რაც უცვლელია და რასაც ვერასოდეს ვერავინ შეცვლის (თუმცაღა, ჩვენ ვიცით, რომ რეფორმები მომხდარა. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირმა წმინდა ბასილი დიდის წირვა შეამოკლა), ეს არის ევქარისტიული კანონი. ევქარისტიული კანონი ყოვლადწმინდაა, ის თავად უფალმა დააწესა, როდესაც წარმოთქვა: "მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი და სუთ ამისგან ყოველთა, რამეთუ ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის დათხეული მოსატევებლად ცოდვათა".

ევქარისტია დღესაც ასეთივე გამოცხადება და სიახლოვეა, იგივე სიხარული და "გულის მხურვალებაა", გონებაზე აღმატებული და, ამავე დროს, აბსოლუტური რწმენაა იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავისი თავი "პურის განტეხის" მეშვეობით გამოგვიცხადა. და იმდენად დიდია ეს სიხარული, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის დღე უბრალოდ ერთ-ერთი დღე კი არ იყო, არამედ დრო-ჟამის დინებაზე მაღლა მყოფი უფლის დღე, რადგანაც ევქარისტიაში უკვე წინასწარ ცხადდება ღმრთის სასუფეველი. საიდუმლო სერობისას ქრისტემ თვითონ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მათ უანდერძა სასუფეველი, რათა შეძლონ მისი სასუფევლის დადგომისას მასთან ერთად ტრაპეზზე ჭამა და სმა: "რაითა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა" (2,30). ამიტომაც მკვდრეთით აღმდგარი, ზეცად ამაღლებული და მამის მარჯვენით მჯდომი მაცხოვრის ევქარისტიაში ყოფნა არის მის სასუფეველში მონაწილეობა, რომელიც ჩვენ სულიწმინდის მიერ სიხარულსა და მშვიდობას გვაზიარებს. ზიარება "უკვდავების საზრდოა", "ზეციური პურია", ჩვენ კი, როცა წმინდა ტრაპეზს ვუახლოვდებით, ნამდვილად ზეცად ვმაღლდებით. ამგვარად, ევქარისტია მთელი ეკლესიის დღესასწაულია, ან, უფრო ზუსტად, თვითონაა მთელი ეკლესია, როგორც ზეიმი, როგორც ქრისტეს სიახლოვის სიხარული, როგორც წინასწარი შეგრძნება საღვთო სასუფეველში მარადიული ნეტარებისა. ყოველთვის, როცა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, ის ზეცად - თავის ჭეშმარიტ სამშობლოში ბრუნდება. იგი ადის იქ, სადაც ამაღლდა ქრისტე, რათა ჩვენ ვსვათ და ვჭამოთ მის ტაბლასთან მის სასუფეველში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat