ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
17. პირველი ანტიფონის განმარტება
ქება-დიდებისკენ პირველი მოწოდება დამწყებთ შეეფერებათ. ის ამბობს: "კეთილ არს აღსარებად უფლისა". ეს არის ღმერთისა და მამისადმი და ამასთან მხოლოდშობილისადმი მიმართული გალობა. "კეთილ არს აღსარებად უფლისა და გალობად შენდა, მაღალო" (ფს. 91:1). ის უზენაესს მამას უწოდებს, ხოლო მხოლოდშობილს - უფალს. "კეთილ არს ძისადმი გალობა და შენდამი, მამაო". რას ნიშნავს ეს? ეს არის შესავალი შემდგომი დიდებისა. ამ საგალობლით აღევლინა მამისა და ძისადმი ერთობლივი დიდება. როგორ? გვეუწყოს ძის საქმეები, რომელთა მეშვეობითაც მამა განედიდება.

რა მიზეზი არსებობს ხოტბისა? უსუსურება (ფილიპ. 2:7) და უძლურება (2 კორ. 8:9) ძისა, მის მიერ ხორციელად აღსრულებული საქმეები და ვნება. აქ არის წყალობა და ჭეშმარიტება (ფს. 91:3). წყალობა, რადგან მტრისა და მოწინააღმდეგისგან საცოდავად დამარცხებულნი, თავისი სიკეთითა და კაცთმოყვარეობით არ უგულებელგვყო და არა მარტო ჩვენი სიგლახაკისადმი თანაგრძნობა გამოხატა, არამედ ჩვენი გასაჭირისა და სიკვდილის თანამონაწილეც გახდა და არა მარტო იმ მომაკვდინებელი დაცემისგან აღგვადგინა, არამედ სასუფევლისა და უდიდესი წყალობის ღირსი გაგვხადა. ამიტომაც ამბობს პავლე: "ხოლო რაჟამს სიტკბოებაი და კაცთმოყუარებაი გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი" (ტიტ. 3:4), სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად, რაოდენ დიდია იგი. ხოლო უფალმა სიტყვებით: "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე" (იოან. 3:16) - განმარტა, რომ ეს სიყვარული უსაზღვროა.

ამიტომაც უწოდებს მნეობას ფსალმუნი წყალობას.

ხოლო ჭეშმარიტებად - იმიტომ, რომ ყველაფერ ძველს მასთან მიმართებით უცქერის როგორც აჩრდილსა და ხატებას. ამიტომ წინასწარმეტყველი საკუთარ თავზე საუბრისას ჭეშმარიტად ამბობს: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა" (ფს. 131:11). რა არის აქ ფიცის საგანი? უფლის ხორციელად მოვლინება და ცხოვრება. "ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა" (ფს. 131:11), რითაც თავად მხსნელისკენ მიგვითითებს. საიდან ჩანს ეს? ამის შესახებ გაბრიელი გვასწავლის, როდესაც ქალწულს გამოუთქმელ შობას აუწყებს და შთააგონებს, როგორი იქნება შობილი: "მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული" (ლუკ. 1:32,33).

ხოლო თავად ჭეშმარიტებად სამსჯავრო და სიმართლე იგულისხმება. რატომ? იმიტომ, რომ მაცხოვარმა ჭეშმარიტებით დაამარცხა ცოდვა და მოაკვდინა ეშმაკი და ეს გადაჭარბებული ძალითა და გამარჯვების ძლევამოსილებით კი არ აღასრულა, არამედ მსჯავრითა და სიმართლით, როგორც ნათქვამია: "სიმართლე და განკითხვა არს განმზადება საყდრისა შენისა" (ფს. 88:14). შენც შენს სამართალში მოწინააღმდეგეზე მოსამართლის განაჩენით იმარჯვებ. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "ახლაა ამ წუთისოფლის სამსჯავრო; ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ განიდევნება" (იოან. 12:31).

ნეტარი დიონისე, რომელმაც ეს იცის, ამბობს, რომ ღვთაებრივი წყალობის მიუწვდომელმა კაცთმოყვარეობამ დაარღვია მიდრეკილება ჩვენზე ხელმწიფე ხროვისა, ე.ი. ეშმაკებისა, არა ძლევამოსილი ძალით, არამედ - მსჯავრითა და სიმართლით.

და რადგან საქებარი არა მარტო წყალობა და ჭეშმარიტებაა, არამედ სიმართლე და მსჯავრიც, ფსალმუნთმგალობელი ამატებს: "რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა" (ფს. 91:15).

"კეთილ არს, მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ-ღამედ" (ფს. 91:2). საჭიროა, დღედაღამ ვადიდოთ უფალი, - ამბობს იგი, - რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: "ცისკარს და ღამედ-ღამედ". სხვა ადგილას იგივე გამოიხატება სიტყვით: "უკუნისამდე".

ასეთია პირველი ანტიფონის მნიშვნელობა.

18. რას ნიშნავს ღვთისმსახურების დასაწყისში გალობით წარმოთქმული წინასწარმეტყველთა გამონათქვამები
მეორე ფსალმუნთგალობა განადიდებს თავად ღმერთის ძის მეუფებას, მის დიდმშვენიერებას, სადამდეც ის უძლურებისა და სიგლახაკის გზით ავიდა.

მაგრამ აქ რა საჭიროა წინასწარმეტყველთა გამონათქვამები? და როგორ მიანიშნებენ ისინი მაცხოვრის მნეობას?

ისინი მისი მოვლინების საწყის პერიოდზე მიგვანიშნებენ, როდესაც ის უკვე მოსული იყო, მაგრამ ჯერ ხალხში არ იყო გამოჩენილი; როდესაც სოფელში იყო და სოფელმა ჯერ ვერ იცნა; აღნიშნავენ იოანემდელ პერიოდს, როცა ლამპარი ჯერ არ იყო ანთებული (იოან. 5:35). მაშინ ჯერ კიდევ სჭირდებოდა მას წინასწარმეტყველთა სიტყვა. როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდა იგი, წინასწარმეტყველთაგან წინასწარ გამოთქმული, წინასწარმეტყველება აღარ სჭირდებოდა; უკვე გამოჩინებულზე მიუთითა იოანემ (იოან. 1:29), ხოლო იოანემდე - მამამ (იოან. 3:17). "რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს" (მათ. 11:13). სწორედ ეს იოანემდელი პერიოდი აღინიშნება საწინასწარმეტყველოს გალობისას, რადგან პატიოსანი ძღვენი, რომლითაც ქრისტე მოესწავება, ამ დროისთვის შუაში ჯერ არ არის გამოტანილი, არამედ დაფარულად რჩება საკურთხევლის განსაკუთრებულ ნაწილში.

ახლა ფსალმუნის გამონათქვამი განვიხილოთ: "უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა" (ფს. 92:1). სუფევად ფსალმუნში შეცნობა ითქვა, რომელიც ხალხმა უფლისგან მიიღო, რის გამოც დაემორჩილნენ მას, რადგან შეიცნეს მისი ბრწყინვალება, სილამაზე და ძლევამოსილება, ისე, როგორც უნდა შეეცნოთ. სწორედ ამას ნიშნავს მხსნელის ეს სიტყვა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე" (მათ. 28:18), ვინაიდან ცის ძეებმაც და შემდეგ მიწის მკვიდრებმაც შეიცნეს ჭეშმარიტი უფალი. მომდევნო გამონათქვამების შესწავლის შემდეგ - იმავეს აღმოაჩენ.

ამრიგად, მეფობისა და ძალაუფლების სახის განსაზღვრისას წინასწარმეტყველი ამბობს: "და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას" (ფს. 92:1). დამყარებას ფსალმუნი რწმენას უწოდებს: მზაკვრობისკენ მიდრეკილნი განამტკიცა უფალმა და შეიერთა. ასეთია ცდუნებით გატაცებული: მას არაფერში შეუძლია შეჩერება. მაგრამ უფალი ამბობს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათ. 28:19). აი, ეს არის რწმენის მოძღვრება.

თუმცა ამ რწმენის მეუფებისთვის არასაკმარისია; შეუძლებელია ხალხთა დამორჩილება მხოლოდ ამ გზით. ამას მცნებათა დაცვაც უნდა დაერთოს. წინასწარმეტყველი აგრძელებს: "წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად" (ფს. 92:5). ხოლო უფალი ნათლობის შესახებ სიტყვას მცნებების შესახებ სიტყვას ამატებს და ამბობს: "ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ" (მათ. 28:20). რასაც მაცხოვარი მცნებებს უწოდებს, იმას წინასწარმეტყველი მოწმობად მოიხსენიებს და ამას წერილში ყველგან იპოვი: ღვთის კანონებს ის ყველგან მოწმობებს უწოდებს.

შემდეგ წინასწარმეტყველი ამბობს: "სახლსა შენსა შუენის სიწმინდე, უფალო" (ფს. 92:5), და სიწმინდეს მსხვერპლად მოიაზრებს, ანუ ძღვნად, ყოველ ღვთის შესაფერის მსახურებად. სიტყვებით: სახლსა შენსა შუენის, - ის გვიჩვენებს, რომ ეს სახლი ცარიელი და უცხო არ არის ღმერთისთვის, რომ მასში თავად სახლის ხელმწიფე ბინადრობს; თუკი მასში ღმერთი არ იქნებოდა, მას არ შეეფერებოდა ის, რაც მხოლოდ ღმერთისთვის არის შესაფერისი. იგივე სიტყვა უფალმაც დაამტკიცა, მისცა რა მარადის ეკლესიასთან ყოფნის აღთქმა; პავლეც ეკლესიას ცოცხალი ღმერთის სახლს უწოდებს, ვინაიდან ამბობს: "რაითა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაი, რომელ არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი" (1 ტიმ. 3:15). "სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო" და რაც თქვა: "სიგრძესა დღეთასა" (ფს. 92:5), იმავეს ამბობს უფალი: "ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათ. 28:20).

ეს ფსალმუნთგალობა ზუსტი წინასწარმეტყველებაა იმის შესახებ, რაც მაცხოვარმა თავისი ჯვრითა და სიკვდილით აღასრულა.

19. მესამე ანტიფონის განმარტება
შემდეგი კი თითქოს უკვე მოსული და გამომჟღავნებული უფლის შეგებებად გვევლინება, ამიტომ არის დადგენილი და იგალობება სახარების გამობრძანებისა და გამოჩინებისას, რითაც ქრისტე მოგვესწავება. ხოლო წინასწარმეტყველს ამ საგალობლის გალობისას თვალწინ ქრისტეს სული ევლინებოდა, რაც განსაკუთრებით მისი სიხარულიდან და მხიარულებიდან ჩანს, რითაც ისიც სავსედ გამოიყურებოდა და რისი ზიარებისკენაც სხვას ყველას მოუწოდებდა: "მოვედით, უგალობდეთ უფალსა" (ფს. 94:1). უფლის მოსვლამდე ადამიანს შეუძლებელია გახარებოდა, რადგან სიხარული მხოლოდ ქრისტემ მოგვიტანა და თუკი დედამიწაზე ვინმე ხარობდა მის მოსვლამდე, ხარობდა ის, ვინც მის საიდუმლოს ეზიარა. ამგვარად უხაროდა აბრაამს: "აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა" (იოან. 8:56), თავად დავითსაც: "იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა" (ფს. 50:14), ვინაიდან როგორი სიხარულიც ჰქონდა ქრისტესადმი ცოდვამდე, იმავე სიტკბოებით ლოცულობდა უფლისადმი, როდესაც ეს სიხარული დაკარგა ცოდვის შედეგად.

ამიტომ სიტყვებით: მოდით, განვიწმინდოთ, - სინათლის მოსვლის შესახებ გვაუწყა; ხოლო სიტყვებით: მოდით, გავიხაროთ უფლით, - გვიჩვენებს, რომ იგი გამოჩნდა და სიხარული მოგვიტანა.

შემდეგ მას მაცხოვარსა და უფალს უწოდებს. ხოლო ქრისტეს წმინდა წერილი მაცხოვარსა და მხსნელს იმიტომ უწოდებს, რომ ღვთაებრივი ჰიპოსტასებიდან მხოლოდ ძე იყო ჩვენი ხსნის აღმსრულებელი და მისით აღსრულდა ყოველივე. ამგვარად თქვა პავლემაც: "თავისა მიერ თვისისა განწმედაი ცოდვათა ჩუენთაი ყო" (ებრ. 1:3), რაც თავადაც გამოხატა კეთილი მწყემსის სახით, რომელმაც სხვები კი არ გაგზავნა დაკარგული ცხვრის საძიებლად, არამედ თავად ეძებდა და მონახა, აიყვანა და ბეჭებით მიუყვანა (მამას) (ლუკ. 15:4-5); ამიტომ მიიღო თავისი მსახურებისთვის შესაფერისი სახელი - იწოდა რა იესოდ (მათ. 1:21).

"აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდით მას" (ფს. 94:2) - აქ პიროვნებაში უფლის მოვლინება იგულისხმება. ნუ დავიწყებთ მისი პიროვნების ჭვრეტას, როდესაც უკვე სახლში შემოვა, არამედ გავიდეთ მასთან რწმენით შესაგებებლად ანუ სადიდებლად და ფსალმუნებით შევძახოთ - მივანიჭოთ ღმერთის შესაფერი პატივი. მან ისურვა მონის სახით მოსვლა (ფილიპ. 2:7); მაგრამ ჩვენ, დაე, ნუ დავივიწყებთ მასში ხელმწიფეს; არ ვცდუნდეთ მისი სხეულით, მოვლენილის მიუხედავად; დაე, ნუ გაგვიტაცებს უმაღლესზე უმდაბლესი ფიქრებით კვება, რადგან ამ სხეულში დაიფარა მთელი დედამიწის დიადი მეფე (მეუფე) - "ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა" (ფს. 94:3). ყოველივე ამას წინასწარმეტყველი შემდეგში ღვთისთვის შესაფერის ხოტბას უმატებს.

ასეთია წინასწარმეტყველური გამონათქვამები და ასევე დროულად იგალობება ისინი.

20. სახარების გამობრძანებისა და სამწმიდა გალობის შესახებ
როდესაც ამას გალობენ, ღვთისმსახური, დგას რა ტრაპეზის წინ შუაში, აღამაღლებს სახარებას - ამით გამოხატავს უფლის მოვლინებას, როდესაც მან თავის გამოაშკარავება დაიწყო, რადგან სახარება ქრისტეს ნიშნავს, ისევე როგორც საწინასწარმეტყველო წიგნები იწოდებიან წინასწარმეტყველებად. აბრაამი მდიდარს ეუბნება: "ჰქონან მოსე და წინასწარმეტყველნი" (ლუკ. 16:29), ანუ მათი წიგნები.

ხოლო როდესაც ის, ვისზეც წინასწარმეტყველნი აუწყებდნენ, თავად მოევლინა და გამოაცხადა თავი, მათი სიტყვებისადმი ყურადღებას აღარავინ მიიჩნევს აუცილებლად. ამიტომაც სახარების გამოჩენით წინასწარმეტყველება წყდება. იმ წუთიდან იმას ვგალობთ, რაც ახალ აღთქმას მიეკუთვნება: ან ყოვლადწმინდა დედა ღვთისას ვადიდებთ, ან სხვა წმინდანებს ვუგალობთ, ან თავად ქრისტეს ვადიდებთ მისი მოვლინების გამო, მოვლინების შემდეგ ვნების გამო, მისი საქმეების გამო, რომელთაც ეკლესია თითოეულს ცალ-ცალკე აღნიშნავს.

შემდეგ თავად ღმერთს ვადიდებთ სამებაში, როგორად აღიარებაც მაცხოვრის მოსვლამ გვასწავლა. ეს საგალობელი მიღებულია ანგელოზებისგან, ნასესხებია წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნიდან, დადგენილია ქრისტეს ეკლესიისგან და მიძღვნილია სამებისადმი, რადგან სიტყვა "წმიდა", სამგზის წარმოთქმული, ანგელოზთა სიტყვაა (ესა. 6:3 და გამოც. 4:8); "ღმერთო", "ძლიერო" და "უკვდავო" კი ნეტარი დავითის სიტყვებია, როდესაც ამბობს: "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა" (ფს. 41:2); ხოლო დადგინება და შეერთება ამ უკანასკნელისა პირველთან და "შეგვიწყალენ ჩვენ" ლოცვის დამატება ეკლესიის საქმეა, რომელიც ერთ ღმერთს სამებაში ემორჩილება და აღიარებს, რათა ნაწილობრივ გვიჩვენოს ძველი და ახალი აღთქმის თანხმობა, ის, რომ ზეციური და ამავე დროს მიწაზე შობილი ქრისტეს მოვლინებით ანგელოზები და ადამიანები ერთ ეკლესიას, ერთ გუნდს წარმოადგენენ. ამიტომ სახარების გამოჩენისა და საკურთხეველში შესვლის შემდეგ ამ საგალობელს ვგალობთ, თითქოსდა ვღაღადებთ: შენ, ჩვენთან მოსულო, ანგელოზებთან ერთად დაგვაყენე და მათ გუნდს შეგვაერთე.

ეს ასეა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.02.2018
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას",
01.04.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
21.11.2013
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან
06.06.2013
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა.
25.04.2013
უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა
ვნების შვიდეულის მსახურებისა და თითოეული დღის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
28.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
12.04.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის
31.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
49. მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტურგიაზე წმიდათა მოხსენიება ღმერთისადმი მათთვის აღსრულებული საღვთისმსახურო ლოცვაა
17.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?
03.03.2011
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
46. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ ეს ძღვენი ღმერთისგან ყოველთვის მიღებულია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat