უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს!
უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს!
ბავშვთა აღსარება
ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი აღსარების ჩაბარებას, მით უკეთესია , ეკლესიაში კი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს აღსარების გარეშე აზიარებენ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ბავშვი შვიდ წლამდე აღსარებას არ აბარებს. არა იმიტომ, რომ უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ აღსარების თქმა მხოლოდ ცოდვის აღიარება კი არა, მასთან ბრძოლაცაა. მცირე ასაკის ბავშვებს კი თავიანთი ცოდვის შეგნება და მასთან შებრძოლება გაუჭირდებათ, ამიტომაც პატარების ნაკლოვანებათა გამოსწორება მშობლების მოვალეობაა. დედ-მამასთან გულახდილი საუბარი პატარა ბავშვისთვის აღსარების ტოლფასია. მშობლების გარეშე ბავშვი ცოდვას ვერც შეიგნებს და, რაღა თქმა უნდა, ვერც გამოასწორებს.

ზოგიერთი პატარა, რომელიც გონებრივად ადრე ვითარდება, 7 წლამდე ამბობს აღსარებას, მაგრამ, ჩვეულებრივ, 7 წლის ბავშვსაც არ შეუძლია შეგნებულად აღსარების თქმა. აღსარება ბავშვისთვის ყოველთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომ შეიძლება, გული ვერ გადაუშალოს მოძღვარს, პირიქით - უფრო ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ასე მაშინ ხდება, როცა ბავშვი სულიერად მოუმწიფებელია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება. ასეთი აღსარება ფორმალური იქნება, ის ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანს ბავშვის სულს.

7 წლიდან ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება, ის სკოლაში მიდის, ხვდება ახალ გარემოში, ეკისრება ახალი მოვალეობანი, ერთი სიტყვით, იწყება მისი პირადი პასუხისმგებლობის გამოყალიბება. ეს ასაკი ბავშვისთვის ახალი დაბადებაა. მთელი სამყარო მას ახლებურად წარმოუდგება. მან იცის, რომ მის საქციელსა და ცოდნას ამიერიდან აფასებენ.

ამ ასაკის ბავშვები ტაძარშიც სხვაგვარი პასუხისმგებლობით მიდიან. ეკლესია ხომ იგივე სკოლაა, ცხოვრების ნამდვილი სკოლა, სადაც მასწავლებელი ღმერთია. ამ ასაკში იწყება სულიერი ცხოვრება, სულიერი ბრძოლები. ამ დროს აღსარების მნიშვნელობაც ბავშვს გაცილებით უკეთ ესმის. ცოდვასთან ბრძოლა ისეთი აქტიური ვერ იქნება, როგორიც მოწიფულ ასაკში, მაგრამ ის მაინც გამოიღებს შედეგს. ამ ბრძოლაში ყალიბდება ბავშვის ხასიათიც.

ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა. მხოლოდ მოძღვართან საუბრის შემდეგ ხვდებიან, რომ ცოდვაა გაუგონრობა, დაუკითხავად რამის აღება და ასეთი რამეები. თანაც ცოდვად მხოლოდ "ცუდი საქციელი" კი არ მიიჩნევა, არამედ "ბილწი გულისთქმებიც". ბავშვებს ხშირად ეს "ბილწი გულისთქმები" უფრო აშინებთ, ვიდრე "ცუდი საქციელი". "ვიღაც მაიძულებს ცუდი სიტყვების თქმას, მე კი არ მინდა ასე მოვიქცე", - ამბობენ ისინი. ასეთ დროს მშობლები უნდა ესაუბრონ პატარას, ურჩიონ, რომ აღსარებისას თქვას ეს. თუ ბავშვი მშობლებს "ბილწ გულისთქმათა" შესახებ შესჩივლებს, ე.ი. ენდობა მათ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, შვილს უნდა განვუმარტოთ, რომ ბილწ ზრახვებს ბოროტი ძალა შთააგონებს და კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა შეებრძოლოს მას.

ადამიანი, რომელიც არ განიცდის სინანულს და ასე ფიქრობს: "რას ვიზამ, ჩემი ცხოვრება ასე აეწყო, მაგრამ მინდა, შვილი ქრისტიანულად აღვზარდო, მინდა, იაროს ეკლესიაში, ჩააბაროს აღსარება, ეზიაროს, მე კი როგორმე უამისოდაც ვიცხოვრებო", - შვილს აღსარების მნიშვნელობას ვერ აუხსნის. როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, რატომ ვამბობთ აღსარებას, თუკი თავად არ ხარ აღმსარებელი?

ოჯახს, რომელსაც ჰყავს მოძღვარი და აქვს ქრისტიანული ცხოვრების ტრადიცია, ბავშვის აღსარებისთვის მომზადება არ გაუძნელდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა პატარას სულს არ ვავნოთ. ზოგიერთი მშობელი შვილისთვის თავად წერს აღსარებას, მიდის ბავშვი მოძღვართან და მიაქვს დედის ან მამის მიერ დაწერილი აღსარება... მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ბავშვს ცოდვები არ გამორჩეს. ასე ფიქრი შეცდომაა. უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს! თუ ბავშვი გულწრფელად ამბობს აღსარებას, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ იხსენებს, ამაში საშიში არაფერია; ღმერთი ყველას აძლევს საშუალებას, თანდათანობით მოინანიოს შეცოდებანი. ბავშვი კი ინანიებს მხოლოდ იმას, რაც თვითონ მიაჩნია ცოდვად.

აღსარების წინ მშობელი უნდა გაესაუბროს შვილს, აუხსნას, რომ სირცხვილის გრძნობის გამო ცოდვის დამალვა არ ღირს, რადგან ღმერთი მაინც ყველაფერს ხედავს, მოუნანიებელი ცოდვა კი უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და შემდეგ მისი ამოძირკვა უფრო გაჭირდება. ბავშვს უნდა შევახსენოთ თავისი შეცდომები (ცხადია, ტაქტიანად და ლმობიერად და არა საყვედურით ან კილვით), მაგრამ მის ნაცვლად აღსარების ჩაბარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს დაუშვებელია, გამოვკითხოთ მოძღვარს ჩვენი შვილის უკვე მონანიებული ცოდვების შესახებ. ეს პატარას მოძღვრის ნდობას დააკარგვინებს. რაც უფრო მეტად ენდობა ბავშვი მშობლებს, მით მეტად ენდობა მოძღვარს.

ბავშვები შინაგანად მზად არიან აღსარებისთვის, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც უჭირთ. ამ დროს მათ ყველაზე მეტად მოძღვარი დაეხმარება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat