გარკვეულ ასაკამდე ბავშვები საერთოდ არ ცრუობენ - არ ძალუძთ და არც იციან, რომ ეს შესაძლებელია. ძალზე სამწუხაროა, რომ სიცრუის საცეცებს მათ სულში სწორედ ჩვენ, უფროსები, ვაღვივებთ.
ბავშვი მაშინ ამბობს ტყუილს, როდესაც ხვდება, რომ სიმართლის თქმა საფრთხის შემცველია: - მას ამა თუ იმ მიზეზით დასჯიან, დასცინებენ ან არ დაუჯერებენ. დაუშვებელია, რომ პატარა არასოდეს დავსაჯოთ, მაგრამ სასჯელი იმგვარი უნდა იყოს, რომ პატარა თავადვე მიხვდეს, რომ თავად ის კი არა, კონკრეტული საქციელია, ცუდი თავადაც სწორედ ამ მიზეზითაა დამნაშავე. უკეთესი იქნება, თუ "საზღვართა გადალახვის" ზომები თავად საქციელიდან გამოვლინდება, ხოლო დამსჯელი უფროსის როლი მინიმუმამდე დავა.
პატარები იმ მიზეზით კი არ გვაწვდიან ყალბ და საეჭვო ინფორმაციას, რომ ისინი ცრუობენ, არამედ იმიტომ, რომ, უბრალოდ, არ ახსოვთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ან არასწორად, თავისებურად გაიგეს ესა თუ ის ფაქტი.
თუ პატარას ყურადღებით მოვეპყრობით, უცილობლად გავარჩევთ "მონაჩმახს" სინამდვილისგან. რასაკვირველია, მსგავს სიტუაციაში დაუშვებელია ბავშვის გაკიცხვა და მისთვის იმის მტკიცება, რომ "იცრუა".
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ცრუობენ პატარები. თუ დავაზუსტებთ, ხშირად ისინი სიმართლეს იმ მიზეზით არ ამბობენ, რომ მობეზრდათ თქვენი დაჟინებული გამოკითხვები.
როგორ მოვიქცეთ?
მშობლებს მუდამ ურჩევენ, პატარებს დაწვრილებით გამოჰკითხონ ყოველდღიური ამბები, რომლებიც საბავშვო ბაღში გადახდათ: - რა ჭამეს, როგორ ეძინათ, რით იყვნენ დაკავებულნი და ვის ეთამაშებოდნენ.
თავისთავად, ეს სავსებით გამართლებული მეთოდია, მაგრამ თუ პატარა ნაკლებად გახსნილი და კონტაქტურია, მშობლები კი - მეტისმეტად დაჟინებულნი და მომთხოვნნი, ბავშვი, შესაძლოა, დაიღალოს. მისთვის გაცილებით იოლია, დადუმდეს და მსგავსი ფრაზით დაიძვრინოს თავი: - "არაფერიც არ მომხდარა, ყველაფერი კარგადაა", ვიდრე დაწვრილებითი ანგარიში ჩააბაროს მშობელს. ასე რომ, როდესაც პატარასადმი ყურადღებას ვიჩენთ, გარკვეული ზღვარი უცილობლად უნდა დავიცვათ.
თუ გრძნობთ, რომ იგი ზოგი თემის განხილვას ეწინააღმდეგება, თავი დაანებეთ და ეცადეთ, საუბარს მოგვიანებით დაუბრუნდეთ. შესაძლოა, იმ დროს თქვენი პატარა დაღლილია და დიდხანს საუბარი არ შეუძლია, ან, შესაძლოა, დუმილის მიღმა მისი ემოციური დაძაბულობა დგას. ამ შემთხვევაში საკითხი მთლიანად არ უნდა დაიხუროს და ვეცადოთ, სიტუაცია ფაქიზად, ირიბად (თამაშით, ზღაპრის გამოგონებით ან ნახატებით) გავარკვიოთ.
მოკლედ თუ შევაჯამებთ, პატარა მაშინ ცრუობს, როცა აღმოაჩენს, რომ სიმართლის თქმა სახიფათოა.
რაც შეეხება სასჯელს, იგი იმგვარი უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეიგნოს: ცუდი თვითონ კი არ არის, არამედ მის მიერ ჩადენილი კონკრეტული საქციელია.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პატარები ხშირად იმ მიზეზით ცრუობენ, რომ, უბრალოდ, არ ახსოვთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი