ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც თავად ჩვენ. მათი აღზრდა საკუთარი თავიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ
ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც თავად ჩვენ. მათი აღზრდა საკუთარი თავიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ
ადამიანის სული უფალთან ურთიერთობისთვის, მისი ძეობისათვის არის შექმნილი, რომელიც დაცემის შემდგომ დაკარგა და საკუთარი ღვთაებრივი ღირსება და ზეცის ხსოვნა დაივიწყა. ხშირად იმ უსინათლოს ვემსგავსებით, რომელიც ოქროთი სავსე ტომარას მიათრევს და წარმოდგენაც კი არ აქვს, შიგ რა განძი დევს.

როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები უფლის ძეებად? რა ღვაწლი უნდა გავწიოთ საამისოდ, როგორ დავეხმაროთ, ან როგორ გამოვიყენოთ ის ბუნებითი ცოდნა, რასაც მათი სული ატარებს?

დარწმუნებული ვარ, ბავშვთა აღზრდა ყოველ ადამიანს ძალუძს, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა - არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიური თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ.

არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლობაში განსწავლულნი, მაგრამ, ზოგადად, მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა, ვიდრე მღვდლისათვის, რადგან სასულიერო პირს ყრმა სხვაგვარად უსმენს.

სამწუხაროდ, სასულიერო პირებს ბევრი სხვა ვალდებულება აკისრიათ და ამიტომ მათთვის რთულია, ამ საქმითაც აქტიურად დაკავდნენ.

ქრისტიანად ჩამოყალიბებამდე ადამიანი, უბრალოდ, ადამიანი უნდა იყოს. მათეს სახარების ოცდამეხუთე თავში, ცხვრებისა და თიკნების შესახებ იგავში ნათლად იკითხება ყოველივე: იყავი თუ არა ადამიანური, გაიზარდე თუ არა ნამდვილი ადამიანის დარად? მხოლოდ მაშინ შეძლებ უფალთან ზიარებას. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიმართლე, ერთგულება, სიმამაცე, თანაგრძნობა, სიყვარული და ის თვისებები შევძინოთ, რომლებიც მისგან ჭეშმარიტ ადამიანს გამოძერწავენ.

რაც შეეხება რწმენას, ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი, - მას ფორმალური ცოდნა კი არა, ის ცეცხლი უნდა დავანახოთ და მივაწოდოთ, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა, რომ მთელი დედამიწა და ყოველი მორწმუნე შეუწველ მაყვლად ქცეულიყო. საამისოდ კი ყრმას საკუთარი მაგალითით უნდა შევაცნობინოთ ცოცხალი ღმერთი.

სულიერი მოძღვარი მეუბნებოდა: "არავის ძალუძს განერიდოს ქვეყნიერებას და მიეახლოს მარადისობას, თუ ერთი ადამიანის თვალებში მაინც ვერ დაინახავს მარადიული ცხოვრების ნათებას..." ჰოდა, ამ ყველაფრის მიწოდებაა საჭირო: ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი რწმენის, სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა.

ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, როცა ბავშვებს მეთოდურად ასწავლიან, როგორ მიედინებოდა, მაგალითად, იესო ქრისტეს ცხოვრება. ბავშვებს სჭირდებათ არა ცოდნა, როგორც ასეთი, არამედ ის, რაც იოლად მივა მათ გულებამდე, რადგან საჭიროა ცოცხალი კონტაქტი, რომელიც სულს აათრთოლებს და შთააგონებს. მოკლედ, საჭიროა ისტორია, არა როგორც ისტორია. დაე, ამბები ერთურთისაგან შორიშორს იყვნენ, მერწმუნეთ, თავის დროზე ყოველი მათგანი საჭირო ადგილს დაიმკვიდრებს. დასაფასებელია, რომ ხშირად ბავშვებმა უფლისა და საღვთო საიდუმლოთა შესახებ უფროსებზე მეტი იციან, რომლებმაც უნდა გაითავისონ, რომ ხელი არ შეუშალონ ამ ბუნებით ცოდნას და გონებრივ კატეხიზმოდ არ აქციონ. ჩირქს როდი ვცხებ კატეხიზმოს, უბრალოდ, ხშირად ბავშვმა იცის, მას კი აძალებენ, ფორმულირება მოახდინოს. როგორც კი ამ შინაგან ცოდნას უგულებელყოფენ და რაიმე ფრაზის დაზუთხვას აიძულებენ, იმ მომენტიდან იწყებს კვდომას ყველაფერი.

ზემოთ აღვნიშნე, რომ სახარებისეული ფაქტების უბრალოდ ცოდნა სარგებლის მომტანი არ არის. ცხადია, როდესაც ვინმე გიყვარს, ისიც გაინტერესებს, თავს რა გადახდა, მაგრამ ჯერ უნდა შეიყვარო და ფაქტები მერე შეაგროვო.

პარიზში, რუსულ გიმნაზიაში ჩატარებული საღვთო სჯულის ლექციები მაგონდება: ბავშვებს იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უამბობდნენ, შემდეგ კი ტროპარის ან სახარების ერთი ადგილის დასწავლას ავალდებულებდნენ. ეს ყველაფერი "უნდა" გაკეთებულიყო, ამაში იწერებოდა ნიშნები, რაც ღუპავდა ცოცხალ აღქმას, ან აქვს კი რაიმე მნიშვნელობა, რომელი თანამიმდევრობით რა მოხდა?!

მეორე მხრივ, სახარებისეული ფაქტები თუ ამბები იმგვარად საინტერესოა და მშვენიერია, რომ თუ მიზნად არა მათ დაზუთხვას, არამედ ყრმების ამ სასწაულთან ზიარებას დავისახავთ, შესაძლოა, მართლაც რაღაც გამოგვივიდეს.

შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, ეკლესიაში არაფერი გესაქმება
მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა, ამიტომ ვერ გეტყვით, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით გაიზარდოს. სწორედ ამიტომ არ ვკიდებ ხელს პატარა ბავშვების აღზრდას და ამას იმ პერიოდიდან ვიწყებ, როდესაც მათთან მსჯელობაა შესაძლებელი. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: ბავშვებისათვის უნდა ვილოცოთ, ორსული ქალი აუცილებლად უნდა ლოცულობდეს, ამბობდეს აღსარებას, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა ვილოცოთ, ხოლო, რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც სწორედ კონკრეტული ბავშვის გულამდე მიაღწევს. სამწუხაროდ, ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას. მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით)... ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელის, მაგრამ მას არ აცმევენ. იკითხა: - "მე?" მამამ კი უპასუხა: - "შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, ეკლესიაში არაფერი გესაქმება, ახლა კი იჯექი სახლში!"

ჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით, ვაძალებთ: - "წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს..." საბოლოოდ კი უფალთან შეყრა ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალზე უსიამოვნო კარიკატურად იქცევა ხოლმე.

თავიდან ბავშვს შთააგონებენ, თუ რა საშინელი იქნება ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან 7 წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, იმის შესაბამისად, ძალუძთ თუ არა საკუთარი ქმედებების შეფასება. ხანდახან ბავშვს საკუთარი ცოდვების გრძელი ჩამონათვალი უჭირავს ხელში, რომელიც დედიკომ ჩამოუწიკწიკა, ბავშვი კი კითხვაზე: - "ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?" - შემოგხედავს და უარობს...

ჩემი აზრით, სწორედ ეს არ უნდა გავაკეთოთ და იმ მომენტს უნდა დაველოდოთ, როდესაც ბავშვს უკვე გააჩნია რაიმე სახის ზნეობრივი წარმოდგენები. პირველ აღსარებაზე არ ვსვამ კითხვას, თუ რა რაოდენობით, რითი და როგორ შესცოდა და დაახლოებით ასე მივმართავ: - "აი, შენ უკვე დიდი ხარ, ქრისტე ყოველთვის შენი ერთგული მეგობარი იყო, უბრალოდ, ადრე ამას ბუნებრივ და დამსახურებულ ამბად აღიქვამდი, ახლა კი, როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწიე, შეგიძლია, შენი მხრივ, ერთგულ მეგობრად ექცე უფალს, მის ძედ იქცე. რა იცი ქრისტეს შესახებ, რა გიზიდავს მასში?!" ბავშვი სხვადასხვა ვარიანტს ჩამოთვლის ხოლმე, მე კი ვპასუხობ: - "ესე იგი, შენ უგებ მას, გიყვარს და შეგიძლია, ისეთივე ერთგული და ლოიალური იყო, როგორიც სკოლის მეგობრების და მშობლების მიმართ. რითი შეგიძლია სიხარული მიანიჭო? არსებობს ისეთი ქმედებები, რომლებიც მისთვის მტკივნეული იქნება?.." ბავშვები ხშირად თავადვე გპასუხობენ რაღაცას, თუმცა, შესაძლებელია, უკარნახო კიდეც, მაგალითად: "ცრუობ ხოლმე?! თამაშებში იტყუები?!"

რა დასანანია, რომ ასეთი ლამაზი მეგობრობა გაიბზარა
სამწუხაროდ, ბავშვის დასამონებლად მშობლები ხშირად იშველიებენ ღმერთს, როგორც უკიდურეს ძალას. ვცდილობ, ბავშვებმა მშობელთა მოთხოვნები და პირადი მიმართება ღვთისადმი ერთმანეთში არ აურიონ, შესაძლებელია სხვადასხვაგვარი საკითხის შეთავაზება ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე და დაახლოებით ასე მიმართვა: "აი, ყოჩაღ! უფალი იმით გაახარე, რომ ამა თუ იმ ცუდ საქციელს აღარ გაიმეორებ ან ეცდები, არ გაიმეორო და თუ მაინც შეცდები, მოინანიე და თქვი: - "უფალო, მომიტევე, ვერ გამოვიჩინე სათანადო მეგობრობა, მოდი, შევრიგდეთ!" და მიდი აღსარებაზე, რომ მოძღვარმა გითხრას: - "რადგან ნანობ, უფლის სახელით შემიძლია გითხრა, რომ ის მოგიტევებს, მაგრამ დაფიქრდი, რა დასანანია, რომ ასეთი ლამაზი მეგობრობა გაიბზარა..."

ბავშვის მარხვა
ბავშვის მარხვა გონივრულად უნდა წარვმართოთ, რომელიც უაზრო ტანჯვად კი არ იქცევა, არამედ აღმზრდელობითი დატვირთვა ექნება. გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია მარხვის დაწყება რაიმე ზნეობრივი მიღწევით. უნდა შევთავაზოთ არა საკვების, არამედ მისი სისუსტეების შეზღუდვა. ბავშვი მარხვისას ამა თუ იმ უარყოფითი მიდრეკილებების დამარცხებით და საკუთარი თავის ფლობით ღვთისადმი თავდადებას უნდა ამტკიცებდეს. მარხვის გართულება ეტაპობრივად, ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ნათელია, რომ აუცილებელი არ არის ხორცის ჭამა. არც ის არის სწორი, რომ ბავშვი ხორცის გარეშე დასნეულდება, მაგრამ უცილობლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ბებიას და დედას სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ
მოდით, საუბარი ბევრისთვის ტიპიური მაგალითებით დავიწყოთ: - ერთ-ერთ ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს... უეცრად სახარების კითხვისას ახალგაზრდა დედა შემოდის ორი ბავშვითურთ... უფროსი სამიოდ წლისა იქნება, უმცროსი კი - მთლად ჩვილი. ბიჭუნა ერთხანს დედასთან დგას, შემდეგ კი ტაძარში სიარულს იწყებს, ხალხს ფეხებში ებლანდება, თავისთვის ტიტინებს და ხან ვის ჩამოქაჩავს კალთას და ხანაც - ვის... ჩვილიც დროდადრო ჭირვეულობს, ტირის, დედა აწყნარებს... მრევლის ყურადღებაც თანდათან მათზე გადადის, ერთობლივი ლოცვა ირღვევა, ბოლოს ერთ-ერთი მათგანი ქალს შენიშვნას აძლევს, ეს უკანასკნელი კი ამგვარ პასუხს აძლევს: - "ქრისტემ ხომ გვიქადაგა, ნუ უშლით ყრმებს ჩემთან მოსვლას, თქვენ კი გარეთ გინდათ გამაძევოთ ბავშვებიანადო?!"

მალე ბარძიმსაც გამოაბრძანებენ, ამბიონთან კი ორი ქალი დგას - დედა და ბებია ხელში პატარა გოგონათი, რომელიც ფართხალებს და გაჰყვირის: - "არ მინდა!" დედა ხელებს უკავებს, ბებია - ფეხებს, მოძღვარი კი დიდი მოთმინებით აზიარებს და შვებით სუნთქავს... ბებიას და დედას სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ: "როგორც იქნა, ეზიარა!" ბავშვი კი ღნავის...

შუა ლოცვისას, როდესაც ყველა ცდილობს, ღვთისმსახურებაში ჩაერთოს, მოზრდილი ბავშვები ხმამაღლა საუბრობენ, დაძვრებიან, ერთმანეთს მუჯლუგუნს სთავაზობენ და თავადაც არ იციან, რატომ მიიწევენ წინ, ზოგი მათგანი სტიქაროსანია... ამ დროს ვიღაც დროს იხელთებს და უკეთესი ადგილის დასაკავებლად მათ უკან მიჰყვება...

კვირა დილით დედა ამაოდ ცდილობს შვილის ტაძარში წაყვანას. ბავშვი თვალებს იფშვნეტს და წუწუნებს: - "ძალიან დავიღალე, მთელი კვირა დილაადრიან ვდგები, სკოლაში რომ არ დამაგვიანდეს", მაგრამ დედის მკაცრ საყვედურს ვეღარ უძალიანდება და ზლაზვნით დგება, ცივ ქუჩაში მიაბიჯებს და გულში ფიქრობს: "ღმერთო, რატომ?!"

აი, ტაძარიც, აღსარება... უკან დედა უდგას და ყურში ჩასჩურჩულებს: "არ დაგავიწყდეს, ისიც უთხარი!"...

მოძღვარი უღიმის, ოლარს აფარებს და უსმენს...

აცალეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი
წირვაზე ბავშვი კედელს მიყუდებული თვლემს, შემდეგ დედა საკვირაო სკოლაში ტოვებს... საღამოს მოუწესრიგებლობის გამო მშობლისგან შენიშვნას იღებს, თუმცა ეს კიდევ არაფერი: - მათემატიკაში აქვს საკონტროლო და უნდა იმეცადინოს...

"ოდესმე დასრულდება ეს ყველაფერი?!" - იმედგაცრუებული ფიქრობს ბავშვი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მთავრდება. ბავშვები იზრდებიან, თვალცრემლიანი დედა კი მეგობარს შესჩივის: "ბიჭი თითქოს შეცვალესო, ვერაფერი გამიგია, ადრე უკეთ იქცეოდა, ლოცულობდა, ტაძარშიც დადიოდა, ახლა კი ეწევა, შინ გვიან ბრუნდება, უხეშობს, ბილწსიტყვაობს კიდეც... თუ რამეს ვეტყვი, მომახლის: - დედა, დამღალე შენი ეკლესიით, საამისოდ არ მცალიაო!.."

რას მივყავართ ამ შედეგებამდე? ჩვენ ხომ საუკეთესო მიზნები გვამოძრავებდა? მათ აღსაზრდელად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, ვასწავლიდით... ისინი კი იზრდებიან და ეკლესიას ზურგს აქცევენ.

მაინც, რატომ გამოიღებს ხოლმე უარყოფით შედეგს ჩვენი ესოდენი ძალისხმევა? მოდით, ამაზე ვილაპარაკოთ.

ეკლესიურ აღზრდაზე საუბრისას ორი ძირითადი შეცდომა სახელდება ხოლმე: შინაგანი რელიგიური განვითარების გარეგნულით ჩანაცვლება და ოჯახიდან ეკლესიური აღზრდის ეკლესიისთვის გადაბარება.

დიახ, ქრისტემ თქვა: "აცალეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი" (მათე, 19,14), მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? განა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რომ არ ავუკრძალოთ ბავშვებს ტაძარში სიარული?

ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ სულში უფლის აღმოჩენა და მისდამი კრძალვაა
ეკლესიური ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, მაგრამ არა - უმთავრესი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ სულში უფლის აღმოჩენა და მისდამი კრძალვაა, რისთვისაც ჭეშმარიტების სული უნდა მოვიხვეჭოთ. ყველა გარეგანი წესი მხოლოდ ამის მისაღწევი საშუალებაა. ასეთია ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქია და თუ იგი დამცრობილია და თუ, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება საშუალებიდან მიზნად იქცევა, ხიბლში აღმოვჩნდებით და სულიერ ნაყოფსაც ვერასოდეს მოვიღებთ.

თანამედროვე ცხოვრებაში დღევანდელმა ეკლესიურმა რეალობამ ერთობლივი ლოცვის მნიშვნელობა დაკარგა და "ინდივიდუალურ ხსნის საშუალებად" იქცა. ხალხი ტაძარში მხოლოდ საკუთარი თავის გამო მოდის და არ იციან, თუ ვინ დგას და ლოცულობს მათ გვერდით... ისინი პირადი განწმენდისათვის ეზიარებიან.

ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ
სამწუხაროდ, დღეს მრევლში ძალზე მცირეა ერთიანი ქრისტეს სხეულის შეგრძნება. თავად ტაძარში ლოცვის პროცესსაც ხშირად იძულება სდევს ხოლმე თან, რომელიც სხვა ადამიანთაგან "თავის მოზღუდვისკენაა" მიმართული.

ამით თითქოს ჩვენი ლოცვის მყუდროებას დარღვევისაგან ვიცავთ.

ხშირად გვიწევს შინაგანი "თავდაცვა" ტაძარში მოსიარულეთაგან, მოსაუბრეთაგან, უცნობი მრევლის წევრის ან შემთხვევით შემოსული ადამიანებისაგან.

ამგვარად, არ შეიძლება მთელი ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ ტაძარში სიარულით შემოიფარგლოს. მით უფრო, ეს არ გამოგვადგება ბავშვებთან მიმართებით.

ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვებს ღვთის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეუძლიათ, მაგრამ ზოგჯერ ასე სულაც არ არის. ბავშვთა რელიგიური აღზრდა არსობრივად განსხვავდება უფროსებისაგან. შემთხვევით როდი ბრძანა უფალმა: "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათე 18,3).

ეს მცნება, რასაკვირველია, უფროსებს საკუთარი თავის პრიმიტირებისაკენ არ მოგვიწოდებს. მოციქული პავლე ამბობს: "ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით" (1 კორ. 14, 20). ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები მიემსგავსებიან უფალს, მათ უფლის ცხოველმყოფელობის აღქმა შუამავლის გარეშე ძალუძთ და მას ყველგან გრძნობენ, მაგრამ ყველაზე ახლოს ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ და აქ იხსნება ყველა კვანძი: ასეთი ატმოსფერო, უპირველეს ყოვლისა, სად უნდა სუფევდეს, თუ არა ოჯახში? დედ-მამას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და შვილები, ოჯახში მშვიდობა უნდა სუფევდეს, მშობლებმა სწორედ ამ გზით უნდა შექმნან პირობები, რათა ბავშვები უფლისა და სულიერი ცხოვრების შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. ამგვარი ღვაწლი კი სრულებითაც არ მიიღწევა უფლის შესახებ გამუდმებული ან მუქარანარევი საუბრით ("უფალი დაგსჯის, თუ ცუდად მოიქცევი"), არამედ ცხოვრებისეული მაგალითებით.

KARIBCHEოჯახი ნამდვილ ოჯახურ ეკლესიად იქცეს
თუ მშობელთათვის ქრისტე არის არა გარეგნული, არა მოვალეობა ტაძარში მისვლისა, არა საშუალება სულიერი აღზრდისა, არამედ ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული მთელ სამყაროში, მაშინ მას ბავშვებიც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის წყაროდ აღიქვამენ, მარადიულად მსუფევს მათ ოჯახში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ოჯახები ძალზე იშვიათია. იქ ხშირადაა ხმაური, ჭირვეულობა, გაუტანლობა და წვრილმანთა გამო კინკალობა. არადა, ქრისტიანული ოჯახისათვის უმთავრესი სულიერი და ყოფითი ცხოვრების ჰარმონიზაციაა. მშობლებს თავად შეუძლიათ ამის გაცნობიერება, მაგრამ ხშირად მათ ამის არც სურვილი აქვთ და არც ძალა, არ იციან საკუთარი ცხოვრების ისე ორგანიზება, რომ მის საფუძველში ღვთის კრძალვა და ქრისტიანული ფასეულობები ჩაიდოს, რომ ოჯახი ნამდვილ ოჯახურ ეკლესიად იქცეს. ეს კი იმის მიზეზია, რომ სულიერი ცხოვრება გარეგნულ-ფორმალურად, ავტორიტარულად, წიგნიერად, სქემატურად აღიქმება. ასეთ პირობებში სავსებით ბუნებრივია მათი სურვილი, რელიგიური აღზრდა მხოლოდ ეკლესიას გადააბარონ. მათი წარმოდგენით, ეკლესია ფორმალურ - ავტომატური და თითქმის მაგიური ხდება, ეკლესიურობაში კი მხოლოდ გარეგნული ქცევები, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება ან საკვირაო სკოლებში სიარული ისულისხმება.

რასაკვირველია, ეს ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

ბავშვებს არ ძალუძთ წირვის ინტელექტუალურად აღქმა
ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ უფალი არა რომელიღაც მკურნალია, რომელიც სამსახურისა თუ დასვენების დღეებში ძალას აკარგვინებს, არამედ ცოცხალი ღმერთი, რომელიც ოჯახური ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს. სწორედ ეს უნდა იყოს ოჯახის მიზანმიმართული, გააზრებული, ზნეობრივი ღვაწლი, რომელიც უპირველესად წესების დაცვაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ ჭეშმარიტი ოჯახური ეკლესიის შექმნაზე. სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს ეკლესიური აღზრდა.

უცილობლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანიც. თანამედროვე მართლმადიდებელ მშობელთა დიდი ნაწილი ზრდასრულ ასაკში მიეახლა ეკლესიის წმინდა წიაღს და ამის აუცილებლობა წიგნების კითხვით, ტაძარში ხშირი სიარულითა და ბევრი სხვა რამის გააზრების შემდეგ დაასკვნეს. ამიტომ უმრავლეს ჩვენგანს ეკლესიური ბავშვობის გამოცდილება არ გააჩნია. ჩვენ გვსურს, ბავშვებიც დიდების დარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბავშვები სამყაროს სრულებით სხვაგვარად აღიქვამენ. მათი სტიქია - მოძრაობაა, თამაში და სამყაროს უშუალო აღქმა, მათ შორის - სულიერისაც. ბავშვებს უჭირთ ხანგრძლივი დროით მობილიზება ან ერთ ადგილას რამდენიმე საათით გაუნძრევლად ყოფნა, ამიტომ ღვთისმსახურებისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, - 5-10 წუთის მანძილზე იხიბლებიან ტაძრის სილამაზით, გალობით, ღვთისმსახურებით, მაგრამ შემდეგ გართობას იწყებენ. ბევრ უფროსს ეს არ ესმის, არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს არ ძალუძთ წირვის ინტელექტუალურად აღქმა და მის უშუალოდ აღსაქმელად ძალზე მცირე დროს სჯერდებიან.

როგორ აღიქვამ ქრისტეს...
როგორი უნდა იყოს ლოცვა შინ? ბევრი მშობელი ბავშვებისგან დაზუთხული ლოცვების კითხვას ითხოვს... პატარაც დგას ხატების წინ, ბუბუტებს, დედა კი დროდადრო უსწორებს: - "თანამდები კი არა, თანანადები, რამდენჯერ უნდა გითხრა?!"

ბავშვებმა იციან, უყვართ და მიდრეკილნი არიან ლოცვისაკენ, მაგრამ მათში ის მხოლოდ რამდენიმე წუთს თუ ჩერდება, მეტხანს მობილიზებას მათი გონება ვეღარ ახერხებს. ამიტომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ამ რამდენიმე წუთის მანძილზე მართლა ილოცონ, მთელი არსება უფლისკენ მიმართონ და დაზუთხული ტექსტი მექანიკურად არ იმეორონ.

ბავშვები ბავშვებად უნდა დარჩნენ და მოდით, მათ პატარა ბერ-მონაზვნებად ნუ გადავაქცევთ. დაე, ირბინონ, იხმაურონ, ითამაშონ (რასაკვირველია, არა ტაძარში), ისწავლონ და შეიმეცნონ სამყარო. მეტად ფრთხილად და სათუთად უნდა განვუსაზღვროთ ეკლესიის დანიშნულება და მთელი ყურადღება ღვთისადმი კრძალვისა და მოწიწების გაღვიძებისაკენ უნდა მივმართოთ, რომ მათთვის ტაძარი იყოს დღესასწაული, ჯილდო და არა რუტინა და ვალდებულება. ჩვენ კი ძალით დაგვყავს ისინი ტაძარში, ვაიძულებთ, დიდხანს იკითხონ ლოცვები, მკაცრად და სევდიანი სახით მოემზადონ ზიარებისთვის, ამიტომაცაა კანონზომიერი ასეთი მიდგომის ნაყოფი - გაკარგული მადლი და ბოლოს - ეკლესიისგან განდგომა.

ერთი მორწმუნე ოჯახის ათიოდე წლის ბიჭუნას ჰკითხეს: - როგორ აღიქვამ ქრისტეს, გრძნობ მას შენს გვერდით, გრძნობ მის სიყვარულს და იმას, რომ იგი შენი საუკეთესო მეგობარიაო? ბიჭმა კი მხრები აიჩეჩა, რადგან ვერც მიხვდა, რას ეკითხებოდნენ.

რასაკვირველია, ადამიანის რელიგიური გრძნობები, მით უფრო, ბავშვისა, სხვადასხვა ინტენსივობისაა, მაგრამ რელიგიურ აღზრდაში მთავარი ძალდატანება და მხოლოდ გარეგნული მსახურება კი არა, რელიგიურ გრძნობათა შინაგანზე, უფალზე, ცოცხალ ქრისტეზე ორიენტაციაა.

ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებაში მთელი ოჯახი მონაწილეობს. მაგალითად, ზიარებისთვის ყველა ემზადება და არა ისე, თითქოს პოლიკლინიკაში მივდიოდეთ ან აუცილებელ აბებს ვიღებდეთ. საიდუმლოებებისადმი ასეთ მიდგომას მშობელთა გულგრილობაც ემატება ხოლმე. ამგვარად, თუ სწორად ვიმოქმედებთ, ბავშვთა ეკლესიური და სულიერი აღზრდაც ბუნებრივი იქნება.

KARIBCHEთუ მარილი გამტკნარდა, რიღათი დაამარილებ?
სამყაროს გავლენას ვერსად გაექცევი, მას უნდა დაუპირისპირდე. ეს წინააღმდეგობა კი მხოლოდ სულიერ კატეგორიას კი არა, კულტურასა და სოციუმსაც განეკუთვნება. საამისოდ კი ბავშვები შესაბამისი "ბარგით" უნდა აღვჭურვოთ: მათში მხატვრულ-ესთეტიკური გრძნობა გავაღვიძოთ, კლასიკურ კულტურას - მუსიკას, ლიტერატურას ვაზიაროთ და ბავშვში შემოქმედი აღვზარდოთ, რათა როდესაც მომავალში დღეს გამეფებულ აგრესიას და ცრუ ეთნოესთეტიკას შეეჩეხება, ერთგვარი კულტურული "შხამსაწინააღმდეგო" საშუალება ჰქონდეს.

სხვათა შორის, არც ეკლესიურობაა გამიჯნული კულტურისაგან; რომ არა ადამიანის კულტურული აღზრდა, ვერც ღვთისმსახურებას აღვიქვამდით სათანადოდ, ვერც ეკლესიის ისტორიას და სწავლებებს. კულტურა ეკლესიის მტერი კი არა, მისი უპირველესი თანამოაზრეა. ამიტომ, მშობლები ვალდებულნი არიან, შვილები მას აზიარონ.

ასეთ დროს ყველაფერი ოჯახს ემყარება. თუ მშობლები გამუდმებით უსმენენ თანამედროვე პოპრადიოს, ხშირად კითხულობენ ყვითელ პრესას და კულტურულ შიმშილს მხოლოდ გასართობი გადაცემებით იკლავენ ან, პირიქით, თუ მხოლოდ "მართლმადიდებლურს" უყურებენ და უსმენენ, სხვა დანარჩენს კი უფრთხიან, როგორღა აღიზრდებიან ბავშვები კულტურულად? ეს ხომ სოციალურ ცხოვრებასაც ეხება. ბავშვები ისე უნდა მოვამზადოთ არაქრისტიანულ სამყაროში საცხოვრებლად, რომ ისინი "მიწის მარილად" იქცნენ, "და თუ მარილი გამტკნარდა, რიღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად" (მათ. 5,13). ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები მოწესრიგებულნი, ვაჟკაცნი, განათლებულნი, განვითარებულნი და აქტიურნი გაიზარდონ, რომელნიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ და არა მხოლოდ ეკლესიის წიაღში, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ადვილად დაუპირისპირდებიან ბოროტებას და ცოდვას, სანაცვლოდ კი დაამოწმებენ ქრისტეს, რათა ხალხმა დაინახოს მათი კეთილი საქმეები და ადიდოს უფალი: - "დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს" (მათ. 5,16).

ყოველივე ეს ოჯახში ისწავლება, მაგრამ საამისოდ თავად დედ-მამას უნდა ესმოდეს და იცოდეს იგი და მაგალითად გამოადგეს საკუთარ შვილებს. მართებული აღზრდა, საღი აზროვნების განვითარება და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება სამზარეულოში გამართული საოჯახო კამათისას ყოველივე არამართლმადიდებლურის კრიტიკით როდი უნდა შემოიფარგლოს.

მაინც, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები?
უპირველესად, უნდა შევიყვაროთ, მათთან ერთად ვისწავლოთ, ბევრი დრო დავუთმოთ და ყველაფერში მაგალითი მივცეთ, მხოლოდ ყოფიერებაში არ უნდა ჩავიძიროთ და ყველაფერში ქრისტიანად დარჩენა უნდა ვისწავლოთ, ეკლესიურობა კი სწორხაზოვნად კი არა, ადამიანური ყოფის სიმდიდრეებთან ერთად უნდა აღვიქვათ, ვიყოთ გულღიანი და გახსნილნი, კეთილსინდისიერნი და საღად მოაზროვნენი და პატივი მივაგოთ ბავშვებს, ვენდოთ მათ, რადგან სწორედ ეს ბადებს ოჯახში მშვიდობის, სიყვარულის, ნდობისა და თავისუფლების ატმოსფეროს, ურომლისოდაც სულიერი ცხოვრება წარმოუდგენელია.

თუ ჩვენი შვილები ეკლესიურად, მაგრამ უსიყვარულოდ იზრდებიან, მიტოვებულნი, გულჩათხრობილნი, საკუტარი თავის პატივისცემის, შემოქმედებითი და ადამიანური პოტენციალის გახსნის გარეშე ცხოვრობენ ამ ხმაურიან გარემოში და დიდია ალბათობა, რომ მოწიფულ ასაკში ისინი ეკლესიას მლიქვნელურად, გამომყენებლურად აღიქვამენ და ნამდვილ ქრისტიანებად ქცევას ვერასოდეს შეძლებენ.

მოკლედ თუ ვიტყვით, ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც თავად ჩვენ. მათი აღზრდა საკუთარი თავიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ და გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს არ გადავაბაროთ იმის იმედად, რომ მადლი "ავტომატურად" იმოქმედებს. ეკლესია მაგია როდია, მასში არაფერია მექანიკური, მადლის მოქმედება კი ყოველთვის ადამიანის ზნეობრივი მოქმედების თანხვედრია, განსაკუთრებით კი სულიერი აღზრდისას.

ერთმა კაცმა ნაცნობ მოძღვარს 15 წლის ვაჟი მიუყვანა თხოვნით: - გაესაუბრეთ, სულ წავიდა ხელიდანო. მოძღვარი დიდხანს ესაუბრა და ჰკითხა, - რატომ მიატოვე ეკლესიური ცხოვრებაო?

- იმიტომ, რომ მინდა, ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვროო.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოჯახი შორს იდგა ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებისაგან, ტაძარში კი დადიოდნენ, მაგრამ ქრისტესთან - არა და ბიჭიც (ისევე, როგორც ყველა მოზარდი) მძაფრად გრძნობდა ამ "ნაპრალს" და ამიტომაც აღდგა მის წინააღმდეგ.

მოდით და დავფიქრდეთ: ეგებ ყოველთვის არ უნდა გავკიცხოთ ბავშვები და ხშირად სწორედ მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა ვიქცეთ ღვთის ძეებად?!
მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელისა და
იღუმენ პეტრე მეშჩერინოვის თხზულებათა მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat