ქალს ძალუძს გადაარჩინოს ოჯახი
ქალს ძალუძს გადაარჩინოს ოჯახი
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდაში ოდითგანვე დედას ეკისრებოდა. მართალია თანამედროვე ცხოვრებაში ფასეულობები მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ უფალს მინდობილი დედები კვლავ თვლიან, რომ შვილების არასწორად აღზრდისთვის მის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა, მეორე მხრივ, სამსახურებრივი საქმიანობა დღეს ქალს დიდ დროს ართმევს, ამის გარეშე კი ხშირად ოჯახი უსახსროდ რჩება...

ქალის როლზე დღევანდელ და ძველ საზოგადოებაში გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე:

- ქალის უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება სასუფეველშივე ირკვევა. როცა უფალმა ადამი შექმნა, არ მოიწონა მისი მარტოობა. თქვა, რომ "არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი", და შეუქმნა მას დედაკაცი. უფლის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მისი განგებულებით ქალი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი - ქალისთვის. აქედანვე ვხედავთ, რომ კაცი თავია, ქალი კი მისი მორჩილი და დამხმარე.

- დღევანდელ საზოგადოებაში ამ იერარქიას მოძველებულად, მამაკაცის უპირატესობას კი ქალის ჩაგვრად მიიჩნევენ...

- უფლის დადგენილი კანონები და იერარქია არ ძველდება და დღესაც ისევე აქტუალური და აუცილებელია, როგორც თავდაპირველად. ოჯახური ბედნიერების საყრდენი სწორი ზნეობრივი ურთიერთობაა ქმარსა და ცოლს შორის, რაც ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებას გულისხმობს. ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. "ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა" (ეფეს. 5,24). ამასთანავე, ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. პავლე მოციქული წერს: "ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფეს. 5,24).

- ბევრს საუბრობენ ქალისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ძველ საქართველოში. რა იყო ასეთი პატივისცემისა და სიყვარულის მიზეზი?

- საქართველოში ქალს განსაკუთრებული როლი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ღვთისმშობლის მიერ ამორჩეული, მისი წილხვედრი ერი ვართ და ისევ ქალმა იტვირთა ჩვენთან სახელმწიფოებრივი რელიგიის - ქრისტიანობის დამკვიდრება.

ქართულ რაინდულ ბუნებაშიც ყველაზე მეტად ქალისადმი და პატივისცემა იყო გამოხატული. რკინის მკვნეტელი ვაჟკაცებიც კი ქალთან შეხვედრისას წითლდებოდნენ და პატარა ბავშვებივით იმორცხვებდნენ.

ქართველი კაცი ყველაფერს მოითმენდა დედის გინების გარდა. შემთხვევითი არც ის არის, რომ ყველა გამორჩეული ადგილისა თუ ნივთის სახელის საფუძველს "დედა" წარმოადგენს: დედაბოძი, დედასამშობლო, დედამიწა და მრავალი სხვა.

ჩვენში ბავშვის აღმზრდელად, სულიერი თუ ხორციელი საზრდოს მიმცემად, მის ვაჟკაცად ჩამომყალიბებლადაც, ტრადიციისამებრ, დედა გვევლინებოდა. ის ასწავლიდა ბავშვს ანბანს, აყვარებდა უფალს, სამშობლოს და მათთვის თავგანწირვას უნერგავდა. ჩვენი დედები ერთ შვილს მაინც ზრდიდნენ იმისათვის, რომ საჭიროებისას სამშობლოსთვის ზვარაკად შეეწირათ. ამ ყველაფრის მიზეზი კი გახლდათ უფლის სიყვარული და ღვთისმშობლის უდიდესი პატივისცემა. ძველად ხომ ქართველობა და მართლმადიდებლობა გაიგივებული იყო!

- მაშინდელი და დღევანდელი ქალები მართლაც დიდად განვსხვავდებით. დამნაშავეა თუ არა ამაში თანამედროვეობა, როგორც ხშირად გვესმის ხოლმე?

- სამწუხაროდ, დღეს მართლაც სავალალო სურათს ვხედავთ - ქართველობისა ნაკლებად გვცხია რამე, გადამთიელებივით ვიქცევით. მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ჩვენთვის ეს ხელოვნური, თავსმოხვეული საქციელია და ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს არ შეეფერება. რაც უნდა ძლიერ სურდეს, ქართველი ქალი ამერიკელს ან ევროპელს ვერ დაემსგავსება, ჩვენ სხვა გენეტიკა გვაქვს. ქართველი ქალის წამხედური ქცევები არც უცხოურს შეესაბამება და აღარც ქართულს. ხომ ნათქვამია: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო". ან რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რაც ქართველ ქალს ოდითგანვე მოსდგამს?! ჩვენი ქალები მუდამ ცდილობდნენ, თავიანთი გარეგნული თუ შინაგანი ქმედებებით დედა ღვთისმშობელს მიმსგავსებოდნენ, სანაცვლოდ კი ღვთის წყალობაც უხვი იყო. ფსალმუნის სიტყვების თანახმად: "ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა".

იქნებ ვინმემ თქვას, დღეს XXI საუკუნეა და რა უჭირს, თუ ქალი უხამსად იცვამს, აღვირახსნილად ცხოვრობს, ლოთობს ან მრუშობსო. მე კი შეგახსენებთ, რომ უფლის კანონები დროსთან ერთად არ იცვლება და საშინელ სამსაჯვროზე ამით თავს ვერ გავიმართლებთ.

- არსებობს უცვლელი ფასეულობებიც, მაგალითად, დედობრივი სიყვარული...

- დედაშვილური სიყვარული უფლისმიერია და დღევანდელ დედასაც თავდავიწყებით უყვარს შვილი, მაგრამ ხშირად არ იცის, როგორი უნდა იყოს ეს სიყვარული, რომ შვილი სულიერად გადაარჩინოს. დღეს დედები ვერ გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უფლის წინაშე აკისრიათ. ცდილობენ, ხორციელად არაფერი მოაკლონ შვილებს, თუმცაღა ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი სულიერებაა, რომელიც ფულზე არ იყიდება. ამას ჭეშმარიტი, უფლისმიერი სიყვარული სჭირდება. შედეგიც თვალსაჩინოა - თუ ძველ და ახალ თაობებს შევადარებთ, უთუოდ სირცხვილისა და სინანულის გრძნობა შეგვიპყრობს - რანი ვიყავით და რანი ვართ?! ძველად, როდესაც ქართველი კაცი დედას იფიცებდა, ის ღმერთს უდებდა პირობას, დღეს კი საკუთარ დედას თვითონვე აგინებენ...

- დღევანდელობა აქტიურ, მოღვაწე ქალებს ითხოვს. როგორ უნდა შეათავსოს ქალმა ოჯახი და სამსახური?

- სამწუხაროა, რომ ოჯახი ნელ-ნელა კარგავს თავის ღრმა აზრს, თანდათან უფრო შემაშფოთებელი ხდება მისი რღვევის ნიშნები... მხოლოდ ქალს ძალუძს გადაარჩინოს ოჯახი. დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს პირველ ლექსს. დედის ლოცვას სასწაულმოქმედი ძალა აქვს. წმინდა მამები ამბობენ, რომ მას შეუძლია, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.

ქალმა დაიწყო საკუთარი ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ტექნიკურმა პროგრესმა, ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება - ქალი კოსმონავტი, მემანქანე, მძღოლი, პოლიციელი გახდა, და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იგი სცილდება თავის ჭეშმარიტ, ღვთისგან მონიჭებულ კურთხევას, იყოს დედა, ოჯახის ბურჯი და შვილების გამზრდელი.

ისეთი პროფესიები კი, როგორებიცაა პედაგოგობა, ექიმობა, რომლებიც ქალს არ შეუშლის ხელს დედობასა და ოჯახის წარმართვაში, ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება. ამასთან, შეუძლებელია, მრავალშვილიანი დედა და ოჯახის კარგი დიასახლისი პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ბევრ შრომას მოითხოვს, დიდად წარმატებული იყოს.

- თუმცა მატერიალურმა სიდუხჭირემ მრავალი ქალი ოჯახის ერთადერთ მარჩენლად აქცია, რაც მათ არჩევანს აღარ უტოვებს. მათ, ფაქტობრივად, მამაკაცის ფუნქცია იტვირთეს. როგორ აისახება მოვალეობათა ასეთი გადანაწილება ოჯახურ ურთიერთობაზე?

- ყოველივე ამაში თვითონვე ვართ დამნაშავე. კომუნისტურმა პერიოდმა, უფლისგან განდგომილებამ, გენდერულმა თანასწორობამ თუ ემანსიპაციამ დაამახინჯა ღვთივკურთხეული ოჯახური იდილია. ქალს თავისი ფუნქცია აქვს, მამაკაცს - თავისი. როცა ამ ფუნქციების აღრევა იწყება, ოჯახის ტრადიციული მოწყობაც ნადგურდება.

- რამდენად გამართლებულია ქალის ხელმძღვანელად დანიშვნა ან მისი მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში?

- რაც შეეხება ქალის პოლიტიკოსობას, ქართველებს ამის უნიკალური პრეცედენტი გვაქვს წმინდა მეფე თამარის სახით. და მართლაც - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!" თუმცაღა ეს იშვიათი ღვთის განგებულებაა. ანდა რომელი პოლიტიკური წარმატება შეედრება ოჯახის ქრისტიანულად წარმართვას?!

გავიხსენოთ, რა საოცრად წარმართა თავისი პოლიტიკა წმინდა ქეთევან დედოფალმა! აი ქალის ჭეშმარიტი თავდადება იმ დროს, როცა მამაკაცებიც კი იხრებოდნენ უსამართლობისკენ. ასეთია ჭეშმარიტი მაგალითი ჭეშმარიტი ქალისა! დღევანდელ ქალებსაც მოვუწოდებ, დაელოდონ ღვთის განგებას, მისივე ნებით შექმნან ოჯახი, იყვნენ მორჩილნი ქმრისა და მოსიყვარულენი შვილებისა - ეს არის გზა გადარჩენისა.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat