მაშინვე ჩანს, რომ სიყვარული არ უგრძნიათ არც დედისგან და არც მამისგან
მაშინვე ჩანს, რომ სიყვარული არ უგრძნიათ არც დედისგან და არც მამისგან
ვხვდები, რომ აქ დედაჩემის ლოცვამ მომიყვანა
განუსჯელი სიყვარული ბავშვებს უვარგისად აქცევს
შევამჩნიე, რომ ახლანდელი ბავშვები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მერე უნივერსიტეტში მიდის, ოჯახში ფუჭდებიან. თავიდან კარგები არიან, მაგრამ შემდგომ უმაქნისნი ხდებიან. აღარაფერზე ფიქრობენ, რაღაცნაირი უგრძნობლობა სჭირთ. ღუპავენ და აფუჭებენ მშობლები, რომელთაც მძიმე წლები გამოუვლიათ და ახლა უნდათ, შვილებს არაფერი მოაკლდეთ. მშობლები შვილებში არ თესავენ ღვთისმოშიშებას. ბავშვების უაზრო ხელმოკლეობაში ჩაგდება ბარბაროსობაა, მაგრამ თუ მათ მონაზვნური სინდისის შეძენაში დავეხმარებით, რათა უხაროდეთ რაიმე შეჭირვებაში ჩავარდნა - ძალიან კარგი საქმე იქნება. ახლა განუსჯელი სიკეთით მშობლებს შვილები გამოთაყვანებამდე მიჰყავთ. ყველაფერს, წყალსაც კი, ხონჩით მიართმევენ, რათა მათ გაკვეთილები მოამზადონ და სხვა რამეზე დრო არ დაკარგონ. მაგრამ ამით ხომ სიზარმაცეს, ხელთუპყრობას აჩვევენ - მერე ბავშვებს ყველაფერი მირთმეული უნდებათ. თასმა შეეხსნათ, დედას უხმობენ, - შემიკარიო. სანამ დედა არ მიხედავთ, თასმაშეხსნილნი დადიან და ფეხიც შეიძლება დაიდგან. რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ასეთი ბავშვებისგან? ამიტომაც დედებს ვურჩევ ხოლმე: "ნებას ნუ მისცემთ შვილებს, მთელი დღე იკითხონ წიგნი და დაიღალონ გონება. დაე, შეისვენონ თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი და რაიმე საოჯახო საქმეში წაგაშველონ ხელი. ამით ცოტა დაისვენებენ.

ახალგაზრდობას ბოროტებისკენ უბიძგებენ
საცოდავ ბავშვებს დღეს ათასნაირი თეორიებით ანგრევენ. ამიტომაც არიან ასე აფორიაქებულნი, გონარეულნი. ბავშვს ერთის გაკეთება უნდა და მეორეს აკეთებს. ერთ მხარეს უნდა წასვლა და ჩვენი ეპოქის სულს მეორე მხარეს მიჰყავს. ბნელი ძალების საშინელ პროპაგანდას მიჰყავს ბოროტებისკენ ნორჩი თაობა, რომელსაც საზრიანობა არ ჰყოფნის. ზოგიერთი მასწავლებელი მათ ეუბნება: "ინიციატივიანი პიროვნება რომ იყო, პატივს ნუ სცემ მშობლებს, ნუ დაემორჩილები მათ". აი, ამგვარად ხრწნიან ისინი ბავშვების სულებს. მერე კი ბავშვები არც მშობლებს უჯერებენ და არც მასწავლებლებს, რადგან თვლიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ და დამნაშავენი არ არიან. ამაში მათ ხელს უწყობს სახელმწიფო. ასეთებს არად უღირთ არც ქვეყანა, არც ოჯახი, მათთვის წმინდა აღარაფერი დარჩა. სწორედ მათნაირებს იყენებენ თავიანთი გეგმებისთვის, სწორედ ამან მოუტანა დიდი ბოროტება დღევანდელ ახალგაზრდობას. იქამდეც კი მიდიან, რომ რქიან ეშმაკს თავის ლიდერად მიიჩნევენ. ახალგაზრდობაში ძალზე გავრცელდა სატანის თაყვანისცემა. ზოგიერთ დისკოთეკაზე მთელი ღამე მღერიან: "სატანა, თაყვანს გცემთ შენ! ჩვენ არ გვინდა ქრისტე, რადგან შენ გვაძლევ ყველაფერს!" რა საშინელებაა! საცოდავო ბავშვებო, თუ გესმით, რა მოაქვს მას თქვენთვის და რას აკლდებით!..

პატარა ბავშვები უკვე გაბოროტებულნი არიან - ყავისგან, სიგარეტისგან, განა მათ სახეზე დაინახავთ ნათელს, ღვთის მადლს? ჰოი, რა მართალი იყო ერთი არქიტექტორი, როდესაც ათონზე ამოსულ ახალგაზრდების ჯგუფს უთხრა: "მე და თქვენ მკვდარი თევზების თვალები გვაქვსო". ეს არქიტექტორი ათონზე ათამდე 18-25 წლის ახალგაზრდასთან ერთად მოვიდა. არქიტექტორი ღვთისკენ ადრე მოიქცა და ახლა წარწყმედისკენ მიმავალი ყმაწვილები ეცოდებოდა. ზოგი მათგანი დაიახლოვა, დაითანხმა ათონზე გაჰყოლოდა და გზის ფულიც გადაუხადა. ისინი ჩემთან, კალივაში, მოდიოდნენ. მე კი ამ დროს სხვაგან მივდიოდი და ბილიკს მივუყვებოდი. შევთავაზე, აქვე ჩამოვმსხდარიყავით. ჩავიმუხლეთ თუ არა, ბავშვების მეორე ჯგუფი გამოჩნდა - ჩემთან მოდიოდნენ. ესენი გახლდნენ ათონიადის (ათონზე სასულიერო სასწავლებელია, - კ.კ) აღსაზრდელები. ჩვენთან ერთად დასხედით-მეთქი. არქიტექტორმა თავის ბიჭებს ჰკითხა, - ვერაფერს ამჩნევთო? მათ გაუკვირდათ. არქიტექტორმა განაგრძო: "აბა, ჯერ ერთმანეთს შეხედეთ და შემდეგ ამ ბავშვებს. ხედავთ, თვალები როგორ უბრწყინავთ? მერე კი საკუთარი თვალები შევათვალიეროთ, თევზებრივი რომ გვაქვს". შევხედე მათ და მივხვდი, არქიტექტორმა მიზანში მოახვედრა. მათი თვალები მართლაც მკვდარი თევზისას ჰგავდა, ათონიადელ ბავშვებს კი უბრწყინავდათ. ათონიადის აღსაზრდელები მეტანიებს აკეთებენ, ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. "თვალი კი სულის სარკეა". ამიტომაც თქვა ქრისტემ: "სანთელი გუამისა არს თვალი". რამდენი ახალგაზრდა მოდის მთაწმინდაზე ან სხვა მონასტერში ბერად. თუმცა მონასტრული ცხოვრება ტკბილი არ არის, ისინი ისეთი სიხარულით ასრულებენ, რომ პირისახიდან ნათელი გამოუკრთით. ერში ახალგაზრდობას ყველაფერი აქვს, მაგრამ ჯოჯოხეთურად იტანჯებიან.

ყოველი მხრიდან სხვადასხვანაირი ქარი უბერავს. აღმოსავლეთიდან - ინდუიზმი და სხვა ოკულტური რელიგიები, ჩრდილოეთიდან - კომუნიზმი, დასავლეთიდან - უთვალავი სხვადასხვანაირი სასწავლებელი, სამხრეთიდან - აფრიკელთა ჯადოქრობა, მაგია და სხვა მრავალი ჭირის ქარი. კალივაში ამ ქარებისაგან დამსხვრეული ერთი ბიჭი მომიყვანეს. მივხვდი, რომ ჩემთან დედამისის ლოცვამ მოიყვანა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. ბოლოს ვუთხარი:

"აი, რა, ყმაწვილო, მონახე მოძღვარი და აღსარება თქვი. შემდეგ მან დაე წმინდა მირონი გცხოს, ვინაიდან ქრისტეს განუდექი". როცა ეს ვუთხარი, საცოდავი ატირდა. "ილოცე ჩემთვის, მამაო, - მთხოვა, - რადგან ამ ჭაობიდან ამოსვლა არ შემიძლია, მე მათ ტვინი გამომირეცხეს. ვხვდები, რომ აქ დედაჩემის ლოცვამ მომიყვანა". რაოდენ ძლიერია დედის ლოცვა! საცოდავი ბავშვები! მათ აბრიყვებენ ყველა ამ სწავლებით და უმაქნისად აქცევენ. შემდეგ მათ იპყრობს შიში, სულიერი შფოთი და გამოსავალს ნარკოტიკებსა და სხვა მის მსგავსში ეძებენ. ერთი უფსკრულიდან მეორეში ვარდებიან. დაე, განართხოს უფალმა ხელნი თვისნი და შეაჩეროს ბოროტება.

- მამაო, ასეთ ადამიანებს ხომ უნდა ვუთხრათ, რომ ეს სწავლებები - სატანურია.

- აბა რა! რა თქმა უნდა, არის, ოღონდ მშვიდად უნდა ვესაუბროთ.

- ასეთმა ახალგაზრდობამ ქრისტე როგორ უნდა შეიცნოს?

- როგორ შეიცნობენ ქრისტეს, თუ მართლმადიდებლობას ვერ შეიცნობენ? მიდიან ინდოეთში რომელიღაც გურუსთან, დარჩებიან მასთან ორი-სამი წელიწადი, სხვადასხვანაირი ჯადოქრული ზემოქმედებით გამოშტერდებიან, მერე იქ ცხოვრებისას შეიტყობენ, რომ მართლმადიდებლობაში არის საიდუმლო მისტიკური ცხოვრება და ჩამოვლენ აქ ხელთუქმნელი ნათლის ნახვის სურვილით. სურთ განიცადონ უმაღლესი სულიერი მდგომარეობა და სხვა ამის მსგავსი? და როცა შეეკითხები, - რამდენი წელია, არ ზიარებულხარო, ზუსტად არ მახსოვს, შესაძლოა, პატარა ვიყავი, დედაჩემი მაზიარებდაო. ოდესმე თუ გითქვამს აღსარებაო და - ეს საკითხი არ მაინტერესებსო. აბა, ამის შემდეგ კარგს რას უნდა ელოდო? მართლმადიდებლობისა მათ არაფერი იციან.

- რითი შეიძლება მათი დახმარება?

- აბა, რაღას შეუძლია მათი დახმარება, როცა ამბობენ, - ეკლესიამ თავისი დრო მოჭამაო. როცა კაცისგან ამგვარს გაიგონებ, მასთან ურთიერთგაგებას როგორ მიაღწევ! მაგრამ ის ახალგაზრდები, ვისაც კეთილი განწყობა აქვთ, შეწევნას იღებენ და ეკლესიას უახლოვდებიან.

ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარ თავს შეაცნობინებს ახალგაზრდობას
- ვისაც საზოგადოების დანგრევა უნდა, მის საფუძველს, ბავშვებს მიადგა, ისინი გახრწნეს.

- ეს ყველაფერი ცოტა ხანს გაგრძელდება. ბოროტება თავისთავად დაინგრევა. რუსეთში (საბჭოთა კავშირში, - კ.კ) ყველაფერი დაანგრიეს, მაგრამ ახლა რა ხდება, მას მერე, რაც იქ სამი თაობა შეიცვალა! ღმერთი ადამიანებს ბედის ანაბარა არ ტოვებს. თანამედროვე ეპოქის ახალგაზრდების ცოდვები იმნაირადვე არ განისჯება, როგორც წინანდელი.

- მამაო, ზოგჯერ ერისკაცული ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდები, როცა საუბარი რწმენას შეეხება, ძალზე სწორ პასუხებს იძლევიან. რატომ?

- ამ ახალგაზრდებს კეთილი განწყობა აქვთ, მაგრამ მათ შეჩერება ვერ შეძლეს, ერისკაცულმა ცხოვრებამ გაიტაცა. ამ კეთილი განწყობილების მიზეზით იძლევიან რწმენაზე სწორ პასუხს. გეტყვით: მაგალითად, კაცს რომელიღაც გზით წასვლა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, თუმცა პატივისცემით უყურებს ყველას, ვინც იმ გზით მიდის. ღმერთი ასეთ ადამიანებს არ მიატოვებს, რადგან მათში ბოროტება არ არის. მოვა დრო და მათ წინსვლის ძალა მიეცემათ.

- მამაო, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შემცდარი ახალგაზრდების მიმართ?

- მათ სიყვარულით უნდა მივუდგეთ. თუ სუფევს ჭეშმარიტი კეთილშობილური სიყვარული, ის თავის თავს დაანახვებს ახალგაზრდობას და განაიარაღებს მათ. ჩემთან კალივაში ახალგაზრდები მოდიან თავიანთი პრობლემებით. მათ კეთილი სიტყვით ვხვდები, ვუმასპინძლდები, ვესაუბრები და კარგი მეგობრები ვხდებით. ისინი გულს მიხსნიან და საპასუხოდ ჩემს სიყვარულს იღებენ. ზოგიერთი საცოდავი ისე არის გათანგული, სიყვარული სწყურია. მაშინვე ჩანს, რომ სიყვარული არ უგრძნიათ არც დედისგან და არც მამისგან. ისინი სიყვარულისგან ვეღარ ძღებიან. თუ მათზე გული შეგტკივა, თუ მათ შეიყვარებ, ივიწყებენ თავიანთ პროლემებს, თვით ნარკოტიკებსაც კი, განიკურნებიან სნეულებისგან, შეწყვეტენ უწესო ცხოვრებას და მერე, როგორც ღვთისმოშიში მომლოცველები, ჩამოდიან ათონზე. მათ რაღაცნაირად ეუწყათ ღვთის სიყვარული. მატერიალურად უჭირთ, მაგრამ მაინც არ იღებენ შემწეობას, ურჩევნიათ, სამუშაო იშოვონ, არსობის პური მოიპოვონ და საღამოთი ისწავლონ. ასეთი ბიჭები დახმარების ღირსნი არიან. სალონიკში რკინიგზის სადგურის გვერდით სახლია, სადაც გვერდიგვერდ ბევრი მოზარდი ცხოვრობს - გოგონები და ბიჭები. ერთ სამადგილიან ოთახში თხუთმეტი კაცი იყო დაბინავებული. ისინი ყველანი დანგრეული ოჯახების შვილები არიან. ზოგი იპარავს, სხვები ღვთისმოშიშები არიან და არ შეუძლიათ ამის გაკეთება. დიდხანს ვითხოვდი, ამ ბავშვებს დაახლოებოდნენ და დახმარებოდნენ! ტაძარი აეშენებინათ, სადაც ეს საცოდავები შეიკრიბებოდნენ. ახლა იმ ადგილზე მართლაც ააგეს წმინდა ფილიპე დიაკვნის სახელობის ტაძარი.

ასე თუ ისე, მივხვდი, რომ თუ კაცი სიყრმიდან არ გამოიყენებს კეთილსასურველ შესაძლებლობებს, რომელიც მას ეძლევა, მაშინ ამით ეშმაკი ისარგებლებს... ამიტომაც მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს, სანამ ისინი პატარები არიან. ბავშვები მაგნიტოფონის ჩაუწერავი კასეტები არიან. თუ მათზე ქრისტე ჩაიწერება, მაშინ ისინი მუდამ უფალთან იქნებიან. თუ არა, ადვილი იქნება მათი ბოროტებისკენ მიდრეკა. თუ კაცმა სულიერი შეწევნა ყრმობაში მიიღო, გინდა გზას ასცდეს, გონს მაინც მოვა. თუ ბავშვები ნელ-ნელა ღვთისმოშიშებით გაიჟღინთებიან, მათ ეს მთელი სიცოცხლე დაეხმარება.

პაისი ათონელის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat