შვილის ტვირთი
შვილის ტვირთი
ამბობენ: მშობლებს არ ირჩევენო. თუ კარგად ჩავუკვირდებით, ეს გამოთქმა იმასაც გვასწავლის, რომ შვილის ტვირთი მშობლის სიყვარული და პატივისცემაა. ალბათ, გაგიკვირდებათ და იფიქრებთ, ეგ რაღა ტვირთია, ეგ ხომ ბუნებრივი მოვლენააო...Nნაწილობრივ მეც გეთანხმებით, მაგრამ მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ: ჩვენი არჩეული მშობლის სიყვარული და პატივისცემა ხომ უფრო გაგვიადვილდებოდა და ის ტვირთადაც არ გვექცეოდა.

მაგრამ მშობელს ვერ ვირჩევთ, მისი ბევრი თვისება იქნებ მიუღებელიც კია ჩვენთვის, შესაძლოა, გვრცხვენოდეს კიდეც მის გამო... ასეა თუ ისეა, მშობლის პატივისცემა გვმართებს, მით უფრო, რომ ამას უფლის მცნება გვავალდებულებს: "პატივი ეც მამასა და დედასა შენსა". ეს მცნება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევასრულოთ, მაშინაც კი, როცა მშობელი გამოუსწორებელი ლოთი ან ნარკომანია, ან თუნდაც მეძავი. სწორედ ასეთი მშობლის სიყვარული და პატივისცემაა შვილის ტვირთი. ერთი წმინდა მამისა არ იყოს, ადამიანში ცოდვა უნდა შევიძულოთ და არა თავად ადამიანი.

შვილის ტვირთის ზიდვაზე უარს ვამბობთ, როცა მშობელს მხოლოდ იმის გამო უარვყოფთ, რომ იგი დაუძლურებული და ავადმყოფია. ასე ხომ ცხოველიც არ იქცევა: ფუტკრები მაშინაც არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას აღარაფერი შეუძლია და ძალაგამოცლილი სკის ფსკერზე ეცემა. თავს ევლებიან და ცდილობენ, ზემოთ აიყვანონ. ერთმანეთს ჩაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ დაუძლურებულ დედას ამის ძალა აღარ შესწევს, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ მას, ათბობენ... წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ გაეცლებიან იქაურობას საბრალობელი ბზუილით, რაც დარწმუნდებიან, რომ დედას ვეღარ უშველიან. მოხუცებულთა თავშესაფარში მშობლები სწორედ ისეთმა შვილებმა გამოკეტეს, რომელთაც თავიანთი ტვირთი ბოლომდე არ ატარეს - სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ იზრუნეს მათზე.

დღეს შვილებისა და მშობლების ურთიერთობაში ყველაზე მტკივნეული საკითხი ის მორჩილებაა, რომელსაც შვილი მშობლის მიმართ უნდა იჩენდეს. ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების მაგალითს გვაძლევს - შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს, მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის.

ცხადია, შვილი მშობელს ყველაფერში უნდა მორჩილებდეს, მაგრამ თუკი მშობლის მოთხოვნა უფლის მცნებებს, ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება, - მორჩილება აღარ შეიძლება. უფლის საწინააღმდეგო საქმეში დედ-მამას არ უნდა დავემორჩილოთ, თუმცა არასოდეს უნდა დავკარგოთ მშობლის სიყვარული, პატივისცემა და სურვილი იმისა, რომ ისიც დაადგეს ჭეშმარიტების გზას. ხშირად ახალგაზრდები ეკლესიაში სიარულს ვიწყებთ, ჩვენი მშობლები კი არაეკლესიურნი რჩებიან. ამ დროს ჩვენ შორის კონფლიქტი იჩენს ხოლმე თავს. ჩვენ, შვილებს, ჯერ კიდევ არ გვაქვს შეთვისებული ქრისტიანული მორჩილება და სიყვარული, თანაც მაქსიმალისტები ვართ და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, მშობლებმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ, მოთმინება არ გვყოფნის, ისინი სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებამდე თანდათან მივიყვანოთ. ასეთ დროს სიყვარული და პატივისცემა განკითხვას უთმობს ადგილს და შვილები ჩვენს ტვირთს ღირსეულად ვეღარ ვზიდავთ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat