სიყვარულის მზე ანთია მათ პატარა ოჯახში
სიყვარულის მზე ანთია მათ პატარა ოჯახში
სოფო და შიკო
კარის ზღურბლზე სოფოს მწვანე თვალებმა შემოგვანათა. ისეთი საოცარი და თანაც თბილი ღიმილი აქვს, რომ მე და ჩემმა ბიჭუნამ შვებით ამოვისუნთქეთ. ის ოდნავი უხერხულობაც კი, აქამდე რომ მოგვყვა, უკვალოდ გაქრა.

სოფოს უკვირს ჩვენი მისვლის მიზეზი. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, არაფერია განსაკუთრებულიო. გურამ დოჩანაშვილის "ჩვეული ბედნიერებანი" მახსენდება და მეღიმება. ხანდახან მართლაც გვავიწყდება, რაოდენი ბედნიერებაა იმ ყოველდღიურ რიტმში, რითაც ვცხოვრობთ...

- უი!.. - შეიცხადა ჩვენი შესვლისთანავე ნაპოლეონივით გაბღენძილმა თუთიყუშმა და ქოჩორი თავმომწონედ აეშალა. სასიამოვნოდ გაოცებულები შევცქერით. ეს ფრთოსანი "ჯენტლმენი" შიკოა, ბზეკალავების ოჯახის მეხუთე და სრულუფლებიანი წევრი. ყოველ შემთხვევაში, ის ისე მედიდურად იცქირება გალიიდან, ამაში ეჭვის შეტანა არც ღირს. სახელი სერიალის ("ოცნების კოშკები") გმირის, ჟურნალისტ შიკო-მოტოს პატივისცემით დაურქმევიათ. ჟურნალისტობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, როგორც თუთიყუში, საკმაოდ მომხიბვლელია.

შიკოს სოფო განსაკუთრებულად უყვარს. თუმცა ეს ხელს არ უშლის, წიწიბურას მოხარშული მარცვლები მოსტაცოს. სალათის ფოთლებით პირის ჩატკბარუნება ხომ მისი ყველაზე დიდი სისუსტეა! სოფოსთან ყოფნის სურვილს რამდენჯერმე სამზარეულოს კარშიც კი მოუყოლებია, მაგრამ ეტყობა, პატრონთან ყოფნის სიამოვნებად მაინც უღირდა, რადგან აშკარაა, რაც ყველაზე ძალიან არ მოსწონს, ეს უკან, გალიაში დაბრუნებაა.

მაგიდაზე გაშლილმა ნახატებმა თვალი მოგვტაცა. სოფო საბავშვო გამომცემლობა "ელფის" თანამშრომელია. პროფესიით ხელოვნებათმცოდნეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებისთვის ხატვა... ჩემი ბიჭუნა მოკრძალებით ათვალიერებს სულ ცოტა ხნის წინ სოფოს ილუსტრაციებით გაფორმებულ შესანიშნავ წიგნებს: "ჩემი პირველი ბიბლია" და "ჩემი პირველი სახარება".

ორივე წიგნი მომცრო ზომისაა (ჩვეულებრივი წიგნის ნახევარი). თითქოსდა ბავშვის ხელებისთვისააო გათვლილი. მაღალი პოლიგრაფიული დონე, გულწრფელი, ერთი შეხედვით, ბავშვური, ფანქრით შესრულებული ნახატები ცრემლივით სუფთა და გამჭვირვალეა. იქნებ ვინმესთვის სადავოც იყოს ეს სიმარტივე, მაგრამ განა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია გარეგნულ ბრწყინვალებას ოდესმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა?! სვეტიცხოვლის, ბაგრატის ტაძრის, გელათისა და, ბოლოს და ბოლოს, სამების ამშენებელ ერს საუკუნეების მანძილზე უამრავი ღვთიურ ჭეშმარიტებასავით მარტივი და მირონივით კამკამა ბაზილიკა გვიშენებია. ჭეშმარიტი მორწმუნისთვის მთავარი ხომ ღვთის სახლში ყოფნის სიხარულია და არა ის, სად ეზიარება ღვთის მადლს - მოკრძალებულ ბაზილიკაში თუ გრანდიოზულ ტაძარში...

ცალ თვალს ვაპარებ შვილისკენ. მის ემოციებს ვაკვირდები. ბავშვის აღტაცებულ მზერას ვიჭერ და ვხვდები, ამაზე დიდი შემფასებელი არც წიგნს სჭირდება და არც მხატვარს...

სიამოვნებით ვათვალიერებ სოფოს სხვა ნამუშევრებსაც. თვალს ვერ ვწყვეტ "სამი ჟამის", "ოჩოპინტრესა" და "ხელსამძივარის" სახეებს. ვსაუბრობთ ქართულ მითებზე, მითოლოგიაზე საერთოდ და ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ როგორც ქართულ ხალხურ სიმღერასა და პოეზიას ვუფრთხილდებით, არანაკლები რუდუნებით უნდა ვუფრთხილდებოდეთ ქართულ მითებსაც, ისინი ხომ ქართული ზეპირსიტყვიერების ჩუქურთმა და ღირსებაა.

თანდათან ვრწმუნდები, წიგნი ("ქართული მითები"), რომლის ილუსტრაციებზეც სოფო მუშაობდა, დიდი სიყვარულით შეიქმნა და ამ წიგნთან შეხვედრა არამარტო ბავშვებისთვის იქნება საინტერესო.

დალი დედა
ამასობაში ქალბატონი დალი ხილითა და ყავით გვიმასპინძლდება. მოხიბლული შევცქერი - საოცრად დახვეწილი და გრაციოზულია. აღარ მიკვირს, ასე ძალიან რომ უყვართ თავის აღსაზრდელებს. თვითონ რომ გამუდმებით მათზე ფიქრობს და საუბრობს, ამის უარყოფას ხომ აზრიც არ აქვს. აშკარაა, თავისი სამუშაო ძალიან უყვარს. პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი თბილისის საუნივერსიტეტო კერძო სკოლა-ლიცეუმის თანამშრომელია. ვუსმენ, რა აღტაცებით საუბრობს "თავის" ბავშვებზე და ვხვდები, როგორც მშობელი ცდილობს, ხელი შეაშველოს შვილს ფეხის ადგმისას და აღტაცებას ჰგვრის ყოველი გამართული ნაბიჯი, ასეთივე აღფრთოვანებით შესცქერის ისიც თავისი აღსაზრდელების წარმატებებს აზროვნებაში. ცდილობს, ყოველ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგეს და მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი... მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში მრავალი თაობა აღზრდილა, თვლის, რომ ყველაზე რთული მაინც საკუთარი შვილების გაზრდაა...

KARIBCHEდედობის სიხარული ძალიან ახალგაზრდამ განიცადა. მუდამ ცდილობდა, შვილებისთვის დედასთან ერთად მეგობარიც ყოფილიყო. ამიტომაც ისინი დღემდე დალი დედას ეძახიან და ეს ძალიან მოსწონს...

ყველაზე მეტად მაინც ვაჟის, აკაკის, ბედს განიცდის, მის სამხედრო კარიერას გაფაციცებით ადევნებს თვალს. ხშირად ერთმანეთს ენაცვლება შიში, შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, და სიამაყე, რომ მისი ვაჟისთვის სამშობლოს სიყვარული მხოლოდ ქართულ სუფრაზე თავმოსაწონებელი სამკაული არ არის...

ასეთ დღეებში სადღაც ქრება გრაციოზული და მომხიბვლელი ქალბატონი, და ის მაშინ მხოლოდ დალი დედაა, შვილებზე ფიქრითა და ჯავრით ატკივებულ თავზე გურული ქალისთვის დამახასიათებელი სიმარჯვით გაკრული თავსაფრითა და ლოცვანით ხელში.

დათო
ოჯახის უფროსი ჩვენს საუბარს ყურადღებით უსმენს. მერე თვითონაც ხალისით გვერთვება. სიამოვნებით იხსენებს დალისთან პირველი შეხვედრის ელდას. ახლაც კი ჩუმად ეცინება, როცა იგონებს უახლოესი ძმაკაცის უმცროსი დის სასწავლებლად ჩამოსვლას თბილისში... იმხელა ვაჟკაცს შავმა ბრიალა თვალებმა ისე აუბნია თავგზა, რომ მრავალი ღამე ლექსების წერაში გაუთენებია. ბოლოს სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და ყოველგვარმა დაუწერელმა კანონმაც აზრი დაკარგა...

ხმა რომ გავარდა, ბზეკალავამ ცოლი მოიყვანაო, მისი მეგობარი დიდხანს ვერ მოეგო თურმე გონს. ვერაფრით დაეჯერებინა, ძმაკაცმა ცოლი მისგან ფარულად რომ მოიყვანა და ისიც - მისივე ერთადერთი და ნაფერები და.

თუმცა, როგორც წესი, სადაც დიდი სიყვარულია, იქ ყველაფერი კარგად მთავრდება... მატარებლით მოტაცებული "თამარ ქალი" აგერ თითქმის მთელი ცხოვრებაა, მხარს უმშვენებს და ერთი წუთითაც ვერ წარმოუდგენია მის გარეშე სიცოცხლე...

მთავარს კი, დიდი ხანია, მიხვდა - ოჯახი დიდი საიდუმლოა, ქრისტიანული ღვაწლი, რომელსაც ნებით თავს იდებს ორი ადამიანი. ოჯახი ერთმანეთის ტვირთის ზიდვაა - შვილებისთვის სიცოცხლე და ხელშეუხებელი ციხესიმაგრე...

რაც უნდა მძიმე იყოს ოჯახზე პასუხისმგებლობის ტვირთი, ვაჟკაც კაცს არ უნდა შეეშინდეს მისი ტარების, რადგან მარტოკაცზე საცოდავი ამქვეყნად არავინააო, - ბრძანებს ბატონი დავითი და ძნელია, არ დაეთანხმო...

საუბარში გართულმა ჩემდა უნებურად მაგიდიდან მომწვანო ფერის წიგნი ავიღე და გადავშალე. "წმინდა გიორგის ცხოვრება" აღმოჩნდა, რომელიც თამარ დიდებულიძეს შეუდგენია. თვალი მომტაცა ანოტაციაზე მინაწერმა: "თქვენი ლოცვა-კურთხევა მინათებს ცხოვრების გზას და ფეხზე დგომისთვის ძალას მმატებს. წმ. გიორგი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. პატივისცემით მამა გურამს სოფო ბზეკალავასგან".

სოფომ მოკრძალებული ღიმილით განმიმარტა, ვაზისუბნის წმინდა ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მოძღვრის მამა გურამ გურამიშვილის მრევლი ვართ მთელი ოჯახი და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე არც ერთ წიგნზე არ ვმუშაობ. ამიტომ წიგნი გამოდის თუ არა, პირველ რიგში, მოძღვართან მიმეჩქარება, ჩემი ნამუშევარი რომ ვაჩვენოო.

- წიგნი კი არა, შვილო, ამ ოჯახში უმნიშვნელო გადაწყვეტილებასაც კი არასოდეს იღებენ მამა გურამის ლოცვა-კურთხევის გარეშე, - მოულოდნელად ღიმილით გვერთვება საუბარში ბებია თამარი (ქალბატონი დალის დედა). მერე მთელ სახეზე საოცარი სითბო ეფინება, როცა იხსენებს, ბინის კურთხევისთვის საგანგებოდ მოწვეულმა მოძღვარმა როგორ დააყენა მისი სათაყვანებელი შვილიშვილები ერთად და ორივე და-ძმას, მათთვისვე მოულოდნელად, დაოჯახების კურთხევა მისცა. ყველანი მხიარულად იცინიან, როცა იხსენებენ სოფოსა და აკაკის დაბნეულ სახეებს...

შევყურებ ბზეკალავებს და ასე მგონია, სიყვარულის მზე ანთია მათ პატარა ოჯახში, ღვთის სიყვარულით დაწყებული და დედაშვილობით დამთავრებული. სიძნელეებზე ლაპარაკი არ უყვართ. ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი კრიზისი უკან ჩამოიტოვეს. მათი ოჯახის მთავარი მონაპოვარი კი ეკლესიურად ცხოვრების წესია.

ღმერთს მიბარებულები უფლის რწმენით ცხოვრობენ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat