კონფლიქტი საკუთარ ოჯახთან - გამოხატულებაა გარე სამყაროსთან დისჰარმონიისა და კონფლიქტისა
კონფლიქტი საკუთარ ოჯახთან - გამოხატულებაა გარე სამყაროსთან დისჰარმონიისა და კონფლიქტისა
გარდატეხის ასაკი ყველაზე ძნელ და კრიტიკულ ასაკად ითვლება ბავშვის ცხოვრებაში. წმინდა იოანე ოქროპირმა იგი ასე დაახასიათა: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, ღმერთის გარდა." ხშირად მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ შვილებს სწორად ზრდიან, ზრუნავენ მათი კეთილდღეობისათვის და არაფერს აკლებენ მათ, გაოგნებულები და შეწუხებულები რჩებიან შვილების უმადურობით და მათთვის აუხსნელი უკეთური ცვლილებებით. ამ დროს ცდილობენ, პასუხი გასცენ მოჭარბებულ კითხვებს: რა მოხდა, რატომ შეიცვალა მათი შვილი რადიკალურად, რატომ ეურჩება ყოველ ნაბიჯზე და გააფთრებით ეწინააღმდეგება; სად შეცდნენ, რა გამოეპარათ აღზრდის დროს? ზოგჯერ ბავშვები გაურბიან არა მარტო მშობლების მომაბეზრებელ შეგონებებს, არამედ, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ტოვებენ მშობლიურ სახლებსაც კი, მზად არიან ცხოვრების მორევში გადაეშვან, ოღონდ კი გაიქცნენ გაურკვეველ ყოფიერებაში, იგემონ აკრძალული "თავისუფლების" გემო, ამოივსონ ცნობისმოყვარეობის ბნელი წიაღი. ისინი ამ დროს ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რომ კონფლიქტი საკუთარ ოჯახთან - არის გამოხატულება მთელ გარე სამყაროსთან დისჰარმონიისა და კონფლიქტისა. აქედან იწყება ადამიანის ტოტალური გაუცხოება და სიმარტოვე, რასაც ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები და საფუძველი, უპირველესად, ისევ და ისევ, ოჯახში აქვს.

გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი.

- უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება, რაც უფროსებისადმი ბავშვური მორჩილების წინააღმდეგ აჯანყებისა და სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისკენ მიმართული მისწრაფებით მჟღავნდება. დიდობის გრძნობის აღმოცენებაში მონაწილეობს ყველა ის ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ხასიათის ცვლილებები, რომლებიც ამ პერიოდში ხდება. მოზარდი ამჩნევს მასში მომხდარ უამრავ ცვლილებას, ახდენს თავისი მზარდი შესაძლებლობების გადაფასებას, ასკვნის, რომ ის ცოტა რამით განსხვავდება მოზრდილებისაგან და აცხადებს პრეტენზიას, უფროსები ისე ეკიდებოდნენ მას, როგორც თანატოლს; როცა უფროსები ამას არ აკეთებენ, თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს და უხეში, ჯიუტი და ჟინიანი ხდება. თანდათან და გონივრულად უნდა გარდავქმნათ, თანდათან უნდა ვაღიაროთ მისი უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრული მოხსნა. ამასთან, აუცილებელია, რომ ის გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისაგან, ზედმეტი კონტროლისაგან, გადამეტებული და მომაბეზრებელი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისაგან.

- გარდამავალ ასაკში მოზარდში აღმოცენებულ მოთხოვნილებებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია პრესტიჟის, აღიარების მოთხოვნილება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დიდობის გრძნობასთან.

- ალბათ, განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა. როგორ უნდა მოეკიდონ აღმზრდელები ამას?

- სიყვარული, რომელსაც გარდამავალ ასაკში განიცდის მოზარდი, არის უანგარო, ხორციელ ვნებას მოკლებული, წმინდა სულიერი სიყვარული. ესაა უწმინდესი გრძნობა, რომლის განცდაც კი საერთოდ შეუძლია ადამიანს. მოზარდი მას დიდი სიფაქიზით ეპყრობა. ამიტომ, როცა ამ გრძნობას მესამე პირი უხეშად ეხება, მოზარდში ჩნდება ღრმა და მძიმე განცდები, რომელთა კვალიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ ქრება.

- გარდამავალ ასაკში განვითარებას იწყებს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება. მოზარდი ცდილობს იქონიოს საკუთარი აზრები და შეხედულებები, გამოთქვას საკუთარი მსჯელობები და მოძებნოს საკუთარი არგუმენტები იმ პირთა შეხედულებების, მსჯელობებისა და არგუმენტების საწინააღმდეგოდაც კი, რომელნიც აქამდე მისთვის უმაღლესი ავტორიტეტები იყვნენ...

- დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება პიროვნების მაღალ ინტელექტუალურ თვისებას წარმოადგენს; მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას. ხშირად უფროსები აბუჩად იგდებენ და დაცინვის საგნად აქცევენ მოზარდის მიერ ამა თუ იმ დებულების კრიტიკული პოზიციებიდან დამოუკიდებელი განხილვის ცდებს, რომელნიც, პირველ ხანებში მაინც, ხშირად მეტისმეტად ზერელე და უსაფუძვლო ჩანს. ასეთი მოქმედება უფროსების მხრიდან ჩანასახშივე ახშობს ამ ძვირფას თვისებას და ინტელექტუალური აღზრდის საქმეს დიდ ზიანს აყენებს. მოზარდს ფრთხილად უნდა ვუჩვენოთ შეცდომები, რომელთაც მსჯელობაში უშვებს და მივუთითოთ სწორ გზაზე ისე, რომ მისი პიროვნება შეურაცხყოფილი არ დარჩეს. მეორე მხრივ, მას ზომიერების გრძნობაც უნდა განვუვითაროთ, რომ კრიტიკულმა განწყობილებამ მასში ჯანსაღი სახე არ დაკარგოს.

- გარდამავალ ასაკში მოზარდის სხვადასხვა მოთხოვნილებას შორის ერთ-ერთი წამყვანია მეგობრობის ძლიერი მოთხოვნილება. რამდენად მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს მოზარდის სულიერ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობებისა და მეგობრული გრძნობების განვითარებას?

- მე-5-6 კლასების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს ჭეშმარიტი მეგობრის კეთილდღეობისათვის. აღმზრდელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის აღნიშნულ მოთხოვნილებას. არის შემთხვევები, როცა კლასში რაიმე ხდება, მასწავლებელმა კი არ იცის ვინაა დამნაშავე. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი ხშირად კატეგორიულად მოითხოვს მოსწავლისაგან, რომელმაც, მისი აზრით, იცის ვინაა დამნაშავე, გასცეს ეს უკანასკნელი. მასწავლებლის ასეთი მოქმედება არაპედაგოგიურია.

- რა როლი ენიჭება თვითშეფასებას ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში?

- თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარ შესაძლებლობებთან, პიროვნულ თვისებებთან, გარეგნობასთან.

ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მათი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი.

- ასაკის მომატებასთნ ერთად როგორ იცვლება ბავშვის თვითშეფასება?

- ასაკის მატებასთან ერთად მოზარდის თვითშეფასება თავისუფლდება სხვათა შეფასებისაგან და ასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას პიროვნების ფორმირებაში, აშუალებს სუბიექტის დამოკიდებულებას სინამდვილისადმი; ბავშვის ზრდასთან ერთად თვითშეფასება სულ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელი ხდება, ბავშვისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, როგორ აფასებს თვითონ საკუთარ თავს და არა ის, თუ როგორ აფასებენ მას სხვები.

მოზარდობის პერიოდში ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი ძირეული ცვლილებები დიდ გავლენას ახდენენ მოზარდის თვითშეფასების უნარზე. ამ პერიოდში ხდება ძირეული შემობრუნება ბავშვის პიროვნების განვითარებაში, ის მნიშვნელოვნად თავისუფლდება დიდების შეფასების გავლენისაგან და საკუთარი თვალსაზრისით იწყებს მოვლენათა აღქმას. თუ აქამდე ის მიმართული იყო გარეთ, ორიენტირებული იყო სხვათა შეფასებაზე, საკუთარ ქცევას აგებდა იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებდნენ მას სხვები, მოზარდობის პერიოდში ბავშვი მოიმართება საკუთარი სამყაროსაკენ, ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი "მე", ორიენტირებული ხდება თვითშეფასებაზე; თვითშეფასებაზე ორიენტაციის გაძლიერება გარდამავალ ასაკში დაკავშირებულია მოზარდის პიროვნების დამახასიათებელ თავისებურებებთან - მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ, თავისუფლებისაკენ და სხვა. გარდამავალ პერიოდში თვითშეფასების როლის გაძლიერება იმაში გამოიხატება, რომ ამ ასკში ჩამოყალიბებული თვითშეფასების შენარჩუნების მოთხოვნილება შეიძლება უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე სხვათაგან შეფასების მოთხოვნილება; ასაკის მატებასთან ერთად თვითშეფასება ხდება სულ უფრო და უფრო მდგრადი წარმონაქმნი, მდგრადი თვითშეფასება კი პრეტენზიების დონის საფუძველია. როდესაც ბავშვს თვითშეფასების შენარჩუნება მოთხოვნილებად გადაექცევა, ექმნება პრეტენზიების გარკვეული დონე, - "მიღწევების ის დონე, რომლის ღირსადაც ის თვლის საკუთარ თავს." ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ახალი მოთხოვნილების აღმოცენებას მოზარდში - პასუხობდეს არა მხოლოდ ირგვლივ მყოფთა მოთხოვნებს, არამედ საკუთარ მოთხოვნებს, საკუთარ თვითშეფასებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ყალიბდება დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ბავშვის პრეტენზიების დონეს, მის თვითშეფასებას, თავის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და, მეორე მხრივ, მის რეალურ შესაძლებლობებს, ირგვლივმყოფთა მიერ მის შეფასებას შორის. მართალია, ასაკის ზრდასთან ერთად ბავშვები სულ უფრო სწორად აცნობიერებენ და აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და თავისებურებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, მოზარდი არაადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ახდენს მათ გადაფასებას, ან პირიქით - შეუფასებლობას. პირველ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, მეორეში კი - შეუფერებლად დაბალი; ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც ის ადეკვატურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, თავის თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა; ასეთმა ბავშვმა განვითარების პროცესში შეიძლება სრულად ვერ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზაცია. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში კი ბავშვი სისტემატურად განიცდის წარუმატებლობას, ხშირად აქვს კონფლიქტები ირგვლივმყოფებთან; ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსხვავება ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად ხდება მწვავე ემოციური განცდების აღმოცენების საფუძველი. ასე აღმოცენდება არაადეკვატური განცდები, არაადეკვატური ქცევები, არაადეკვატური ხდება სინამდვილესთან დამოკიდებულებაც, მახინჯდება აღქმა, იცვლება ემოციური დამოკიდებულება გარემოსთან, ასე მაგ. ასეთი ბავშვის მიერ სამართლიანი შენიშვნა აღიქმება უმიზეზო გამოდავებად; სინამდვილის ასეთი აღქმა განსაზღვრავს გარკვეულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ: ბავშვი ხდება მტრული, დაძაბული, ეჭვიანი. მასში მუდმივად აღმოცენდება წყენის გრძნობა და დარწმუნებულობა გარშემომყოფთა უსამართლობაში. მასწავლებელმა შეიძლება სავსებით სწორად შეაფასოს ასეთი ბავშვის ქცევა და ცოდნა და სამართლიანი მოთხოვნებიც წაუყენოს მას, მაგრამ მის მიერ ეს შეფასებები და მოთხოვნები განიცდება როგორც უსამართლო და ამ საფუძველზე ბავშვში ხშირად აღმოცენდება არაადეკვატურობის ეფექტი.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ იჩენს თავს ეს მოვლენები მოზარდებთან უფრო ინტენსიურად; ეს განცდები დაკავშირებულია თავისებურებათა მთელ კომპლექსთან, რომლებიც სწორედ ამ ასაკისათვის არის დამახასიათებელი; ესენია: თვითშეფასების ინტენსიური განვითარება, პრეტენზიების დონის ჩამოყალიბება, თვითდამტკიცების მისწრაფების ჩამოყალიბება. სწორედ ეს კომპონენტები ბადებენ აფექტურ კონფლიქტს და არაადეკვატურობის აფექტს. არაადეკვატურობის აფექტს წარმოშობს არაბუნებრივად მაღალი და მდგრადი თვითშეფასება, პრეტენზიების მაღალი დონე და მათი დაკმაყოფილებისათვის საჭირო უნარების უქონლობა.

ადამიანი ჰარმონიულ პიროვნებად მაშინ ჩაყალიბდება, როდესაც სწორად გააცნობიერებს, თუ რა ნიჭები და უნარები მიეცა მას ღმერთისგან და ამ უნარებს ის გამოიყენებს ღვთის სადიდებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ. ამაში კი მას უდიდეს დახმარებას უწევს ეკლესია, ოჯახი და სკოლა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat