"ამა სოფლის მახვილი, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის, უპირველესად, ბავშვებისკენაა მიმართული"
"ამა სოფლის მახვილი, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის, უპირველესად, ბავშვებისკენაა მიმართული"
ვინც თანადროულობას ნორმალური ცხოვრების ჭრილში განიხილავს, შეუძლებელია, არ განცვიფრდეს , თუ რაოდენ შორსაა იგი ნორმისაგან. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა და თავდაყირა დადგა: - ავტორიტეტი, მორჩილება, წესიერება და ზრდილობა, საზომი საზოგადოებასა და ოჯახში ქცევისა, რაც არანორმალური და თავაშვებული ცხოვრებაა.

თანამედროვე ოჯახში ბავშვი ერთგვარ ღვთაებად თუ კერპად იქცა: - მისი ყოველი ახირება კმაყოფილდება, ნებისმიერი სურვილი სასწრაფოდ სრულდება, პატარა სათამაშოებით, ნაირგვარი გასართობითა და კომფორტითაა გარემოცული და არავინ წვრთნის ქრისტიანული ქცევის მკაცრ პრინციპთა შესაბამისად. ბავშვი მიშვებულია და ამის გამო იმ მიმართულებით ვითარდება, საითაც მისივე სურვილები გადასწონის.

შესაძლოა, ყოველ ოჯახში ასე არ ხდება, მაგრამ იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ საზოგადოებაში ბავშვის აღზრდის სწორ ფორმად დამკვიდრდა. ამიტომ ყოველ მშობელს უჭირს, მისი გავლენისაგან სრულად გათავისუფლდეს, რადგან თუ მშობლები პატარის მკაცრად აღზრდას ცდილობენ, ნათესავები და მეზობლები მას მაინც სხვაგვარად მოეპყრობიან, ამიტომ ბავშვის აღზრდისას ეს უცილობლად უნდა გავითვალისწინოთ.

მსგავს გარემოში აღზრდილი ბავშვი, ბუნებრივია, იმას შემოიკრებს გარშემო, რასაც თავიდანვე შეეჩვია: - კომფორტს, გართობას, სათამაშოებს უფროსებისთვის და ამგვარად აღივსება ცხოვრება მუდმივი გართობის ძიებით. თანაც ამგვარი გასართობები იმდენად მოკლებულია სერიოზულობას, რომ თუნდ XIX საუკუნის ადამიანს რომ ჩვენი პოპულარული ტელეპროგრამები, ატრაქციონები, რეკლამები და კინოფილმები ენახა, ან სულაც თანამედროვე მუსიკისთვის დაეგდო ყური, იფიქრებდა, რომ შეშლილთა საზოგადოებაში ამოყო თავი, რომელსაც რეალობასთან შეხება აღარ აქვს...

თუ ქრისტიანულ ცხოვრებას თანამედროვეობაში ვცდით, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ გარესამყარო ჩვენი სულის მთლიანად დამორჩილებას ცდილობს. რელიგიაში ეს ადვილი შესამჩნევია: - გავრცელდა უამრავი კულტი, რომელნიც თვითმარქვია ,,წმინდანთადმი" მორჩილებას გვაიძულებს და სულს ასახიჩრებს. თუმცა, ეს ყოფით ცხოვრებაშიც არც ისე რთული შესამჩნევია: - სადღეისოდ ადამიანი ცალკეულ საცდურებს კი არ აწყდება, არამედ მუდმივი ცთუნების ქვეშაა.

ცთუნება ოჯახებშიც აღწევს: - ტელევიზია ხშირად ფარულ სახლმმართველად იქცევა, რომელიც თანამედროვე ფასეულობებს, თვალსაზრისსა და გემოვნებას კარნახობს ყველას.

ყოველი მხრიდან ისმის მოწოდება: - ,,იცხოვრე დღევანდელი დღით!", ,,დატკბი!", ,,მოდუნდი!", ,,თავი კარგად იგრძენი!", რომელთა ქვეტექსტი სულ სხვაგვარია, გაცილებით შავბნელი: - ,,დაივიწყე უფალი და მარადიული ცხოვრება, ყოველივე დაივიწყე წუთიერი სიამისათვის! სულიდან ღვთის შიში განიდევნე და წმინდანთა პატივისცემაზეც უარი თქვი!"

რა შეუძლიათ ამ ვითარებაში მშობლებს? რით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილებს, ან როგორ დაიცვან ისინი?!

ამა სოფლის გავლენას ჯანსაღი ქრისტიანული აღზრდის მეოხებით უნდა ვძლიოთ. რასაც ბავშვი სკოლაში სწავლობს, შინ აუცილებლად უნდა გადაისინჯოს და გამოსწორდეს.

შესაძლოა, ბავშვმა სკოლაში არაერთი მცდარი შეხედულება და იდეა შეიძინოს. ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და, რაღა თქმა უნდა, ცხოვრებისა და რელიგიის შეფასება ბავშვმა სკოლიდან კი არა, უპირველესად ოჯახიდან და ეკლესიიდან უნდა მიიღოს. მშობლებმა თვალი უნდა ადევნონ, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს და ყველაფერი შინ, გულახდილი საუბრით გამოასწორონ. ამასთან, მკაფიოდ უნდა გამოკვეთონ მორალური ასპექტიც, რომელსაც საზოგადოებრივი განათლება სრულებითაც არ ითვალისწინებს.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ რა მუსიკას უსმენენ მათი შვილები, რა ფილმებს უყურებენ (თუ საჭიროა, მათთან ერთად მოისმინონ და უყურონ), რა ენა ესმით, რა ენაზე მეტყველებენ და ყველაფერი ქრისტიანულად შეაფასონ.

იმ სახლებში, სადაც გამბედაობა არ ჰყოფნით, ტელევიზორი ,,ფანჯრიდან მოისროლონ", ბავშვი ტელევიზორთან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ის მომწამლავი ზემოქმედება, რომელსაც ტელევიზია მოზარდებზე მათ სახლებშივე ახდენს. სამწუხაროდ, ტელევიზორი ანტიქრისტიანულ იდეათა და შეფასებათა მთავარ გამტარად იქცა...

ამა სოფლის მახვილი, რომელიც მართლმადიდებლობას ებრძვის, უპირველესად, ბავშვებისკენაა მიმართული, რამდენადაც თუ პატარას არასწორი პოზიცია ჩამოუყალიბდა, მისი ქრისტიანად აღზრდა ორმაგად რთულდება.

თანამედროვე ახალგაზრდებისთვის თავსმოხვეული მანკიერი თვისებები: - საკუთარი თავის მაამებლობის სურვილი, ეგოიზმი, მოდუნება, ტკბობა, თავაშვებულობა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობა, ყალბ ,,უდარდელობას" წარმოშობს და მათ სულში ადგილი აღარ რჩება მიღმიერ სამყაროზე ფიქრისათვის. ფაქტობრივად, ეს უღმერთობის სწავლებაა სხვადასხვა ფორმით...

ამიტომ, თუ ვიცით, როგორ ცდილობს წუთისოფელი, თავს უკეთურება მოგვახვიოს, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ და ამის საშუალება არ მივცეთ.

სამწუხაროდ, როდესაც თანამედროვე მართლმადიდებელ ოჯახთა ცხოვრებას ვაკვირდები და ვხედავ, თუ როგორ გადასცემენ სარწმუნოებას შვილებს, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბრძოლას წუთისოფელთან უფრო ვაგებთ, ვიდრე ვიგებთ.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გარესამყარო ცალსახად ცუდად როდი უნდა შევაფასოთ, არამედ წინდახედულება და გონიერება გამოვიჩინოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ ის, რაც მასში დადებითია.

უამრავი რამ, რაც, ერთი შეხედვით, მართლმადიდებლობას უშუალოდ არ უკავშირდება, შეიძლება მართლმადიდებლური აღზრდისათვის გამოვიყენოთ.

ბავშვი, რომელიც კარგ ლიტერატურას, დრამას და პოეზიასაა ნაზიარები და მისი ზემოქმედება განცდილი აქვს, თაამედროვე ტელევიზიისა და იაფფასიანი რომანების თაყვანისმცემელი არ გახდება და არც იმას გაიზიარებს, რაც სულს ფიტავს და ქრისტიანობას განაშორებს.

ბავშვი, რომელსაც კლასიკური ფერწერისა და ქანდაკების მშვენიერების დაფასება შეუძლია, გაუკუღმართებული თანამედროვე ხელოვნებით იოლად ვერ ცთუნდება და ვერც უხამსი და უგემოვნო რეკლამა მიიზიდავს და, მით უფრო, ვერც პორნოგრაფია...

ბავშვმა, რომელმაც მსოფლიო და ქრისტიანობის ისტორია იცის, წაუკითხავს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ან რა სასჯელი მოიწეოდა მათზე, როდესაც უფალს განუდგებოდნენ, ან რა დიდებულად და ღირსეულად ცხოვრობდნენ უფლის ერთგულნი, ცხოვრებასა და ჩვენი დროის ფილოსოფიაზე სწორად მსჯელობას შეძლებს და თანამედროვე ცრუმასწავლებლებს ბრმად არ გაჰყვება.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც სადღეისოდ სასკოლო განათლების წინაშე დგას, ის გახლავთ, რომ ბავშვებს უკვე აღარ უნერგავენ ისტორიის ცოდნის აუცილებლობას და არც ისტორიულ აზროვნებას ასწავლიან. სახიფათო და საბედისწრო შეცდომაა, ბავშვს ისტორიული მეხსიერება და იმის საშუალება წაართვა, რომ დიდ წინაპრებს მიბაძოს... ისტორია ხომ მუდმივად მეორდება!

ისტორიის განცდა ძალზე მნიშვნელოვანია და ბავშვს უცილობლად უნდა ჩავუნერგოთ.

ზოგადად, ადამიანს, რომელიც ისტორიისა და კულტურის საუკეთესო ნიმუშებს კარგად იცნობს (რაც ხშირად ქრისტიანული ჟღერადობით ხასიათდება), გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, სავსე და ნაყოფიერი ცხოვრებით იცხოვროს, ვიდრე იმას, ვინც მართლმადიდებლობაში ისე მოვიდა, რომ მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ კულტურასა და ისტორიას არ გასცნობია და ოდენ თანამედროვე პოპკულტურით საზრდოობს.

ამრიგად, ჩვენს ბრძოლაში ამა სოფლის სულის წინააღმდეგ ყოველივე საუკეთესო უნდა გამოვიყენოთ, რა სიკეთესაც ეს სოფელი გვთავაზობს, რომ ამ საუკეთესოზე შორს წავიდეთ, ყოველივე საუკეთესო ამქვეყნად სწორედ უფლისა და მართლმადიდებლობისაკენ მიგვითითებს და ქრისტიანულ აღზრდაში სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის მასალის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat