წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბვრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს, აღარ შუძლია წელში მოხრა, ჩაიბურტყუნებს ხანდახან: რა დრო იყო ქალო მე რომ გაცმევდი წინდებს დეკემრის რიცხვებშიო, თომას ველოდებოდით არა მაშინ? მკითხავს ხოლმე - თითქოს შენს მეტს კიდევ დავლოდებოდეთ ვინმეს. . . ასწევს მერე თავის დაძარღვულ, გაცრეცილ ხელებს და მხრებზე ჩამომაწყობს, დაბერდა შვილო მამაშენი, ისე დაბერდა მეტკინება ხოლმე მხრები და ღუმელის ანთებას მოვიმიზეზებ რომ გავინთავისუფლო. ხვდება განა ვერა ხვდება რომ აღარ შეუძლია...
შემოვდგავ მერე უბე გამოჟანგული ვედროთი წყალს, ღორებს რომ თბილი საჭმელი დავუსხა, ცოდონი არიან. ისეთი სუსხია, ისეთი რომ ჩვენ წიქარას ცინდლები მიეყინება ხოლმე დრუნჩზე. მე ყოჩაღადა ვარ დედა გეაცვალოს სანამ შემეძლება დავიკაპიწებ ხელებს და იმხელა ქვაბში ამოვიყვან ყველს იდაყვამდე რომ დამიშრატიანდეს... იმ დიდ ქვაბში ვაგროვებ რძეს ლიანა მამიდამ რომ მაჩუქა ქალაქში წასვლის წინ... ყველა მესამე დღეს მინდა ხოლმე აქა მყავდე დედი, ამოგიღო შენს კარლსონიან ჭიქაში ჯერ არ ამოყვანილი ყველი... მერე რა გულიანად იცოდი ხვრეპა ბოლოში დარჩენილი შრატისა, ნეტავ ხომ არა გწყინდა ჩემი შენიშვნები ამ საქციელზე.
აღარავინ დარჩა სოფელში დეე, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხავენ წყალწყალა ღვინოს არ გაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშის მუშტის ხელა ბოქლომს და მოდიან, შემეშინდება ხოლმე ცაცოაანთ უბანში გავლისა, მომაყრიან ქოქოლას ბოქლომ დადებული სახლის ზღურბლები და შემეშინდება ხოლმე დედი. ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
აღარავინ დავრჩით, მიმისუსტდა მამაშენიც ძლიერ, აიმაღლებს ხავერდ გადაკრული მუთაქით სასთუმალს და თვალებმინაბულს სევდა ეღვენთება თითებიდან, ენატრებით.
ჭამითაც აღარ ჭამს ისე გემრიელად, წვნიანს შეხვრეპს გაწყალებული ტუჩებით და საყვედურებით სავსე, ვარდისწყლისფერ თვალებით მიყურებს მერე, ვერ კი ვხვდები რა უნდა, მარილი ზომიერად აქვს.
განა მეტყვის რამეს?
ადგება უჩუმრად, ჩაილაგებს დარდებს თვალებში, გავა ყოველი დღის ოთხ საათზე ეზოს გარეთ, ჩამოჯდება ლურსმნებ ამოშვერილ სკამზე და გზას გაჰყურებს, თითქოს ელოდებაო ვისმეს...
გული მიკვდება დედი, შენ ხომ კარგად იცი მისი სუნთქვა რომ შემომაკლდეს თავს ვერ ვიცოცხლებ დედი... ვეღარ ამოვიყვან სამ დღეში ერთხელ ყველს.
იქნებ ჩამოხვიდე მიმისუსტდა ერთადერთი შვილის მამა დედი...
უკან რომ წახვალ ნუ დაადებ ბოქლომს ჩვენს ეზოს კარს !!!

ხატია ხადური
ბეჭდვაელფოსტა
23.04. 2016
მაია
ძალიან, ძალიან...... მადლობა.
23.04. 2016
ღმერთო, საშინელებაა როცა შვილი გენატრება და შენთან არ არის. შვილებო, გაუფრთხილდით მშობლებს, დააფასეთ სანამ ცოცხლები არიან, მიეფერეთ, სიბერე გაულამაზეთ. თორემ მერე ბევრჯერ მოგენატრებათ და სინანული შეგაწუხებთ
22.04. 2016
ნინა
ღმერტო ნურასოდეს ნუ გამიხდი ასე ცხოვრებას რომ ჩემი მშობლები მივატოვო
21.04. 2016
მე
დედა გენაცვალოს,არ იდარდოო,თავს მოიკლავს დარდით!! შვილები,ვინც მოხუცებს არ პატრონობს,თვითონ არ დაბერდნენ
20.04. 2016
ნანა
ჩემი მამიკო რამდენი ხანია არ მინახავს , გული მტკივა
სხვა სიახლეები
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
11.12.2017
არამეულის შემდეგ მამა სერაფიმემ ქართულად პირველად იგალობა - ლამაზი საგალობელი,
10.05.2017
გთავაზობთ ნანა ფერაძის გუნდის მიერ შესრულებულ საგალობლებს. ამ უნიკალური შესრულებით უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ადამიანები მოიხიბლნენ. უფალმა დალოცოს ჩვენი კულტურა
30.10.2016
-საათივით აწყობილ სამყაროში ყოველთვის მეტის დანახვა მინდოდა, ვიდრე ამას საკუთარი თვალებით ვახერხებდი.
23.02.2016
საბრალო მარიამი, თავისი ნაღვლიანი გამომეტყველებით, ყოველთვის მოღუშული და ჩაფიქრებული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.
06.01.2016
ოცდახუთსა დეკემბერსა, ალილო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო
ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.