წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბვრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს, აღარ შუძლია წელში მოხრა, ჩაიბურტყუნებს ხანდახან: რა დრო იყო ქალო მე რომ გაცმევდი წინდებს დეკემრის რიცხვებშიო, თომას ველოდებოდით არა მაშინ? მკითხავს ხოლმე - თითქოს შენს მეტს კიდევ დავლოდებოდეთ ვინმეს. . . ასწევს მერე თავის დაძარღვულ, გაცრეცილ ხელებს და მხრებზე ჩამომაწყობს, დაბერდა შვილო მამაშენი, ისე დაბერდა მეტკინება ხოლმე მხრები და ღუმელის ანთებას მოვიმიზეზებ რომ გავინთავისუფლო. ხვდება განა ვერა ხვდება რომ აღარ შეუძლია...
შემოვდგავ მერე უბე გამოჟანგული ვედროთი წყალს, ღორებს რომ თბილი საჭმელი დავუსხა, ცოდონი არიან. ისეთი სუსხია, ისეთი რომ ჩვენ წიქარას ცინდლები მიეყინება ხოლმე დრუნჩზე. მე ყოჩაღადა ვარ დედა გეაცვალოს სანამ შემეძლება დავიკაპიწებ ხელებს და იმხელა ქვაბში ამოვიყვან ყველს იდაყვამდე რომ დამიშრატიანდეს... იმ დიდ ქვაბში ვაგროვებ რძეს ლიანა მამიდამ რომ მაჩუქა ქალაქში წასვლის წინ... ყველა მესამე დღეს მინდა ხოლმე აქა მყავდე დედი, ამოგიღო შენს კარლსონიან ჭიქაში ჯერ არ ამოყვანილი ყველი... მერე რა გულიანად იცოდი ხვრეპა ბოლოში დარჩენილი შრატისა, ნეტავ ხომ არა გწყინდა ჩემი შენიშვნები ამ საქციელზე.
აღარავინ დარჩა სოფელში დეე, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხავენ წყალწყალა ღვინოს არ გაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშის მუშტის ხელა ბოქლომს და მოდიან, შემეშინდება ხოლმე ცაცოაანთ უბანში გავლისა, მომაყრიან ქოქოლას ბოქლომ დადებული სახლის ზღურბლები და შემეშინდება ხოლმე დედი. ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
აღარავინ დავრჩით, მიმისუსტდა მამაშენიც ძლიერ, აიმაღლებს ხავერდ გადაკრული მუთაქით სასთუმალს და თვალებმინაბულს სევდა ეღვენთება თითებიდან, ენატრებით.
ჭამითაც აღარ ჭამს ისე გემრიელად, წვნიანს შეხვრეპს გაწყალებული ტუჩებით და საყვედურებით სავსე, ვარდისწყლისფერ თვალებით მიყურებს მერე, ვერ კი ვხვდები რა უნდა, მარილი ზომიერად აქვს.
განა მეტყვის რამეს?
ადგება უჩუმრად, ჩაილაგებს დარდებს თვალებში, გავა ყოველი დღის ოთხ საათზე ეზოს გარეთ, ჩამოჯდება ლურსმნებ ამოშვერილ სკამზე და გზას გაჰყურებს, თითქოს ელოდებაო ვისმეს...
გული მიკვდება დედი, შენ ხომ კარგად იცი მისი სუნთქვა რომ შემომაკლდეს თავს ვერ ვიცოცხლებ დედი... ვეღარ ამოვიყვან სამ დღეში ერთხელ ყველს.
იქნებ ჩამოხვიდე მიმისუსტდა ერთადერთი შვილის მამა დედი...
უკან რომ წახვალ ნუ დაადებ ბოქლომს ჩვენს ეზოს კარს !!!

ხატია ხადური
ბეჭდვაელფოსტა
25.01. 2016
ნესტან ბაკურაძე
მართლაც როგორი გულში ჩამწვდომი სიტყვებია,გამახსენდა რეზო ინანიშვილის მოთხრობა,როგორ გამოაცილა დედამ შვილი და რამდენ ხანს იდგა ლამფით ხელში,რომ შვილს ეგრძნო დედის სიახლოვე, თუმცა შორს ვეღარ უნათებდა გზას,მაინც ჯიუტად იდგა.ჩვენც დავბერდებით,ვიდრე მშობლები გვყავს, ფრთები გვაქვს და დავფრინავთ,მუდამ ბავშვებად ვგრძნობთ თავს,როგორც კი დავობლდებით,მხოლოდ მაშინ ვხვდებით ,თურმე ჩვენც უკვე ზრდასრულები ვართ და მშობლები გვქვია... როგორც ჩვენ მოვეპყრობით ჩვენს მშობლებს ,ასევე მოგვექცევიან შვილები...ღმერთო მშობლები გვიცოცხლე,რომ არათუ სახლი, ჩვენი სულიც ბოქლომით არ ჩაიკეტოს ....
25.01. 2016
თამარი
ყველაზე მთავარი საკითხი რეგიონების მიხედვაა და ეს პრობლემაც მოიხსნება და თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე ძნელია ამის გაკეთება თუ მოინდომებენ. თბილისში ქუჩაშია ხალხი სარჩო საბადებლის საძებნელად, დაინგრა ოჯახები და სოფელში მიტოვებულია სახლები. ძალია ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება და შვილებს რომ ვზრდით გვინდა დავტკბეთ მათით, მაგრამ მათაც რომ თავის მონაგარს მიხედონ გარბიან აქეთ-იქეთ საშოვარზე. მინდა მივმართო იმათ ვისაც შეუძლია სოფლის გადარჩენა, რომ ვიდრე სოფელი არ გაძლიერდება ქვეყანას არაფერი არ ეშველება.
25.01. 2016
inga davitadze
rogori gulshi shamcvdomi da martali sityvebia,moveferot mshoblebs,moxucebs,ar dagvavicydes rom shvenc mat adgilas agmovshndebit dro movaaaaaaaaaaaaaa
24.01. 2016
lela
cremlebi chamomdis da ise vkitxulob, yvelaperi gasagebia,magram ra qnan shvilebmac? matac xom arseboba undat
24.01. 2016
მალხაზი
შვილებო, სანამ გვიან არ არის, მიხედეთ მშობლებს და მშობლიურ ადგილებს. თორემ სიბერე ყველას ელოდება და გაგახსენდებათ მშობლების სიტყვები.
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler