ადამიანი თავისუფალია, აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს
ადამიანი თავისუფალია, აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს
ბერი ერმოლაოსი (ჭედია):

- თქვენ გაინტერესებთ ალბათ, თუ რა არის მონასტერი? და რას ნიშნავს მონაზვნობა? მონასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებმაც საკუთარი ნებით უარი თქვეს საკუთარ ნებაზე და სურვილებზე, ყველაფერ ამქვეყნიურზე: სიამოვნებაზე, კარიერაზე, გემრიელ საჭმელებზე, გართობაზე, ტელევიზორზე, კინოზე, თეატრზე, სიცილზე, ქეიფზე, განცხრომაზე და ასე შემდეგ და ერთად შეიკრიბნენ რომ დარჩენილი სიცოცხლე გაატარონ ღმერთის სამსახურში, ლოცვაში და მარხვაში. ისინი მუშაობენ ერთად, ჭამენ ერთად, ლოცულობენ ერთად. აქ არ არის ფული, არ არის ელექტროენერგია, არ არის მოასფალტებული გზები, ყველაფერი საერთოა და არავის არაფერი არ ეკუთვნის. ისინი ცხოვრობენ საკუთარი შრომის ხარჯზე: აქვთ ბოსტანი, ხეხილის და ზეთისხილის ბაღები, ვენახი და სხვა საჭირო მეურნეობები, ასევე ღებულობენ შემოწირულობებს ერიდან.

აი ამ ადამიანებს ჰქვიათ მონაზვნები, ბერები. მათ არ აქვთ არავითარი კონტაქტი დანარჩენ მსოფლიოსთან და ძირითადი საქმიანობა არის ლოცვა. თქვენ ალბათ მკითხავთ რა საჭიროა ყველაფერი ეს? გიპასუხებთ: ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ღვთიური სრულყოფილების მიღებაა ანუ ღვთის შემეცნება, ღვთის გაცნობა, დაახლოება. აი თქვენ, მაგალითად, ვიღაცის გაცნობა რომ გინდათ მიდიხართ მასთან და პირდაპირ ეუბნებით: "მე ბექა ვარ, ან მე დაჩი ვარ, შეიძლება გაგეცნოთ?" და ისიც ხელს გამოგიწვდით და გაგეცნობათ. ღმერთთან ეს გაცილებით რთულადაა, რომ გავიცნოთ უფალი საჭიროა ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რასაც ათეულობით წელი გრძელდება და იმდენად რთული და სათუთი განსახორციელებელია, რომ ერთეულები თუ აღწევენ. და ეს შესაძლებელია მხოლოდ აქ მონასტერში და ვინც ამას მიაღწევს ის წმინდანად შეირაცხება. ასევე ისინი ვინც ვერ მიაღწევს სრულყოფილებას ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეეცადნენ.


თქვენ ალბათ მკითხავთ: თუ ეს ასეა მაშინ რატომ არ ცდილობს ყველა მონასტერში დაახლოებას ღმერთთან? გიპასუხებთ-ჯერ ერთი ღმერთთან დაახლოების სურვილი ადამიანის საკუთარი სურვილი არ არის, მხოლოდ უფალი ღმერთი წყვეტს თუ ვინ შეიძლება ამისთვის მოწვეული იქნას. მოციქული პავლე წერს: "ისინი ვინც მან (ღმერთმა) წინასწარ განსაზღვრა მათვე მოუწოდა, ისინი ვისაც მოუწოდა ისინივე გაამართლა, ისინი კი ვინც გაამართლა აღამაღლა კიდეც" (რომაელთა 8, 30.) ხედავთ ღმერთი წყვეტს იმას-გაიცნობს თუ არა მას ესა თუ ის ადამიანი და მეორეც - ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი არჩევანის უნარი: ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს და რადგანაც ღვთის შემეცნების გზა ადამიანებს გაცილებით რთული ეჩვენებათ (რაც აბსოლუტურად მცდარია) უმრავლესობა ირჩევს სატანის გზას.

***
თქვენ ალბათ მკითხავთ, რატომ არის ასე რთული ღმერთთან დაახლოება? და რატომ არსებობს სატანის გზა? ღმერთმა არ ინება, რომ ადამიანი, როგორც საყვარელი და ღირსეული არსება, ძალდატანებით გაეჩერებინა თავისთან და თავიდანვე ჩადო მასში თავისუფალი არჩევანის უნარი. ადამმა, როგორც იცით, აირჩია ურჩობის გზა - დაუჯერა სატანას და შეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ვაშლი, რისთვისაც ღმერთმა სამართლიანად დასაჯა ის და სამოთხიდან გააძევა, რამაც სატანას მისცა ნება, ებატონა ადამიანთა ქვეყანაზე. რისთვის დასჭირდა ეს? იმისათვის, რომ მიუხედავად ღალატისა, კაცთმოყვარე ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა ადამიანებთან თანაცხოვრების შესახებ, მაგრამ უკვე ადამიანმა გარკვეული პირობა უნდა შეასრულოს ამისათვის - უნდა გაუძლოს ამქვეყნიურ გამოცდას და ღვთის მცნებების მიხედვით და ღვთის სიყვარულით უნდა იცხოვროს.


მხოლოდ ისინი, ვინც ცოდვებს უარყოფს და სატანის ხრიკებს ღირსეულად წინ აღუდგება, გარდაცვალების მერე ისევ ბრუნდება სამოთხეში-ღმერთთან. ეს ქვეყანა ჰგავს ლითონის სადნობ ღუმელს, სადაც ყოევლგვარი ჯართი ცეცხლით იწრთობა და კეთილშობილ ლითონად ჩამოისხმება. აი მაგალითად, თქვენ რომ გიღალატოთ ყველაზე საყვარელმა მეგობარმა, მას მერე რაც ბოდიშს მოგიხდით, თქვენ მას მაინც ისე აღარ ენდობით, როგორც ძველად, არამედ გარკვეული ხნით გამოცდით მას, არის თუ არა გულღია და პატიოსანი, ასევეა ღმერთი, ის უშვებს ათასგვარ სიძნელეებს და დაბრკოლებებს ცხოვრებაში, მაგრამ მერწმუნეთ, ამას მხოლოდ ჩვენდამი უდიდესი სიყვარულის გამო აკეთებს, რადგან უნდა გაჭირვების (დროებითი) ღუმელში გამოიწრთოს ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსი იქნება მასთან ერთად მარადიულად სამოთხეში იცხოვროს.


ყველაფერ ამის შემდეგ ალბათ დამისვამდით ერთ სერიოზულ კითხვას: ვინ არის ღმერთი? Aამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გამცემი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა და არც დაიბადება თუ რა თქმა უნდა, ღმერთი ამას თავად არ მოისურვებს, მაგრამ მიუხედავად ჩემი სულიერი უმწეობისა, მაინც შევეცდები აგიხსნათ მისი არსი.


ბეჭდვაელფოსტა
23.02. 2021
მანანა ჭეჟია
ბერი ერმელეოსი (ჭეჟია) არის, და არა ჭედია.
07.07. 2020
ავთო ხონელი
მე კი მგონია,რომ სწორედ მესამე გზას ვადგავართ აბსოლუტური უმრავლესობა.უფლის გზას ვერ ვწვდებით, ეშმაკის გზა არ გვინდა და მივდივართ რაღაც გაურკვეველი "მესამე გზით", რომელიც არ უფლისაა და არც ეშმაკის. შედეგიც შესაბამისი გვაქვს.
19.06. 2020
ზედა მეზობელი
გეთანხმებით,რომ მესამე გზა არ არსებობს,მაგრამ ვინ საზღვრავს ვინ რომელი გზა აირჩია. ადამიანს სჭირდება ღმერთი,ისევე როგორც ღმერთს სჭირდება ადამიანი. ღმერთის,რწმენის გარეშე ადამიანი არაფერია,ისევე როგორც ღმერთი ადამიანის გარეშე იქნება 1,1X1=1. ადამმა და ევამ ვაშილი შეჭამეს იმიტომ რო არჩევანის თავისუფლება ქონდათ,სხვა შემთხვევაში ის აკრძალული ხილი არ იქნებოდა ედემის ბაღში. თუ ღმერთმა ადამიანს თავისუფლება უბოძა,მაშინ ვერ ვხდები,რატომ ცდილობს გააკონტროლოს,გარკვეულწილად დააშინოს ჯოჯოხეთით.თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ყოფნა სამოთხეში,მაშინ გაურკვეველია,რატომ დაუგო ხაფანგები ვაშლის სახით?! გამოდის,რომ ღმერთმა ადამიანი გასართობად შექმნა,რადგან მოიწყინა მარტო ყოფნით.თუ ღმერთისთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ცოდვებში არ ჩავარდნა,მაშინ ყოვლის შემძლეს ეს ადვილად შეეძლო ამის მოგვარება. აქაც ორი ვარიანტია:პირველი,ღმერთმა შეცდომა დაუშვა ადამიანის შექმნაზე და მეორე,ღმერთს სურდა ადამიანი ყოფილიყო თავისუფალი. მე მეორე ვარიანტის უფრო მჯერა.ეკლესია,ხატები,სანთლები და ა.შ. სიმბოლიკაა და არაფერი კავშირი არ აქვს ღმერთან. ღმერთს არ უთხოვია,რომ აგვეგო უდიდესი ტაძრები,ოქროში ჩაგვესვა ხატები და ოქროს ჯვარი დაგვეკიდებინა. რახან ეკლესიებს ვაშენებთ,არ ნიშნავს ღმერთის გზას.ქრისტე აწამეს და გააკრეს ჯვარზე,რომელიც იმ პერიოდისთვის ჩვეულებრი დასჯის მეთოდი იყო და ჩვენ ვეთაყვანებით დასჯის სიმბოლოს რეალურად.მსოფლიოში უამრავი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ვერ ვიტყვით,რომ ქრისტიანები ქადაგებენ სიმართლეს და მუსლიმები არა. ამ უაზრო დებატმა ბევრი სისხლი დაღვარა და კიდევ ბევრს დაღვრის. ნებისმიერი რელიგია სიყვარულს და სიკეთეს ქადაგებს,აქ განსხვავება არ არის. ღმერთის გზა სიკეთე და სიყვარულია,ხოლო ღმერთთან მყოფი ადამიანი არის ის,ვინც ცდილობს სამყარო უკეთეოსბისკენ შეცვალოს. თუ ეს ესეა,მაშინ რა საჭიროა რელიგუირი დაყოფა?
10.06. 2020
beso
ძმაო ერმოლაოს ადამიანი არააააააა თავისუფალი არჩევანში? ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული ფენომენია, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. რახან შედგა ადამიანი შედგა უფლის საქმითა და სიტყვით. ამიტომ არჩევანი გაკეთებულიაააააააა! მას ადამიანის გაგება აქვს სხეულით და მორცა აქ შედეგი ფორმირებულიაააააააააა. მას ეშმაკი დაძლეული აქვს!!!!! ადამიანიაააააააააააა! ხოლო ჩამოუყალიბებელია არჩევანის წინაშეეეე! მას პასუხები არა აქვს და ირყევა ვითარცა ლერწამი! გაიხარე. დიდება უფალს
10.06. 2020
sos
მონასტრებში ფულიც არის,მოასფალტებული გზები,ელექტროენეგია და გემრიელი საჭმელი.ასეა ათონზე და საქართველოშიც . ღმერთი კი არის პიროვნება რომელიც არის სიკარგის ეტალონი, ჭეშმარიტება (პიროვნება),ყველაზე კეთილი,დავმდაბალი,სუფთა და კეთილი არსება,რომელიც არასოდეს არ გიღალატებს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat