იჯდა ბერი და მუშაობდა. გვერდით ორი კალათა ედგა. ხან ერთში აგდებდა კენჭს, ხან მეორეში...
იჯდა ბერი და მუშაობდა. გვერდით ორი კალათა ედგა. ხან ერთში აგდებდა კენჭს, ხან მეორეში...
"კარიბჭის" მე-11 ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ დეკანოზ გიორგი ჯიბუტთან, სადაც მამა გიორგი პ.ს.კაზანსკის წიგნის "IV-V საუკუნეების ეგვიპტელ ბერთა ცხოვრების საერთო ნარკვევის" შესახებ გვესაუბრებოდა. ახლა გთავაზობთ ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს.

- როგორ ლოცულობდნენ ეგვიპტელი მამები?

- საერთოსაცხოვრებლიან მონასტრებში საერთო ლოცვაზე შესაკრებად ყოველდღე გარკვეული დრო იყო გამოყოფილი. ძმებს ლოცვის დაწყებას სენაკზე კაკუნითა და "ალილუიათი" აუწყებდნენ. გარდა ამისა, ჰყავდათ გამღვიძებელიც, რომელიც ვარსკვლავების მიხედვით განსაზღვრავდა ღამის ლოცვის დროს და ბერებს აღვიძებდა. ხოლო არასაერთოსაცხოვრებლიან მონასტრებსა და ცალკე სენაკებში მცხოვრები მონაზონნი საერთო ღვთისმსახურებაზე მხოლოდ შაბათსა და კვირას იკრიბებოდნენ, სხვა დღეებში კი თავიანთ სენაკებში ლოცულობდნენ.

მთავარი წიგნი დავითნი იყო (სხვათა შორის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, სწორედ ფსალმუნთა გალობის სიყვარულმა წარმოშვა მონასტრები). სავალდებულოდ მიიჩნეოდა მხოლოდ საღამო ჟამისა და ღამის კანონი, რომელიც 12 ფსალმუნს მოიცავდა. სენაკის გალობა რაიმე წესდებით არ იზღუდებოდა.

პავლე ფერმეელმა, რომელიც დღეში სამას ლოცვას ასრულებდა, ერთხელ შეიტყო, რომ ვინმე ქალწული დღეში შვიდას ლოცვას აღავლენდა და რჩევისთვის მაკარი ალექსანდრიელს მიმართა. მაკარიმ უპასუხა: "აი, უკვე სამოცი წელია ვასრულებ ას საჭირო ლოცვას, ვშოულობ საკვებს, მოვალეობის გამო უარს არ ვეუბნები ძმებს შეხვედრაზე, მაგრამ გონება მაინც არ მამხელს სიზარმაცეში. თუკი შენ სამას ლოცვას აღავლენ, სინდისი კი მაინც გქენჯნის, ჩანს, ან არაწმინდა გულით ლოცულობ, ან მეტი შეგიძლია".

წერა-კითხვის მცოდნენი წმინდა წერილის სხვა წიგნებსაც კითხულობდნენ. ზოგიერთმა მთელი საღვთო წერილი ზეპირად იცოდა, მაგრამ მამები კანონის ცოდნაზე მეტად მის შესრულებას აფასებდნენ.

შაბათ-კვირას ბერები წმინდა საიდუმლოს მისაღებად, ჩვეულებრივ, ეკლესიაში იკრიბებოდნენ. თუ მონასტერს ტაძარი არ ჰქონდა, უახლოესი სოფლის ეკლესიაში მიდიოდნენ. ევქარისტიისთვის შაბათისა და კვირის მესამე საათი იყო გამოყოფილი. ბერი ზიარებისთვის იცვამდა იმ სამოსს, რომლითაც აღკვეცისას იყო შემოსილი და სრულ საბერო სამოსელში გამოწყობილი, მაგრამ ფეხშიშველი მიდიოდა ტაძარში, სადაც მას დიაკვანი ზიარებამდე ფეხებს ბანდა. თითოეული ცალ-ცალკე იღებდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ავადმყოფ ძმებს სენაკებშივე აზიარებდნენ, ხოლო განდეგილებს, რომლებიც ტაძრებიდან მოშორებით ცხოვრობდნენ და სამოგზაუროდ მიმავალ ბერებს წმინდა ზიარება თან მიჰქონდათ.

ზოგიერთ სავანეში ზიარებას ყოველდღე იღებდნენ, კვირადღეს კი ერთი, მაგრამ ხანგრძლივი მსახურება აღესრულებოდა.

სკიტსა და ნიტრიის მთაზე კვირის წირვის შემდეგ მსურველებს ზოგჯერ საძმოდან პაქსამებს (ხმელ პურს) და ღვინოს აძლევდნენ. ამის გარდა, ხშირად ეწყობოდა სიყვარულის საღამო - სადილი შემოწირულობათაგან. ეს შემოწირულობანი ბერად აღკვეცილთა მიერ ნაჩუქარი ან რომელიმე ბერის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონება გახლდათ. დროდადრო ერისკაცებიც გაიღებდნენ ხოლმე ნაყოფს, პურსა და ღვინოს.

- ყველა ბერს შეეძლო სიყვარულის საღამოებზე დასწრება?

- სიყვარულის საღამოებს მიწვევით ესწრებოდნენ, თუმცა, რაკი ისინი წმინდა საიდუმლოსთან ზიარების შემდეგ იმართებოდა და ჩვეულებრივი ბერული ტრაპეზისგან განსხვავდებოდა, მრავალი თავს არიდებდა და კიდევაც ამაყობდა ამით.

საზოგადოდ, ამ საღამოებს სხვადასხვაგვარად უყურებდნენ. "არ თქვა, - ურჩევდა ერთ ბერს უხუცესი, - არ დავდივარ კრებაზე ან სიყვარულის საღამოებზე არ ვჭამო, არამედ ყველას თანაბარი იყავი", - ხოლო აპოლონის მოწაფე ისააკ თებელი, რომელიც ლიტურგიის შემდეგ მაშინვე თავის სენაკში ბრუნდებოდა ხოლმე, ამბობდა: "არა ძმებს, არამედ დემონთა ხრიკებს გავურბივარ. თუ ვინმე ანთებული ლამპრით ხელში ქარში დიდხანს დარჩება, ლამპარი ჩაუქრება. ასე ვართ ჩვენც - თუ წმინდა ევქარისტიით განათებულნი სენაკში შესვლას დავაყოვნებთ, გონება გვიბნელდება". მღვდლებიც ცდილობდნენ, ლიტურგიის შემდეგ ბერები მალევე წასულიყვნენ თავიანთ სენაკებში.

- ძმები, ალბათ, მაშინაც იკრიბებოდნენ, როცა რაიმე საკითხი ჰქონდათ გადასაჭრელი...

- ამ მიზნით ბერები უპირატესად კვირაობით იყრიდნენ თავს. ერთ-ერთი უხუცესი ასე იხსენებდა ბერთა შეკრებებს: "უწინ, როცა ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით სულიერ სარგებელზე, კამარას ვკრავდით და ზეცაში ავდიოდით, ახლა კი ვიკრიბებით სხვათა განსაკითხად და საკუთარი თავი ღრმა უფსკრულისკენ მიგვყავს". როცა სჯა-ბაასი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში გადაიზრდებოდა, გამოცდილი უხუცესები ცდილობდნენ, შეეწყვიტათ იგი. მაგალითად, ერთხელ, როცა სკიტის უხუცესები მელქისედეკის შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ, კოპრემ წამოიძახა: "ვაი შენ, კოპრე! შენ დაუტევე ის, რისი გაკეთებაც უფალმა გიბრძანა და იკვლევ იმას, რასაც იგი შენგან არ ითხოვს". ეს სიტყვები რომ გაიგონეს, ძმები უმალვე წავიდ-წამოვიდნენ.

კრებებზე განიხილავდნენ მღვდელთა არჩევის საკითხს, რწმენის საკითხებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში - მარხვათა დადგენის საკითხს და ცოდვილ ძმათა საქციელს. კრების სამსჯავროს გადაეცემოდნენ დაცემული ბერები, რომლებსაც საძმოში დარჩენის სურვილი ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც იქ დარჩენა არ სურდა, შეეძლოთ, ერში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ეს თავისთავად ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა.

წმინდა მამები ცდილობდნენ, ძმები მკაცრად არ განესაჯათ - იმედი ჰქონდათ, რომ მოინანიებდნენ, ამიტომაც განაჩენი მეტწილად ლმობიერი იყო.

ერთხელ ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ბერები მის განსასჯელად შეიკრიბნენ და მოსეს კაცი გაუგზავნეს. მოსემ აიღო ძველი კალათა, ქვიშით გაავსო და თან წაიღო. "ეს ჩემი ცოდვებია, - თქვა მან, - ისინი ჩემს გზაზე ამ ქვიშასავით უხვად ცვივა, მაგრამ მე მათ ვერ ვამჩნევ, სხვათა განსასჯელად კი მოვედი". ამის გამგონე ძმებმა შემცოდეს შეუნდეს.

არის მეორე გადმოცემაც პიორიზე, რომელიც კრებაზე ქვებით სავსე ხურჯინგადაკიდებული მივიდა, ხელში კი ეჭირა კალათა, რომელშიც ცოტაოდენი ქვიშა ეყარა. "ჩემი მრავალი ცოდვა, - ამბობდა ის, - უკან მოვიტოვე, ჩემს ძმას კი მცირედის გამო განვიკითხავ. უმჯობესია, საკუთარი ცოდვები გვქონდეს თვალწინ და ღმერთს მათი მოტევება შევთხოვოთ". მამებმა, ეს რომ მოისმინეს, თქვეს: "აი, გზა ხსნისა!"

შემცოდეთა შემწყნარებლობის უდიდესი მაგალითი მოგვცა თავად ბერობის ფუძემდებელმა ანტონ დიდმა.

ილიას მონასტრიდან ერთ-ერთი ძმა ცდუნდა. ბერი გააგდეს და უკან მიღებაზე უარი უთხრეს. ანტონმა, ეს რომ შეიტყო, განდევნილი ბერი უკანვე, მონასტერში, გაგზავნა და ძმებთან ასეთი რამ დააბარა: "ქარიშხალმა ზღვაში მოუსწრო გემს. მან დაკარგა ტვირთი და თავადაც ძლივს დააღწია თავი განსაცდელს, თქვენ კი გინდათ, ისიც ჩაძიროთ, რაც ქარიშხალს გადაურჩა!" ამის შემდეგ ცოდვილი ძმა მონასტერში დააბრუნეს.

სხვა მამებიც ხშირად ხელმძღვანელობდნენ ამავე პრინციპით. უხუცესები სიმშვიდითა და შეგონებით ცდილობდნენ ცოდვილთა მოქცევას, მაგრამ თუ თავად დამნაშავე ითხოვდა დასჯას, მის გამოსასწორებლად ასეც იქცეოდნენ.

მამები მკაცრად იცავდნენ ჭეშმარიტ რწმენას და ერეტიკოსებთან ყოველგვარ ურთიერთობას კრძალავდნენ, მაგრამ თუ დაინახავდნენ, რომ ცდომილება უცოდინრობის ბრალი იყო, ცდილობდნენ, გზას გადამცდარი შეგონებით მოეყვანათ გონს, რადგან იცოდნენ, რომ უფალი უცოდინრობას დანაშაულად არ მიიჩნევდა.

სკიტში ერთი ძმა ფიქრობდა, რომ ქრისტეს სხეული, რომელსაც ზიარების საიდუმლოებისას იღებდნენ, სინამდვილეში მაცხოვრის სახე იყო და არა ნამდვილი სხეული. ერთხელ მასთან ორი უხუცესი მივიდა და სთხოვა, ელოცა, რათა ღმერთს მისთვის ჭეშმარიტება გამოეცხადებინა. მართლაც, სასწაულებრივმა გამოცხადებამ დაარწმუნა ბერი, რომ ცდებოდა. "მწამს, უფალო, რომ პური ესე არს ხორცი შენი და ბარძიმი ესე არს სისხლი შენი", - აღმოხდა მას.

- როგორ შრომობდნენ ამა სოფლისგან განდგომილები?

- ბერებს, რომლებიც საერთოსაცხოვრებლიან მონასტრებში არ ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთი პატარა მეურნეობა ჰქონდათ, გააჩნდათ საჭირო ხელსაწყოები, წიგნები და ცოტა ფულიც კი. მაგრამ მათი გული ქონებას არ გახლდათ მიჯაჭვული.

ერთ ძმას სურდა, მონასტრისთვის ორი სოლიდი ეჩუქებინა. უხუცესმა, რომელთანაც ის რჩევის მისაღებად მივიდა, არ მოიწონა მისი განზრახვა. მაშინ ბერმა პამვას სამასი ლიტრი ვერცხლით სავსე ყუთი მიუტანა და სთხოვა, მიეღო ეს შესაწირი. უხუცესმა მშვიდად გადაუხადა ძმას მადლობა, მერე კი ეკონომოს ორიგენს უთხრა: "დახარჯე ეს ფული იმ ძმათა საჭიროებისთვის, რომლებიც ლიბიასა და კუნძულებზე ცხოვრობენ - იქაური მონასტრები ღარიბია, ჩვენი მიწა კი - ნაყოფიერი". ხოლო ზოგიერთი დახმარების მიღებაზე უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი უარს ამბობდა.

ბერები ცდილობდნენ, თავიანთი მოთხოვნები შეეზღუდათ, ამიტომ ხელსაქმესაც კი ყველაზე მარტივს ირჩევდნენ. კასიანე ამბობს: "ბერები ისეთ საქმიანობას ჰკიდებდნენ ხელს, რომ მისი შესრულება ღამის სიბნელეშიც შესაძლებელი ყოფილიყო". ფინიკის რტოებისგან წნავდნენ კალათებს, თოკებს, ცხაურებს, ამუშავებდნენ სელს, წნავდნენ ბადეს, აკეთებდნენ ტილოს, ზოგი სანთელს ასხამდა, ზოგი კი მეთუნეობას ეწეოდა. იყვნენ მწერლებიც. მკის დროს ბერებს მიწათმფლობელები ქირაობდნენ და საფასურსაც, ჩვეულებრივ, პურით უხდიდნენ.

ზოგჯერ ბერები თავად ყიდიდნენ თავიანთ ნახელავს. ასე იქცეოდნენ სისო, მაკარი და სხვა დიდი მოღვაწეები.

ბერები, უსაქმოდ რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინაც კი მუშაობდნენ, როცა საკვები საკმარისი ჰქონდათ. შრომის მთავარი მიზანი სარგებელის მიღება კი არ იყო, არამედ უსაქმურობის აღკვეთა. პიორი ორი წელიწადი ისე დადიოდა სამკალად, არაფერს უხდიდნენ. მიუხედავად ამისა, მესამე ზაფხულს ის მაინც წავიდა იმ ბატონთან, ხოლო როცა მიწათმფლობელმა შრომის საფასური გადაუხადა, ყველაფერი მღვდელს მიუტანა ეკლესიაში. ბერ აგათონს გასაყიდად ქალაქში დაჰქონდა თავისი ნახელავი. ერთხელ, შინ რომ ბრუნდებოდა, ქუჩაში წააწყდა ავადმყოფ მწირს, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. მან ავადმყოფს ოთახი დაუქირავა და მანამდე ზრუნავდა მასზე, ვიდრე სნეული არ გამოჯანმრთელდა.

ხშირად ბერები ერთმანეთისგან თხოულობდნენ ან სესხულობდნენ სამუშაოსთვის საჭირო სელს, ფულს, ხელსაწყოებს. მრავალი მათგანი ხელსაქმეს მხოლოდ კვირადღეს კი არა, მოწამეთა ხსენების დღეებშიც არ ჰკიდებდა ხელს.

ბერები, რომელთაც ხელსაქმის უნარი არ ჰქონდათ, ქველმოქმედებას ეწეოდნენ. ორი ძმა, პაისი და ესაია, მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ. როცა ბერობას შეუდგნენ, ერთმა თავისი ქონების ნაწილი მონასტრებში, ეკლესიებსა და საპყრობილეებში დაარიგა, თავად კი ხელსაქმით დაიწყო თავის რჩენა. მეორემ ქონების ნაწილი მონასტრების მშენებლობაზე დახარჯა, დარჩენილი ფულით კი აპურებდა მწირებს, კურნავდა ავადმყოფებს, ზრუნავდა მოხუცებზე, შაბათ-კვირას ღარიბებისთვის სამ ან ოთხ ტრაპეზს აწყობდა. უფლისთვის ერთნაირად საამო იყო ორივეს საქმიანობა.

აპოლონი, რომელსაც ასაკის გამო შრომა არ შეეძლო, თავისი სახსრებით ყიდულობდა სამკურნალო საშუალებებს და ყველაფერს, რაც სენაკისთვის იყო საჭირო და ნიტრიის მთის ძმებს ავადმყოფობის დროს ამით ამარაგებდა. ის დილიდანვე შემოივლიდა ხოლმე ასკეტთა სავანეს, რათა შეეტყო, ვინმეს ხომ არ სჭირდებოდა მისი დახმარება.

ბერებს დღე-ღამეში სულ სამი-ოთხი საათი ეძინათ. იწვნენ, ჩვეულებრივ, ჭილოფზე ან ბეწვეულზე. ზოგიერთს ესეც კი ბევრი ეჩვენებოდა. მაკარი ალექსანდრიელი ერთხელ ოცი დღე ებრძოდა თავს, რათა ძილისადმი მიდრეკილება დაეძლია და ამ ხნის განმავლობაში არც უძინია. დოროთე დასაძინებლად არასოდეს წვებოდა, მხოლოდ მუშაობის ან ჭამის დროს ჩათვლემდა ხოლმე. არსენ დიდს ძილისთვის ერთი საათიც საკმარისად მიაჩნდა.

ამგვარად, ბერის ყოველღიური ცხოვრება ლოცვაში, შრომაში, მაცხოვნებელ განსჯასა და საკუთარ აზრებზე დაკვირვებაში გადიოდა. ვთქვათ, იჯდა ბერი და მუშაობდა. გვერდით ორი კალათა ედგა. ხან ერთში აგდებდა კენჭს, ხან მეორეში. ასე აღნიშნავდა თავის კეთილ და ბოროტ ფიქრებს. საღამო ხანს კი კენჭებს გადათვლიდა და თუ აღმოაჩენდა, რომ ცუდი ზრახვა მეტი ჰქონდა, თავს უჭმელობით ისჯიდა.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat