ნუ გეშინიათ, ღმერთი არის ჩვენთან და ის არ მიგვატოვებს არასოდეს
 ნუ გეშინიათ, ღმერთი არის ჩვენთან და ის არ მიგვატოვებს არასოდეს
გვესაუბება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი:

-ეკლესიას აქვს გარკვეული სწავლება განსაცდელების შესახებ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს შეყავს ადამიანი განსაცდელში და ადამიანი როცა ილოცებს აღარ ჩავარდება განსაცდელში. დასკვნები უნდა გავაკეთოდ, ეს ჩვეულებრივი განსაცდელია, ჩვეულებრივი ვირუსია თუ აპოკალიფსის ღრუბელი აღმოჩნდა ქვეყნის ცაზე. სწორი დასკვნების გაკეთებაა ახლა საჭირო. სწორი ანალიზის, დასკვნების გაკეთებაა საჭირო თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ეს განსაცდელი მსოფლიოზე და ჩვენს ქვეყნაზე. სამი ტიპის განსაცდელი არსებობს, პირველი ეს გახლავთ ის, რომ ცოდვების გამო უშვებს ღმერთი განსაცდელს, მეორე, გამოსაცდელად, რომ მიხვდნენ ამ მდგომარეობაში ასე ყოფნა აღარ შეიძლება და მესამე, რათა გამოიცადოს ადამიანის ერთგულება ღვთის მიმართ.


ვფიქრობ, ეკლესიის დევნას ხომ არ აქვს ადგილი. ასეთი გავეშებული და გამწარებული ხალხი მე ჯერ არ მინახავს. ჩვენ მურვან ყრუ გვახსოვს, შაჰ აბასი გვახსოვს, ხრუშჩოვი, ლენინი და თითქოს ახლა ვხედავთ გარკვეულ ადამიანებს, ვისაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჰქვიათ, როგორ ლანძღავენ პატრიარქს, დედა ეკლესიას და შვილებს მოუწოდებენ დედასთან არ მიხვიდეთო. გესმით, ეს რამხელა მკრეხელობაა?


2020 წლის აღდგომა შევა უახლესი ეკლესიის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული აღდგომა, განსაკუთრებული მარხვით და განსაკუთრებული დევნის ქვეშ წარმართული. თქვენ ხედავდით, ხედავთ და კიდევ დაინახავთ თუ როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მე მინდა აღდგომილი ქრისტეს სახელით დაგამშვიდოთ, - ნუ გეშინიათ, ღმერთი არის ჩვენთან და ის არ მიგვატოვებს არასოდეს. პირველი სააღდგომო წირვა გახლდათ ჩემთვის ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი განწყობით. წირვა ყოველთვის იყო ლაღად, მხიარულობით, სიცილით, გარკვეული სიხალისით. ამჯერად გვეტყობა ცოტა შიში, ფიქრი, დარდი, მწუხარება, სევდა, მაგრამ თუ ჩვენ გულში მივეხუტებით იესო ქრისტეს, როგორც მარიამ მაგდალინელი მიეხუტა, ის ჩვენ დაგვამშვიდებს. დაფიქრდით, ვის შეხვდება პირველად მაცხოვარი, ვის შეეგებება, ვინ იქნება ის ადამიანი და იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც მაცხოვარი თავის აღდგომას ახარებს. მოგეხსენებათ, რომ ძალიან უჩვეულოდ წარიმართა სააღდგომო ლიტურგიები. ჩვენმა უდიდესმა მაკურთხეველმა პატრიარქმა ძალიან სწორად განსაზღვრა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო სააღდგომო ლიტურგიები და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პატრიარქი ყოველთვის და დღესაც მოწოდების სიმაღლეზეა. ვფიქრობ, რომ სხვა პატრიარქები ამის შემდეგ მას მიბაძავენ და ჩვენ, ქართველი მართლმადიდებლები შევალთ ისტორიაში, რომ არ შეგვშინებია არანაირი ფსევდო პანდემიის, ფსევდო გამოწვევების, ცრუ სწავლებების და ჩვენ ვიმარხულეთ, ვილოცეთ და სააღდგომო მსახურება აღვავლინეთ. არ განიკითხოდ ისინი, ვინც სახლებში დარჩა, რადგან გარკვეულმა სასულიერო პირებმა მათ კურთხევა მისცეს, ზოგმა კარები ჩაუკეტა. მოკრძალებული რჩევა მისცა, - დარჩით სახლში. ძალიან ბევრი ვეძებე ეკლესიის ისტორიაში მსგავსი ადგილები, როდესაც დიდი ჭირი და გარკვეული ეპიდემია იყო გავრცელებული, ერთი მონაკვეთიც ვერ ვნახე სადმე სასულიერო პირებისგან, მრევლისთვის ეთქვათ, -დარჩით სახლშიო. ეშმაკს უნდა, რომ დარჩე და არ მიხვიდე, მაგრამ სასულიერო პირს რატომ უნდა დარჩე სახლში, გაურკვეველია. მე მაქვს უფლება ჩემი პატრიარქის და ჩემი მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტეს სახელით მათ ვუთხრა სიმართლე. ნუ შეიყვანენ ადამიანებს განსაცდელში. "მამაო ჩვენოს" ლოცვაში ღმერთს ვევედრებით გამოგვიყვანოს განსაცდელიდან და ჩვენ ისინი შევიყვანეთ სახლში, შეშინებულები. ზოგმა მღვდელმთავარმა კარები მიუკეტა მათ და უთხრა,- არ მოხვიდეთ წირვაზე, გარკვეული რაოდენობა უნდა იდგეს აქ, დანარჩენი იყავით სახლებში. სახლში ჯდომა ცუდი არ არის, პირველი საიდუმლო სერობა, პირველი ლიტურგია, პირველი სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი სახლში, ქოროზი აღესრულა. რომელი ტაძარი შეედრება იმ სახლს, სადაც პირველი ზიარება აღსრულდა. ჩვენ ხომ პირველი საუკუნის ქრისტანები არ ვართ, ჩვენ ხომ გვაქვს ისეთი ტაძრები როგორიც არის სამება, სიონი, ნარიყალა. ქაშვუეთი. როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანს პირში ჩალა გამოავლო და უთხრა, იცი, შენ არ მოხვიდე ტაძარში, წადი სახლში... ეს არის ტყუილი. ამის გამო ეს ადამიანები პასუხს აგებენ.

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და კიდევ სხვა ეკლესიის ისტორიაში ეს დევნა შევა, როგორც პირახვეულთა, პირაკრულთა დევნა. ფსევდო პანდემიის მოგონებით, რომ შეაჩერეს სასულიერო პირების, პატრიარქების პირით შეაჩერეს ღვთისმსახურება. რუსეთი, ატომური რუსეთის პატრიარქი ბაქტერიის გამო გამოდის და კურთხევას აძლევს, რომ დაჯექით სახლში, ჩვენ აქ ვილოცებთ და თქვენ ამას პირდაპირ ჩართვებით ადევნეთ თვალყურიო. ეს არის საეკლესიო კანონიკის დარღვევა. იგივე გააკეთა ვითომ მსოფლიო პატრიარქმა, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა, კვიპროსის და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს, რომ ბულგარეთში, ბელორუსიაში და საქართველოშიაღმოჩნდნენ ღირსეული მღვდელმთავრები. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ქრისტეს ყავს ღირსეული მხედრობა, მთავარსარდლები. ღირსეული პატრიარქები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები. აღდგომა ღამეს როცა ეშმაკის სიტყვებს გეუბნება სასულიერო პირი, ტაძარში არ მოხვიდე და დარჩი სახლიშო, შენ იქ აღარ უნდა დაბრუნდე, იქ შენი ადგილი აღარ არის, იმიტომ, რომ იქ შენ არაფერი აღარ გესაქმება. ყველაზე ძალიან როცა გიჭირს და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხარ და მაშინ გიკეტავენ კარებს ცრუ პანდემიის გამო, სიკვდილიც რომ გემუქრებოდეს არ უნდა გითრას ეპისკოპოსმა, არ მოხვიდეო. წაიკითხედ ეკლესიის ისტორია, ჩემო ძვირფასებო, გაუგონარი რაღაც მოხდა. ეს არის ჩვენი მწუხარების დასაწყისი. კი არ დამთავრდება, ძალიან ცუდათ გააგრძელებს ეს ხელისუფლება არსებობას. მოგვდიოდა სმს-ები, არ წახვიდეთ ლიტურგიაზე. მე მეცოდება ის ადამიანი, ვინც ნებსით თუ უნებლიედ, ჩუმი თუ აშკარა ბრძანებით ცდილობდნენ და ცდილობენ შეაჩერონ მორწმუნე ადამიანები, პირიქით ხელი უნდა შეუწყო ამ ადამიანებს ვინც მოვიდა და ვინც მოუსვლელობის გამო სახლებში ტიროდნენ. თანამედროვე პატერიკია, წმინდა მამებმა ნახეს, რომ ეშმაკი იყო მოშვებული, მოლხენილი. ეშმაკს ასეთი ბუნება აქვს, ის არ შეიძლება მოლხენილი იყოს და ეკითხებიან, რატომ ხარ მოლხენილიო? -ჩემს საქმეს უკვე ადამიანები აკეთებენო და მე რაღა უნდა გავაკეთოო. წარმოიდგინეთ, ანტიქრისტე, როცა მოვა ამ ბაქტერიის წინ რა გავაკეთედ და მართლაც რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მერე რას გავაკეთებთ? მგონია, ღმერთი შეაჩერებს ამ განსაცდელებს, ცოტა მოვსულიერდებით, დავინახავთ ვინ არის იუდას მხარეს და ვინ ქრისტეს მხარეს და ცოტა გამოვფხიზლდებით იმ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაშიც დიდი მარხვის პერიოდში აღმოვჩნდით. მოუმზადებლები აღმოვჩნდით ამ ყველაფრის შესახვედრად, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ვიდგებით ისე, როგორც უნდა ვიდგეთ, ღმერთი იქნება ჩვენთან.

ღმერთი არის სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და ჩვენ, როცა ღმერთს ტაძარში არ ვუშვებთ და მრევლს არ ვუშვებთ ღმერთთან და შუაში ვდგებით, ძალიან დიდ ცოდვას ვიდებთ თავზე. ჯობია წისქვილის ქვა დავიკიდოთ გულზე, ვიდრე ადამიანი არ მივუშვათ ღმერთთან. ვინც ეს გააკეთა ძალიან ცუდათ დაასრულებს მოღვაწეობას. არ მინდა ასე მოხდეს, იმიტომ, რომ კიდევ მეტი ქაოსი და უბედურება მოხდება ჩვენს ქვეყანაში. მჯერა რომ ეს აღდგომილი მაცხოვარი, რომელიც ჩვენ დღეს ვადიდეთ, რომელსაც შევხვდით როგორც მარიამ მარიამ მაგდანილენი, როგორც ღვთისმშობელი, ლონგინოზ ასისთავი, როგორც მონანული პეტრე, ასევე მჯერა, რომ ქრისტე გამოეცხადება იმ პატრიარქებს, იმ მღვდელმთავრებს, იმ მღვდლებს და ეტყვის, ოღონდ თავიანთი სახელებით კი არ მიმართავს, ერის კაცობის სახელებს ეტყვის, -გიყვარვარ, მე? კიდევ დაუტოვებს შანსს, რომ ასე აღარ გააკეთონ მომავალში და აღარ გაებან ცრუ და მოგონილი ჭირის გამო. არ დათმო ტახტი ქრისტესი. არ დათმო ეს სკოპტრა, არ დათმო ჯვარი, არ დაყარო იარაღი, თორემ იულიანე განდგომილივით დაგემართება და ძალიან მძიმედ და უსუსურად აღესრულები.

რა პატრიარქი ხარ, რა ეპისკოპოსი ხარ, შვილო, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, როგორ შეიძლება ასეთი საქციელი. ასეთ გარკვეულ მცირე ბრძოლაში, შენ რა მაგალითს მაჩვენებ. შენ ეზიარები და მე ტელევიზორიდან გიყურო? ვინ გასწავლათ ჩემო ძვირფასებო ასეთი რამე. მე მინდა და სახარებაც ამის სწავლებას გვაძლევს, რომ მაცხოვარი მათ სინდისის მიერად ამხილებს ყველაფერი რომ დაწყნარდება, დამშვიდდება და სამჯერ დაუსვამს კითხვას რუსეთის პატრიარქს, მსოფლიო პატრიაქრს და ვინც მათი ბედი გაიზიარა, შეეკითხება ქრისტე, -მიცნობთ, მე, გიყვარვარ? თუ გიყვარვარ დამწყემსე ცხოვარი ჩემი. კი არ გაუშვა და ჩაკეტო სახლში, არამედ უთხარი, რომ ნუ გეშინია. მაცხოვარი რომ აღდგება მიდის მოციქულებთან, სად? ჩაკეტილები არიან, შეშინებულები, ოღონდ ლოცულობენ, ეშინიათ იუდეველების. დახშულ კარში შედის ქრისტე და არ საყვედურობს,-"მშვიდობა თქვენდა". მე გაძლევთ მშვიდობას არა როგორც სოფელი იძლევა, იმიტომ, რომ სოფელი იძლევა ძალიან ცრუ მშვიდობას, რა მშვიდობაა დაინახეთ, ხომ? კბილებამდე შეიარაღებული ქვეყნები ატომური იარაღით და თუკი რამე არსებობს კანაკალებენ და ცახცხებენ.

ეს მშვიდობა არ არის ჩემო ძირფასებო, ესენი მშვიდობას ჩვენ ვერ მოგვიტანენ, მშვიდობას იძლევა იესო ქრისტე. მშვიდობა უნდა იყოს ჩვენს გულებში, ჩვენს სულებში და ნუ იყოფინ მომავალში ასეთი ქმედება. რაც დააშავეს მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერიაში, დაემხო ბიზანტიის იმპერია, გამრავლდა უსჯულოება, ცრუ ეპისკოპოსები და ცრუ პატრიარქები და თავზე დაგვექცა ყველაფერი. მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი მღვდელი ვარ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მიწევს მღვდლობა და თამამად იმიტომ ვქადაგებ, პატრიარქის კურთხევას ვასრულებ. პატრიარქმა რაც თქვა ჩვენ ჩავატარეთ ისე და ყველაფერი ისე ვილოცეთ, როგორი კურთხევაც მქონდა. ქრისტე კრებავს და ეშმაკი შლის. ქრისტე როცა ხელებგაშვილი ჯვარზე გააკრეს მთელს მსოფლიოს იხუტებს გულში და ამბობს: "მოვედით ჩემდა ყოველნო, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და განგისვენებთ თქვენ". "აღიღეთ უღელი თქვენზედა, რამეთუ ტვირთი ჩემი მსუბუქ არს". ეს არის ქრისტეს სიტყვები. ანტიქრისტე სულ სხვა რამეს იტყვის. ქრისტე ამბობს, "ეძებენ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი. დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ თქვენ".

ანტიქრისტე და უკვე დღევანდელი მისი მიმდევრები სხვა რამეს იტყვიან. გაუფრთხილდი შენს თავს, არ გაცივდე, ჩაიკეტე, არ გადაგედოს, ხელი არ ჩამოართვა, არ მოიკითხო, სტუმრად არ მიხვიდე. ლიტურგიაზე არ წახვიდე. მე რომ მეთქვა, არ წახვიდეთ ავადმყოფები კლინიკაში, რა დღეში ჩამაგდებდნენ წარმოგიდგენიათ? მე დაბალი ფიგურა ვარ, რომელიმე ეპისკოპოსს რომ ეთქვა, არ წახვიდეთ გაციებული ხალხი კლინიკაში რომ გადავარჩინოთ ქართული მედიცინა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი?

სამწუხაროდ, ვხედავ, რომ კარგა ხანი არ დალაგდება ქვეყანაში სიტუაცია. ნამდვილად არ მინდა, ეს დალაგებული და უფლის მოყვარული ქვეყანა აირიოს. ხალხი, რომ გონს მოვა და მოწყინდებათ ოჯახებში ჯდომა, მიხვდებიან თუ რა გაუკეთეს მათ სასულიერო პირებმა, მერე რა მოხდება ამაზე პასუხს ვეღარ ვაგებ. ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს, უნდა შევინანოთ, ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ მე შევცდი, შემეშინდა პეტრესავით, მოვინანიე და მოდი ერთად ვილოცოთ, ერთად ვიყოთ, იმიტომ, რომ განსაცდელის დროს იესო ქრისტე მარტო არასდროს ლოცულობს. როცა ადის თაბორის მთაზე, მიყავს პეტრე, იაკობი და იოანე. გამოეცხადება ელია და მოსე. როცა ყველაზე მძიმე პერიოდი მიდის, ჯვარცვა ვიდრე უნდა დაიწყოს გეთსემანიის ბაღში, მარტო არ მიდის, იქაც მიყვს, პეტრე, იაკობი და იოანე. ხომ შეიძებოდა ეთქვა, თქვენ წადით სახლებში, მე მარტო ვილოცებ და იქიდან მითხარით, -ამინ!. არა. ქრისტე გვაჩვენს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ, ერთად გადავიტანოთ ჭირი და ლხინი.

ღემრთმა დაგლოცოთ, აღდგომილი მაცხოვარი იყოს ჩვენთან და ჩვენ ვიყოთ მასთან და არასდროს აღარ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ამ პერიოდში მოვიქეცით. ეს იქნება ძალიან დიდი სასჯელი და ამას მოჰყება ძალიან ცუდი შედეგები. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ერთობით კვლავ გავაგრძელებთ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებას. ჩენთან არს ღმერთი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat