რატომ არ მყოფნის ძალა ღმერთში ვიცხოვრო?
რატომ არ მყოფნის ძალა ღმერთში ვიცხოვრო?
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.

- მე ბავშვობიდან მაწვალებს კაცთმოთნეობის ვნება. ვგრძნობ, რომ ძალზე ვარ დამოკიდებული ადამიანთა შეხედულებებზე. მინდა, რომ ყოველთვის "კარგად" ვჩანდე. ამის გამო ვკარგავ საკუთარ სახეს და ვფარისევლობ. ამისგან როგორ უნდა განვთავისუფლდე?

- ძალზე ადვილია გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, მაგრამ ქრისტიანობის ძალა იმაშია, რომ ჩვენ მტრების სიყვარული შეგვიძლია. ქრისტიანობა ის კი არ არის, რომ იყო მოღიმარი, ხუმარა, ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ სულიერად ფეხზე წამოდგე.

თუ სიცოცხლეში იმისთვის ვამბობთ კარგ სიტყვებს, რათა პასუხად კარგი სიტყვები გავიგონოთ, თუ კეთილს საქმეს იმიტსთვის ვაკეთებთ, რომ სანაცვლოდ იგივე მივიღოთ - ეს არ არის ქრისტიანობა. ჩვენ საფეხურით მაღლა უნდა ავიდეთ.

მამა პაისი ამბობდა: თუ ახლა მოვა ქრისტე და იტყვის, სამოთხე გადაივსო და ადგილი აღარ არისო, რით ვუპასუხებთ? "კარგი, არ არის და ნუ არის, ცოდვილი ცხოვრებით ვიცხოვრებთ", - ნუთუ ასე ვეტყვით? წმინდანები ასე არ უპასუხებდნენ, ისინი სიკეთეს სამოთხისთვის კი არა, თვითონ სიკეთისთვის აკეთებდნენ.

- მე და ჩემმა ცოლმა ღვთისმეტყველების ინსტიტუტი დავამთავრეთ. ჩვენ შესანიშნავი ოჯახი გვაქვს, ხუთი შვილი გვყავს. გარეგნულად ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად რწმენა დავკარგეთ, ლოცვაც კი არ შეგვიძლია - სრულიად გულგრილნი ვართ.
ჩვენთან ბევრმა დაამთავრა სემინარია, საღვთისმეტყველო კურსები და ღვთისმეტყველების ცოდნამ ავნო მათ ცოდნას - სახარების კითხვაც კი აღარ შეუძლიათ. როგორც ეკლესიური ადამიანები, როგორ განვთავისუფლდეთ ეკლესიური გულგრილობისგან? როგორ ვძლიოთ ნების პარალიზებას, თუ ბედზე ფიქრები სასოწარკვეთაში გვაგდებენ?

- ძალზე რთული შეკითხვაა. მამა სოფრონი (სახაროვი) ჰყვებოდა, თუ როგორ გახდა იგი მონაზონი. მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ნიჭიერი მხატვარი გახლდათ, მაგრამ რაღაც სიცარიელეს გრძნობდა შიგნით. იგი მაშინ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს ფლობდა, მაგრამ გულში სიმშვიდე არ ჰქონდა. ამგვარ სასოწარკვეთის ატმოსფეროში მან გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე ღმერთისთვის მიეძღვნა. "მე არ შემეძლო საკუთარი შინაგანი მრწამსის არგუმენტირება, მაგრამ გადავწყვიტე, ღვთისმეტყველების სასწავლებლად წავსულიყავი ღირსი სერგის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. იქ ყველანი ღმერთზე საუბრობდნენ, მაგრამ მე იქ ღმერთი ვერ ვიპოვე. მთაწმინდაზე, სადაც მე მივედი, ღმერთზე არავინ საუბრობდა, მაგრამ მთელი ცხოვრება მისთვის ჰქონდათ მიძღვნილი. მოვეწყვე რუსულ მონასტერში და მხოლოდ ექვსი თვის მერე გავიცანი წმინდა სილუან ათონელი. ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ჩემს ცხოვრებაში".

ასე მისცა უსწავლელმა რუსმა გლეხმა მას ღმერთზე ცოდნა - თვითონ კი წმინდა სილუანს ღმერთზე წიგნიდან კი არ შეუტყვია - უფალი სამგზის გამოეცხადა.

სასოწარკვეთა და ამსოფლიურ საქმეებსა და თვით სულიერ საკითხავში იმედგაცრუება შეიძლება ღვთის პოვნისთვის წინამძღვრად იქცეს. როცა კაცი შეიცნობს ამ სოფლის ამაოებას, იგი მიუახლოვდება ღმერთს - არა იმდენად წიგნებითა და საშინელი სამსჯავროს შიშით, რამდენადაც თავისი გულის სულიერი მოთხოვნილების მიერ.

დაე, ამ კაცმა მოიცილოს თავიდან აკვიატებული კითხვები. ეცადოს, ცოტათი მოშორდეს დამთრგუნველ პრობლემებს. დაე, ევედროს ღმერთს აღგზნებისა და ზედმეტად დაძაბვის გარეშე, დაე, უბრალოდ მადლობა გადაუხადოს ღმერთს იმისთვის, რაც იყო, და იმისთვის, რაც არის და შესთხოვოს უფალს, განუმხილოს გზა, რომელსაცა ვიდოდეს.

მონაზვნურ ცხოვრებაში შეიძლება ჩამობნელდეს, სასოწარკვეთამ შეუტიოს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დროებითია. ჩვენ უნდა დავმდაბლდეთ, რადგანაც ჩვენი დაფარული სიამაყე და პატივმოყვარეობა ზოგჯერ გამოავლენს ხოლმე თავს.

უფალი არ მალავს თავის ნიჭებს, არამედ უგზავნის იმათ, ვინც სიმდაბლით და შემუსვრილი სულით მოუწოდებს. მე ვლოცულობ და მსურს, ღმერთმა ჩვენ ყველანი მოგვიხილოს და განგვანათლოს.

მთაწმინდაზე სხვადასხვა ადგილიდან მოდიან ადამიანები. ღირს ათანასე ათონელს ჰყავდა მოწაფეები სიცილიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მთაწმინდა მთელ მსოფლიოზეა გადაშლილი - ყოველი კაცი, რომელიც ამგვარი სახით ცხოვრობს, მთაწმინდელი გახლავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, დაე, ილოცოს ჩვენთვის და გვაკურთხოს, მისი ლოცვები იყოს ყველა ჩვენგანთან!

მორწმუნეთა კითხვებს პასუხობს მამა არსენი (ბურეზარიტისი), ქილანდარის მონასტრის კუთვნილ ბურეზარის სკიტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელიის მოძღვარი.

- გამარჯობა, მე მქვია ტატიანა, ოცდახუთი წლის ვარ. ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა არჩევანი უნდა გავაკეთო: გავთხოვდე (კონკრეტულად არავინ მყავს ამორჩეული) თუ თავი ღმერთს მივუძღვნა, მონასტერში წავიდე. არსებობს რაიმე ნიშნები, რომლითაც უფალი მონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდებს? მომეხმარეთ გავარკვიო, რა გზას დავადგე.

- ერთმა მთაწმინდელმა მამამ თავის დროზე ამგვარ შემთხვევაში მიპასუხა, რომ თუ ყმაწვილს ანდა გოგონას ამგვარი შეკითხვა ებადება: რომელი გზა აირჩიოს ცხოვრებაში - დაოჯახება თუ მონაზვნური ცხოვრება მარტოობაში - უკვე ეს მოწმობს უფლისაგან მის განსაკუთრებულ გამორჩეულობაზე.

ასეთი ადამიანის შიგნით გაისმის ერთგვარი ხმა, რომელიც მოუწოდებს, თავი ანგელოზებრივ ცხოვრებას მიუძღვნას, - ეს უკვე ნიშანია უფლის მხრიდან. ასეთმა ადამიანმა განსაკუთრებულად უნდა ილოცოს: უფალო, "მასწავე მე, რათა ვყო ნებაი შენი" (ფსალმ. 142).

ეს გოგონა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უფალი ზრუნავს ჩვენი ცხოვრების ყველა წვრილმანზე, და იგი თავის დროზე უჩვენებს თავის ნებას მისი ცხოვრებისეული გზის შესახებ. მაგრამ უნდა გაიგოს, რომ მას აწევს სრული პასუხისმგებლობა თავის არჩევანზე. რა თქმა უნდა, ის უნდა მოეთათბიროს თავის მოძღვარს, აიღოს მისგან კურთხევა, თუმცა გადაწყვეტილება მთლიანად მის ნებაზეა დამოკიდებული.

- შეიძლება ერისკაცმა დამოუკიდებლად ისარგებლოს იეროთეოს ვლახოსის წიგნის "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის" რჩევებით?

- მისი რჩევები არ გახლავთ წმინდა მამათა რჩევები. თუ მისი წიგნით დამოუკიდებლად ისარგებლებს, კაცს შეიძლება მოეჩვენოს, რომ არ სჭირდება აღსარება და სულიერი ხელმძღვანელობა.

KARIBCHE

ქილანდარის მონასტერი

სულიერი ხელმძღვანელი უნდა იყოს მოძღვარი, რომელმაც იცის კონკრეტული ადამიანის გულის საიდუმლოებანი. იგი დაეხმარება მას ყველა რთული სიტუაციის გარკვევაში. ხოლო თუ კაცი საკუთარი თავის ხელმძღვანელობას დაიწყებს და ძირითადად წიგნებს დაეყრდნობა, უბრალოდ გზა აერევა - შესაძლოა ხიბლში ჩავარდეს, ანდა რაიმე ერესში.

- რომელ ლოცვით კანონებს ასრულებენ ათონელი მონაზვნები?

- სხვადასხვა საფეხურის მონაზვნობა არსებობს. მორჩილთა ლოცვით კანონებს მათი შესაძლებლობისდა მიხედვით მოძღვარი განსაზღვრავს. ძირითადად არის რამდენიმე ასეული იესოს ლოცვა და დაახლოებით 30 დიდი მეტანია იესოს ლოცვასთან ერთად. ანაფორაშემოსილი მონაზონი ამბობს შვიდას იესოს ლოცვასა და ოთხას ღვთისმშობლის ლოცვას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ". დიდსქემოსნის ლოცვითი კანონი შეიცავს იმავე რაოდენობის იესოსა და ღვთისმშობლის ლოცვებს და მას ჩვეულებისაებრ ემატება ასორმოცდაათი დიდი მეტანია (მოძღვრის კურთხევით, შესაძლებელია სამასიც იყოს).

- როგორ ვისწავლოთ იესოს ლოცვა?

- მონაზონთათვის ეს, პირველ რიგში, მოძღვრისადმი სრული დამორჩილება და დაჯერებაა. ნეტარსახსენებელი ეფრემ კატუნაკელი ამბობდა, რომ მორჩილებას და მოძღვრის დაჯერებას მოაქვს ლოცვა, ლოცვა კი ნაყოფის მომცემია ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო აზრისთვის.

რაც შეეხება ერისკაცს, მათთვის ცოტა სხვანაირად არის, რადგანაც არ არსებობს ისეთივე კავშირი (როგორიც მონაზვნებშია) მისი ლოცვისა მოძღვრისა და სულიერი ხელმძღვანელის მორჩილებასა და დაჯერებასთან.

წმინდა გრიგოლ პალამა ურჩევდა მონაზვნებსა და ერისკაცებს, ელოცათ იესოს ლოცვა. წმინდა მოციქული პავლეც ასევე ურჩევდა: "მოუკლებლად ილოცევდით". ამიტომაც შეძლებისდა მიხედვით უნდა ვილოცოთ.

- შეუძლია ერისკაცს სკვნილის გამოყენება იესოს ლოცვისას?

- დიახ, შეუძლია.

- ბევრს აინტერესებს, თუ როგორ იცხოვროს ღვთის ნების მიხედვით?

- თუ ამ შეკითხვის მომცემნი წმინდა წერილს კითხულობენ, პასუხს სახარებაში მოძებნიან. მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკის თანახმად, დამატებით უნდა წავიკითხოთ წმინდა მამათა განმარტებები, რათა შევძლოთ, მათ ღვთივშთაგონებულ კომენტარებთან ერთად სახარებაში დავინახოთ ღვთის წმინდა ნება, რომელიც ჩვენ გვეხება. სახარება გვიჩვენებს, როგორ ვიცხოვროთ და მივყავართ მას წმინდა მამებთან, ხოლო წმინდა მამები სახარებასთან გვაგზავნიან.

- გვწერს დედა, რომლის ვაჟიც გაჩენიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი კითხულობს, როგორ ილოცოს მისთვის? მან ბავშვს ნიკოლოზი უწოდა და მისთვის, როგორც ნიკოლოზისთვის, ლოცულობს. იგი კითხულობს, სწორად თუ იქცევა, რადგან მისი მონათვლა ვერ მოასწრო.

- ჩვენი წმინდა კანონების მიხედვით, მხოლოდ პირად ლოცვებში შეიძლება მოუნათლავი ბავშვის მოხსენიება. პროსკომიდიაში მოუნათლავის მოხსენიება არ შეიძლება. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი შეიძლება მას ადგილობრივმა მღვდელმა გასცეს, რომელთანაც აღსარებას ამბობს.

- ჩვენთან (რუსეთში) ამ დროს წმინდა მოწამე უარის კანონს კითხულობენ.

- დიახ, ეს ადგილობრივი პრაქტიკაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება.

- ასეთი ემოციური შეკითხვა გვაქვს: ადამიანი ცდილობს ღვთისკენ სიარულს, მაგრამ არ გამოსდის, ის ეცემა, სასოწარკვეთილებაშია. იგი გვწერს: "მე მიყვარს ჩემი მართლმადიდებელი სარწმუნოება. სულ მეტირება, რომ მუდმივად არ მაქვს გულისმიერი ლოცვა. მხოლოდ მაშინ, როცა ძალზე ცუდად ვარ, გულიდან ამომსკდება ყვირილი, შეწევნას ვთხოვ - ღმერთი შეისმენს, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება - სიზარმაცე, დაპირება... რატომ არ მყოფნის ძალა ღმერთში ვიცხოვრო, მცირედმორწმუნე არ ვიყო?

- ეკლესიის წმინდა მამები და განსაკუთრებით წმინდა მარკოზ მოსაგრე ამბობს, რომ ჩვენ სამი მტერი გვყავს: დავიწყება, სიზარმაცე და ურწმუნოება. საჭიროა ბევრი მოთმინება და სულიერი სწრაფვა, ბევრი დრო, უპირველესად კი სულიერი ხელმძღვანელობა, რათა წარმატებით ვებრძოლოთ ამ სნეულებებს.

ჩვენ სრულ თავმდაბლობას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ურყევნი ვიქნებით სულიერი ვარჯიშისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ჩვენს პირველმშობელთა დაცემის მერე ყველაფერი ცვალებადი გახდა. ნათლისღების მერე კი ღვთის შეწევნით გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სულიერი ღვაწლით მივაღწიოთ მადლმოსილ მდგომარეობას და, როგორც ამბობენ ღვთისმეტყველები: "გავხდეთ მადლისმიერი ღმერთი".

- როცა ბიბლიას ვკითხულობ, არ მტოვებს იმის გრძნობა, რომ ძველი აღთქმის მოვლენა დაკავშირებულია ჩვენს პლანეტაზე არამიწიერი ცივილიზაციების სტუმრობასთან. მე მორწმუნე, მართლმადიდებელი კაცი ვარ. მსურს შევიტყო პატივცემულ ათონელ მამათა აზრები ამ საკითხზე.

- ამგვარი აზრი ევროპაში 30 წლის წინათ გამოჩნდა. შვეიცარიელმა ერიხ ფონ დენიკენმა კომენტარი გაუკეთა ძველი აღთქმის სხვადასხვა ფრაგმენტს და ბევრი მოვლენა ერთმანეთთან დააკავშირა. მაგალითად, იერიქონის კედლების დანგრევა არამიწიერი ცივილიზაციების ვიზიტთან.

მის მსგავს მატყუარებს უზნეო ცხოვრების წესი აქვთ და სხვებსაც ატყუებენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები იმის შესახებ, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმისთვის ამზადებს და ახალი აღთქმა აღავსებს და სრულყოფილს ხდის ძველ აღთქმას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat