როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ქორწინების დროს არჩევანის გაკეთება?
როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ქორწინების დროს არჩევანის გაკეთება?
გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი:

-არჩევანის მიღებაში ყოველთვის ღმერთი აძლიერებს ადამიანს, თორემ ადამიანს როგორც წმინდა მამები ამბობენ, თავი თვისით არაფერი შეუძლია. სიტყვასაც კი ვერ იტყვის  თუ არ იქნება მასთან სულიწმინდის მადლი. ოჯახის შექმნა  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ღვთისგან უნდა ხდებოდეს. ღვთის გარეშე, როდესაც   ხდება, იმ ადამიანთა მხრიდან ვისაც გონება ქრისტესი არ აქვს,  ვისაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა არ აქვს, მას არ აქვს სწორი შეხედულება ქორწინებასთან მიმართებაში. არ იცის რა არის მეუღლეობა,  მეორე ნახევრობა.   აბსოლუტურად სხვა მოლოდინიც აქვს ქორწინებასთან მიმართებაში. ფიქრობენ, რომ სხვა უნდა ცხოვრობდეს მისთვის და სხვა  აბედნიერებდეს მას. სხვა უნდა იყოს გამღები, თვითონ კი  ყოველთვის მიმღები. სინამდვილეში  პირიქით არის.  ჩვენ უნდა ვიყოთ გამცემი,  ეგოცენტრული საწყისების დამთრგუნველნი და სხვისთვის ვცხოვრობდეთ. ეს არის თავგანწირვა და ეს არის მეუღლეობა. ამიტომაც ამბობს პავლე მიციქული: "არავინ თავი თვისი  მოიძულის, არამედ ზრდი და ჰფუფუნებდ მას". ასევე უნდა იყოს მეუღლე, ამ შემთხვევაში პავლე მოციქულს, მამაკაცებზე აქვს ყურადღება  გამახვილებული,  - "ვისაც უყვარს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს". საკუთარ თავთან არის გაიგივებული ცოლის სიყვარული, საკუთარ თავთან არის ცოლზე ზრუნვა გაიგივებული და ვინც ცოლის ჯანმრთელობაზე, ცოლზე ზრუნავს საკუთარ თავზე ზრუნავს. ვინც ცოლზე არ ზრუნავს საკუთარ თავზე არ ზრუნავს. ასევე ძალიან მაღალი ნიმუშია გახსენებული კორინთელთა პირველ ეპისტოლეში, როდესაც საუბრობს,  როგორც ეკლესიის თავი არის ქრისტე, ასევე ოჯახის თავი და ცოლის თავი არის ქმარი.  ამ ქრისტოცენტრულ აზროვნებას როცა არის  მოკლებული ადამიანი, მერე უკვე ბევრი პრობლემა იჩენს თავს.
ოჯახის შექმნის მოთხოვნა ყოველთვის სწორია.  ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ვინ არის ადამისთვის ევა? შემწე მისი შესაფერისი. ებრაულ დედანში არის  ძალიან საინტერესო სიტყვები ნახსენები და ქართულშიც კარგად არის ნათარგმნი, ადამი არის არა მარტო მეორე ადამიანის მაძიებელი, არამედ გამიჯნურებული, შეყვარებული ადამიანი. როდესაც ხედავს ევას მას პირევლი სამიჯნურო, საარშიყო სიტყვები აღმოხდება გულიდან ევასთან მიმართებაში და ამბობს: "ის კი ნამდვილად ძვალია ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, დედაკაცი ეწოდოს მას". ანუ შეყვარებული ადამიანის პოზიციიდან ლაპარაკობს ადამი და არა უბრალოდ იმის გამო, რომ მას შემწე შესაფერი არ ყავს. ყველა ამ გრძნობას და ამ ნაბიჯს წინ უნდა უძღვოდეს სიყვარული. სიყვარულით უნდა იყოს განპირობებული. რაც შეეხება შიშს და სურვილს, რომ ადამიანი უნდა იყოს დაოჯახებული რა თქმა უდნა უნდა ჯანსაღი სურვილია. მოტივაცია არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ შვილიერება არ არის ქორწინების და ოჯახის მიზანი. სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, თუკი გარკვეული ანატომიური და ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან ერთს ან მეორეს წყვილთაგან და ეს მოძღვრისთვის ცნობილია, მაინც იწერენ ჯვარს და  დგება ოჯახი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შვილიერება მხოლოდ არ არის ქორწინება და მხოლოდ შვილიერებაზე აქცენტირებული.
-მნიშვნელოვანია თუ არა ასაკობრივ სხვაობაზე ყუარდღების გამახვილება?

-ასაკობრივი სხვაობაც არის პირადად ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის.  ჩემი მეუღლე რამენიმე წლით არის ასკით უფროსი.  ყურადღებას როდესაც ამახვილებენ ასაკზე, ეს უკვე მეორე და მესამე ხარისხოვანია და  სულიერად არაჯანსაღი მდგომარეობაა. მეუღლეებს შორის სულიერი მიზანი ქრისტე უნდა იყოს. ზოგი ფიქრობს,  მხოლოდ სულიერი სიმპათია უნდა იყოს, ვიდრე ხორციელიო. ვერავინ იტყვის ამას, რადან ქორწინების დროს ანთროპოლოგიის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ღმერთმა  მოგვცა სხეული ანუ ანატომიური ნაწილი, ფსიქოსომატური ნაწილი და უკვდავი სული.  ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ქორწინება. უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს სულიერი ერთობა. ქრისტესში ყველაფერი ერთიანდება და ბალანსდება. ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ითხოვოს ადამიანმა დაოჯახება.  კარგია თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ხატთან მივალთ, როგორც დედასთან და ამ დროს ვითხოვთ შემწეობას. დაუშვათ, ვინმე ადამიანი არის ჩვენს გულთან ახლოს, შეიძლება ეს არ არის ჯერ სიყვარული, მაგრამ სიმპატია არის მისდამი და  სურვილი გვაქვს ის იყოს ჩვენი მეორე ნახევარი, მივიდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და ვთხოვოთ როგორც დედას ევედროს მის ძეს და ჩვენს ღმერთს, მეოხ გვეყოს ჩვენს წინაშე მისსა, რომ თუ ჩვენი სულებისთვის ანუ ჩემი და იმ ადამიანის სულისთვის სათნოა ჩვენი შეუღლება, აკურთხოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ?  თუკი ჩვენი ურთიერთობა არ შედგება  ვიცით, რომ ეს ღვთისგან იქნება გარკვეულწილად ნაკარნახევი. ღმერთი როდესაც არ გვაკურთებს გული არ დაგვწყდება.  თუ გვაკურთხა ვიცით, რომ ღვთისგან არის და თუ არ გვაკურთხა ე.ი. არ არის ღვთისგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat