ყველა ერთმანეთისთვის და ღმერთი ყველასათვის
ყველა ერთმანეთისთვის და ღმერთი ყველასათვის
- ყველას მოგილოცავთ დამდეგ ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობას. ვიდრე დადგება ეს დღე, მცირედი შესავალი მინდა გავაკეთოთ,
მოდით შევაჯამოთ მთელი წლის ჩვენი ცხოვრება, მოღვაწეობა, აზროვნება. გავიზარდეთ თუ არა. მოხდა თუ არა ჩვენი ცნობიერი ზრდა, აქ იგულისხმება ქრისტიანული ასპექტი და ასევე ჩვენი ჰუმანური, შინაგანი სამყაროს ზრდადობა,-გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ამას წინათ ვფიქრობდი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ჰუმანური ხასიათი, მაგრამ არ აქვთ რწმენა ღმერთის. დავაკვირდეთ თანამედროვე სამყაროს და ამ სამყაროში ჩვენს თავს, იმიტომ, რომ ადამიანი არის მიკრო კოსმოსი, მთელი სამყაროა ერთი ადამიანი. ადამიანის გონება, სული არის ერთად აღებული, ერთი უზარმაზარი სამყარო. ადამიანითვის შეიქმნა ეს სამყარო და ამიტომ არის ადამიანი ასეთი. რატომ არ არის ცხოველი ასეთი? ადამიანს შეუძლია იყოს მთელი სამყარო.

დავაკვირდი წლევენადელი წლის პირადად ჩემს და საზოგადოების ცხოვრებას, დავაკვირდი - ზოგადად მთელს მსოფლიოში როგორ ვითარდება ზნეობრივი საკითხი და ასეთი სათაური მოვიფიქრე, "ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის".

ნებისმიერ ადამიანში არსებობს ჰუმანიზმი და ეს ჰუმანიზმი ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი თავისთვის და არა მარტო თავისთვის, თავისი ახლობლებისთვისაც შეიძლება იყოს ჰუმანური. ამ ჰუმანურობაში იგულისხმება ერთი ასეთი საკითხი: შეიძლება მოწყალებაც გასცე და სხვა რამ მოიმოქმედო, მაგრამ დგება მეორე საკითხი - სად არის აქ ღმერთი? მოხდა თუ არა ჩვენი სულიერი ზრდა ღმერთში?

ჩვენში არსებობს ასეთი ჰუმანიზმი, ყველა ჩვენთვის ვართ და ღმერთი ყველასთვის არის. ჩვენ აღარ ვართ ღმერთისთვის. რომ დავაკვირდი წლევანდელ წელს, ასეთი რამ აღმოვაჩინე, საკუთარი თავიდან ვიწყებ და არა სხვა ადამიანებიდან. მოდით ყველამ ჩვენს თავს შევხედოთ, ამაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც იგულისხმება, რომ ყველა ვართ ჩვენთვის და ღმერთი ყველასთვის არის. ჩვენ მივდივართ ღმერთთან? ღმერთი მოდის ადამიანის გულთან, აკაკუნებს ადამიანის გულის კარზე, იქ, ამ გულის მიღმა არის ადამიანი, იქ არსებობს დიდი ჰუმანიზმი, იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, მაგრამ არ არსებობს სრულყოფილება.

მინდა გითხრათ, რომ ჰუმანურობა არ არის გარანტი სრულყოფილებისა. სრულყოფილება ეს არის ჰუმანურობაზე დიდი მოვლენა. როგორც ბერი არსენი იტყოდა, ჩვენს მოქმედებებში იცვლება ჩვენი ხასიათი. ჩვენ როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვფიქრობთ, როგორ ვაზროვნებთ. შეიძლება ისე არ ვფიქრობთ, როგორც ვმოქმედებთ, შეიძლება ცუდად ვფიქრობთ, მაგრამ დადებითად ვიმოქმედეთ, რადგან ეს ცუდი შინაგანი სამყარო გვინდა შევაჩეროთ.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან: ყალბად ხომ არ მოვიქცევი? ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ კარგია კარგი ქცევა, მაგალითად, მოთმინება ან რაღაცის დათმობა, მაგრამ არ ვიქცევით ასე იმის გამო, რომ მე ასე არ ვფიქრობ და როგორც ვფიქრობ ისე უნდა გავაკეთო, აბა ყალბი ხომ არ ვიქნები? ამ დროს ხარ უფრო მეტად ყალბი, ვიდრე მოქმედებით.

როცა იმოქმედებ, დაინახავ, რომ ამ მოქმედებაში არის ნეტარება და შემდგომ ეთანხმები მას. ამას ადამიანები ვერც ვიტყვით და ვერც ვიფიქრებთ, თუ არ განგვიცდია საკუთარ თავზე.

როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა, მარტო წიგნებიდან დანახული არ კმარა. არსებობს ისეთი რამ, რაც არ იცოდა თავადმა და იცოდა გლეხმა. არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არსებობს სამყაროში, და ეს რაღაც ჩვენს შინაგან სამყაროს ზრდის.

პირადად მე ძალიან ნაკლებად მქონდა ასეთი ურთიერთობა საკუთარ თავთან. ეს არის ჩაღრმავება საკუთარ თავთან. უღრმავდებით თუ არა საკუთარ თავს? ვითარდებით თუ არა ასე?

ხშრად გვგონია, რომ ჩვენი მოქმედება სწორია, თუნდაც ჰუმანური იყოს, მაგრამ ამ მოქმედებას არ გადავამოწმებთ არც სახარებისეულად, არც მოძღვართან, ვიმოქმედე თუ არა სწორად. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს საკუთარ თავთან ურთიერთობა.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩემში არაფერი იცვლება. განა ცოდვა, ცოდავდ არ დარჩება? განა უცოდველები ვიქნებით? არა, მაგრამ არ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი, ფიქრი. ჩვენ ადამიანურ ჰუმანიზმს ასეთ სახელს ვარქმევთ, ეს არის ქრისტიანობა, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა. დავაკვირდეთ, ეკლესია გასულ წელს მუდმივად თავის დაცვის რეჟიმში იყო. იცავდა საკუთარ თავს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თავადაც ვერ გაგვიგია რა არის მთავარი. ქრისტიანობა არის ბევრად დიდი, ვიდრე საკუთარი თავის მართლება, აი, ამაზე არ მიდის მსჯელობა. ჩვენ ვერ წარმოვადგინეთ ეკლესია, პირადად მეც, ვერც სამრევლომ. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს საკუთარი თავის სწორი კრიტიკა. არ არსებობს აღსარება.

იტყვით, როგორ თუ არ არსებობს აღსარებაო და მართალიც იქნებით, მაგრამ მოდი ვთქვათ, არის ეს აღსარება? რამდენად არის ეს აღსარება. რამდენად არის ეს გააზრება და შინაგანი სიღრმეების აღმოჩენა. არ არსებობს უფრო მეტის დანახვის მონდომება. ეს მონდომება არის ჩვენს გონებაში.

უფალი ბრძანებს, შეიცნეთ ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა თქვენითა. ჩვენი შემეცნების სამი გრძნობა, სამი მოქმედება არის ინფანტილური ანუ ბავშვური. ან გონებაა ინფანტილური ან გული. რას ჰქვია დაეთანხმოს ადამიანი საკუთარ გონებას ან საკუთარ გულს. გარეგნულად შეიძლება ჩვენ ვიბრძვით ალამი ავწიოთ, მაგრამ შინაგანი სამყარო ამას არ გვეუბნება. გამარჯვება ჩვენს ხელშია. გამარჯვებას ხშირად ჩვენი ეგოცენტრიზმით არ ვაღწევთ. ალამს დაბლა ვწევთ. ამიტომაც არსებობს ადამიანის გაორება. გონება როგორც ეპისკოპოსი, როგორც ზედამხედველი სულისა და გულისა, არ ზედამხედველობს საკუთარ სამყაროს. იმ სამეუფეოს, რომელიც არის მთელი სამყარო ადამიანისა.

როგორ იქნები სრულყოფილი, თუ შენი ზედამხედველი ანუ შენი გონება არ არის ზედამხედველი შენი სულისა. მუდმივად მაკონტროლებელი. აქ უკვე მივედით უდიდეს პრობლემამდე, ეს არის არა მარტო ჰუმანური პრობლემა, არამედ ეს არის სულიერი პრობლემა. ამ სულიერი პრობლემის განკურნება შესაძლებელია დიდი აღსარებით.

ჩვენ ვართ ჰუმანურები თუ ამასთან ერთად ვართ კიდევ მორწმუნეები? დავსვათ ეს კითხვა საკუთარ თავთან და განვიხილოთ ჩვენს სამყაროში. ამის შემდეგ - ჩვენს სულიერ მოძღვრებთან: ვართ თუ არა ჩვენ ღვთის მორწმუნე ადამიანები, თუ ვართ რელიგიურები და რწმენა ჩვენგან შორს არის?

პავლე მოციქული ამბობს, რომ რელიგიურობა არ ნიშნავს მორწმუნეობას. ხშირად არის, როცა რელიგიური ადამიანი არ არის მორწმუნე, ასეთ რელიგიურობას სჯობს საერთოდ არ იყოს რელიგიური და იწყებდეს ღმერთის ძიებას. ადამიანი როცა რელიგიურია და არ აქვს რწმენა ანუ სიყვარული, რომელიც ყველა კანონზე დიდია, ეს ჩანს პატარა მოქმედებაშიც კი, მაგალითად, როცა ბავშვი მოგაწვდის შოკოლადს და გეტყვის, ჭამეო და დაიწყებ კვლევას, არის თუ არა ის სამარხვო, ამ შემთხვევაში შენ არ გწამს ღმერთის. ეს არის ადამიანისადმი პატივისცემა.

არსებობს ანთროპოლოგიური საკითხი, ადამიანი არის ცენტრი, ღმერთი არის ამ ცენტრის კიდევ დიდი ცენტრი. თუ ანთროპოლოგიურად და სულიერადაც ერთობლივად არ ვიაზროვნებთ, ვერც ღმერთს შევიყვარებთ და ვერც ადამიანს. თანამედროვე პრობელმა ეს არის. ეკლესიის მისია არის გადარჩენა. ეს არის გონიერი და სულიერი გადარჩენა. თუ არ გადავრჩით გონებით, ვერ გადავრჩებით სულით. ასე დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ყველა ერთმანეთისთვის და ღმერთი ყველასათვის. ეს არის ჩვენი მოვალეობა და არა ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის. ღმერთი ისედაც არის ყველასთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat