არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს
წმინდა მამათა განმარტებით: თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ იმისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ შეერიგებინა ღვთიური სიმართლე ღვთის მოწყალებასთან, რათა დაეყუჩებინა ზეციური მამის სამართლიანი რისხვა ჩვენ მიმართ. ამიტომ იგი უდიდესი მემშვიდობეა, "თავადი მშვიდობისა", როგორც მას უწოდებს ძველი წინასწარმეტყველი (ისაია 6,9). ჯვარზე დაღვრილი სისხლით მან ყოველივე დაამშვიდა როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზე. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რომელთაც დამშვიდებული სინდისი აქვთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, რომელნიც პირველნი ეძიებენ შერიგებას და ლოცულობენ თავიანთი მტრებისთვისაც. ისინი "მშვიდობის მოძულეებსაც" კი უსურვებენ მშვიდობას, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, რომელსაც ზედმეტი და უსარგებლო სიტყვის თქმაც კი აშინებდა, რათა ამით მოყვასი არ შეურაცხეყო. ნეტარნი არიან, რომელნიც მთელი ქვეყნის მშვიდობას შესთხოვენ უფალს და გადამტერებულთ არიგებენ. ყველგან მშვიდობასა და სიყვარულს ამკვიდრებენ. ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც ცოდვილებს სინანულისკენ მიაქცევენ და არიგებენ უფალთან. ნეტარნი არიან, რომლებიც ურწმუნოებს მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცევენ; ეკლესიის ურჩ შვილებს - სექტანტებსა და განხეთქილებათა შემომტანებს არიგებენ თავიანთ მშობელ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ყველა ეს მშვიდობისმოყვარენი ემსგავსებიან ღვთის ძეს - ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. აი, ამიტომ ჰპირდება მათ ასე დიდ საბოძვარს, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ; მარტო სახელით კი არა, არამედ სინამდვილეში მადლით იქნებიან ღვთის შვილნი. როგორ უნდა დავთრგუნოთ და განვდევნოთ ჩვენი არსებიდან სიძულვილი, მტრობა, შურისძიება, ღვარძლიანობა და ვეცადოთ მოვიპოვოთ სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, სულგრძელობა - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- მემშვიდობე შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თავად მოიპოვა შინაგანი სიმშვიდე. ეს კი მრავალსაფეხურიანი ფსიქოლოგიური პროცესია. ბერ ნიკოდიმოს მთაწმინდელს შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად აღწერილი აქვს სათნოებათა სისტემა - მორჩილება, სინდისიერება, ვნებათაგან თავშეკავება, მოთმინება, სიყვარული და სხვა. როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, მეტადრე ჩვენს დაძაბულ დროში, სათნოებათა ამ რთულ კიბეზე ასვლა?

- მოციქული პავლე ბრძანებს: "თუ შეგიძლიათ, ყველასთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგო". ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს" (რომ. 12,18-21). ჩვენი ეპოქა მართლაც ძალიან რთულია და მშვიდობისმყოფელობის მომენტი უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს. ადამიანები მიიდრიკნენ ეგოიზმისკენ, თავშეუკავებლობისკენ. მძიმე სოციალური და სტრესული ფონიც განაპირობებს იმას, რომ ხშირად ვერ თოკავენ ემოციებს, ადვილად გამოდიან მწყობრიდან, არ თმობენ, ეჩხუბებიან, ეკამათებიან სხვას და ა.შ. დაიკარგა ის მოთმინების უნარი, რაც ესოდენ სჭირდება ადამიანს, მეტადრე ქრისტიანებს. ადამიანები ისე არიან მოცულნი მატერიალური პრობლემებითა და საფიქრალ-საზრუნავით, რომ სხვათა შესარიგებლად კი არა, საკუთარ ოჯახებში უთანხმოების აღმოსაფხვრელადაც არ ჰყოფნით ძალა. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის ფსიქიკა მეტად შევიწროვდა და ძალიან ბევრი ქრისტიანული სათნოებისთვის, ამა თუ იმ ნეტარების მოპოვებისკენ სწრაფვისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, კეთილგანწყობის დაკარგვა.

სიმშვიდე, მორჩილება, თავმდაბლობა - ეს თვისებები გულისხმობს, რომ მოთმინებით გადავიტანოთ წყენა, რომელსაც გვაყენებენ გარშემომყოფნი, არ გამოვამჟღავნოთ მათ მიმართ მრისხანება, სიავე, გულღრძოობა. მემშვიდობე დარდობს, უფალს ევედრება, რომ ხსნა მოუვლინოს მოყვასს, რომელსაც მშვიდობიანი განწყობა არ აქვს. უნდა ითქვას, რომ ასეთი სათნოებით დაჯილდოებული ადამიანი, მიუხედავად ჩვენს ეპოქაში გამეფებული ტოტალური გულგრილობისა და სისასტიკისა, მაინც მეტად კეთილ გავლენას ახდენს ირგვლივ მყოფებზე, გულს ულბობს ყველაზე მრისხანე ადამიანსაც კი. თუმცა ხშირად ვხვდებით საწინააღმდეგოსაც. თუ სასტიკსა და მრისხანე კაცს უთმობენ, პატიობენ, სისასტიკითვე არ პასუხობენ, თავხედდება და კადნიერდება, უფრო ზღუდავს და ავიწროებს სხვას. ეს მანკიერი თვისებაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ჩვენს არსებაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ბუნება მეტად ცოდვილია და თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ბევრ ბნელ და უკეთურ შრეს აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც მოთქვამენ წმინდა მამები ადამიანის დაცემული ბუნების გამო. ისინი თავიანთ თავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოდვილებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სხვაზე უკეთ ხედავდნენ და უღრმავდებონენ ზოგადად ადამიანის ამ მეტად შავბნელ ლაქებს.

- წმინდა მამები გვირჩევენ, ვიფრთხილოთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა ჩვენი სიტყვით, მოპყრობით, საუბრის ტონით, ინტონაციითაც კი, არ შევაშფოთოთ და გავანაწყენოთ მოყვასი. ესეც გარკვეული ხელოვნებაა და დიდ ტაქტსა და დიპლომატიას მოითხოვს...

- რა თქმა უნდა. მემშვიდობის სათნოება რომ გაგვაჩნდეს, ამისთვის გარკვეული ხელოვნებაც არის საჭირო. ერთხანს ოპტის უდაბნოს წინამძღვარი გახლდათ მოსე, რომელმაც ააყვავა და ააღორძინა მონასტერი. იგი გამოირჩეოდა ღრმად სულიერი და ორგანიზატორული თვისებებით. მამა მოსე მაშინვე კი არ უსაყვედურებდა მონასტრის რომელიმე წესრიგის დამრღვევ წევრს, არამედ გადადებდა გაკიცხვას ან მამხილებელ დარიგებას, დიდხანს უცდიდა შესაფერის მომენტს, რათა ამ დასასჯელი ძმისთვის აეხსნა, რატომ იმსახურებდა მისი საქციელი მონასტრის წინამძღვრისგან ასეთ მოპყრობას. მოთმინებისა და სიბრძნის გამოვლენას ყოველთვის მოჰქონდა სასიკეთო შედეგი და კეთილად მოქმედებდა ძმობაზე. მონასტრის წევრების დარიგებას რომ დააპირებდა, უპირველეს ყოვლისა, ლოცვას შეუდგებოდა. დარიგებას კი მაშინ იწყებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ძმას მღელვარებამ გადაუარა, მზად იყო მისი ნათქვამის მოსასმენად და მისაღებად. ღირსი მამა არასოდეს არავის სჯიდა მკაცრად. ამბობდა: - უმჯობესია მოვიცადოთ, ვიდრე ღმერთი არ მიეახლება და რაღაცნაირად არ მოალბობს კაცის სულსო. ბერის პრინციპი იყო ის, რომ გაეთვალისწინებინა ადამიანის ბუნება და მისი ხასიათის თავისებურებანი. მონასტრის წევრებთან ურთიერთობაში დიდ სიბრძნეს ამჟღავნებდა. თუმცა ბუნებით ფიცხი იყო, მაგრამ მოახერხა, სრულად გარდაექმნა საკუთარი მე და სხვა სათნოებებთან ერთად მემშვიდობის სათნოებაც შეიძინა. როდესაც მრისხანების ვნება მოიცავდა, ცდილობდა, დაუყოვნებლივ განრიდებოდა იქაურობას, თავს იმდაბლებდა ლოცვით და როდესაც უკვე სიმშვიდე დაეუფლებოდა, მაშინღა ამბობდა თავის სათქმელს.

ხშირად წავწყდომივართ, განრისხებულ ადამიანს როგორ არიგებენ, რაც უკურეაქციას იწვევს, დამშვიდების ნაცვლად უფრო ხელდება. ასეთ შემთხვევებში დაფიქრება და გონიერების გამოჩენა გვმართებს. სჯობს მოვიცადოთ, სანამ ეს ადამიანი ცოტათი მაინც დამშვიდდება, გახდება მიმღები ჩვენი სიტყვისა და ამის შემდეგ შევეცადოთ დაველაპარაკოთ, ჭკუა დავარიგოთ.Aამგვარად, მემშვიდობის მისია რომ შევასრულოთ, ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გათვალისწინება გვმართებს, რაც ტაქტსა და მოთმინების გამოჩენის ხელოვნებას გულისხმობს.

- სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას ეკლესიის წიაღშიც, რითაც ჩირქი ეცხება ქრისტიანის სახელს. ხშირად მსმენია არაეკლესიური ადამიანებისგან: "რა აზრი აქვს მათ ეკლესიაში სიარულს და მარხულობას, შეხედეთ, როგორ ცხოვრობენ: ჩხუბობენ, განიკითხავენ, ცილს სწამებენ, ერთმანეთს მტრობენ". ეკლესიის წევრებისგან ასეთი საქციელი, ალბათ, უფრო მძიმედ აღიქმება...

- სამწუხაროდ, ბევრი დაუბრკოლებია და გაუღიზიანებია ეკლესიაში მოსმენილ უხეშ სიტყვას, სისასტიკეს - ეს შეეხება ეკლესიის მსახურებსაც - მესანთლე იქნება ეს, დამლაგებელი, მედავითნე თუ სასულიერო პირიც კი. ჩვენი ეპოქის გათვალისწინებით, მრევლთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. სიმკაცრე, მკვეთრი გამონათქვამები ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე და შესაძლოა განაშოროს კიდევაც ისინი ეკლესიას. მახსენდება ერთი ამბავი: ერთმა ქალბატონმა, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, დააპირა ეკლესიაში მისვლა. სასოწარკვეთილი მოთქვამდა და ტიროდა. ტაძრის ეზოში რამდენიმე მოძღვარი დახვდა. მივიდა და ითხოვა, თუ შეიძლება, აღსარებას ვიტყვიო. პასუხად კი, რადგანაც შარვალი ეცვა, მოძღვრებმა უსაყვედურეს: ჯერ წადი, წესიერად ჩაიცვი და თანაც, როცა მოისურვებ, მაშინ აღსარების თქმა სად გაგონილა, ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭიროო. რაღა თქმა უნდა, არ არის წესი, რომ მანდილოსანს ტაძარში შარვალი ეცვას და აღსარებასაც, როცა გინდა, მაშინ ვერ იტყვი, მაგრამ ეს საყვედური იმდენად უხეშად და არაადეკვატურად იყო ნათქვამი, რომ მეტად მძიმე შედეგიც მოჰყვა - ეს ქალბატონი წავიდა და შემდეგ საკმაოდ დიდხანს დადიოდა ანთროპოსოფიურ წრეში, სურვილიც აღარ ჰქონდა ეკლესიაში მისვლისა. საბედნიეროდ, წლების შემდეგ დაუბრუნდა ეკლესიურ გარემოს.Eეს მაგალითი ნათელყოფს, თუ რაოდენ დიდი ტაქტი მართებთ სასულიერო პირებს, რომ მრევლი არ დააბრკოლონ.

ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც გახლავთ ის, რომ ფსიქოლოგი იყოს რაც შეიძლება მეტად თავაზიანი, ტაქტიანი, რათა ამით ხელი შეუწყოს ადამიანის გახსნას, მისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ არ დაბრკოლდეს და თავისუფლად ილაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე. არ არის გამორიცხული ხელოვნური მომენტი, როდესაც, ვთქვათ, ფსიქოლოგი ამჟღავნებს ზედმეტ, ცოტა არ იყოს, ყალბ თავაზიანობასაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწრაფვა არის იმისკენ, რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს. სულიერი დახმარება კი უფრო დიდია, ვიდრე ფსიქოლოგიური.

გამოსაყოფია ერთი გავრცელებული საცდურიც, რომელიც მეტ-ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს ახალბედა სასულიერო პირის ცხოვრებაში. ზოგჯერ ასეთები მრევლს უზომოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, სულიერ შვილებს "ძნელად სატარებელ" ტვირთს ჰკიდებენ და ყველას, მათი ასაკისა თუ სულიერი სიმწიფის მიუხედავად, უზომოდ მკაცრ ღვაწლს სთხოვენ. წარუმატებელი სულიერი ღვაწლის გამო ჰკიცხავენ და ხშირად წარმოთქვამენ მკაცრად მამხილებელ ქადაგებებს. იაკობ მოციქული ბრძანებს: "ნუ მრავალნი ჰმოძღვრიდით, ძმანო ჩემნო. უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოიღოთ, რამეთუ ფრიად სცდებით. ყოველი, რომელი სიტყვით არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს" (იაკობი 3,1-2). ქადაგება მეტად რთული და საპასუხისმგებლო საშუალებაა, მეტადრე მამხილებელი ქადაგება. ზოგჯერ იგი სახიფათოა და უკუშედეგამდე მივყავართ, რადგან, სამწუხაროდ, მრევლი ყოველთვის ისე როდი აღიქვამს მას, როგორც მღვდელმსახურს სურს. ამიტომ მღვდელმსახურს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. მეტისმეტ სიმკაცრეს შედეგად შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი მორწმუნის შინაგანი განგრილება და თვით გაუცხოებაც კი ეკლესიისადმი.

ასე რომ, მემშვიდობეობა განსაკუთრებული ნიჭია. ამ ნიჭის მოპოვება გულისხმობს ძალიან დიდ ძალისხმევას, საკუთარ თავზე მუშაობას და დიდ ტაქტს ურთიერთობაში, რაც ხშირად გვაკლია დღევანდელ ადამიანებს.
ბეჭდვაელფოსტა
01.12. 2018
.
როცა დედამთილი სულ თითის ქნევით გელაპარაკება როცა არ აღგიქვავენ პიროვნებად და უნდათ ყველაფერში ჩაერიონ და გადაგიწყვიტონ? მშვიდობით როგორ უნდა შეეწინააღმდეგო?რაც მშვიდი ვიდი გაქვს მით უფრო თავხედდებიან გარეშემომყოფნი ..
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat