საქართველო სიყვარულით იღებს მილიონობით სტუმარს, მაგრამ არა მათ, ვინც ხვალ-ზეგ მასპინძლად იგრძნობს თავს
საქართველო სიყვარულით იღებს მილიონობით სტუმარს, მაგრამ არა მათ, ვინც ხვალ-ზეგ მასპინძლად იგრძნობს თავს
გვესაუბრება წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

-აქტიური მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს თვალშისაცემი მახასიათებელია. ამ პროცესს არაერთი მიზეზი აქვს. მიგრაციის პროცესი არ არის სრულიად ქაოსური, როგორც ეს შეიძლება წარმოგვიდგეს. ხშირად, გარკვეული ძალები ახდენენ აფრიკიდან და აზიიდან ევროპისაკენ მიგრაციის ორგანიზებას. ცნობილია სოციალურ ქსელებში საამისოდ შექმნილი არაერთი გვერდი. როცა მიგრაციას ვახსნებთ, პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან დევნილები და შრომითი მიგრანტები. გასაჭირში მყოფის დახმარება ყოველი ქრისტეანის და, ზოგადად, ყოველი ადამიანის მოვალეობაა. აქაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოდ ქვეყნის რეალური შესაძლებლობები, არც ის, რომ დევნილთა სახით არცთუ იშვიათად მებრძოლები მიგრირებენ, მაგრამ გარკვეული მორალური გამართლება შეიძლება მოეძებნოს ომისაგან დევნილთა მიღებას, თუ ისინი მშვიდობიანობის შემთხვევაში აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ დევნილები შეადგენენ მიგრანტთა უმცირესობას. ძირითადი ნაწილი კი არიან შრომითი მიგრანტები, ან საერთოდ გაურკვეველი მიზნით შემოსულები. ადვილი გასაგებია, რატომ იძვრის ეს ხალხი მაძღარი ევროპისაკენ, მაგრამ დასაფიქრებელია, რა და ვინ იზიდავს მათ ჩვენს ქვეყანაში, რას ელოდებიან აქ, ვინ აიმედებს? საქართველო დღესდღეობით ღარიბ ქვეყნებს შორის ირიცხება. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს წლიურ შიდა პროდუქტთან შედარებით უზარმაზარი და მზარდი საგარეო ვალი; ქვეყანა, რომელსაც აქვს დაკარგული ტერიტორიები და თავად ჰყავს დევნილები; ქვეყანა, რომლის იმპორტი მრავალგზის აღემატება ექსპორტს; ქვეყანა, რომელსაც დღეს არ შეუძლია გამოკვებოს საკუთარი ხალხი და საკვების უდიდესი ნაწილი შემოაქვს უცხოეთიდან; ქვეყანა, რომელიც ხასიათდება კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობით ‒ შობადობა ვერ ფარავს სიკვდილიანობას; ქვეყანა, საიდანაც უამრავი ადამიანია გასული, რათა უზრუნველყოს ოჯახის ელემენტარული საჭიროებები და ამას ემატება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. რითი გახდა საქართველო მიმზიდველი უცხოელთათვის? ან ვინ დაგვავალდებულა მათი მიღება?

არის გარკვეული ნაწილი უცხოელებისა, რომლებიც გვევლინებიან როგორც ინვესტორები, თუმცა სინამდვილეში ეს ე.წ. ინვესტიციები არის უბრალოდ მათი პირადი მცირე ბიზნესი, რომელიც არაფრის მომცემია ქვეყნისთვის. მთავარი პრობლემა კი, რაც იჩენს თავს უცხოტომელთა შემოდინებისას, არის არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც სოციალური, კულტურული, სარწმუნოებრივი.

ქართველ კაცს არასდროს აკლდა სტუმართმოყვარეობა და ამის დასტურია საქართველოს როგორც წარსული, ისე აწმყოც. მაშინაც კი, როცა მეზობელ ქვეყანას აქვს მიტაცებული ქვეყნის მეხუთედი, მასთან ბრძოლაში კი დაიღუპა უამრავი ჩვენი თანამემამულე, არ იგრძნობა საქართველოში სიძულვილი რუსებისადმი. და, თუ მაინც ვხვდებით ასეთ სიძულვილს, მეტწილად მათში, ვინც თავს განათლებისა და თავისუფლების შუქურად მიიჩნევს და ყველაზე მეტს ყვირის ქსენოფობიაზე. შეუძლებელია ქართველი ერი იყოს ფაშისტი, სძულდეს უცხოელი და გამოხატავდეს აგრესიას, თუ უცხოტომელი მოდის როგორც სტუმარი და არ ცდილობს იქცეს მასპინძლად.

მესამე ათწლეულია, რაც ლიბერალური დემოკრატია, ტოლერანტობა, თავისუფლება, ადამიანის უფლებები - ის ცნებებია, რომლებითაც ხასიათდება ჩვენთვის თავსმოხვეული მსოფლმხედველობა. დიდი ხანია მიმდინარეობს ახალი ღირებულებების დანერგვა ტრადიციის გაუთვალისწინებლად, ხშირად კი -მის სანაცვლოდ. იხარჯება დიდი თანხები (ძირითადად უცხოური წარმომავლობისა), რათა შეირყეს ის გამაერთიანებელი, რაც გვკრავდა ერად. ინერგება იდეები და ღირებულებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან. მედია საშუალებათა უმრავლესობა ერთხმად უტევს იმას, რის გამოც თავს წირავდნენ თაობები, გვიხატავს ქვეყანას, რომელიც არ არის საქართველო; თუ შეეხნენ ეკლესიას, მეტწილად უარყოფით კონტექსტში. შეუძლებელია ამან არ გამოიწვიოს საზოგადოებისა და ერის ერთობის შესუსტება, გათითოკაცება. აბა გავიხსენოთ, სად და როდის გავიგონეთ ბოლოს სიტყვები: "მამული", "სამშობლო", "ზნეობა"! ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში სუსტდება საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ძალა.

რას ვხედავთ შემოსული მიგრანტების უმეტესობაში? მათი ზნეობრივი და სარწმუნოებრივი ღირებულებები, მათი კულტურა და ტრადიციები, ხშირად, შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან. ამავე დროს, მათ ახასიათებთ ბევრად უფრო ძლიერი ერთობა, ვიდრე თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგიით დასუსტებულ ქართველობას. უცხო გარემოში მოხვედრილები, კიდევ უფრო ძლიერ იკვრებიან. ისინი ნაკლებად ითქვიფებიან მასპინძელ ერში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მუსულმანებს. გასათვალისწინებელია ამ მხრივ ევროპის გამოცდილება. მრავალ ევროპულ ქალაქში მიგრანტებმა წლების მანძილზე შექმნეს რაიონები, სადაც ვერ მოქმედებს ხელისუფლება და კანონი, რომლებიც საშიშია ადგილობრივი ეთნოსის წარმომადგენელთათვის, მაღალია სამართადარღვევათა მაჩვენებელი. არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერმა აღიარა, რომ ე.წ. მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ ფიასკო განიცადა, თუმცა თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი მათ მაინც აიძულებს მიგრანტების მიღებას. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. დღეს ჩვენ ორმხრივ შეტევას განვიცდით: ერთი მხრივ, მიგრანტების ორგანიზებული ნაკადი, მეორე მხრივ კი - უცხოეთიდან დაფინანსებული მათი დამცველი არასამთავრობოები. უკვე ლაპარაკია ცალკეული ჯგუფების კომპაქტურად დასახლების ადგილებზე, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის.

რამდენიმე ხნის წინ ნიგერიელებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირება ფართო მსჯელობის საგანი გახდა. ისინი, ვის ხელთაც არის საინფორმაციო საშუალებები, ერთხმად გვიხატავდნენ მოძალადე ქართველის მიერ რასისტული მოტივით დაჩაგრულ ზანგებს (ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, არაფერი დამამცირებელი მასში არ არის). რომ არა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, ნაკლებად ვინმე გაიგებდა, რის გამო მოხდა სინამდვილეში დაპირისპირება. მთელი არასამთავრობო სპექტრი ჯიუტად ხუჭავდა თვალს ნამდვილ მიზეზზე და ქართული რასიზმის წარმოჩენით იყო დაკავებული, თან ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. რატომღაც, არავის გაუჟღერებია, სად სწავლობენ ნიგერიელები, როგორ ახასიათებენ მათ სასწავლებლებში, არიან კი საერთოდ სტუდენტები? ნიგერია - ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა ქრისტეანთა დევნის მხრივ. ათასობით ქრისტეანის სიცოცხლე შეიწირა "ბოკო ჰარამმა" - ნიგერიელ მუსულმანთა რადიკალურმა დაჯგუფებამ. ვინ არიან ასეთი ქვეყნიდან ჩვენთან გადმობარგებულები, რა მსოფლმხედველობის, რითი ვართ დაზღვეულები? ყველაზე შემაშფოთებელი კი არის სწორედ ის, რომ ყოველმხრივ ხდება ქართველის, როგორც რასისტისა და ქსენოფობის წარმოჩენა, უცხოელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიჩქმალვა, რაც ფრთებს ასხამს იმ უცხოელებს, რომელთაც არც ქართველებისადმი სიყვარული აკავებს და არც შინაგანი კულტურა.

ის ხალხი, რომელიც შემოდის საქართველოში, შეჩვეულია სიდუხჭირეს და ახერხებს ამ ფონზე აქტიურ გამრავლებას. ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც მოხდა აფრიკელთა და აზიელთა ჩასახლება, მათი ზრდის ტემპმა საგრძნობლად გადააჭარბა ადგილობრივი ეთნოსის ზრდას. ცივილიზებული სამყარო ანელებს გამრავლებას. ამას ემატება თანამედროვე უღმერთო ადამიანისათვის დამახასიათებელი და საყოველთაოდ პროპაგანდირებული ეგოცენტრიზმი, ტკბობის გედონისტური კულტი, ლგბტ-პროპაგანდითა და სხვა უკუღმართობებით ადამიანთა დეგრადირება და მრავალი სხვა ფაქტორი, რაც დამატებით ბიძგს აძლევს მოსახლეობის შემცირებას. ამ ფონზე არაადგილობრივი ეთნოსი სწრაფად ეწევა ადგილობრივს. ეს უკვე შეიმჩნევა ევროპაში და, მით უფრო სერიოზულად დაემუქრება საქართველოს. ვერ მოიძებნება ინდოელი, არაბი, აფრიკელი, რომელიც მხოლოდ 1-2 შვილს დასჯერდება, როგორც ამას ქართველები ვაკეთებთ. რა ელოდება ასეთ საქართველოს?!

ერის ზნეობრივი საზომების, ქცევითი ნორმების, ტრადიციების ძირითადი განმსაზღვრელი არის სარწმუნოებრივი შეხედულებები. საქართველოსთვის ეს იყო მართლმადიდებლობა, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ის ომები, რაც გადაიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდწილად სარწმუნოებრივი იყო, - თუ ჩვენი ერი და მეფეები მიიღებდნენ ისლამს, ფიზიკური განქარვების საფრთხე არც დაგვემუქრებოდა. ოღონდ, ეს უკვე არ იქნებოდა ის საქართველო, რომელიც გვაქვს დღეს. თუ რამ ფასობს დღეს ქართველობაში, ყველაფერი სწორედ ასეთი თავდადების ფასად არის შემონახული. დღეს კი ეს ღირებულებები აქტიურად ირღვევა. საქართველოში არასდროს ყოფილა შინაურთა დევნა სარწმუნოებისა და ეროვნების ნიშნით. აქ ყოველთვის ახერხებდნენ მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვადასხვა რწმენის ადამიანები. არც სტუმრად მოსულ უცხოტომელებს დევნიდნენ ჩვენი წინაპრები. მეტიც, ქრისტესთვის წამებული სპარსი დიდებული რაჟდენი საქართველოს ეკლესიამ თავის პირველმოწამედ აღიარა. არც აბო თბილელი ყოფილა სისხლით ქართველი. მაგრამ ადათ-წესის შემცვლელად მომხდურ მტერს ვერ გუობდა ქართველი. დღეს, როცა ხელოვნურად, ვიღაცების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხდება უცხოტომელთა შემოსახლება და ჩნდება საფრთხე ქართული ეთნოსის თვითმყოფადობისა, არ შეიძლება ამის მშვიდად ყურება.

ეროვნებებად დაყოფა ამასოფლის თვისებაა და არა ზეცისა. მაგრამ, ეს დაყოფა და კონკრეტული რწმენით ჩამოყალიბებული ეროვნული ტრადიციები იცავენ იმ ღირსეულსა და მაღალს, რაც არის ერში, ეხმარებიან ადამიანებს ცხოვნების გზის პოვნაში, სულის გადარჩენისთვის ბრძოლაში. ამდენად, ჩვენთვის ძვირფასია ქართველობა და მისი დაცვა გარკვეულწილად ჩვენი ეკლესიის საზრუნავიცაა.

როცა ერი დგება მისთვის უცხო ტრადიციების ხალხის მასობრივი შემოსახლების პრობლემის წინაშე, ჩნდება კიდევ სხვა საშიშროება. თავის დროზე პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ და დამცირებულმა მდგომარებამ დიდწილად განაპირობა გერმანული ფაშიზმის წარმოშობა. რამდენად შევძლებთ ქართველები ისე ვმართოთ ჩვენი გრძნობები, რომ ქართველობის შეურაცხყოფას, მის წინააღმდეგ ბრძოლას დავუპირისპიროთ საღი გონებით მართული ემოციები, არ გადავეშვათ შოვინიზმში, ფაშისტურ განწყობებში? ერის საჭიროებებთან შეუთავსებადი მიგრაცია, ზოგიერთ უცხოტომელთა მხრიდან უდიერი, აგრესიაში გარდამავალი დამოკიდებულება მასპინძელი ერისადმი, სახელმწიფოსაგან დაუცველობის განცდა, როცა უცხოელი ყოველთვის მართალია, ამის საშიშროებას ბადებს.

უცხოელთა ქართულ მიწა-წყალზე მოზიდვისა და დამაგრების ერთ-ერთი ბერკეტი არის მათთვის მიწების მიყიდვა-გადაცემა. თანამედროვე ქართველების დუხჭირი მდგომარეობის ფონზე ეს განსაკუთრებით სახიფათო მოვლენაა, რაზეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და რაზეც ასე წუხს ყოველი სამშობლოს მოყვარე ქართველი. "მიწას რა, მოიკიდებს უცხოელი და წაიღებს?" - გვესმის ტრაფარეტული გამოთქმა ლიბერალებისაგან. მიწას, რა თქმა უნდა ვერავინ წაიღებს. უარესი - ამ მიწაზე თავად ქართველი იქცევა სტუმრად, დაქირავებულად, მონად. ზოგჯერ გვახსენებენ ყივჩაღების ჩამოსახლებას. დიახ, ჩამოასახლა წმიდა მეფემ უცხოტომელები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ქართულ მიწას დაპატრონებოდნენ, დამკვიდრებულიყვნენ და მსახურად ექციათ მასპინძელი. ყივჩაღების თითოეულ ოჯახს თითო მეომარი მაინც უნდა გამოეყვანა საქართველოს დასაცავად და სისხლის ფასად დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ამ დროს კი ქართველ კაცს ეძლეოდა შესაძლებლობა მშვიდად დაემუშავებინა თავისი მიწა. ყივჩაღთა ოჯახების მყოფობა საქართველოში იყო გარანტია მათი მხრიდან ქვეყნის დაცვის აღებული მოვალეობის შესრულებისა. დღეს შემოსული უცხოელებიდან რომელი იტვირთავს საქართველოს დაცვას, ქვეყნისთვის შვილების შეწირვას? მათი მიზანი ხომ პირადი სარგებლის მიღებაა, იმ სარგებლისა, რომელსაც საქართველოს ძირძველი მკვიდრი უნდა იღებდეს ქვეყნის სწორად მართვის შემთხვევაში. ქართველი კაცის ქართველობა წარმოუდგენელია ქართული მიწისაგან მოწყვეტით.

მიგრაციის პროცესი არ არის შემთხვევითი მოვლენა. რა თქმა უნდა, არის გასაგები და სამართლიანი მიზეზებიც საამისოდ: ე.წ. ცივილიზებულმა სამყარომ ხომ, თავის დროზე, კოლონიალური პოლიტიკით გაძარცვა აფრიკისა და აზიის მრავალი ქვეყანა, შეაფერხა აბორიგენი ხალხის განვითარება, მონებად იქცია მრავალი მათგანი. მაგრამ არის სხვა გასათვალისწინებელი გარემოებაც. გლობალიზაციის პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ გლობალური ბაზრის შექმნას. წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება გლობალიზაციის პროცესი, თუ მოხერხდება სხვადასხვა ერში არსებული განსხვავებული და, ხშირად, შეუთავსებელი ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებებისა და ტრადიციების ნიველირება, ერთიანი ხელოვნური ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შექმნა. ჩვენთვის, ქრისტეანებისათვის, ეს ის წინააპოკალიპსური მოვლენებია, რომლებიც მრავალი საუკუნის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები. მიგრაციის წახალისება გლობალიზაციის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც უპირველესად ძირძველი ტრადიციული ღირებულებების მქონე მცირე ერებს ემუქრება. ამ პროცესების სულიერ მხარეზე საუბარი ცალკე თემაა. მრავალრიცხოვან უცხოელთა შემოსახლება, თუნდაც მიწიერი ცხოვრების ჭრილში უამრავ პრობლემას აჩენს ეკონომიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოგრაფიის კუთხით. საქართველო სიყვარულით იღებს მილიონობით სტუმარს, მაგრამ არა მათ, ვინც ხვალ-ზეგ მასპინძლად იგრძნობს თავს.
ბეჭდვაელფოსტა
24.04. 2018
ალეკო
სრულიად ვეთანხმები ავტორს, ამას ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს, მაგრამ პირიქით წახალისებულია მიგრანტების შემოსვლა, ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, თორემ ახლო მომავალში მრავალი პრობლემა შეიქმნება
24.04. 2018
ობიექტური აზრი
აქ ის სიტყვებია ნათქვამი, რასაც ასი პროცენტით ვეთანხმები, ხოლო ვერ წარმომიდგენია თუ რომელიმე სამშობლოს მოყვარული მოქალაქე ამ სტატიიდან რამეს მაინც ვერ დაეთანხმება.....უფალმა ძალა და გონიერება მოგვცეს, რათა დავძლიოთ საღი აზრითა და ერთსულოვნებით ჩვენს წინაშე არსებული რეალური საფრთხეები და პრობლემები.
24.04. 2018
zviadi
ეჰ... როგორ შორს არის დეკანოზი უფლისაგან :( რაც ასწავლეს რუსულ მართლმადიდებლურ სემინარიებში იმას იმეორებს. უცოდინრობა და გაუნათლებლობა არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ეკლესიის... მეც მართლმადიდებელი ვარ და მრცხვენია იმ სავალალო მდგომარეობის რაშიც ჩვენი ეკლესია იმყოფება...
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat