გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი , სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):
-დღეს, მორწმუნეებს ფასეულობათა და ტრადიციული ღირებულებების მსხვრევის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ცდილობენ ცოდვა და სიბილწე დააკანონ. უზნეობა და გარყვნილება კი მისაღებ ნორმად წარმოაჩინონ. სამწუხაროდ, თანამედროვეობას მიესადაგება წმინდა ანტონი დიდის წინასწარმეტყველება რომელიც ამბობს: - "მოვა დრო, როცა ადამიანები ჭკუიდან შეიშლებიან და როცა ნახავენ, რომ ვინმე საღად აზროვნებს, თავს დაესხმებიან და ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რამეთუ არ გვგავხარ ჩვენ!" . ნეოლიბერალებისთვის ქრისტიანული და ზოგადად კონსერვატული აზროვნება სავსებით მიუღებელია. მათი მიზანია ადამიანში ჩაკლან ზნეობა, სინდისის ხმა და ამით პირუტყვს გაუთანაბრონ. სხვადასხვა ვნებას დამორჩილებული ხალხის მასა კი ძალზედ ადვილი სამართავი გახლავთ.
ერთადერთი რითიც შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ამ აგრესიული ათეიზმის ტალღას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენივე პიროვნული სრულყოფა და ღმერთთან ცოცხალი, უწყვეტი კავშირის არსებობაა, დედა ეკლესიასთან, წმინდა საიდუმლოებებთან. ასევე აუცილებელია საკუთარ ცხოვრებაში ღვთის მცნებების აქტიური გატარება. ადამიანები, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა და შეხედულებებისა, ვართ ერთი სოციუმის წევრები. ეს ფაქტორი გარდა უფლებებისა, მოვალეობებსაც გვანიჭებს. ვეცადოთ ისე მოვიქცეთ გარშემომყოფებს უხაროდეთ და სიამოვნებდეთ ჩვენთან ურთიერთობა. თუ გვინდა ბედნიერება მოვუტანოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ვიყოთ უბრალოები. გენიალურობა უბრალოებაშია. ხელოვნურად შექმნილი იმიჯი დაკომპლექსებულობაზე მეტყველებს. გავცეთ მეტი დადებითი ემოცია, ღიმილი და სიყვარული…. ადამიანი არაა ჩაკეტილი სისტემა – რაც მეტად გასცემს, უფრო მეტად ივსება. მიზნად დავისახოთ საკუთარი სულის გადარჩენა და ამ მაგალითით ჩვენს გარშემო ასობით ადამიანი გადარჩება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი