გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, კიევის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მაგისტრანტი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა:
- ვფიქრობ, დღეს საზოგადეობის გარკვეულ სეგმენტში ელემენტარული კატეხიზატორული ცოდნის ნაკლებობასთან ერთად, გარკვეულწილად მოყვასის მიმართ გულგრილობის, ხელის გაუწვდენლობის ან შეიძლება ითქვას ,,ხარისხიანი ადამიანური თანაგრძნობის" დეფიციტიც არის, რომელიც თუ ფართო დიაპაზონით ვიმსჯელებთ, ასევე რელიგიისა და ადამიანის პირადი რწმენის მორალურ-ზნეობრივ თეზისებთან არის დაკავშირებული. წმინდა წერილში ვკითხულობთ: ,,თუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ" (,,მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი") (ფილიპელთა 2,4). რა გჭირდება? რით დაგეხმარო? მივმართავთ კი, ამ სიტყვებით სხვა ადამიანებს?! ვამახვილებთ კი ყურადღებას სხვათა საჭიროებებზე?! ვბაძავთ კი მაცხოვრის მაგალითს, რომლის ცხოვრების წესს სხვათა შეწევნა წარმოადგენდა?! საინტერესოა, რა სიხშირით ვეკითხებით ამას საკუთარ თავს ან ვიქცევით ერთი შეხედვით ამ მარტივი ინსტრუქციის მიხედვით... წმინდა იაკობ მოციქული ხაზგასმით მიანიშნებს, რომ გულგრილობა, უმოქმედობა ცოდვაა: ,,რომელმან იცოდის კეთილისა საქმედ და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა" (,,ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს") (იაკობის ეპისტოლე 4, 17). წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი, გულგრილობის მდგომარეობად სახელდებს რა ,,ნელ-ტფილობას", გამოცხადების წიგნში წერს მაცხოვრის სიტყვებს: ,,არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა" (რედ. ანუ აღარ ვიშუამდგომლებ ღმრთის წინაშე შენთვის) (გამოცხ. 3, 15-16).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი