უფალი იმხელა ჯვარს არ მოგვცემს, რისი ზიდვის თავიც არ გვექნება
უფალი იმხელა ჯვარს არ მოგვცემს, რისი ზიდვის თავიც არ გვექნება
უფალი თითოეულ ადამიანს თავის ჯვარს აკისრებს. ზოგისთვის ეს მძიმეა, ზოგისთვის კი მსუბუქად სატარებელი. ღვთის ნებით მისი ზიდვა ყველა მართლმორწმუნეს გვევალება. გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი ტაბაღუა.

- ჯვარი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე დასჯის იარაღი იყო და შიშსა და ზიზღს იწვევდა, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჩვენი ხსნის ნიშნად იქცა. მაცხოვარმა ჯვრით შემუსრა ეშმაკი, მისგან ჩავიდა ჯოჯოხეთში, განათავისუფლა იქ ტანჯულნი და შეიყვანა ისინი ცათა სასუფეველში. ჯვრის გამოსახულება საშინელია დემონებისათვის, როგორც ქრისტეს ნიშანს, მას ეთაყვანებიან ქრისტიანები. უფალმა იგი ბრძოლის წინ ზეცაში გამოუსახა მეფე კონსტანტინეს. მეფემ აღმართა დროშა ჯვრის სახით და გაიმარჯვა.

მხოლოდ გახსენება ჯვრისა უკვე ცხოველმყოფელ სიხარულს ბადებს და მძიმე გასაჭირს გვიმსუბუქებს. ჯვარი რომ არ ყოფილიყო, ქრისტესაც არ აცვამდნენ მასზე, არ გაიღებოდა ჩვენთვის სამოთხე. ჯვარი არის კიბე ზეცად აღმყვანებელი, ცხოვრების საწინდარი, ღამის გუშაგი, სიმტკიცე დღისით, შემკავებელი სიხარულში, მწუხარებაში გამამხნევებელი.

***
ჯვარი, მასზე ქრისტეს გაკვრამდე, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. რომის მოქალაქეს რაც არ უნდა გაუგონარი საქციელი ჩაედინა, ჯვარზე არ გააკრავდნენ. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთს დაუკავშირა და შეაერთა. ქრისტეს წამებისა და აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს, ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება. მაგრამ არის ჯვარი ქრისტესი და არის ჯვარი ადამიანისა, არის ჯვარი ხილული და უხილავი. ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმხელა ჯვარს არ მოგვცემს, რისი ზიდვის თავიც არ გვექნება. ერთი კაცი თავისი ჯვრის სიმძიმეზე წუწუნებდა. უფალმა სიზმარში ანგელოზი მოუვლინა, რომელმაც იგი იმ ადგილას მიიყვანა, სადაც უამრავი სხვადასხვა მასალის ჯვარი იყო. ანგელოზმა კაცს შესთავაზა ამოერჩია თავისი ძალის შესაბამისი ნებისმიერი ჯვარი, კაცი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ შეძლო ისეთი ჯვრის ამორჩევა, რომელსაც მოერეოდა. ბოლოს ერთი ჯვარი ასწია და იგრძნო, რომ შეძლებდა მის ზიდვას - მსუბუქი მოეჩვენა, ყურადღებით ჩაუკვირდა და საკუთარი ჯვარი შეიცნო. რასაც ადრე ატარებდა, მეტისმეტად მძიმე ეგონა და თქვა, - ამიერიდან მოთმინებით ვზიდავ ყველაფერსო. ჩვენც უდრტვინველად ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი.

***
მონათლულმა ადამიანმა ჯვარი ყოველთვის უნდა ატაროს. ქრისტიანი ჯვრის გარეშე უიარაღო მებრძოლია და მტერი მას იოლად დაამარცხებს. თითოეულმა ქრისტიანმა პატივი უნდა სცეს ქრისტეს ჯვარს და ეთაყვანოს მას.

დიდი ძალა აქვს პირჯვრის გადაწერას. პირჯვრის გადაწერის გარეშე შინიდან არ უნდა გავიდეთ. პირჯვარი უნდა გადავწეროთ შვილებს. აი, მაგალითი, რომელიც ჯვრისა და პირჯვრის ძალაზე მეტყველებს.

სამი გოგონა ლიანდაგზე მიდიოდა და ორ შემხვედრ მატარებელს შორის მოხვდა. სამივე სასწაულებრივად გადარჩა. მატარებლებლებმა რომ ჩაიარეს, გოგონებმა სამი ეშმაკი იხილეს - ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ: "რატომ არ უბიძგე? - ეუბნებოდა ორი მესამეს, - ასეთი ხელსაყრელი შემთხვევა გვქონდა, ჩვენი იქნებოდა მისი სული". "ვერ შევძელი, ჯვარი ეკეთა, არაფერი გამომივიდა. შენ რატომ არ დაღუპე, მეორე ხომ უჯვროდაა!" "მართალია, ჯვარი არ აქვს, მაგრამ შინიდან გამოსვლის წინ პირჯვარი გადაისახა და ვერაფერს გავხდი". "მესამე ხომ მთლად ურწმუნოა, ის რაღაზე გაუშვით?" "კი, მაგრამ მას დედამ გარდასახა ჯვარი და უთხრა, - იარე ღვთით".

***
ქრისტიანი არაფერს უნდა შეეხოს, არც სამოსელს, არც საკვებს, არც ნივთს, სანამ ჯვარს არ გარდასახავს.

დედათა მონასტერში მონაზონი ბაღში გავიდა. ხიდან ნაყოფი მოწყვიტა ჯვარგადაუსახავად დაიწყო ჭამა. უცებ მასში ეშმაკი შევიდა და მონაზონმა ისე დაიყვირა, რომ მღვდელი ტაძრიდან გამოვიდა.Dდაინახა იგი ეშმაკმა და დაიღრიალა, - არა ვარ დამნაშავე, მე ნაყოფზე ვიჯექი, მან კი ჭამა დაიწყო, ჯვარი კი არ გარდაუსახავსო. თითოეული ადამიანი ატარებს სულიერ ჯვარს. ვისაც უფალი საუკუნო, ნეტარი ცხოვრებისათვის ირჩევს, მიწიერ ცხოვრებაში გამუდმებით თან ახლავს ავადმყოფობა და მწუხარება.

"ღვთის გზა ყოველდღიური ჯვარია", - ამბობს წმინდა ისააკ ასური. "არც ერთი კეთილი საქმე მწუხარების დაუთმენლად არ სრულდება", - დასძენს ღირსი ბარსანოფი დიდი.

***
ძნელი და რთულია თანამედროვე ცხოვრება. ათასი საცდურითაა სავსე ყველაფერი. ძველად მტერი ხილულად, ხმლით ხელში გვებრძოდა მამულისა და სარწმუნოების წასართმევად,Aახლა შენიღბულად, მოფერებით, მოტყუებით გვებრძვის. მაშინაც და დღესაც საქართველოს იფარავდა და დაიფარავს წმინდა ჯვარი ვაზისა დედა ნინოსი, რომელიც სიონის საკათერო ტაძარშია დაბრძანებული და ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია ეამბოროს და მფარველობა სთხოვოს.

პატივი უნდა ვცეთ სამღვდელოებას, რაოდენ რთულია და მძიმე მათი ჯვარი. ისინი დღენიადაგ სულიერი შვილებისთვის ზრუნავენ. ჩვენი ვალია, შევეშველოთ მათ, ყოველდღიურად ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა შეაძლებინოთ მღვდლობის ჯვრის ზიდვა.

ყოველი ადამიანის ოჯაში უნდა იყოს ჯვარი. ათეისტური რეჟიმის დროს ადამიანებს სახლის კარზე ცხენის ნალი ჰქონდათ ჩამოკიდებული, ეს იყო დიდი ცრურწმენა. როგორ შეიძლება ნალმა, რომელიც ცხენების ფლოქვებქვეშ ითელება, გვიხსნას რამისაგან? ჯვარი უნდა გამოვასახვინოთ მოძღვარს სახლის კარზე, ვაკურთხებინოთ სახლი, რათა ჯვრის ძალითა და შიშით გავიდეს ბოროტება. თვით წმინდა მოციქულმა პავლემ ბრძანა: "სიტყვა იგი ჯვრისა წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩვენ ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს".

მოციქულ პავლეს დარად ყველა ქრისტიანმა უნდა ვთქვათ: "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა". ხოლო წმინდა მოციქული პეტრე ჯვარცმით სასიკვდილო სასჯელის აღმასრულებელთ სთხოვდა, ჯვარზე თავქვე დაეკიდათ, რაკი თავს იესო ქრისტეს მსგავსად ჯვარცმის უღირსად რაცხავდა. ხედავთ, როგორ აფასებდნენ და პატივს სცემდნენ ჯვარს წმინდა მოციქულნი? მაშ, როგორ არ ვცეთ მას პატივი ჩვენ, უბრალო მოკვდავმა ქრისტიანებმა? ჯვრის ტარება არა მარტო მოვალეობაა ყოველი ქრისტიანისთვის, არამედ დიდი პატივი. გულსაკიდი ჯვარი არ არის საიუველირო ნიმუში, სამკაული. რარიგ ლამაზი და ძვირფასი ლითონისაგან გაკეთებულიც უნდა იყოს, ის, უპირველეს ყოვლისა, არის ქრისტიანული რწმენის სიმბოლო. ამიტომ ჯვრის არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მასალას, არამედ იმას, შეესაბამება თუ არა მისი ფორმა მართლმადიდებლურ ტრადიციას. ჯვარი უსათუოდ უნდა იკურთხოს მართლმადიდებელი მღვდლის მიერ.

"ქრისტიანი პირჯვრის გარდასახვის გარეშე იგივეა, რაც მეომარი საჭურვლის გარეშე. მტერი ნებისაებრ ათამაშებს მას. ვინც პირჯვარს იწერს, უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით ჩვენ გამოგვიხსნა", - წმინდა თეოფანე დაყუდებული.

წმინდა ამბროსი ოპტელმა ბრაძანა: "თუმცა ღმერთმა აპატია მონანულ ავაზაკს, მაგრამ ცოდვებისაგან განსაწმენდად ფეხები მაინც გადაუმტვრიეს. ამიტომ ყოველი ცოდვა მოითხოვს განსაწმენდ სასჯელს. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ უფლის მიერ ბოძებული ჯვარი. რაც არ უნდა გვემძიმებოდეს ჯვარი, რომელსაც ჩვენს სიცოცხლეში ვატარებთ, ის იმ ხისგან არის გაკეთებული, რომელიც ყოველთვის ჩვენი გულის ნიადაგზე იზრდება. ჯვარი უნდა იდგეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის საფლავზე".

დღეს განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ჯვრის ზიდვაში შეგვეწიოს, რათა შუა გზაში არ დავრჩეთ და აღდგომისა და ამაღლების ღირსნი გავხდეთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat