ღმერთთან ურთიერთობას სულიერი ფერისცვალება სჭირდება
ღმერთთან ურთიერთობას სულიერი ფერისცვალება სჭირდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტისა და ჟურნალ "კარიბჭის" მიერ გამართული შეხვედრების დროს ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება. "კარიბჭე" კვლავ გთავაზობთ მამა თეოდორესთან საუბარს. შეკითხვები ამავე ცენტრმა მოგვაწოდა.

- მამაო, იქნებ გვესაუბროთ არასწორი ლოცვის შესახებ...

- ლოცვა არის საუბარი, ზოგ შემთხვევაში - მონოლოგი, საუკეთესო შემთხვევაში - დიალოგი ღმერთთან, ხოლო უარეს შემთხვევაში საკუთარ თავში ჩაკეტვა და გარკვეული სიტყვების წარმოთქმა. ძალიან ცუდი შემთხვევაა ხიბლის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავშია ჩაკეტილი, არავითარი დიალოგი, არც მონოლოგი არ აქვს ღმერთთან, მაგრამ ჰგონია, რომ აქვს არათუ მონოლოგი, დიალოგიც კი, ოღონდ ის, ვისაც ესაუბრება, არ არის ღმერთი; უკეთეს შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს მისი წარმოსახვა, უარეს შემთხვევაში - თავად დემონური სამყარო.

როგორც კი შევეხეთ ლოცვას, მაშინვე სირთულეები წარმოჩნდა ლოცვითი მდგომარეობისა. ეს სირთულე გამომდინარეობს იქიდან, რომ დიალოგი ორი პიროვნების ურთიერთობაა. ორი პიროვნების ურთიერთობა ადამიანურ სიბრტყეშიც რთულია. შესაძლოა, ადამიანები წლობით იცნობდნენ ერთმანეთს, მაგალითად, ცოლ-ქმარმა ათი, თხუთმეტი, ოც წელი იცხოვროს ერთად, შვილებიც ჰყავდეთ, მაგრამ მათი დიალოგი არასდროს შედგეს, ერთმანეთის არ ესმოდეთ.

დიალოგი არ ნიშნავს სიტყვების გაცვლას. სიტყვა სულის ენერგიაა. ამ ენერგიამ მეორე სულის ენერგიამდე უნდა ჩააღწიოს და იქიდან პასუხი მიიღოს. ორ პიროვნებას შორისაც კი რთულია დიალოგი და, რაღა თქმა უნდა, ეს რთულია ღმერთთან - ყოვლად სრულყოფილ, უსასრულო, მარადიულ და სამყაროს მიღმიერ ანუ ტრანსცენდენტურ არსებასთან. ამავე დროს, ღმერთი იმანენტურიცაა - გვაძლევს საშუალებას, მისი ღვთაებრივი ენერგიების დახმარებით გვქონდეს მასთან ურთიერთობა. უპირველეს ყოვლისა, იგი მოვიდა ადამიანად, იღვაწა და სიკვდილამდე თავისი ღვაწლით დააარსა ეკლესია, ეკლესია არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, მასში ღვთის მადლია. ეკლესიაში სულიწმინდის მადლია და როცა ჩვენ მისი წევრნი ვხდებით, ღმერთის გარეშე არ ვართ.

უფალმა თქვა, - რაც მე გამცნეთ ამაღლების წინ, მას სულიწმინდა გასწავლითო. და აი, ორი ათასი წლის განმავლობაში სულიწმინდა გვასწავლიდა, გვასწავლის და კვლავ გვასწავლის, როგორ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ღმერთთან, რათა ვცხონდეთ. ლოცვის გარეგნული მხარე თავად უფალმაც გვასწავლა. როცა მოწაფეებმა ჰკითხეს, როგორ ვილოცოთო, "მამაო ჩვენო" ასწავლა. თუ ზედაპირულად შევხედავთ, "მამაო ჩვენო" ძალიან პროზაულია ფსალმუნებთან შედარებით, მაგრამ მე, როგორც რიგითმა მღვდელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ "მამაო ჩვენოზე" რთული ლოცვა არ არსებობს. თითოეულ სიტყვაში დიდი სიღრმეები დევს. მისი თითოეული სიტყვის გააზრება იმდენად რთულია, რომ მოინდომო, თითოეული სიტყვა გაიაზრო და ისე აღავლინო ეს ლოცვა, ალბათ მთელი დღე არ გეყოფა, ვერ დაასრულებ. რადგან ლოცვა დიალოგია ღმერთთან, ამიტომ თითოეული სიტყვა გონებით უნდა გავიაზროთ და გულით განვიცადოთ. "მამაო ჩვენოს" თითოეული სიტყვის გააზრება ადამიანის ინტელექტს აღემატება. გულისმიერი გრძნობით წვდომა იმ სიღრმისა, თითოეული სიტყვა რომ მოიცავს, ასევე შეუძლებელია ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, "მამაო ჩვენო" არის ლოცვა, რომელიც ამოუწურავია და რომელიც მუდამ უნდა ისწავლებოდეს. გარდა ამისა, იგი ერთგვარი ქრესტომათიაა ლოცვისა. ყველა სხვა ლოცვა "მამაო ჩვენოს" განმარტებაა, გაშიფრვა და გაფართოებაა.

განსაკუთრებული ლოცვაა ასევე "იესოს ლოცვა". ყველა ლოცვა მეტ-ნაკლებად ფსიქოემოციურ დატვირთვას გვაძლევს თავისი მრავალსიტყვაობით, ადამიანური მოთხოვნილებების, გასაჭირისა და სულიერი მდგომარეობის სხვადასხვანაირად წარმოჩენით და მრავალმხრივი ვედრებით, ამის შედეგად კი ჩვენი ფსიქოემოციური ფაქტორი დაკავებულია და შეიძლება ითქვას, ადამიანს, მით უმეტეს დამწყებს, ეადვილება ამ ლოცვების თქმა. "მამაო ჩვენო" ძალიან ძუნწია მათთან შედარებით, იესოს ლოცვა - კიდევ უფრო სიტყვაძუნწია და მოკლებულია ფსიქოემოციურ დატვირთვას, რომელიც სხვა ლოცვებს აქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია საშიშროება, ადამიანს "მამაო ჩვენოსა" და "იესოს ლოცვის" მუდმივად წარმოთქმა ჩვევად ექცეს. კეთილი ჩვევა კარგია, მაგრამ შესაძლოა ჩვევადვე დარჩეს და სიტყვები მხოლოდ მექანიკურად ვიმეოროთ. ასეთ დროს ლოცვას ადარებენ აღმოსავლურ მანტრას, როცა გარკვეულ სიტყვებს იმეორებენ, ამ სიტყვების ენერგიით კი ფსიქიკა რაღაც მდგომარეობაში მოდის. როცა არ ასულიერებ, რასაც ამბობ და უბრალოდ იმეორებ სიტყვებს, მათ არავითარი დატვირთვა არ აქვთ, შეიძლება ითქვას, უფლის სახელის შეურაცხმყოფელიც კია. ამიტომ "იესოს ლოცვაში" მეტად მნიშვნელოვანია დიალოგის პრინციპი, ცოცხალი ღმერთის განცდა. ძე ღმერთი, როგორც ღვთაებრივი ჰიპოსტასი, პიროვნებაა და შენი პიროვნება მიმართავს მას, როგორც პიროვნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში "იესოს ლოცვა" მკვდარია. თუ ადამიანი ისწავლის, რომ "იესოს ლოცვის" დროს ძე ღმერთის პიროვნებას მიმართოს, ამ სწავლებას გამოიყენებს სხვა ლოცვაშიც და ყოველი ლოცვის თითოეული სიტყვა ცოცხალი ღმერთისკენ იქნება მიმართული.

ლოცვაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მე მხოლოდ მცირედ შევეხე, რომ დავფიქრდეთ, რა სიღრმეებს მოიცავს იგი. მაგრამ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ლოცვის კითხვა ლოცვა არ არის.

სამწუხაროდ, საეკლესიო პრაქტიკაში ლოცვის დროს უპირატესობა ენიჭება არა ხარისხს, არა ცოცხალი ღმერთის განცდას და გულისა და გონების ღვთისკენ მიმართვას, არამედ კანონის შესრულებას. ადამიანები იმდენად არიან შეპყრობილი კანონის შესრულებით, ლოცვის დროს კი არ მშვიდდებიან, არამედ შფოთი შემოაქვთ, უდროობის გამო ვერ ასწრებენ და შფოთავენ. ლოცვამ შფოთი უნდა მოგიტანოს თუ სიმშვიდე? განა ღმერთს არ ესაუბრები, რომელიც სიმშვიდის წყაროა? შფოთვა იმიტომ მეუფლება, რომ ღმერთის ადგილი კანონმა დაიკავა. ჩემი მიზანი ამ კანონის შესრულება და ამოწურვა ხდება და საერთოდ არ მახსენდება, რომ უფლისგან უნდა ვისწავლო სიმშვიდე, სიწყნარე... კანონის შესრულებას თავისი დანიშნულება აქვს - ის ადამიანს წესრიგს აჩვევს. პირველ რიგში კი მან უნდა ისწავლოს - თავისი სხეული ერთი საათით დააყენოს ხატებთან და მიეჩვიოს ლოცვის კითხვას, შემდეგ - სხეული რამდენიმე საათით დააყენოს წირვაზე. როცა ამას ისწავლის და ამაში ერთგული გახდება უფლისა, კანონის შესრულებიდან ხარისხზე უნდა გადავიდეს და ღმერთთან მშვიდ, წყნარ ურთიერთობაზე იფიქროს. კანონის მონობიდან უნდა გამოვიდეს. პავლე მოციქულის სიტყვები გვავიწყდება - უმჯობესია, ხუთი სიტყვა ვთქვა გულით, ვიდრე მრავალი და არ მესმოდეს, რას ვამბობ.

- მამაო, რა შემთხვევაში არ არის სამართლიანობა სიყვარულის გამოვლინება?

- სამართლიანობა ძალიან ხშირად არ არის სიყვარულის გამოვლინება. მაგალითად, როცა დამნაშავეს სასჯელის მოსახდელად ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ეკუთვნის, მოსამართლეს შეუძლია მიუსაჯოს ათი წელიც და ხუთიც - თვითონ როგორც სურს. არც ერთი შემთხვევა არ იქნება სიყვარულის გამოვლინება; ეს სამართლიანობაა.

არც მოწყალებაა სიყვარულის გამოვლინება. მაგალითად, გლახაკს მოწყალება მივეცი. მაგრამ მიყვარს ის გლახაკი? არა. რამდენ ადამიანს დავხმარებივართ, მაგრამ არ გვიყვარს ისინი. მოწყალება და სამართლიანობა ავტომატურად არ გულისხმობს სიყვარულს. ყურანში ღმერთის ეპითეტებად ვერსად შეხვდებით მოწყალესა და სამართლიანს. არსად არ წერია, რომ ღმერთი სიყვარულია, რადგან "ღმერთი სიყვარულია" - უკვე სხვა რამეს ნიშნავს. სამართლიანობის პრინციპი შეიძლება დაარღვიოს თავად ღმერთმა და თუ სასჯელს იმსახურებ, არ დაგსაჯოს. ამ შემთხვევაში იგი უკვე სიყვარულით მოქმედებს. თუ მხოლოდ მოწყალებით მოქმედებს, მაშინ ზემოდან გიყურებს - არა როგორც შვილს, არამედ როგორც მონას. მოწყალება თუ გამოიჩინა და არ დაგსაჯა, შესაძლოა, უფრო დამამცირებელიც იყოს და გერჩივნოს, სამართლიანად მოგექცნენ.

"ღმერთი სიყვარულია" - ორ რამეს ნიშნავს: იგი ხშირად "უსამართლოდ" გვექცევა, არ გვსჯის, როცა დასასჯელები ვართ; და მეორე - მან ჩვენთვის თავი გაწირა.

სიყვარული შეიძლება სიმართლის გარეშე მოვიაზროთ, მაგრამ ესეც არასწორია. უფრო სწორად, ქრისტიანობა ქადაგებს სამართლიან სიყვარულს, მაგრამ უპირატესობა მაინც სიყვარულს ენიჭება.

- რაში მდგომარეობს ღვთის შვილობა? ყველა ადამიანი, ამქვეყნად დაბადებული, ღვთის შვილია?

- ღვთის შვილობას ორი განმარტება აქვს: პირველი - არსობრივი: ყველა ადამიანი არსით ღვთის შვილია. ღვთის შვილია ჩიტიც. და მეორე - ზნეობრივი: შვილი თავად ცდილობს ღმერთის შვილობას საკუთარი პიროვნული გადაწყვეტილებით.Eეს ძალიან დიდ სულიერ გმირობას მოითხოვს. მღვდელი წირვის ბოლოს, "მამაო ჩვენოს" გალობის წინ ხელებს აღაპყრობს და კადნიერებისთვის შენდობას ითხოვს, რადგან მას "მამა" უნდა უწოდოს.

კადნიერება შეიძლება თავხედობაში გადაიზარდოს - თუ ღმერთს "მამას" ვუწოდებ, მაგრამ საწინააღმდეგოს ვაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია, ზნეობრივი თვალსაზრისით ვიყოთ მისი შვილები.

საზოგადოდ, ღვთის შვილობა, ამ სიტყვის დიდი გაგებით, მხოლოდ ქრისტიანობაშია. მეგობრობის ცნება არსებობს ისლამშიც. ჭეშმარიტი მუსულმანი, ალაჰის ერთგული მუსულმანი, თავს ღვთის მეგობრად და მონად მოიაზრებს და მზადაა იდეისთვის მოკვდეს, შვილობა კი მხოლოდ ქრისტიანობაშია შესაძლებელი, რადგან ძე ღმერთის თანამემკვიდრენი გავხდით.

- მამაო, გვესაუბრეთ სულიწმინდის შესახებ...

- სულიწმინდა ღმერთი ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასი, მესამე პირია და მისი პიროვნული თვისება ასე გამოითქმის - იგი გამოვალს მამისაგან. უფალმა გვითხრა, რაც მე გამცნეთ, მას ნუგეშინისმცემელი სულიწმინდა გასწავლითო. გვასწავლის იმას, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვილოცოთ და როგორ ვიაროთ ღვთისკენ. იგი შემოქმედია მამასთან და ძესთან ერთად.

საიდან ვიცით, რომ ღმერთი სამპიროვანია? თავად უფალმა განგვიცხადა ქრისტიანებს. მის შესახებ მეტი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ მამა უმიზეზოა, ძე ღმერთი მარადიულად იშვება და სულიწმინდა მარადიულად გამოვალს მამისაგან. ეს არის ღმერთის შიდა ცხოვრება, გარე სამყაროსთვის კი უფალი ერთია, ერთი ბუნებაა.

- როგორ გავიგოთ სიტყვები: "კაცი ცრუ და მზაკვარი სძაგს უფალსა"? ღმერთს რომ ადამიანი სძულდეს, მისთვის ჯვარცმას არ დაითმენდა. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება, ვფიქრობ, არ შეიძლება...

- ანთროპომორფული დახასიათება ღვთისა არამარტო გრძნობის დახასიათებაში ვლინდება, რომ ღმერთს სძულს, ღმერთი მრისხანებს, ღმერთს დაეძინა... ასეთი მიმართვაცაა წმინდა წერილში - განიღვიძე, ღმერთო. შესაძლოა უფლის სხეული იყოს ნახსენები, ვთქვათ, ხელი ან თვალი. მაგრამ ეს ანთროპომორფული დახასიათებაა ღმერთისა იმისათვის, რომ ჩვენს ენაზე გველაპარაკოს წმინდა წერილი. ეს ჩვენთვის გასაგები სამეტყველო ენაა.

ამ სიტყვებში უნდა მოვიაზროთ ის, რომ ღმერთისთვის უცხოა ყოველგვარი უზნეობა და უზნეო და ბოროტი მასთან ვერ იქნება. ღმერთი აბსოლუტურად თავისუფალია ნებისმიერი სიბნელისგან, იგი სისავსეა ნათლისა. ყველა ვატარებთ უზნეობას საკუთარ თავში, მაგრამ შინაგანად ვებრძვით და პიროვნულად უნდა გავემიჯნოთ. ხოლო თუ არ გავემიჯნებით და გავითავისებთ, შევენივთებით ჩვენში არსებულ ბოროტებას, - მასთან თანაზიარი აღმოვჩნდებით და ამიტომ პიროვნულად ვერ გავჩერდებით ღმერთთან.

- მამაო, რას გვეტყვით ფროიდის თეორიის შესახებ?

- ფროიდის თეორია სრული სიმართლეა, თუკი ადამიანი არის პირუტყვი, რომელსაც მხოლოდ გამრავლების ინსტინქტი აქვს. პირუტყვს კი თვითგადარჩენისა და კვების ინსტინქტებიც აქვს. ფროიდის თვალსაზრისით, ადამიანი არის პირუტყვი, რომელსაც თვითგადარჩენისა და კვების ინსტინქტები არ გააჩნია. თუ ადამიანი ასეთი ცხოველია, მაშინ ფროიდის თეორია სწორია.

- ხშირად რთულია, გულით ადიდებდე ღმერთს. ბოროტი ძალა მრავალ ისეთ აზრს გვახვევს თავს, როგორიცაა: "რატომ უნდა ადიდებდე ღმერთს?", "იმისთვის შეგქმნა, რომ სულ ადიდო და აქო?" ამავე დროს, ანგელოზები მარადის ადიდებენ და აქებენ ღმერთს. კარგად ვერ გავიგე სამოთხის არსიც... მინდა განგვიმარტოთ, სასუფეველი ადამიანის მიერ ღმერთის მარადიულ ქება-დიდებას ნიშნავს თუ უფალთან ერთად მარადიულ ნეტარებას?

- სიცოცხლის წყაროსთან, სინათლის წყაროსთან მიახლება შენში სიხარულს იწვევს. თავად სიცოცხლის წყაროსთან - ღმერთთან მიახლება არ გაგიხარდება ადამიანს? არ იქნები ბედნიერი მასთან მყოფობით? ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია ღმერთთან ერთობა, საოცარი სიხარულით ივსება! ღმერთის ქება-დიდება ნიშნავს სიხარულს იმისა, რომ ღმერთი არის, მისით სუნთქავ, მისით არსებობს შენი სული. მიწიერი სიხარულის განცდას და ბედნიერებას ზნეობრივი სრულყოფილება არ სჭირდება. ღმერთთან ურთიერთობა კი სულიერ ფერისცვალებას მოითხოვს, რადგან წინაპირობა ამ ბედნიერებისა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა.

- რატომ დაუშვა უფალმა იუდას ფენომენი? თუ ეს საიდუმლოა?

- უფალი ადამიანზე ბოროტებას იმიტომ უშვებს, რომ მის თავისუფალ ნებას არ ეწინააღმდეგება. იუდას მდგომარეობა მისივე არჩევანია. კითხულობენ: იუდა ბავშვობაში რომ გარდაცვლილიყო, ხომ აჯობებდა მისთვისო. მაგრამ ცხონებისთვის ბავშვობაში გარდაცვალება გარანტია არ არის; ადამიანი თავისი პიროვნული არჩევანით ცხონდება. ამიტომ გარდაცვლილი ბავშვის მდგომარეობა საიდუმლოებაა. ბავშვისთვის, ცხადია, ნათელღებულისთვის, ვევედრებით უფალს. ვედრება საჭირო რომ არ იყოს, პანაშვიდს პატარა ბავშვს არ გადაუხდიდნენ.

იუდა არ შეიძლებოდა ბავშვობაში გარდაცვლილიყო. ასეც რომ მომხდარიყო, მაშინაც ვერ ცხონდებოდა, თორემ ბავშვობაშივე გარდაიცვლებოდა. მას არ ჰქონდა ისეთი სული, რომელიც, მიღმიერ სამყაროში გადასული, მიიღებდა ღმერთს. იუდა ურჩი ბავშვი იქნებოდა.

იუდას მიეცა შესაძლებლობა, თავისი თავის რეალიზება მოეხდინა. მისი არასწორი ცნობიერება და ღალატის დიდი პოტენცია არ ვლინდებოდა, რადგან ღარიბი კაცი იყო. მთელი ცხოვრება იცხოვრებდა ისე, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძლებდა, ვერ დაინახავდა, ვინ იყო სინამდვილეში. ქრისტესთან ურთიერთობისას კი დაინახა, რომ არასწორი რელიგიური ცნობიერება ჰქონდა და რელიგია მისთვის მხოლოდ მიწიერი მიზნების მიღწევის საშუალება იყო. ეს დაინახა ძალიან კარგად და ამიტომაც უარყო უფალი.

ზოგიერთი ამბობს, იუდამ მაცხოვარს კეთილშობილური მიზნით უღალატა. ბოლოს ხომ შეეცოდაო. მაგრამ ღალატი ცოდვაა, რომელსაც ვერაფრით გაამართლებ! ასე რომ, იუდამ საკუთარი თავის რეალიზება ამგვარად მოახდინა. მერე რომ შეინანა - ეს არ იყო ქრისტიანული სინანული. ჭეშმარიტი სინანულის დროს ადამიანი იწყებს საკუთარი თავის მეტამორფოზას და იხსნება ღმერთისთვის. იუდა კი ამ სინანულმა "ჩაკეტა". მან მეტამორფოზა კი არა, პირიქით, დეგრადირება განიცადა. მისმა პატივმოყვარეობამ ვერ აიტანა ეს სიმახინჯე და უღირსობა.

განა ნაკლები დაემართა პეტრეს? მაგრამ პეტრე ტიროდა და შენდობას ითხოვდა. იუდაში კი "მე" კერპად იყო ქცეული.

ასე რომ, იუდაზე იმიტომ დაეშვა ეს ყოველივე, რომ მას საკუთარი თავი შეემეცნებინა. ბოლოს ამბორის ნებაც დართო უფალმა. შესაძლებლობა მისცა, სული გადაერჩინა, მაგრამ იუდამ ვერ გამოიყენა იგი.

იუდას შემთხვევა უნდა განვაზოგადოთ - ყოველ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავის შემეცნებისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრისტეს ვუახლოვდებით. ჩვენში პოტენციურად იუდას მდგომარეობაც არის, პეტრესიც, იოანესიც... და იმის მიხედვით რეალიზდება, რა არჩევანსაც გავაკეთებთ.
ბეჭდვაელფოსტა
12.09. 2017
ზვიადი
მამა თეოდორე არის ძალიან ღრმად მოაზროვნე პიროვნება და ამ ღრმა აზროვნებით ძალიან ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat